პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდიდან მოიხსნის პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი მთავრობა
როდიდან მოიხსნის პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი მთავრობა

სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცის და­დე­ბის მო­მენ­ტი­დან მთავ­რო­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას მო­იხ­სნის. მთავ­რო­ბა ამ­ჯე­რად უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას არა პრე­ზი­დენ­ტის, არა­მედ პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე იხ­სნის , ხოლო ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბით მოხ­დე­ბა.

ამ ყვე­ლა­ფერს 2010 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მი­ღე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ნორ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბა იწ­ვევს. მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტი ფიცს და­დებს, ძა­ლა­ში შე­დის ახა­ლი ფორ­მის მმარ­თვე­ლო­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­დე­ლი და ქვე­ყა­ნა შე­რე­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის მო­დელ­ზე გა­და­დის. ამოქ­მედ­დე­ბა შე­რე­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მა, რო­მელ­საც ნა­ხევ­რად საპ­რე­ზი­დენ­ტო და ნა­ხევ­რად სა­პარ­ლა­მენ­ტო მო­დელ­საც უწო­დე­ბენ.

ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ პოს­ტის და­კა­ვე­ბას მთავ­რო­ბის ხე­ლა­ხა­ლი ფორ­მი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა, რა დრო­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს წა­რად­გენს არა პრე­ზი­დენ­ტი, არა­მედ პარ­ლა­მენ­ტში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მქო­ნე სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი. პრე­ზი­დენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე სწო­რედ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი და­ნიშ­ნოს. კერ­ძოდ კი, პრე­ზი­დენ­ტი მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მოხ­სნი­დან შვი­დი დღის ვა­და­ში, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მქო­ნე სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მიერ (ასე­თი კი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა") მის­თვის წარ­დგე­ნილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტუ­რას წა­მო­ა­ყე­ნებს. თა­ვის მხრივ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი შვი­დი დღის ვა­და­ში შე­არ­ჩევს მი­ნის­ტრთა კან­დი­და­ტუ­რებს და ნდო­ბის მი­სა­ღე­ბად, სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მას­თან ერ­თად, პარ­ლა­მენტს წა­რუდ­გენს. პარ­ლა­მენ­ტიც შვი­დი დღის ვა­და­ში გა­ნი­ხი­ლავს და კენ­ჭს უყ­რის მთავ­რო­ბის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს.

ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით იზ­რდე­ბა მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი და თა­ვად მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ქვეყ­ნის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი მთავ­რო­ბა ხდე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე იქ­ნე­ბა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი.

მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას მთლი­ა­ნად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გან­სა­ზღვრავს, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბას გა­უ­წევს მას და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მთავ­რო­ბის წევრთა საქ­მი­ა­ნო­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას და კონ­ტროლს.

პრე­მი­ერ-მი­ნისტრს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მოხ­სნა-და­ნიშნვნის­თვის პრე­ზი­დენ­ტის თან­ხმო­ბა აღარ დას­ჭირ­დე­ბა და შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, პრე­ზი­დენ­ტის გა­რე­შე მი­ი­ღებს.

გარ­და ამი­სა, თუკი დღემ­დე პრე­ზი­დენტს კონ­სტი­ტუ­ცია შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის სხდო­მა მო­ეწ­ვია და მისი თავ­მჯდო­მა­რე ყო­ფი­ლი­ყო, ახა­ლი სა­კონ­სტი­ტი­ციო ნორ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრე­ზი­დენ­ტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა, ცალ­კე­ულ სა­კი­თხთა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გან­ხილ­ვა მო­ი­თხო­ვოს და ამ გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

როდიდან მოიხსნის პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი მთავრობა

როდიდან მოიხსნის პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი მთავრობა

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის. მთავრობა ამჯერად უფლებამოსილებას არა პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის წინაშე იხსნის , ხოლო ნდობის გამოცხადება ახალი კონსტიტუციით დადგენილი წესებით მოხდება.

ამ ყველაფერს 2010 წლის ოქტომბერში მიღებული კონსტიტუციური ნორმების ამოქმედება იწვევს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ფიცს დადებს, ძალაში შედის ახალი ფორმის მმართველობის კონსტიტუციური მოდელი და ქვეყანა შერეული მმართველობის მოდელზე გადადის. ამოქმედდება შერეული მმართველობის ფორმა, რომელსაც ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო მოდელსაც უწოდებენ.

ახალი პრეზიდენტის მიერ პოსტის დაკავებას მთავრობის ხელახალი ფორმირება მოჰყვება, რა დროსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი. პრეზიდენტი ვალდებული იქნება, პრემიერ-მინისტრის პოსტზე სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი დანიშნოს. კერძოდ კი, პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან შვიდი დღის ვადაში, საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ (ასეთი კი კოალიცია "ქართული ოცნებაა") მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წამოაყენებს. თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და ნდობის მისაღებად, სამთავრობო პროგრამასთან ერთად, პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტიც შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

ახალი კონსტიტუციით იზრდება მთავრობის უფლებამოსილებები და თავად მთავრობის ხელმძღვანელის ძალაუფლება. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი მთავრობა ხდება, რომელიც მხოლოდ პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

მთავრობის საქმიანობას მთლიანად პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მას და განახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს.

პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე მთავრობის წევრების მოხსნა-დანიშნვნისთვის პრეზიდენტის თანხმობა აღარ დასჭირდება და შესაბამის გადაწყვეტილებებს, პრეზიდენტის გარეშე მიიღებს.

გარდა ამისა, თუკი დღემდე პრეზიდენტს კონსტიტუცია შესაძლებლობას აძლევდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომა მოეწვია და მისი თავმჯდომარე ყოფილიყო, ახალი საკონსტიტიციო ნორმების გათვალისწინებით, პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა მოითხოვოს და ამ განხილვაში მონაწილეობა მიიღოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა