პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ სოფი ლორენს ბრალდება, რომლის გამოც ის ციხეში იჯდა, მოუხსნა
სასამართლომ სოფი ლორენს ბრალდება, რომლის გამოც ის ციხეში იჯდა, მოუხსნა

იტა­ლი­ის უმაღ­ლეს­მა სა­სა­მარ­თლომ ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის, სოფი ლო­რე­ნის სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რებ­თან ხან­გრძლივ და­ვას წერ­ტი­ლი და­უს­ვა. მისი 1974 წლის სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დე­ბის დეკ­ლა­რა­ცია კა­ნო­ნი­ე­რად სცნეს. რო­გორც მსა­ხი­ო­ბის ად­ვო­კატ­მა ჯო­ვა­ნი დე­ზი­დე­რიმ გა­ნა­ცხა­და, მსა­ხი­ო­ბი ბედ­ნი­ე­რია, რომ "ეს აბ­სურ­დუ­ლი ის­ტო­რია დას­რულ­და".

იტა­ლი­ის სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხურს ორი "ოს­კა­რის" მფლო­ბელ მსა­ხი­ობ­თან პრე­ტენ­ზი­ე­ბი არა­ერ­თხელ გას­ჩე­ნია.

ლო­რენ­მა, რო­მე­ლიც ჰო­ლი­ვუდ­ში 1974 წელს რამ­დე­ნი­მე ფილმში გა­და­ი­ღეს, მე­უღ­ლე პრო­დუ­სერ კარ­ლო პონ­ტის­თან ერ­თად შე­მო­სავ­ლე­ბის დეკ­ლა­რა­ცია წა­რად­გი­ნა, სა­დაც სა­კუ­თა­რი ფილ­მე­ბი­დან შე­მო­სავ­ლის ნა­წი­ლი არ მი­უ­თი­თა. შე­დე­გად, სა­გა­და­სა­ხა­დო ორ­გა­ნო­ებ­თან ხან­გრძლი­ვი სა­სა­მარ­თლო დავა და­ი­წყო.

1977 წელს იტა­ლი­ის პო­ლი­ცი­ამ კარ­ლო პონ­ტის ვილა და სა­მუ­შაო ოფი­სი გა­ჩხრი­კა. პონ­ტი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გარ­და, სა­ხელ­მწი­ფო სუბ­სი­დი­ე­ბის უკა­ნო­ნო გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ ფუ­ლის გა­ტა­ნა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

ჩხრე­კი­დან მე­ო­რე დღეს ლო­რე­ნი და პონ­ტი პა­რიზ­ში გაფ­რინ­დნენ. ერთი თვის შემ­დეგ ლო­რე­ნი ფილ­მის გახ­მო­ვა­ნე­ბის­თვის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. უკა­ნა გზა­ზე, აე­რო­პორ­ტში, იგი მე­ბა­ჟე­ებ­მა და­ა­კა­ვეს. მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ბი­ლე­თი გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლით შე­ი­ძი­ნა და მთავ­რო­ბის­გან მი­მალ­ვას ცდი­ლობ­და.

ლო­რე­ნის მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ 22,5 მლნ დო­ლა­რის უკა­ნო­ნოდ გა­ტა­ნის გამო და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი იყო გა­ცე­მუ­ლი. პონ­ტის ექვს წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბო­და.

პრო­დუ­სე­რის თა­ნამ­ზრახ­ველ ძებ­ნილ­თა სი­ა­ში მისი მე­უღ­ლე სოფი ლო­რე­ნიც იყო, რო­მელ­საც ბრალ­მდებ­ლე­ბის აზ­რით, შე­უძ­ლე­ბე­ლია მისი მე­უღ­ლის უკა­ნო­ნო გა­რი­გე­ბე­ბის შე­სა­ხებ არ სცოდ­ნო­და.

1978 წელს პონ­ტი­სა და ლო­რენს კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს - არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბის უკა­ნო­ნო ფლო­ბა: მათ ვი­ლა­ში 70 ეტ­რუს­კუ­ლი ლარ­ნა­კი იყო, რომ­ლე­ბიც იტა­ლი­ის უძ­ვე­ლე­სი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნა­წი­ლად ით­ვლე­ბო­და. ამ ბრალ­დე­ბით მათ 30 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბო­დათ.

1979 წლის იან­ვარ­ში რომ­ში სა­სა­მარ­თლო გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც კარ­ლო პონ­ტი დამ­ნა­შა­ვედ სცნეს და 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს და იმ დრო­ის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ჯა­რი­მა - 24 მლნ დო­ლა­რი და­ა­კის­რეს. სოფი ლო­რე­ნი სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა. მაგ­რამ სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რებს პრე­ტენ­ზი­ე­ბი მის მი­მართ დარ­ჩათ.

1982 წელს გა­და­სა­ხა­დე­ბის თა­ვის არი­დე­ბის­თვის მსა­ხი­ობს 30 დღით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. მაგ­რამ მან ცი­ხე­ში 18 დღე გა­ა­ტა­რა და სა­მა­გა­ლი­თო საქ­ცი­ე­ლის­თვის ვა­და­ზე ადრე გა­მო­უშ­ვეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

სასამართლომ სოფი ლორენს ბრალდება, რომლის გამოც ის ციხეში იჯდა, მოუხსნა

სასამართლომ სოფი ლორენს ბრალდება, რომლის გამოც ის ციხეში იჯდა, მოუხსნა

იტალიის უმაღლესმა სასამართლომ ცნობილი მსახიობის, სოფი ლორენის საგადასახადო სამსახურებთან ხანგრძლივ დავას წერტილი დაუსვა. მისი 1974 წლის საშემოსავლო გადასახადების დეკლარაცია კანონიერად სცნეს. როგორც მსახიობის ადვოკატმა ჯოვანი დეზიდერიმ განაცხადა, მსახიობი ბედნიერია, რომ "ეს აბსურდული ისტორია დასრულდა".

იტალიის საგადასახადო სამსახურს ორი "ოსკარის" მფლობელ მსახიობთან პრეტენზიები არაერთხელ გასჩენია.

ლორენმა, რომელიც ჰოლივუდში 1974 წელს რამდენიმე ფილმში გადაიღეს, მეუღლე პროდუსერ კარლო პონტისთან ერთად შემოსავლების დეკლარაცია წარადგინა, სადაც საკუთარი ფილმებიდან შემოსავლის ნაწილი არ მიუთითა. შედეგად, საგადასახადო ორგანოებთან ხანგრძლივი სასამართლო დავა დაიწყო.

1977 წელს იტალიის პოლიციამ კარლო პონტის ვილა და სამუშაო ოფისი გაჩხრიკა. პონტი გადასახადების გადაუხდელობის გარდა, სახელმწიფო სუბსიდიების უკანონო გამოყენებასა და საზღვარგარეთ ფულის გატანაში დაადანაშაულეს.

ჩხრეკიდან მეორე დღეს ლორენი და პონტი პარიზში გაფრინდნენ. ერთი თვის შემდეგ ლორენი ფილმის გახმოვანებისთვის სამშობლოში დაბრუნდა. უკანა გზაზე, აეროპორტში, იგი მებაჟეებმა დააკავეს. მათ განაცხადეს, რომ ბილეთი გამოგონილი სახელით შეიძინა და მთავრობისგან მიმალვას ცდილობდა.

ლორენის მეუღლის სახელზე საზღვარგარეთ 22,5 მლნ დოლარის უკანონოდ გატანის გამო დაპატიმრების ორდერი იყო გაცემული. პონტის ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

პროდუსერის თანამზრახველ ძებნილთა სიაში მისი მეუღლე სოფი ლორენიც იყო, რომელსაც ბრალმდებლების აზრით, შეუძლებელია მისი მეუღლის უკანონო გარიგებების შესახებ არ სცოდნოდა.

1978 წელს პონტისა და ლორენს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს - არქეოლოგიური აღმოჩენების უკანონო ფლობა: მათ ვილაში 70 ეტრუსკული ლარნაკი იყო, რომლებიც იტალიის უძველესი მემკვიდრეობის ნაწილად ითვლებოდა. ამ ბრალდებით მათ 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

1979 წლის იანვარში რომში სასამართლო გაიმართა, რომელზეც კარლო პონტი დამნაშავედ სცნეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და იმ დროისთვის წარმოუდგენელი ჯარიმა - 24 მლნ დოლარი დააკისრეს. სოფი ლორენი სასამართლომ გაამართლა. მაგრამ საგადასახადო სამსახურებს პრეტენზიები მის მიმართ დარჩათ.

1982 წელს გადასახადების თავის არიდებისთვის მსახიობს 30 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაგრამ მან ციხეში 18 დღე გაატარა და სამაგალითო საქციელისთვის ვადაზე ადრე გამოუშვეს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება