მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვალინდელი დღის "ატომური" ავტომობილი
ხვალინდელი დღის "ატომური" ავტომობილი

ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მო­ჩე­ნის დღი­დან, ადა­მი­ა­ნი გა­მუდ­მე­ბით მისი ში­დაწ­ვის ძრა­ვის გა­ბა­რი­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბას და ამავდრო­უ­ლად მისი სიმ­ძლავ­რის გაზ­რდას ცდი­ლობს. თუმ­ცა თხე­ვა­დი საწ­ვა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ზრდა და გა­რე­მოს დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ავ­ტომ­რეწ­ვე­ლო­ბის გი­გან­ტებს ენერ­გი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მო­ძი­ე­ბის­კენ უბიძ­გებს.

ბოლო დროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე ჰიბ­რი­დუ­ლი ან ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ხილ­ვა სულ უფრო ხშრად შე­იძ­ლე­ბა. ეფექ­ტუ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­თაც სა­კუ­თა­რი მი­ნუ­სე­ბი აქვთ, რაც პირ­ველ რიგ­ში მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუ­დუ­ლი მან­ძი­ლით და თა­ვად ავ­ტო­მო­ბი­ლის მე­ტის­მე­ტად დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბით არის გა­ნა­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

მო­მავ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის ენერ­გი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­როს სა­ხით კომ­პაქ­ტუ­რი ატო­მუ­რი რე­აქ­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა დღეს სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით გა­ნი­ხი­ლე­ბა. საკ­მა­ოდ დიდი ხა­ნია, რაც ადა­მი­ანს ბირ­თვულ სათ­ბობ­ზე მო­მუ­შა­ვე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა - ავი­ა­მზი­დე­ბი, წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი, ყი­ნულმჭრე­ლე­ბი. სათ­ბო­ბის გა­მო­უც­ვლე­ლად მათი რე­აქ­ტო­რე­ბი ათწლე­უ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

სა­მო­ქა­ლა­ქო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი კომ­პაქ­ტუ­რი რე­აქ­ტო­რის შექ­მნა ბევრ პრობ­ლე­მას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და პირ­ველ რიგ­ში, საქ­მე უსაფრ­თხო­ე­ბას ეხე­ბა. ამე­რი­კულ კომ­პა­ნია Laser Power Systems-ს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა აქვს. მისი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­ლი თო­რი­უ­მის­გან მი­ღე­ბუ­ლი სით­ბოს ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ში გარ­დაქ­მნის სის­ტე­მა­ზე და ამ სის­ტე­მის ავ­ტომ­რეწ­ვე­ლო­ბა­ში და­ნერგვა­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ.

კომ­პა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ჩარლს სტი­ვენ­სო­ნის გან­მარ­ტე­ბით, 8 გრამ თო­რი­უმ­ში არ­სე­ბუ­ლი ენერ­გია ავ­ტო­მო­ბი­ლის მო­სა­მა­რა­გებ­ლად მთე­ლი მისი სა­სი­ცო­ცხლო ციკ­ლის გა­ნამ­ვლო­ბა­ში სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია.

რა­დი­აქ­ტი­ულ თო­რი­უმ­ზე მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი Cadillac World Thorium Fuel Concept პირ­ვე­ლად 2009-ში წარ­მო­ად­გი­ნეს. თუმ­ცა მას შემ­დეგ ამ საქ­მე­ში რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. "ატო­მუ­რი" ავ­ტო­მო­ბი­ლის შექ­მნის სი­ა­მოვ­ნე­ბა მრა­ვა­ლი ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხის გა­დაჭ­რას მო­ი­თხოვს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ღა­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სამ­რეწ­ვე­ლო მიზ­ნებ­ში თო­რი­უმს პრაქ­ტი­კუ­ლად არ მო­იხ­მა­რენ. ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი მისი მცი­რე გავ­რცე­ლე­ბაა. ქი­მი­უ­რი ელე­მენ­ტი მხო­ლოდ აშშ-ში, ავ­სტრა­ლი­ა­სა და ინ­დო­ეთ­ში მო­ი­პო­ვე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ dailytechinfo.org-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ხვალინდელი დღის "ატომური" ავტომობილი

