მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"9-წლიანი სისხლის კალოს" დასასრული?!
"9-წლიანი სისხლის კალოს" დასასრული?!

რა ბედი ელის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს? მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ცხრაწ­ლი­ან პე­რი­ოდს, რო­მელ­საც ერ­თმა ჩემ­მა ნაც­ნობ­მა პო­ლი­ტო­ლოგ­მა "9-წლი­ა­ნი სის­ხლის კალო" უწო­და! "მარ­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის გამ­გე­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე, პეტ­რე მამ­რა­ძე აფა­სებს:

- შე­ფა­სე­ბი­სას არ ავ­ყვე­ბი ემო­ცი­ას, სიმ­პა­თი­ებს ან ან­ტი­პა­თი­ებს. პირ­და­პირ გე­ტყვით, რომ 2003 წლის­თვის მა­სობ­რივ­მა კო­რუფ­ცი­ამ ისეთ მას­შტაბს მი­აღ­წია, რომ სა­ქარ­თვე­ლო აღი­ა­რეს არ­შემ­დგარ სა­ხელ­მწი­ფოდ, რო­მე­ლიც არ უხ­დი­და ხელ­ფა­სებს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს, მო­სა­მარ­თლე­ებს და ა.შ. ბი­უ­ჯე­ტი არ ივ­სე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ ად­გი­ლას პენ­სი­ო­ნე­რებს სამი წელი იყო, პენ­სი­აც არ აე­ღოთ. ამი­ტო­მაც მოხ­და "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია". ეს ის­ტო­რი­უ­ლად გარ­და­უ­ვა­ლი მოვ­ლე­ნა იყო და და­სავ­ლე­თის როლი ამა­ში გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია.

უბ­რა­ლოდ, იმ დროს სა­ქარ­თვე­ლოს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბო­და მო­დერ­ნი­ზა­ცია ყვე­ლა სფე­რო­ში. პირ­ვე­ლი 4 წელი მარ­თლაც ის­ტო­რი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა: აღ­მო­ი­ფხვრა მა­სობ­რი­ვი კო­რუფ­ცია, შე­დე­გი და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო. სხვა­თა შო­რის, უზარ­მა­ზარ თან­ხებს იხ­დი­და ივა­ნიშ­ვი­ლი რო­გორც ქველ­მოქ­მე­დი, რომ ნორ­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სე­ბი და­რი­გე­ბუ­ლი­ყო სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რებ­ში. მა­შინ რა­ტომ­ღაც ყვე­ლას ეგო­ნა, რომ ამას სო­რო­სი აკე­თებ­და. კარ­დი­ნა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა სი­ტუ­ა­ცია სა­ბა­ჟო­ზე, სა­დაც კო­რუფ­ცია თვალ­ში სა­ცე­მი აღარ იყო. თუმ­ცა რე­ფორ­მე­ბის არა­ნორ­მა­ლუ­რი სის­წრა­ფე და ეფექ­ტი­ა­ნო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო არა სა­მარ­თლებ­რი­ვად, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბით, რაც ხში­რად უკა­ნო­ნოდ კეთ­დე­ბო­და.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან ჰგავ­და მუ­სო­ლი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის პირ­ველ წლებს, ვგუ­ლის­ხმობ ყო­ფი­ლი მო­ხე­ლე­ე­ბის და­კა­ვე­ბა-და­კი­თხვას, იძუ­ლე­ბას, რომ ხა­ზი­ნა­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" "ობშ­ჩი­აკ­ში" ფული შე­ე­ტა­ნათ. ამით გაძ­ლი­ერ­და ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა. იმავდრო­უ­ლად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იც­ვლე­ბო­და წე­სე­ბი და კა­ნო­ნე­ბი. ერთი იყო, როცა ადა­მი­ა­ნი აღი­ა­რებ­და, მე ქურ­დი ვარო და ამი­ტომ ის­ჯე­ბო­და, მე­ო­რე კი, როცა ნე­ბის­მი­ერს აღი­ა­რე­ბი­ნებ­დნენ იმას, რაც უნ­დო­დათ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მსოფ­ლიო ბან­კმა თა­ვის ან­გა­რიშ­ში ჩა­წე­რა, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­მო­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ეფექ­ტი­ა­ნი იყო, სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი 8-ჯერ გა­ი­ზარ­და, პენ­სი­ე­ბის და­რი­გე­ბა დრო­უ­ლად და­ი­წყო. ამ ყვე­ლა­ფერ­მა შექ­მნა სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ ამ პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 9 წელი გაძ­ლო.

მას შემ­დეგ, რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის 94 თუ 95% მი­ი­ღო, კონ­კუ­რენ­ტად აღარც ბურ­ჯა­ნა­ძეს გა­ნი­ხი­ლავ­და და აღარც ჟვა­ნი­ას. თუმ­ცა ჟვა­ნია, რო­გორც მის და ასე­ვე უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბის წრე­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლის კონ­კუ­რენ­ტად და ძლი­ერ ფი­გუ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ბურ­ჯა­ნა­ძის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ნო­მი­ნა­ლუ­რი იყო, რი­გით დე­პუ­ტა­ტებს (მა­გა­ლი­თად, ნიკა რუ­რუ­ას, გივი თარ­გა­მა­ძეს, გიგა ბო­კე­რი­ას და ა.შ.), რომ­ლე­ბიც სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა­ში ტრი­ა­ლებ­დნენ, მას­ზე მეტი გავ­ლე­ნა ჰქონ­დათ. ჟვა­ნი­ას მიშა ბევ­რს არა­ფერს ეკი­თხე­ბო­და. უფრო მე­ტიც, მა­შინ შე­იქ­მნა "ღა­მის ტრო­ი­კა" - ადე­იშ­ვი­ლი, მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტთან სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებ­ზე შუ­ა­ღა­მი­სას მსჯე­ლობ­დნენ. დი­ლა­ად­რი­ან მი­სულ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს კი სი­ახ­ლე­ე­ბი ხვდე­ბო­და.

ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ჟვა­ნი­ას თა­ვის და­ჭე­რა კარ­გად ეხერ­ხე­ბო­და, იცო­და, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის რო­გო­რი პა­სუ­ხი გა­ე­ცა, მერე კი ელო­დე­ბო­და, კან­ცე­ლა­რი­ა­ში რო­დის მო­ვი­დო­და გა­მო­ძი­ნე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რათა მას და­ლა­პა­რა­კე­ბო­და. სა­ერ­თოდ, ჟვა­ნი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი წონა უფრო ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში იგ­რძნო­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ვერ და­იც­ვა ეკო­ნო­მი­კუ­რი ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში "ჩა­ჩე­ხეს". გახ­სოვთ, ალ­ბათ, ჟვა­ნი­ას ცნო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბა: "ამ კა­ნონ­ში, რაც თქვენ მი­ი­ღეთ, ისე­თი პი­რო­ბე­ბია, რო­მელ­საც მხო­ლოდ ნე­ტა­რი ავ­გუს­ტი­ნე თუ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დაო". რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებს, სწო­რედ პო­ლი­ტი­კუ­რი "ტრო­ი­კის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­და­წყდა აჭა­რის "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის" სა­კი­თხი. სა­ა­კაშ­ვი­ლი მა­შინ ბა­თუ­მის და­ბომბვა­სა და პრობ­ლე­მის უფრო სწრა­ფად მოგ­ვა­რე­ბას გეგ­მავ­და, თუმ­ცა ეს არ დას­ჭირ­და, რუ­სეთ­მაც არ შე­უ­შა­ლა ხელი. ჟვა­ნი­აც სწო­რად ჩა­ე­რია ამ ყვე­ლა­ფერ­ში.

ეს იცი­ან რო­გორც ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ, ასე­ვე "ღა­მის ტრო­ი­კის" წევ­რებ­მა. სა­ერ­თოდ, მი­შას­თვის კარ­გი პო­ლი­ტი­კო­სი იყო ის, ვინც უსი­ტყვოდ ას­რუ­ლებ­და მის ნე­ბის­მი­ერ და­ვა­ლე­ბას. სწო­რედ ამ თვი­სე­ბით და­წი­ნა­ურ­და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჟვა­ნი­ას აპა­რატ­ში მუ­შა­ობ­და. ჟვა­ნია მა­შინ ადე­იშ­ვილს ხუმ­რო­ბით "ჩემს მიკი მა­უსს" ეძახ­და. ამ­ბობ­და, "ჩემს მიკი მა­უსს" და­ვა­ვა­ლებ და ერთ დღე­ში კა­ნონს შე­მიც­ვლი­სო. აჭა­რის აბა­ში­ძის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მი­შამ ცხინ­ვა­ლის დაბ­რუ­ნე­ბის იდე­აც აიკ­ვი­ა­ტა და "ტრო­ი­კამ" ამ სა­კი­თხზე და­ი­წყო ზრუნ­ვა.…

- ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით თევ­ზა­ძე ამ­ბობს, რომ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" დროს რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი­დან და­რე­კეს და ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი გე­ნე­რა­ლი გა­აფრ­თხი­ლეს - Власть меняется на Абхазию. და ამ გა­რი­გე­ბის შე­დე­გი იყო ის, რაც მოხ­და 2008 წელს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­სა და კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში. იმა­ვეს ადას­ტუ­რებს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ვლა­დი­მერ იმ­ნა­ძე, რო­მე­ლიც აზუს­ტებს, რომ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია რუსი გე­ნერ­ლის­გან, კვაშ­ნი­ნის­გან მი­ი­ღო. თქვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რაზე ესა­უბ­რა იგორ ივა­ნო­ვი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ლი­დე­რებს, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და? მარ­თლაც იც­ვლე­ბო­და თუ არა ახალ­გაზ­რდა რე­ფორ­მა­ტო­რე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე?

- რუ­სე­თის ლი­დე­რებ­მა კარ­გად იცოდ­ნენ, რომ ახალ­გაზ­რდა რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის გზით ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის მომ­ხრე­ნი იყ­ვნენ და ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­ცვე­ლი იყო, კარ­გად ვი­ცით, ვინც ხართ და რაც გინ­დათ, გა­დად­გამთ ამ ნა­ბიჯს და და­კარ­გავთ ტე­რი­ტო­რი­ებ­სო! რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნოვს, ის მხო­ლოდ სი­ტუ­ა­ცი­ის და­საზ­ვე­რად გა­მოგ­ზავ­ნეს. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, რუ­სე­თი ელო­და, რომ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" გზით ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დით შე­ეც­დე­ბო­და. თუმ­ცა 2004 წლის თე­ბერ­ვალ­ში ვი­თა­რე­ბა ოდ­ნავ გა­ნი­მუხ­ტა, სა­ა­კაშ­ვი­ლი მოს­კოვ­ში ჩა­ვი­და და პუ­ტინს შეხ­ვდა. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სა­კი­თხებ­ზე სა­უბ­რი­სას პუ­ტინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს მშვი­დო­ბი­ა­ნი მე­თო­დე­ბით მოქ­მე­დე­ბის გზა შეს­თა­ვა­ზა: იქ­ნებ ერ­თად ავა­მუ­შა­ოთ სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რულ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც გა­იზ­რდე­ბა თბი­ლი­სის ნდო­ბა, მერე კი შე­იძ­ლე­ბა სტა­ტუს­ზეც ვი­ლა­პა­რა­კოთ. აფხა­ზეთ­თან სა­კი­თხში ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო რთუ­ლი იქ­ნე­ბაო. პუ­ტი­ნი ამ სა­უბ­რით კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა, თუმ­ცა ორი­ო­დე თვე­ში სა­ა­კაშ­ვილ­მა და­კე­ტა ერგნე­თის ბაზ­რო­ბა და… მა­შინ პრე­სით გავ­რცელ­და პუ­ტი­ნის სი­ტყვე­ბი: "სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­და­მაგ­დო". მახ­სოვს, მა­შინ თო­მას დე ვა­ა­ლი წერ­და: "ერგნე­თის ბაზ­რო­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა შე­ექ­მნა, რად­გან რო­გორც ცხინ­ვა­ლის, ასე­ვე და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ოსე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას ხელს უწყობს".

