Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ჩაიშალა პელეს ვიზიტი საქართველოში
რატომ ჩაიშალა პელეს ვიზიტი საქართველოში

სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, პე­ლეს ვი­ზი­ტი გა­და­ი­დო. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას კულ­ტუ­რის, სპორ­ტის, ტუ­რიზ­მი­სა და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნი­კო­ლოზ პა­ტარ­ქა­ლიშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს.

მისი თქმით, ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს თბი­ლის­ში და­გეგ­მილ ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბის სა­ერ­თა­ში­რი­სო ტურ­ნირს სა­პა­ტიო სტუმ­რის რან­გში უნდა დას­წრე­ბო­და, თუმ­ცა ტურ­ნი­რიც გა­და­ი­დო და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პე­ლეს ვი­ზი­ტიც.

ტურ­ნი­რი მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თის 150-ე და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის 115-ე წლის­თავს ეძღვნე­ბო­და, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს, არ­გენ­ტი­ნის, ბრა­ზი­ლი­ი­სა და ურუგ­ვა­ის ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რე­ბე­ბი მი­ი­ღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

პა­ტარ­ქა­ლიშ­ვი­ლის თქმით, ტურ­ნი­რი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბის მო­უგ­ვა­რებ­ლო­ბის გამო გა­და­ი­დო, თუმ­ცა ახა­ლი ვა­დე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა თავი შე­ი­კა­ვა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრა­ზი­ლი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "სუ­პორ­ტინგ სპორ­ტის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პედ­რო კაბ­რალ დე სილ­ვა ჯუ­ნი­ო­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებ­და, რომ პე­ლეს­თან ვი­ზი­ტის ყვე­ლა დე­ტა­ლი შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო და ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას გეგ­მევ­და.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში იგეგ­მე­ბო­და მისი შეხ­ვედ­რა ქარ­თველ სეხ­ნი­ას­თან, პელე გუ­რულ­თან, რო­მე­ლიც ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობს. ქუ­თა­ი­სე­ლი პელე 1970 წლის 14 ივ­ნისს და­ი­ბა­და, როცა მექ­სი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რებ­მა გა­ი­მარ­ჯვა, პელე კი სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და­ა­სა­ხე­ლეს.

ბავ­შვის მა­მამ შვილს სა­ხე­ლი პე­ლეს პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა და ფეხ­ბურ­თელს ამის შე­სა­ხებ წე­რი­ლიც მის­წე­რა. "ფეხ­ბურ­თის მე­ფემ" სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა­ზე თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და და პა­ტა­რა სეხ­ნი­ას სა­ჩუქ­რად მსოფ­ლიო თა­სის ასლი გა­მო­უგ­ზავ­ნა.

რატომ ჩაიშალა პელეს ვიზიტი საქართველოში

რატომ ჩაიშალა პელეს ვიზიტი საქართველოში

საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელის, პელეს ვიზიტი გადაიდო. ამ ინფორმაციას კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და საქმიანი ურთიერთობების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ პატარქალიშვილი ადასტურებს.

მისი თქმით, ყოფილი ფეხბურთელი ოქტომბრის ბოლოს თბილისში დაგეგმილ ახალგაზრდული ნაკრებების საერთაშირისო ტურნირს საპატიო სტუმრის რანგში უნდა დასწრებოდა, თუმცა ტურნირიც გადაიდო და მასთან დაკავშირებული პელეს ვიზიტიც.

ტურნირი მსოფლიო ფეხბურთის 150-ე და ქართული ფეხბურთის 115-ე წლისთავს ეძღვნებოდა, რომელშიც საქართველოს, არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ახალგაზრდულ ნაკრებები მიიღებდნენ მონაწილეობას.

პატარქალიშვილის თქმით, ტურნირი საორგანიზაციო საკითხების მოუგვარებლობის გამო გადაიდო, თუმცა ახალი ვადების დასახელებისგან ორგანიზატორმა თავი შეიკავა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში ბრაზილიური ორგანიზაციის "სუპორტინგ სპორტის" წარმომადგენელი პედრო კაბრალ დე სილვა ჯუნიორი იმყოფებოდა, რომელიც ადასტურებდა, რომ პელესთან ვიზიტის ყველა დეტალი შეთანხმებული იყო და ყოფილი ფეხბურთელი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საქართველოში ჩამოსვლას გეგმევდა.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმებოდა მისი შეხვედრა ქართველ სეხნიასთან, პელე გურულთან, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს. ქუთაისელი პელე 1970 წლის 14 ივნისს დაიბადა, როცა მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებმა გაიმარჯვა, პელე კი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ბავშვის მამამ შვილს სახელი პელეს პატივსაცემად დაარქვა და ფეხბურთელს ამის შესახებ წერილიც მისწერა. "ფეხბურთის მეფემ" სახელის დარქმევაზე თანხმობა განაცხადა და პატარა სეხნიას საჩუქრად მსოფლიო თასის ასლი გამოუგზავნა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია