ზუსტად 44 წლის წინ, 24 ოქტომბერს მსახიობმა რიჩარდ ბარტონმა თავის მეუღლეს, ელიზაბეტ ტეილორს იმ დროისთვის არნახულად ძვირადღირებული - 1 მლნ დოლარად შეფასებული ბეჭედი აჩუქა. გთავაზობთ ხუთი ვარსკვლავის ყველაზე ძვირადღირებულ სამკაულებს.
ელიზაბეტ ტეილორის ბრილიანტებზე ლეგენდები დადის. მსახიობს, რომელსაც ბრილიანტების მთელი კოლექცია ჰქონდა, ამბობდა, რომ საკუთარი ძვირფასეულობის შესახებ ყველაფერი ახსოვდა - ვინ, როდის და რასთან დაკავშირებით აჩუქა ისინი.
ბიონსე - მომღერალს მეუღლემ, რეპერმა ჯეიზიმ 18 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა. ბეჭდის ღირეულება 5 მლნ დოლარია. მათი საიდუმლო ქორწინება 2008 წელს სწორედ ამ ბეჭედმა "გასცა".
ჯენიფერ ლოპესი - მას ძვირფასეულობა განსაკუთრებით უყვარს. 2011 წელს მომღერალი "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიაზე 5 მლნ დოლარის ღირებულების ბრილიანტის სამკაულებით გამოჩნდა. მომღერალს საყურე, 600 ბრილიანტით მორთული საათი და გულსაბნევი ეკეთა. ხელს კი 7 კარატიანი ბეჭედი უმშვენებდა.
ენ ჰეთევეი - ის ოსკარის 2011 წლის ცერემონიაზე საიუველირო ანსამბლით წარსდგა - 94 კარატიანი საყურე და ყელსაბამი 10 მლნ დოლარად იყო შეფასებული. ცერემონიის შემდეგ მსახიობმა იხუმრა კიდეც, რომ ის წარმოუდგენელ პასუხისმგებლობას გრძნობდა და საოცრად ნერვიულობდა თავისი სამკაულების გამო.
წელს პუბლიკა მოკრძალებულმა ჯესიკა ალბამ გააოცა, რომელიც "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე 400 ბრილიანტით მორთული ყელსაბამით გამოჩნდა. ყელსაბამის ღირებულება სულ მცირე 6 მლნ დოლარი იყო.
სოფია ვერგარას წითელ ხალიჩაზე ყურადღების მისაქცევად დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, მაგრამ წელს ემის დაჯილდოების ცერემონიალზე მსახიობმა საოცარი ეფექტი მოახდინა, როდესაც Lorraine Schwartz-ის საყურეებით და ბეჭდით გამოჩნდა. სამკაულის ღირებულება 6 მლნ დოლარი იყო. მსახიობის საყურე მორთული იყო ლალის, საფირონის და კოლუმბიური ზურმუხტის თვლებისგან. ვერგარას ხელზე 40 კარატიანი კოლუმბიური ზურმუხტის თვლისგან დამზადებული ბეჭედი, მეორეზე ხელზე კი 21 კარატიანი ბრილიანტი ეკეთა.
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.