მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ქა­ლი FBI-ში მი­დის
ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ქა­ლი FBI-ში მი­დის

მივ­დი­ვარ, მაგ­რამ მა­ინც ვემ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს! - პატ­რუ­ლის დე­ვი­ზი არ გა­მორ­ჩე­ნია სა­უ­ბარ­ში ცნო­ბილ პო­ლი­ცი­ელ ქალ­ბა­ტონს ლია პარ­კა­ულს, რო­მელ­მაც ბევ­რი ქა­ლის­თვის უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო­ში 20 წელ­ზე მეტ­ხანს იმ­სა­ხუ­რა. პო­ლი­ცი­ე­ლის არ­ცთუ ია-­ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი გზა მის­თვის სს სამ­ძებ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან და­იწყ­ო, სა­დაც გა­მომ­ძი­ებ­ლად მუ­შა­ობ­და, პრე­ზი­დენ­ტის ეს­კორ­ტში გაგ­რძელ­და და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში ათ­წლი­ა­ნი სა­მ­სა­ხუ­რით დას­რულ­და. ვა­კე-­სა­ბურ­თა­ლოს მე­სა­მე ოცე­უ­ლის მა­ი­ო­რი "კვად­რატს" ნე­ბით ტო­ვებს და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად გუ­ლი სწყდე­ბა იმა­ზე, რომ ლა­მაზ ფორ­მას ვე­ღარ ჩა­იც­ვამს:

- მსურს ოკე­ა­ნის გაღ­მა ვცა­დო ბე­დი და ძა­ლე­ბი მოვ­სინ­ჯო, სა­ნამ ახალ­გაზ­რდა ვარ და მუხ­ლი და გო­ნე­ბა მიჭ­რის. ოთხი წლის წინ გა­ვი­ა­რე სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სე­ბი ამე­რი­კა­ში, ექ­სტერ­ნად ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­და და მაქვს სერ­ტი­ფი­კა­ტი. 2008 წელს მოვ­ხვდი 50-დან 5 წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენტს შო­რის და FBI-დან აშშ-ს სა­ელ­ჩო­ში ხუ­თი­ვე­ზე მო­ვი­და მოწ­ვე­ვა. სა­ბუ­თე­ბი გამ­ზა­დე­ბუ­ლი მქონ­და და 2008 წლის 9 აგ­ვის­ტოს მივ­ფრი­ნავ­დი, თუმ­ცა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 8 აგ­ვის­ტოს ომი და­იწყო და ეს პრო­ექ­ტი შე­ჩერ­და. ამის შემ­დეგ სულ ამა­ზე ვფიქ­რობ­დი, ახ­ლაც მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და გა­დავ­წყვი­ტე გა­ვი­ა­რო ექ­ვსთვი­ა­ნი გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბი FBI-ში, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ვი­მუ­შა­ვებ.

- გუ­ლი არ გწყდე­ბათ? შეძ­ლებთ ცხოვ­რე­ბას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­სა და თქვე­ნი "სა­მოძ­რაო კვად­რა­ტის" გა­რე­შე?