ხვალინდელი დღის "ატომური" ავტომობილი

ავტომობილის გამოჩენის დღიდან, ადამიანი გამუდმებით მისი შიდაწვის ძრავის გაბარიტების შემცირებას და ამავდროულად მისი სიმძლავრის გაზრდას ცდილობს. თუმცა თხევადი საწვავის ღირებულების ზრდა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები, ავტომრეწველობის გიგანტებს ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიებისკენ უბიძგებს.

ბოლო დროს საავტომობილო გზებზე ჰიბრიდული ან ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილების ხილვა სულ უფრო ხშრად შეიძლება. ეფექტურობის მიუხედავად, მათაც საკუთარი მინუსები აქვთ, რაც პირველ რიგში მოძრაობის შეზღუდული მანძილით და თავად ავტომობილის მეტისმეტად დიდი ღირებულებით არის განაპირობებული.

მომავლის ავტომობილებისთვის ენერგიის ალტერნატიული წყაროს სახით კომპაქტური ატომური რეაქტორის გამოყენების შესაძლებლობა დღეს სრული სერიოზულობით განიხილება. საკმაოდ დიდი ხანია, რაც ადამიანს ბირთვულ სათბობზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება - ავიამზიდები, წყალქვეშა ნავები, ყინულმჭრელები. სათბობის გამოუცვლელად მათი რეაქტორები ათწლეულები მუშაობენ.

სამოქალაქო ავტომობილებისთვის განკუთვნილი კომპაქტური რეაქტორის შექმნა ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული და პირველ რიგში, საქმე უსაფრთხოებას ეხება. ამერიკულ კომპანია Laser Power Systems-ს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს. მისი სპეციალისტები რადიოაქტიული თორიუმისგან მიღებული სითბოს ელექტროენერგიაში გარდაქმნის სისტემაზე და ამ სისტემის ავტომრეწველობაში დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ.

კომპანიის პრეზიდენტის, ჩარლს სტივენსონის განმარტებით, 8 გრამ თორიუმში არსებული ენერგია ავტომობილის მოსამარაგებლად მთელი მისი სასიცოცხლო ციკლის განამვლობაში სავსებით საკმარისია.

რადიაქტიულ თორიუმზე მომუშავე ავტომობილის კონცეპტუალური პროექტი Cadillac World Thorium Fuel Concept პირველად 2009-ში წარმოადგინეს. თუმცა მას შემდეგ ამ საქმეში რაიმე განსაკუთრებული სიახლეები არ შეინიშნება. "ატომური" ავტომობილის შექმნის სიამოვნება მრავალი ტექნიკური საკითხის გადაჭრას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ენერგეტიკული მახასიათებლების მიუხედავად, სამრეწველო მიზნებში თორიუმს პრაქტიკულად არ მოიხმარენ. ამის მთავარი მიზეზი მისი მცირე გავრცელებაა. ქიმიური ელემენტი მხოლოდ აშშ-ში, ავსტრალიასა და ინდოეთში მოიპოვება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org-ის მიხედვით.

ნანუკა ჟორჟოლიანი კარანტინში გადაიყვანეს - "რა გამოდის, ჩვენი ქვეყნის პასპორტი არაფრად ღირს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ, შეგიძლია "იბლატაო“?!"

როგორ აქცია ჟურნალისტმა ვერანდა ყვავილების ბაღად - "ზოგჯერ საქმეში თავზე ისე დამთენებია, ვერც გამიგია... სერიოზული აზარტია(ფოტოები)

"უცხო ადამიანები თვალს აყოლებენ, რაზეც ღიმილით ამბობს, ერთი შემოხედვა 100 ლარი" - 13 წლის ბიჭს იშვიათი დაავადება სტანჯავს, მშობლები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