ერ­თა­დერ­თი, რაც ამ ბაზ­რო­ბის გა­და­კეტ­ვამ მო­ი­ტა­ნა, იყო ის, რომ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­ი­ზარ­და ლარ­სის სა­ბა­ჟო პუნ­ქტის შე­მო­სა­ვა­ლი. მაგ­რამ რა იყო ეს მი­ლი­ო­ნე­ბი იმ უბე­დუ­რე­ბას­თან შე­და­რე­ბით, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ იწ­ვნია? ერგნე­თის ბაზ­რო­ბის გა­და­კეტ­ვამ­დე იქ დღე­ში ორ­ჯერ და­დი­ო­და ავ­ტო­ბუ­სი წარ­წე­რით - "თბი­ლი­სი-ცხინ­ვა­ლი", რაც მერე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი თა­ვი­სუფ­ლად ჩა­დი­ოდ­ნენ ცხინ­ვალ­ში, მკურ­ნა­ლობ­დნენ ავად­მყო­ფებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­შა­ლა. თან­და­თან ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა. 2006 წელს კო­დო­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი ბან­დე­ბის­გან გა­საწ­მენ­დი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და, რაც და­დე­ბი­თი მოვ­ლე­ნა იყო, თუმ­ცა ამა­საც მოჰ­ყვა უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი. ნაც­ვლად იმი­სა, კო­დო­რი ჩვენ­თვის, გა­ე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და აფხა­ზე­ბის­თვის ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის პლაც­დარ­მი გამ­ხდა­რი­ყო (რა­საც ამე­რი­კე­ლე­ბი ითხოვ­დნენ), აფხა­ზე­თის დე იურე მთავ­რო­ბის ად­გილ­სამ­ყოფ­ლად გა­და­აქ­ცი­ეს, რათა სა­ა­კაშ­ვილს ეთ­ქვა, აქე­დან ხე­ლის ერთ გა­დაწ­ვდე­ნა­ზეა სო­ხუ­მი და მალე იქ გა­და­ვალ­თო. კო­დორს ზემო აფხა­ზე­თი და­არ­ქვეს, კი­დევ არა­ერ­თი სი­სუ­ლე­ლე გა­ა­კე­თეს და სა­ბო­ლო­ოდ ეს ტე­რი­ტო­რი­აც და­კარ­გეს. პა­რა­ლე­ლუ­რად, ცხინ­ვა­ლის სა­კი­თხშიც სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი პო­ლი­ტი­კა შე­ი­მუ­შა­ვეს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ავან­ტი­უ­რა იყო სა­ნა­კო­ე­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შექ­მნა, მისი ქურ­თა­ში დას­მა და "კო­კო­ი­თი ფან­და­რას­ტის" ძა­ხი­ლით ცნო­ბი­ლი კამ­პა­ნია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ვლა­დი­მერ სა­ნა­კო­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ფე-ეს-ბეს და­ვა­ლე­ბით ყო­ფი­ლა ჩა­მო­სუ­ლი, საქ­მე გა­ა­კე­თა და წა­ვი­და. ასე მო­ვე­დით 2007 წლამ­დე.

- რა შეც­ვა­ლა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში?

- 2004 წელს, როცა ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ცხინ­ვა­ლის სი­მაღ­ლე­ე­ბის და­კა­ვე­ბა გა­ნიზ­რა­ხა, აჭა­რა­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვით ეი­ფო­რი­ა­ში შე­სულ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა ცხინ­ვა­ლის დაბ­რუ­ნე­ბა გა­ნიზ­რა­ხა და ეს საქ­მე ოქ­რუ­აშ­ვილს მი­ან­დო. გახ­სოვთ, ალ­ბათ, ამას რაც მოჰ­ყვა, - ჩვე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და­ა­ჩო­ქეს შუა ცხინ­ვალ­ში, მა­შინ იქ ლო­კა­ლუ­რი სის­ხლის ღვრაც მოხ­და. სა­ა­კაშ­ვილ­მა კი გა­ნა­ცხა­და, და­გო­მი­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­დან გა­ვა­ლო, რა­მაც აღაშ­ფო­თა ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რე­ბი. ყო­ვე­ლი­ვე ამას მოჰ­ყვა ის, რომ 19 აგ­ვის­ტოს რუ­სე­თის 51-ე არ­მია უკვე მარ­შით გა­მო­ე­მარ­თა რო­კის გვი­რა­ბის­კენ.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

იხი­ლეთ ვი­დეო: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის 9-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა 9 წუთ­ში

"9-წლიანი სისხლის კალოს" დასასრული?!

"9-წლიანი სისხლის კალოს" დასასრული?!

