მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის შემადგენლობაში მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის შემადგენლობაში მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის შემადგენლობაში მებრძოლი ჩინეთის ორი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

"ეს უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში მოხდა. მათ თან ჰქონდათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და საბანკო ბარათები. გვაქვს ინფორმაცია, რომ ოკუპანტების ქვედანაყოფების შემადგენლობაში ბევრად მეტი ჩინეთის მოქალაქეა, ვიდრე ეს ორი“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინეთთან დაკავშირება დაავალა.

"ამ ომში ჩინეთისა და სხვა ქვეყნების ჩართვა იმის ნიშანია, რომ პუტინი ომის დასრულების გარდა, ყველაფრის გაკეთებას გეგმავს. პუტინი ბრძოლის გასაგრძელებლად გზებს ეძებს. ეს პასუხს მოითხოვს. პასუხს აშშ-ს, ევროპისა და ყველას მიერ, ვისაც მშვიდობა სურს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.