- ორი­ო­დე დღე­ა, მის გა­რე­შე ვცხოვ­რობ და სულ ვტი­რი. გუ­ლი მწყდე­ბა, რომ მი­წევს იმის მი­ტო­ვე­ბა, "ვინც გამ­ზარ­და" - პო­ლი­ცი­ა­ზე, იმა­ზეც, რომ პატ­რუ­ლის ლა­მაზ ფორ­მას ვე­ღარ ჩა­ვიც­ვამ. მად­ლო­ბა ყვე­ლას, იმ პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და ყუ­რადღ­ე­ბის­თვის, რაც კო­ლე­გე­ბი­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის­გან ვიგ­რძე­ნი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა შალ­ვა ბა­რე­ლა­ძეს - თბი­ლი­სის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს და მის მო­ად­გი­ლე­ებს - ლა­შა ჯო­ხა­ძეს და და­თო მი­ქი­აშ­ვილს. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს. მი­ნისტრს პი­რა­დად ერ­თხელ შევ­ხვდი, რო­დე­საც და­მა­ჯილ­დო­ვა მედ­ლით - "20 წე­ლი უმ­წიკ­ვლო სამ­სა­ხუ­რის­თვის". მის ყუ­რადღ­ე­ბას ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დით. ამ ადა­მი­ა­ნის მოს­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ფას­და, ვი­საც წო­დე­ბა ეკუთ­ვნო­და, არა­ვის და­უ­კარ­გეს დამ­სა­ხუ­რე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ცი­ელს წო­დე­ბა უნ­და მო­ე­მა­ტოს. შვი­დი წე­ლი ვი­ყა­ვი კა­პი­ტა­ნი, ამათ გა­ვახ­სენ­დი და მა­ი­ო­რის წო­დე­ბა მო­მა­ნი­ჭეს. მედ­რო­ვე არ ვარ, ვინც მო­ვი­და, იმათ ვე­ფე­რო, მაგ­რამ ამის და­უ­ნა­ხაო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. რო­ცა პო­ლი­ცი­ელს შრო­მას გი­ფა­სე­ბენ, ეს ისე­თი სტი­მუ­ლი­ა, შე­იძ­ლე­ბა კე­დე­ლიც გა­ან­გრი­ო.

- გა­იხ­სე­ნეთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დი თქვე­ნი პო­ლი­ცი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან.

- 4-5 წლის წინ გა­მო­ძა­ხე­ბა გვქონ­და ვა­კე­ში. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­ში­ნელ დეპ­რე­სი­ა­ში იყო, სიკ­ვდილს გა­და­ვარ­ჩი­ნე. იგი მე­ოთხე სარ­თუ­ლის აივ­ნი­დან ხტე­ბო­და, არა­ვის იკა­რებ­და და აგ­რე­სი­უ­ლი იყო. შევ­ძე­ლი და აი­ვან­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლი, ფე­ხე­ბით და­ვი­ჭი­რე. რო­ცა გად­მო­ვიყ­ვა­ნე, აქ­ვი­თინ­და და კოც­ნა და­მიწყ­ო, და­ვამ­შვი­დე... იმ ღა­მეს არ გა­მო­მიშ­ვა, მის გვერ­დით მე­ძი­ნა ჩექ­მე­ბით, ქურ­თუ­კით და ია­რა­ღით. გო­გო­ნა არ მიშ­ვებ­და, შენ თუ წახ­ვალ, გა­დავ­ხტე­ბიო - "მა­შან­ტა­ჟებ­და"­. Mდი­ლით ვთხო­ვე, სახ­ლში წა­ვალ, ფორ­მას გა­მო­ვიც­ვლი, ია­რაღს ჩა­ვა­ბა­რებ და ისევ მო­ვალ­-მეთ­ქი. მარ­თლაც, 2 სა­ათ­ში მი­ვა­კი­თხე და ღა­მე­ნა­თევ­მა მთე­ლი დღე მას­თან დავ­ყა­ვი. ამ ოჯახ­თან დღემ­დე ვმე­გობ­რობ. გო­გო­ნა დამ­თან­ხმდა და ჩე­მი ხათ­რით მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სიც გა­ი­ა­რა. ერთ შემ­თხვე­ვა­საც გა­ვიხ­სე­ნებ: ბა­გებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას ხე­ვი­დან მა­მა­კა­ცის ყვი­რი­ლი ეს­მო­და. ღა­მის 4 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და და მე გა­მიშ­ვეს ად­გილ­ზე ჩემს მეწყ­ვი­ლეს­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ახა­ლი და­ნიშ­ნუ­ლი იყო. ზამ­თა­რი იდ­გა, 15 გრა­დუ­სი ყინ­ვა იყო. მეწყ­ვი­ლეს ვთხო­ვე, მან­ქა­ნა­ში დარ­ჩი, ხევ­ში მე ჩა­ვალ-­მეთ­ქი. კი იუ­ხერ­ხუ­ლა, მაგ­რამ ახალ­ბე­და ბი­ჭი იყო და და­ვარ­წმუ­ნე, რომ მან­ქა­ნის უპატ­რო­ნოდ და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ხევ­ში მთვა­რის შუქ­ზე, ფარ­ნით ხელ­ში, მარ­ტო ჩა­ვე­დი და ვნა­ხე, რომ შვე­ლას ითხ­ოვ­და მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც და­ე­ყა­ჩა­ღე­ბი­ნათ, გაე­კო­ჭათ და ხევ­ში გა­და­ეგ­დოთ. საწყ­ა­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ყი­ნუ­ლი იყო. ცი­ცა­ბო აღ­მარ­თზე რის ვა­ი-­ვაგ­ლა­ხით ამო­ვიყ­ვა­ნე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვერ და­დი­ო­და და ში­შისა და სი­ცი­ვის­გან მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი ჰქონ­და წარ­თმე­უ­ლი. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ჩვენ­მა ეკი­პა­ჟ­მა ვა­კე­ში, კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე და­ა­კა­ვა მი­სი გა­ტა­ცე­ბუ­ლი მან­ქა­ნა. მოხ­და ისე, რომ ეს კა­ცი ჩა­ვის­ვი, გა­მო­ვი­ქე­ცი და იმ ავ­ტო­მან­ქა­ნის და­კა­ვე­ბა­შიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გამ­ტა­ცებ­ლებ­მა სრო­ლა ატე­ხეს, მაგ­რამ და­ვა­კა­ვეთ. ეს ის ეპი­ზო­დია, რო­მელ­საც სი­ა­მა­ყით ვიხ­სე­ნებ ხოლ­მე, ისე­თი, მა­მა­კა­ცებ­საც რომ შე­შურ­დე­ბო­დათ. პო­ლი­ცი­ელ­მა ცი­ვი გო­ნე­ბით უნ­და იმუ­შაო, სხვას რომ და­ეხ­მა­რო. სწო­რედ ამის­თვი­საა შექ­მნი­ლი ეს სამ­სა­ხუ­რი. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას ხალ­ხის­თვის ბევ­რი სი­კე­თე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მეც პა­ტა­რა წვლი­ლი მაქვს ამა­ში შე­ტა­ნი­ლი.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

გიორგი
0

ალბათ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა ცხონებულმა და გულმა ვერ გადაიტანა. ასეა ხოლმე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს.

ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ქა­ლი FBI-ში მი­დის

ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ქა­ლი FBI-ში მი­დის

მივ­დი­ვარ, მაგ­რამ მა­ინც ვემ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს! - პატ­რუ­ლის დე­ვი­ზი არ გა­მორ­ჩე­ნია სა­უ­ბარ­ში ცნო­ბილ პო­ლი­ცი­ელ ქალ­ბა­ტონს ლია პარ­კა­ულს, რო­მელ­მაც ბევ­რი ქა­ლის­თვის უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო­ში 20 წელ­ზე მეტ­ხანს იმ­სა­ხუ­რა. პო­ლი­ცი­ე­ლის არ­ცთუ ია-­ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი გზა მის­თვის სს სამ­ძებ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან და­იწყ­ო, სა­დაც გა­მომ­ძი­ებ­ლად მუ­შა­ობ­და, პრე­ზი­დენ­ტის ეს­კორ­ტში გაგ­რძელ­და და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში ათ­წლი­ა­ნი სა­მ­სა­ხუ­რით დას­რულ­და. ვა­კე-­სა­ბურ­თა­ლოს მე­სა­მე ოცე­უ­ლის მა­ი­ო­რი "კვად­რატს" ნე­ბით ტო­ვებს და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად გუ­ლი სწყდე­ბა იმა­ზე, რომ ლა­მაზ ფორ­მას ვე­ღარ ჩა­იც­ვამს:

-  მსურს ოკე­ა­ნის გაღ­მა ვცა­დო ბე­დი და ძა­ლე­ბი მოვ­სინ­ჯო, სა­ნამ ახალ­გაზ­რდა ვარ და მუხ­ლი და გო­ნე­ბა მიჭ­რის. ოთხი წლის წინ გა­ვი­ა­რე სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სე­ბი ამე­რი­კა­ში, ექ­სტერ­ნად ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­და და მაქვს სერტი­ფი­კა­ტი. 2008 წელს მოვ­ხვდი 50-დან 5 წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენტს შო­რის და FBI-დან აშშ-ს სა­ელ­ჩო­ში ხუ­თი­ვე­ზე მო­ვი­და მოწ­ვე­ვა. სა­ბუ­თე­ბი გამ­ზა­დე­ბუ­ლი მქონ­და და 2008 წლის 9 აგ­ვის­ტოს მივ­ფრი­ნავ­დი, თუმ­ცა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 8 აგ­ვის­ტოს ომი და­იწყო და ეს პრო­ექ­ტი შე­ჩერ­და. ამის შემ­დეგ სულ ამა­ზე ვფიქ­რობ­დი, ახ­ლაც მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და გა­დავ­წყვი­ტე გა­ვი­ა­რო ექ­ვსთვი­ა­ნი გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბი FBI-ში, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ვი­მუ­შა­ვებ.

-  გუ­ლი არ გწყდე­ბათ? შეძ­ლებთ ცხოვ­რე­ბას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­სა და თქვე­ნი "სა­მოძ­რაო კვად­რა­ტის" გა­რე­შე?

-  ორი­ო­დე დღე­ა, მის გა­რე­შე ვცხოვ­რობ და სულ ვტი­რი. გუ­ლი მწყდე­ბა, რომ მი­წევს იმის მი­ტო­ვე­ბა, "ვინც გამ­ზარ­და" - პო­ლი­ცი­ა­ზე, იმა­ზეც, რომ პატ­რუ­ლის ლა­მაზ ფორ­მას ვე­ღარ ჩა­ვიც­ვამ. მად­ლო­ბა ყვე­ლას, იმ პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და ყუ­რადღ­ე­ბის­თვის, რაც კო­ლე­გე­ბი­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის­გან ვიგ­რძე­ნი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა შალ­ვა ბა­რე­ლა­ძეს - თბი­ლი­სის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს და მის მო­ად­გი­ლე­ებს - ლა­შა ჯო­ხა­ძეს და და­თო მი­ქი­აშ­ვილს. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს. მი­ნისტრს პი­რა­დად ერ­თხელ შევ­ხვდი, რო­დე­საც და­მა­ჯილ­დო­ვა მედ­ლით - "20 წე­ლი უმ­წიკ­ვლო სამ­სა­ხუ­რის­თვის". მის ყუ­რადღ­ე­ბას ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დით. ამ ადა­მი­ა­ნის მოს­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ფას­და, ვი­საც წო­დე­ბა ეკუთ­ვნო­და, არა­ვის და­უ­კარ­გეს დამ­სა­ხუ­რე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ცი­ელს წო­დე­ბა უნ­და მო­ე­მა­ტოს. შვი­დი წე­ლი ვი­ყა­ვი კა­პი­ტა­ნი, ამათ გა­ვახ­სენ­დი და მა­ი­ო­რის წო­დე­ბა მო­მა­ნი­ჭეს. მედ­რო­ვე არ ვარ, ვინც მო­ვი­და, იმათ ვე­ფე­რო, მაგ­რამ ამის და­უ­ნა­ხაო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. რო­ცა პო­ლი­ცი­ელს შრო­მას გი­ფა­სე­ბენ, ეს ისე­თი სტი­მუ­ლი­ა, შე­იძ­ლე­ბა კე­დე­ლიც გა­ან­გრი­ო.

-  გა­იხ­სე­ნეთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დი თქვე­ნი პო­ლი­ცი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან.

-  4-5 წლის წინ გა­მო­ძა­ხე­ბა გვქონ­და ვა­კე­ში. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­ში­ნელ დეპ­რე­სი­ა­ში იყო, სიკ­ვდილს გა­და­ვარ­ჩი­ნე. იგი მე­ოთხე სარ­თუ­ლის აივ­ნი­დან ხტე­ბო­და, არა­ვის იკა­რებ­და და აგ­რე­სი­უ­ლი იყო. შევ­ძე­ლი და აი­ვან­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლი, ფე­ხე­ბით და­ვი­ჭი­რე. რო­ცა გად­მო­ვიყ­ვა­ნე, აქ­ვი­თინ­და და კოც­ნა და­მიწყ­ო, და­ვამ­შვი­დე... იმ ღა­მეს არ გა­მო­მიშ­ვა, მის გვერ­დით მე­ძი­ნა ჩექ­მე­ბით, ქურ­თუ­კით და ია­რა­ღით. გო­გო­ნა არ მიშ­ვებ­და, შენ თუ წახ­ვალ, გა­დავ­ხტე­ბიო - "მა­შან­ტა­ჟებ­და"­. Mდი­ლით ვთხო­ვე, სახ­ლში წა­ვალ, ფორ­მას გა­მო­ვიც­ვლი, ია­რაღს ჩა­ვა­ბა­რებ და ისევ მო­ვალ­-მეთ­ქი. მარ­თლაც, 2 სა­ათ­ში მი­ვა­კითხე და ღა­მე­ნა­თევ­მა მთე­ლი დღე მას­თან დავ­ყა­ვი. ამ ოჯახ­თან დღემ­დე ვმე­გობ­რობ. გო­გო­ნა დამ­თან­ხმდა და ჩე­მი ხათ­რით მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სიც გა­ი­ა­რა. ერთ შემ­თხვე­ვა­საც გა­ვიხ­სე­ნებ: ბა­გებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას ხე­ვი­დან მა­მა­კა­ცის ყვი­რი­ლი ეს­მო­და. ღა­მის 4 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და და მე გა­მიშ­ვეს ად­გილ­ზე ჩემს მეწყ­ვი­ლეს­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ახა­ლი და­ნიშ­ნუ­ლი იყო. ზამ­თა­რი იდ­გა, 15 გრა­დუ­სი ყინ­ვა იყო. მეწყ­ვი­ლეს ვთხო­ვე, მან­ქა­ნა­ში დარ­ჩი, ხევ­ში მე ჩა­ვალ-­მეთ­ქი. კი იუ­ხერ­ხუ­ლა, მაგ­რამ ახალ­ბე­და ბი­ჭი იყო და და­ვარ­წმუ­ნე, რომ მან­ქა­ნის უპატ­რო­ნოდ და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ხევ­ში მთვა­რის შუქ­ზე, ფარნით ხელ­ში, მარ­ტო ჩა­ვე­დი და ვნა­ხე, რომ შვე­ლას ითხ­ოვ­და მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც და­ე­ყა­ჩა­ღე­ბი­ნათ, გაე­კო­ჭათ და ხევ­ში გა­და­ეგ­დოთ. საწყ­ა­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ყი­ნუ­ლი იყო. ცი­ცა­ბო აღ­მარ­თზე რის ვა­ი-­ვაგ­ლა­ხით ამო­ვიყ­ვა­ნე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვერ და­დი­ო­და და ში­შისა და სი­ცი­ვის­გან მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი ჰქონ­და წარ­თმე­უ­ლი. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ჩვენ­მა ეკი­პა­ჟ­მა ვა­კე­ში, კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე და­ა­კა­ვა მი­სი გა­ტა­ცე­ბუ­ლი მან­ქა­ნა. მოხ­და ისე, რომ ეს კა­ცი ჩა­ვის­ვი, გა­მო­ვი­ქე­ცი და იმ ავ­ტო­მან­ქა­ნის და­კა­ვე­ბა­შიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გამ­ტა­ცებ­ლებ­მა სრო­ლა ატე­ხეს, მაგ­რამ და­ვა­კა­ვეთ. ეს ის ეპი­ზო­დია, რო­მელ­საც სი­ა­მა­ყით ვიხ­სე­ნებ ხოლ­მე, ისე­თი, მა­მა­კა­ცებ­საც რომ შე­შურ­დე­ბო­დათ. პო­ლი­ცი­ელ­მა ცი­ვი გო­ნე­ბით უნ­და იმუ­შაო, სხვას რომ და­ეხ­მა­რო. სწო­რედ ამის­თვი­საა შექ­მნი­ლი ეს სამ­სა­ხუ­რი. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას ხალ­ხის­თვის ბევ­რი სი­კე­თე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მეც პა­ტა­რა წვლი­ლი მაქვს ამა­ში შე­ტა­ნი­ლი.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)