პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იშხნის დანგრევის საფრთხე აღარ არსებობს
იშხნის დანგრევის საფრთხე აღარ არსებობს

თურ­ქულ­მა მხა­რემ იშხნის ტაძ­რის რეს­ტავ­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის ვადა 2014 წლის მა­ი­სამ­დე გა­ა­ხან­გრძლი­ვა, - ამის შე­სა­ხებ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა მე­რაბ ბო­ჭო­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში იშხნის სა­რე­ა­ბი­ლა­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მო­რი­გი ან­გა­რი­შის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი გუ­რამ ოდი­შა­რია და იშ­ხან­ზე მე-5 ექ­სპე­დი­ცი­ის მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რებ­მა, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა კმა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვეს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო.

რო­გორც მე­რაბ ბო­ჭო­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი იშ­ხან­ზე მე­თო­დუ­რად გა­მარ­თულ ჩარ­ჩო­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. რეს­ტავ­რა­ცი­ის დროს თურ­ქუ­ლი მხა­რე გა­მო­ი­ყე­ნებს ხა­რის­ხი­ან მა­სა­ლას და ჩანს, რომ მუშა-ხე­ლიც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რია.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ტაძ­რის რეს­ტავ­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა თურ­ქულ­მა მხა­რემ ტაძ­რის სა­რეს­ტავ­რა­ციო ვადა გა­ა­ხან­გრძლი­ვა 2014 წლის მა­ი­სამ­დე და და­მა­ტე­ბით თან­ხაც გა­მო­ი­ყო.

"სა­რეს­ტავ­რა­ციო პრო­ცე­სი სწო­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. რეს­ტავ­რა­ტო­რებს და­მა­ტე­ბით დრო მი­ე­ცათ, მათ აქვთ დრო, რომ სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მა­ი­სამ­დე გა­აგ­რძე­ლონ", - აღ­ნიშ­ნა მე­რაბ ბო­ჭო­ი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მო­მა­ვა­ლი წლი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია, რეს­ტავ­რა­ცი­ე­ბი ჩა­უ­ტა­რონ ოშკსაც და სხვა ტაძ­რებ­საც და თურ­ქულ მხა­რეს­თან ასე­თი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მი­სა­ღე­ბია.

ამას­თან, ქარ­თუ­ლი მხა­რე თურ­ქულ მხა­რეს სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც გა­და­უგ­ზავ­ნის. რე­კომ­და­ცი­ე­ბი ძი­რი­თა­დად მცი­რე შეს­წო­რე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს, კერ­ძოდ და­სავ­ლეთ ფა­სად­ზე, კა­რის თავ­ზე მდე­ბა­რე ღი­ო­ბის ან სარ­კმლის ამო­შე­ნე­ბას. ასე­ვე, იშ­ხან­ში იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მე­ჩე­თი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, ერთ-ერთ სამ­ხრეთ კე­დელ­ზე გა­კეთ­და ორი ღი­ო­ბი, რო­მელ­საც ასე­ვე ამო­შე­ნე­ბა სჭირ­დე­ბა. ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია და ძი­რი­თა­დად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­და­ხურ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის ხდე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ კონ­ქის გა­დაყ­ვა­ნა და თით­ქმის გა­და­ხუ­რუ­ლია და­სავ­ლე­თის, სამ­ხრე­თი­სა და ჩრდი­ლო­ე­თის მკლა­ვე­ბი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ იშ­ხანს დან­გრე­ვა არ ემუქ­რე­ბა, ასე­თი საფრ­თხის აღარ არ­სე­ბობს.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ხაზი გა­უს­ვა, რომ 27-29 ოქ­ტომ­ბერს ამ სა­კი­თხებ­ზე სტამ­ბოლ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა დე­ლე­გა­ცია, რო­მელ­შიც თვი­თო­ნაც მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

იშხნის დანგრევის საფრთხე აღარ არსებობს

იშხნის დანგრევის საფრთხე აღარ არსებობს

თურქულმა მხარემ იშხნის ტაძრის რესტავრაციის დასრულების ვადა 2014 წლის მაისამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მერაბ ბოჭოიძემ განაცხადა.

საქართველოს კულტურის სამინისტროში იშხნის სარეაბილატაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მორიგი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია და იშხანზე მე-5 ექსპედიციის მონაწილე პირები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე ექსპედიციის წევრებმა, სპეციალისტებმა კმაყოფილება გამოთქვეს განხორციელებული სამუშაოების გამო.

როგორც მერაბ ბოჭოიძემ განაცხადა, სარესტავრაციო სამუშაოები იშხანზე მეთოდურად გამართულ ჩარჩოებში მიმდინარეობს. რესტავრაციის დროს თურქული მხარე გამოიყენებს ხარისხიან მასალას და ჩანს, რომ მუშა-ხელიც კვალიფიციურია.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტაძრის რესტავრაცია მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა თურქულმა მხარემ ტაძრის სარესტავრაციო ვადა გაახანგრძლივა 2014 წლის მაისამდე და დამატებით თანხაც გამოიყო.

"სარესტავრაციო პროცესი სწორად მიმდინარეობს. რესტავრატორებს დამატებით დრო მიეცათ, მათ აქვთ დრო, რომ სარესტავრაციო სამუშაოები მაისამდე გააგრძელონ", - აღნიშნა მერაბ ბოჭოიძემ.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან შესაძლებელია, რესტავრაციები ჩაუტარონ ოშკსაც და სხვა ტაძრებსაც და თურქულ მხარესთან ასეთი თანამშრომლობა მისაღებია.

ამასთან, ქართული მხარე თურქულ მხარეს სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ რეკომენდაციებსაც გადაუგზავნის. რეკომდაციები ძირითადად მცირე შესწორებებს ითვალისწინებს, კერძოდ დასავლეთ ფასადზე, კარის თავზე მდებარე ღიობის ან სარკმლის ამოშენებას. ასევე, იშხანში იმ პერიოდში, როდესაც მეჩეთი ფუნქციონირებდა, ერთ-ერთ სამხრეთ კედელზე გაკეთდა ორი ღიობი, რომელსაც ასევე ამოშენება სჭირდება. ტაძრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები შეჩერებულია და ძირითადად მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. ამ მომენტისათვის ხდება აღმოსავლეთ კონქის გადაყვანა და თითქმის გადახურულია დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავები. სპეციალისტები აცხადებენ, რომ იშხანს დანგრევა არ ემუქრება, ასეთი საფრთხის აღარ არსებობს.

საქართველოს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა, რომ 27-29 ოქტომბერს ამ საკითხებზე სტამბოლში გაემგზავრება დელეგაცია, რომელშიც თვითონაც მიიღებს მონაწილეობას.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია