რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის ვიცე-პრემიერის ოლგა გოლოდეცის განცხადებით, "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელს მისივე მოადგილე ანა პაპოვა შეცვლის.
"გენადი ონიშენკოს "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობის ვადა ამოეწურა, რის გამოც პოსტს ტოვებს. უწყების ხელმძღვანელად მისივე მოადგილე ანა პოპოვა დაინიშნება", - განაცხადა ოლგა გოლოდეცმა.
მისივე თქმით, ანა პაპოვა კვალიფიციური ექიმი და კარგი სპეციალისტია.