რა ბედი ელის მიხეილ სააკაშვილს? მისი პრეზიდენტობის ცხრაწლიან პერიოდს, რომელსაც ერთმა ჩემმა ნაცნობმა პოლიტოლოგმა "9-წლიანი სისხლის კალო" უწოდა! "მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის გამგეობის" თავმჯდომარე, პეტრე მამრაძე აფასებს:

- შეფასებისას არ ავყვები ემოციას, სიმპათიებს ან ანტიპათიებს. პირდაპირ გეტყვით, რომ 2003 წლისთვის მასობრივმა კორუფციამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ საქართველო აღიარეს არშემდგარ სახელმწიფოდ, რომელიც არ უხდიდა ხელფასებს სამართალდამცველებს, მოსამართლეებს და ა.შ. ბიუჯეტი არ ივსებოდა. საქართველოს ზოგიერთ ადგილას პენსიონერებს სამი წელი იყო, პენსიაც არ აეღოთ. ამიტომაც მოხდა "ვარდების რევოლუცია". ეს ისტორიულად გარდაუვალი მოვლენა იყო და დასავლეთის როლი ამაში გადაჭარბებულია.

უბრალოდ, იმ დროს საქართველოს ჰაერივით სჭირდებოდა მოდერნიზაცია ყველა სფეროში. პირველი 4 წელი მართლაც ისტორიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: აღმოიფხვრა მასობრივი კორუფცია, შედეგი დაუჯერებელი იყო. სხვათა შორის, უზარმაზარ თანხებს იხდიდა ივანიშვილი როგორც ქველმოქმედი, რომ ნორმალური ხელფასები დარიგებულიყო სახელმწიფო სამსახურებში. მაშინ რატომღაც ყველას ეგონა, რომ ამას სოროსი აკეთებდა. კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია საბაჟოზე, სადაც კორუფცია თვალში საცემი აღარ იყო. თუმცა რეფორმების არანორმალური სისწრაფე და ეფექტიანობა განპირობებული იყო არა სამართლებრივად, არამედ პოლიტიკური ნებით, რაც ხშირად უკანონოდ კეთდებოდა.

სააკაშვილის ხელისუფლების მოქმედება ძალიან ჰგავდა მუსოლინის მმართველობის პირველ წლებს, ვგულისხმობ ყოფილი მოხელეების დაკავება-დაკითხვას, იძულებას, რომ ხაზინასა და "ნაციონალების" "ობშჩიაკში" ფული შეეტანათ. ამით გაძლიერდა ეს პოლიტიკური ძალა. იმავდროულად, ხელისუფლების პოლიტიკური ნების შესაბამისად იცვლებოდა წესები და კანონები. ერთი იყო, როცა ადამიანი აღიარებდა, მე ქურდი ვარო და ამიტომ ისჯებოდა, მეორე კი, როცა ნებისმიერს აღიარებინებდნენ იმას, რაც უნდოდათ. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბანკმა თავის ანგარიშში ჩაწერა, რომ ახალი ხელისუფლების შემოტანილი ცვლილებები უპრეცედენტოდ ეფექტიანი იყო, საქართველოს ბიუჯეტი 8-ჯერ გაიზარდა, პენსიების დარიგება დროულად დაიწყო. ამ ყველაფერმა შექმნა საფუძველი იმისა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლებაში 9 წელი გაძლო.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა სრულიად თავისუფალ და სამართლიან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 94 თუ 95% მიიღო, კონკურენტად აღარც ბურჯანაძეს განიხილავდა და აღარც ჟვანიას. თუმცა ჟვანია, როგორც მის და ასევე უცხოელი მეგობრების წრეში, სააკაშვილის კონკურენტად და ძლიერ ფიგურად განიხილებოდა. ბურჯანაძის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნომინალური იყო, რიგით დეპუტატებს (მაგალითად, ნიკა რურუას, გივი თარგამაძეს, გიგა ბოკერიას და ა.შ.), რომლებიც სააკაშვილის გარემოცვაში ტრიალებდნენ, მასზე მეტი გავლენა ჰქონდათ. ჟვანიას მიშა ბევრს არაფერს ეკითხებოდა. უფრო მეტიც, მაშინ შეიქმნა "ღამის ტროიკა" - ადეიშვილი, მერაბიშვილი და ოქრუაშვილი, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტთან საჭირბოროტო საკითხებზე შუაღამისას მსჯელობდნენ. დილაადრიან მისულ პრემიერ-მინისტრს კი სიახლეები ხვდებოდა.

ასეთ სიტუაციებში ჟვანიას თავის დაჭერა კარგად ეხერხებოდა, იცოდა, ჟურნალისტებისთვის როგორი პასუხი გაეცა, მერე კი ელოდებოდა, კანცელარიაში როდის მოვიდოდა გამოძინებული პრეზიდენტი, რათა მას დალაპარაკებოდა. საერთოდ, ჟვანიას პოლიტიკური წონა უფრო ეკონომიკურ საკითხებში იგრძნობოდა, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ დაიცვა ეკონომიკური ამნისტიის კანონი, რომელიც პარლამენტში "ჩაჩეხეს". გახსოვთ, ალბათ, ჟვანიას ცნობილი განცხადება: "ამ კანონში, რაც თქვენ მიიღეთ, ისეთი პირობებია, რომელსაც მხოლოდ ნეტარი ავგუსტინე თუ დააკმაყოფილებდაო". რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, სწორედ პოლიტიკური "ტროიკის" გადაწყვეტილებით გადაწყდა აჭარის "გათავისუფლების" საკითხი. სააკაშვილი მაშინ ბათუმის დაბომბვასა და პრობლემის უფრო სწრაფად მოგვარებას გეგმავდა, თუმცა ეს არ დასჭირდა, რუსეთმაც არ შეუშალა ხელი. ჟვანიაც სწორად ჩაერია ამ ყველაფერში.

ეს იციან როგორც ნინო ბურჯანაძემ, ასევე "ღამის ტროიკის" წევრებმა. საერთოდ, მიშასთვის კარგი პოლიტიკოსი იყო ის, ვინც უსიტყვოდ ასრულებდა მის ნებისმიერ დავალებას. სწორედ ამ თვისებით დაწინაურდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ჟვანიას აპარატში მუშაობდა. ჟვანია მაშინ ადეიშვილს ხუმრობით "ჩემს მიკი მაუსს" ეძახდა. ამბობდა, "ჩემს მიკი მაუსს" დავავალებ და ერთ დღეში კანონს შემიცვლისო. აჭარის აბაშიძისგან გათავისუფლების შემდეგ მიშამ ცხინვალის დაბრუნების იდეაც აიკვიატა და "ტროიკამ" ამ საკითხზე დაიწყო ზრუნვა.…

- ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ამბობს, რომ "ვარდების რევოლუციის" დროს რუსეთის გენერალური შტაბიდან დარეკეს და ერთ-ერთი ქართველი გენერალი გააფრთხილეს - Власть меняется на Абхазию. და ამ გარიგების შედეგი იყო ის, რაც მოხდა 2008 წელს ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობაში. იმავეს ადასტურებს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვლადიმერ იმნაძე, რომელიც აზუსტებს, რომ ასეთი ინფორმაცია რუსი გენერლისგან, კვაშნინისგან მიიღო. თქვენი ინფორმაციით, რაზე ესაუბრა იგორ ივანოვი "ვარდების რევოლუციის" ლიდერებს, როცა საქართველოში ჩამოვიდა? მართლაც იცვლებოდა თუ არა ახალგაზრდა რეფორმატორების ხელისუფლებაში მოსვლა ტერიტორიებზე?

- რუსეთის ლიდერებმა კარგად იცოდნენ, რომ ახალგაზრდა რეფორმატორები სამხედრო ოპერაციის გზით ტერიტორიების დაბრუნების მომხრენი იყვნენ და ასეთი განცხადებები გაფრთხილების შემცველი იყო, კარგად ვიცით, ვინც ხართ და რაც გინდათ, გადადგამთ ამ ნაბიჯს და დაკარგავთ ტერიტორიებსო! რაც შეეხება ივანოვს, ის მხოლოდ სიტუაციის დასაზვერად გამოგზავნეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთი ელოდა, რომ "ვარდების რევოლუციის" გზით ქვეყნის სათავეში მოსული ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალისმიერი მეთოდით შეეცდებოდა. თუმცა 2004 წლის თებერვალში ვითარება ოდნავ განიმუხტა, სააკაშვილი მოსკოვში ჩავიდა და პუტინს შეხვდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე საუბრისას პუტინმა საქართველოს პრეზიდენტს მშვიდობიანი მეთოდებით მოქმედების გზა შესთავაზა: იქნებ ერთად ავამუშაოთ სოციალურ-კულტურულ-ეკონომიკური პროექტები, რომლის შედეგადაც გაიზრდება თბილისის ნდობა, მერე კი შეიძლება სტატუსზეც ვილაპარაკოთ. აფხაზეთთან საკითხში ეს ყველაფერი უფრო რთული იქნებაო. პუტინი ამ საუბრით კმაყოფილი დარჩა, თუმცა ორიოდე თვეში სააკაშვილმა დაკეტა ერგნეთის ბაზრობა და… მაშინ პრესით გავრცელდა პუტინის სიტყვები: "სააკაშვილმა გადამაგდო". მახსოვს, მაშინ თომას დე ვაალი წერდა: "ერგნეთის ბაზრობა რომ არ ყოფილიყო, ის საქართველოს ხელისუფლებას უნდა შეექმნა, რადგან როგორც ცხინვალის, ასევე დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ოსების ურთიერთობას ხელს უწყობს".

ერთადერთი, რაც ამ ბაზრობის გადაკეტვამ მოიტანა, იყო ის, რომ რამდენიმე მილიონი ლარით გაიზარდა ლარსის საბაჟო პუნქტის შემოსავალი. მაგრამ რა იყო ეს მილიონები იმ უბედურებასთან შედარებით, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ იწვნია? ერგნეთის ბაზრობის გადაკეტვამდე იქ დღეში ორჯერ დადიოდა ავტობუსი წარწერით - "თბილისი-ცხინვალი", რაც მერე წარმოუდგენელი იყო. ქართველი ექიმები თავისუფლად ჩადიოდნენ ცხინვალში, მკურნალობდნენ ავადმყოფებს. ეს ყველაფერი მოიშალა. თანდათან ვითარება დაიძაბა. 2006 წელს კოდორის კრიმინალური ბანდებისგან გასაწმენდი ოპერაცია ჩატარდა, რაც დადებითი მოვლენა იყო, თუმცა ამასაც მოჰყვა უარყოფითი შედეგი. ნაცვლად იმისა, კოდორი ჩვენთვის, გაეროს წარმომადგენლებისა და აფხაზებისთვის ურთიერთობისა და მეგობრობის პლაცდარმი გამხდარიყო (რასაც ამერიკელები ითხოვდნენ), აფხაზეთის დე იურე მთავრობის ადგილსამყოფლად გადააქციეს, რათა სააკაშვილს ეთქვა, აქედან ხელის ერთ გადაწვდენაზეა სოხუმი და მალე იქ გადავალთო. კოდორს ზემო აფხაზეთი დაარქვეს, კიდევ არაერთი სისულელე გააკეთეს და საბოლოოდ ეს ტერიტორიაც დაკარგეს. პარალელურად, ცხინვალის საკითხშიც სრულიად გაუგებარი პოლიტიკა შეიმუშავეს. წარმოუდგენელი ავანტიურა იყო სანაკოევის ადმინისტრაციის შექმნა, მისი ქურთაში დასმა და "კოკოითი ფანდარასტის" ძახილით ცნობილი კამპანია. მოგვიანებით კი ვლადიმერ სანაკოევმა განაცხადა, რომ ფე-ეს-ბეს დავალებით ყოფილა ჩამოსული, საქმე გააკეთა და წავიდა. ასე მოვედით 2007 წლამდე.

- რა შეცვალა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამ ხელისუფლებაში?

- 2004 წელს, როცა ოქრუაშვილმა ცხინვალის სიმაღლეების დაკავება განიზრახა, აჭარაში წარმატების მიღწევით ეიფორიაში შესულმა სააკაშვილმა ცხინვალის დაბრუნება განიზრახა და ეს საქმე ოქრუაშვილს მიანდო. გახსოვთ, ალბათ, ამას რაც მოჰყვა, - ჩვენი პოლიციელები დააჩოქეს შუა ცხინვალში, მაშინ იქ ლოკალური სისხლის ღვრაც მოხდა. სააკაშვილმა კი განაცხადა, დაგომისის ხელშეკრულებიდან გავალო, რამაც აღაშფოთა ამერიკელი პარტნიორები. ყოველივე ამას მოჰყვა ის, რომ 19 აგვისტოს რუსეთის 51-ე არმია უკვე მარშით გამოემართა როკის გვირაბისკენ.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ვიდეო: მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა 9 წუთში

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა