პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპრეზიდენტო არჩევნების 9 გახმაურებული დარღვევა
საპრეზიდენტო არჩევნების 9 გახმაურებული დარღვევა

სა­ქარ­თვე­ლო­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი უჩ­ვე­უ­ლოდ მშვიდ გა­რე­მო­ში წა­რი­მარ­თა. ეს იყო ყვე­ლა­ზე წყნა­რი არ­ჩევ­ნე­ბი, რო­დე­საც რე­გი­ო­ნებ­ში სხვა წინა არ­ჩევ­ნე­ბის მსგავ­სად არც რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ყალ­ბე­ბა და არც შეხ­ლა-შე­მოხ­ლა არ მომ­ხდა­რა.

წარ­მო­გიდ­გენთ იმ 9 გახ­მა­უ­რე­ბულ დარ­ღვე­ვას, რო­მე­ლიც მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა.

1 - თე­ლა­ვის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში ერთ-ერთი ამომ­რჩე­ვე­ლი ხმის მი­ცე­მას სხვი­სი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბით ცდი­ლობ­და. 35-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში გა­და­სა­ტან სა­არ­ჩევ­ნო ყუთს თან გა­ა­ყო­ლეს ამ ყუ­თის სი­ა­ში მყო­ფი ხუთი ამომ­რჩევ­ლის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა.

2 - ზუგ­დი­დი - კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­ორ­დი­ნა­ტორს ორი ავ­ტო­მან­ქა­ნა და­უმტვრი­ეს. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის აქ­ტი­ვის­ტებ­მა და­ა­ზი­ა­ნეს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­ორ­დი­ნა­ტო­რის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი.

3 - მარ­ტვი­ლის მე-2 სა­არ­ჩე­ვო უბან­ზე მარ­ტვი­ლის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩენ­ვო კო­მი­სი­ის 2 წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მარ­კი­რე­ბა არ გა­ი­ა­რა და არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის მი­თი­თე­ბას და ხმა მარ­კი­რე­ბის გა­რე­შე მის­ცეს.

4 - აბა­შა­ში რამ­დე­ნი­მე უბანს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის მან­ძილ­ზე ელექ­ტო­რო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბო­და.

5 - ჩხო­რო­წყუს 21-ე უბან­ზე კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქმს უკვე დი­ლის 10 სა­ა­თი­სათ­ვის მო­ა­წე­რეს ხელი.

6 - გო­რის 32-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძი­სა და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის სა­სარ­გებ­ლო აგი­ტა­ცია. დამ­კვირ­ვებ­ლის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე ქალი შე­ვი­და სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და მო­უ­წო­დებ­და ამომ­რჩევ­ლებს ხმა მი­ე­ცათ ან ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის­თვის, ან კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტის­თვის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის­თვის.

7 - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გი­ორ­გი ვა­შა­ძე აცხა­დებს, რომ გო­რის სო­ფელ კირ­ბალ­ში ვინ­მე ლერი აბა­ლა­კი და მა­რი­ამ დო­თი­აშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­და­ჭე­რის სა­ნაც­ვლოდ ამომ­რჩევ­ლებს 200-ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბას ჰპირ­დე­ბი­ან. და­ფიქ­სირ­და სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში ზედ­მე­ტი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ჩაყ­რის ფაქ­ტი და წი­ნას­წარ შე­მო­ხა­ზუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი.

8 - ახალ­ცი­ხის 1-ლ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და­ფიქ­სირ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ამომ­რჩე­ველ­თა სი­ა­ში წი­ნას­წარ გა­კე­თე­ბუ­ლი იყო ხელ­მო­წე­რე­ბი ამომ­რჩე­ველ­თა გრა­ფის გას­წვრივ. 10-ვე სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის კე­დელ­ზე გაკ­რულ ხმის მი­ცე­მის ნი­მუშ­ში შე­მო­ხა­ზუ­ლი იყო #41.

