ვერძი
მუშაობაში ხელს რომანტიკული ფიქრები და ოცნებები გიშლით. ეცადეთ, დღის განმავლობაში შეამციროთ საყვარელ ადამიანთან კონტაქტი, რათა სამუშაო დროზე დაასრულოთ.
კურო
კარგი დღეა სამოსის, აქსესუარებისა და პარფიუმერიის შესაძენად. უსიამოვნებებს აიცილებთ, თუ საბუთების ხელმოწერამდე ყურადღებით გადაიკითხავთ პარტნიორის მოთხოვნებს, თქვენს ვალდებულებებს.
ტყუპი
დღეს რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეჭიდებით და სრულიად მოულოდნელად შეფერხდებით. თუმცა, ეს საშუალებას მოგცემთ გადახედოთ გაკეთებულ სამუშაოს, გამოასწოროთ შეცდომები. სიყვარულში, – უფრო მეტად უნდა ენდობოდეთ პარტნიორს.
კირჩხიბი
დღეს სხვათა საქმეების (სწავლის, სასიყვარულო, ფინანსური) მოგვარებით იქნებით დაკავებული. უფრო სწორად, ლაპარაკში უფრო მეტ დროს გაატარებთ, ვიდრე მუშაობაში. დღეს ძველ ნაცნობს შეხვდებით.
ლომი
გარშემო მყოფებში უფრო მეტ სიყვარულს დაიმსახურებთ, თუ მათ "ზემოდან არ დაუწყებთ ყურებას" და უფრო მეგობრულად იქნებით განწყობილი მათ მიმართ. კარგი დღეა არაოფიციალური შეხვედრებისთვის, წვეულებებისთვის, სადაც საქმიან პარტნიორებს თავისუფლად დაელაპარაკებით.
ქალწული
დღეს არჩევანის გაკეთება გაგიჭირდებათ. საოჯახო და სამსახურებრივ საქმეებს, ორ მოწონებულ ნივთს, ორ პარტნიორს შორის არჩევანის გაკეთებაში. არ აჩქარდეთ ისეთი საკითხების მოგვარებისასა, რაც ფულს, ოჯახს, სიყვარულს ეხება.