9 - მარ­ნე­ულ­ში ერთ ამომ­რჩე­ველს ხმა მარ­თვის მოწ­მო­ბით მი­ა­ცე­მი­ნეს. 56-ე, 54-ე, 40-ე, 64-ე უბ­ნებ­ზე ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი პირ­და­პირ ჩა­ა­ბა­რეს სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში. სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქის #42 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­კვირ­ვე­ბელ­მა და­ა­ფიქ­სი­რა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი, როცა რე­გის­ტრა­ტორ­მა ამომ­რჩე­ველს 41 ნომ­რი­ა­ნი უკვე შე­მო­ხა­ზუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნი გა­დას­ცა. რო­გორც დამ­კვირ­ვე­ბე­ლი აცხა­დებს, არ­სე­ბობს ამ ფაქ­ტის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რიც. ამის შემ­დეგ კი უბან­ზე ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა სა­ერ­თოდ აკ­რძა­ლეს.

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

საპრეზიდენტო არჩევნების 9 გახმაურებული დარღვევა

საპრეზიდენტო არჩევნების 9 გახმაურებული დარღვევა

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები უჩვეულოდ მშვიდ გარემოში წარიმართა. ეს იყო ყველაზე წყნარი არჩევნები, როდესაც რეგიონებში სხვა წინა არჩევნების მსგავსად არც რაიმე სერიოზული გაყალბება და არც შეხლა-შემოხლა არ მომხდარა.

წარმოგიდგენთ იმ 9 გახმაურებულ დარღვევას, რომელიც მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა.

1 - თელავის სოფელ ყარაჯალაში ერთ-ერთი ამომრჩეველი ხმის მიცემას სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა. 35-ე საარჩევნო უბანში გადასატან საარჩევნო ყუთს თან გააყოლეს ამ ყუთის სიაში მყოფი ხუთი ამომრჩევლის პირადობის მოწმობა.

2 - ზუგდიდი - კოალიცია "ქართული ოცნების" კოორდინატორს ორი ავტომანქანა დაუმტვრიეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ავტომანქანები ნინო ბურჯანაძის აქტივისტებმა დააზიანეს. "ქართული ოცნების" კოორდინატორის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი.

3 - მარტვილის მე-2 საარჩევო უბანზე მარტვილის საოლქო საარჩენვო კომისიის 2 წარმომადგენელმა მარკირება არ გაიარა და არ დაემორჩილნენ კომისიის თავმჯდომარის მითითებას და ხმა მარკირების გარეშე მისცეს.

4 - აბაშაში რამდენიმე უბანს დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ელექტოროენერგია არ მიეწოდებოდა.

5 - ჩხოროწყუს 21-ე უბანზე კომისიის წევრებმა შემაჯამებელ ოქმს უკვე დილის 10 საათისათვის მოაწერეს ხელი.

6 - გორის 32-ე საარჩევნო უბანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ნინო ბურჯანაძისა და ქართული ოცნების სასარგებლო აგიტაცია. დამკვირვებლის ცნობით, რამდენიმე ქალი შევიდა საარჩევნო უბანზე და მოუწოდებდა ამომრჩევლებს ხმა მიეცათ ან ნინო ბურჯანაძისთვის, ან კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატისთვის, გიორგი მარგველაშვილისთვის.

7 - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გორის სოფელ კირბალში ვინმე ლერი აბალაკი და მარიამ დოთიაშვილი "ქართული ოცნების" მხარდაჭერის სანაცვლოდ ამომრჩევლებს 200-ლარიან დახმარებას ჰპირდებიან. დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი და წინასწარ შემოხაზული ბიულეტენები.

8 - ახალციხის 1-ლ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველთა სიაში წინასწარ გაკეთებული იყო ხელმოწერები ამომრჩეველთა გრაფის გასწვრივ. 10-ვე საარჩევნო უბნის კედელზე გაკრულ ხმის მიცემის ნიმუშში შემოხაზული იყო #41.

9 - მარნეულში ერთ ამომრჩეველს ხმა მართვის მოწმობით მიაცემინეს. 56-ე, 54-ე, 40-ე, 64-ე უბნებზე ბიულეტენები პირდაპირ ჩააბარეს საარჩევნო ყუთში. საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელმა დააფიქსირა რამდენიმე ფაქტი, როცა რეგისტრატორმა ამომრჩეველს 41 ნომრიანი უკვე შემოხაზული ბიულეტენი გადასცა. როგორც დამკვირვებელი აცხადებს, არსებობს ამ ფაქტის ვიდეოჩანაწერიც. ამის შემდეგ კი უბანზე ვიდეოგადაღება საერთოდ აკრძალეს.

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა