საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაქალდა ნაადრევად ნინო მუმლაძე
რატომ დაქალდა ნაადრევად ნინო მუმლაძე

მსა­ხი­ობ­მა ნინო მუმ­ლა­ძემ თურ­მე, პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე იცო­და, რომ ხე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ რო­მელ სფე­როს აირ­ჩევ­და, ვერ გა­და­ე­წყვი­ტა. პირ­ვე­ლად 4 წლის ასაკ­ში, ერთ-ერთ სპექ­ტაკლში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მიხ­ვდა, რომ ის, რა­საც ეძებ­და, მსა­ხი­ო­ბო­ბა იყო... მსა­ხი­ო­ბი გა­მოგ­ვი­ტყდა, რომ სახ­ლი­დან მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე თით­ქმის არას­დროს გა­დის, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ქალი ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში უნდა იყოს.

- აი, ამ სუ­რათ­ზე 7 თვის ვარ. ამ­ბო­ბენ, რომ კარ­გი ზნის ბავ­შვი ვი­ყა­ვი. 4 წლი­დან თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი მახ­სოვს. ამ პე­რი­ოდ­ში ვი­ცო­დი, რომ ხე­ლო­ვა­ნი უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. დე­დამ "სა­ირ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის" სკო­ლა­ში შე­მიყ­ვა­ნა. იქ ბევ­რი დარ­გი იყო: ფერ­წე­რა, ბა­ლე­ტი, მუ­სი­კა, თე­ატ­რა­ლუ­რი წრე და მეც ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ერ­თდრო­უ­ლად დავ­დი­ო­დი. ამ ასაკ­ში უკვე ვკი­თხუ­ლობ­დი და ვწერ­დი არა მარ­ტო ქარ­თუ­ლად, არა­მედ რუ­სუ­ლა­დაც. სიმ­ღე­რი­სა და ლექ­სე­ბის სა­კუ­თა­რი რე­პერ­ტუ­ა­რი მქონ­და. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი გახ­ლდით. სა­ბავ­შვო ბაღ­ში არ მივ­ლია - ეს ყვე­ლა­ფე­რი შინ ვის­წავ­ლე.

- ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში ბა­ლეტ­ზეც და­დი­ო­დით?

- ბა­ლე­ტი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ბა­ლე­რი­ნე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აღ­ნა­გო­ბა ნამ­დვი­ლად არ მაქვს, მაგ­რამ ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლი ვი­ყა­ვი. ჩემ­გან ბა­ლე­რი­ნა რომ არ გა­მო­ვი­დო­და, ეს თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, მაგ­რამ ის პლას­ტი­კა და მოძ­რა­ო­ბე­ბი, რაც მა­შინ ვის­წავ­ლე, გა­მო­მად­გა. სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში სცე­ნა­ზე აქ­ტი­უ­რად ვცეკ­ვავ­დი.

- კარ­გად ხა­ტავ­დით?

- აი, ეს ფო­ტო­სუ­რა­თი სწო­რედ მა­შინ გა­და­მი­ღეს, რო­დე­საც სა­ბავ­შვო სამ­ხატ­ვრო გა­მო­ფე­ნა-კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი გავ­ხდი. ამ სუ­რათ­ზე რამ­დე­ნი­მე ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რიც ჩანს.

- ახლა თუ ხა­ტავთ?

- მხო­ლოდ მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე. სხვა­თა შო­რის, 4 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სპექ­ტაკლში - "სიმ­ღე­რა ტყე­ში" მო­მიხ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­დაც ოქ­როს წი­წი­ლის როლი მქონ­და. ვცეკ­ვავ­დი, ვმღე­რო­დი და ლექ­სებს ვკი­თხუ­ლობ­დი. აი, ეს სუ­რა­თი, სა­დაც ყვა­ვი­ლე­ბით ხელ­ში ვარ, სპექ­ტაკ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­და­მი­ღეს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს ფოტო. აქ ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სია ასა­ხუ­ლი, ამ პე­რი­ოდ­ში მო­ვი­წამ­ლე სცე­ნით.

- სკო­ლის პე­რი­ოდ­ზე რას იტყვით?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ბევრ წრე­ზე დავ­დი­ო­დი, სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. ყვე­ლას უკ­ვირ­და, ასე­თი პა­ტა­რა გო­გო­ნა ამ­დენს რო­გორ ას­წრებ­სო? მე კი ყვე­ლა­ფერს ხა­ლი­სით ვა­კე­თებ­დი. 8 წლის გახ­ლდით, რო­დე­საც კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მცი­რე დარ­ბაზ­ში, მე-18 მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო კო­ცერ­ტის წაყ­ვა­ნა მო­მან­დვეს. უნდა გი­თხრათ, რომ ყვე­ლა­ფერს მშვე­ნივ­რად გა­ვარ­თვი თავი.

- ალ­ბათ სა­თა­მა­შოდ, ბავ­შვუ­რი გარ­თო­ბი­სათ­ვის დრო სა­ერ­თოდ არ გრჩე­ბო­დათ...

- ასე­თი რა­ღა­ცე­ბი არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ისე, ცელ­ქიც არ გახ­ლდით. ეზო­ში ჩავ­დი­ო­დი, ბავ­შვებს ვხვდე­ბო­დი, ვერ­თო­ბო­დი, მაგ­რამ - იშ­ვი­ა­თად. ჩემი ერ­თა­დერ­თი გა­სარ­თო­ბი რო­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა იყო: ტე­ლე­ვი­ზორ­ში თუ რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო, ჩემ­თვის უც­ნობ ნა­ხატ ფილ­მს მოვკრავ­დი თვალს ან ზღა­პარს წა­ვი­კი­თხავ­დი, ოჯახ­ში მა­შინ­ვე, რო­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას ვი­წყებ­დი. როლს ჩემ­თვი­საც გა­მოვ­ნა­ხავ­დი ხოლ­მე და ყვე­ლას ვაფრ­თხი­ლებ­დი, - მთე­ლი დღე იმ პერ­სო­ნა­ჟის სა­ხე­ლი და­ე­ძა­ხათ, რო­მელ­საც თვა­ლი და­ვად­გი. აი, ეს იყო ჩემი ნამ­დვი­ლი და სა­უ­კე­თე­სო გა­სარ­თო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბა.

- მშობ­ლე­ბი პრო­ფე­სი­ით ვინ არი­ან?

- 12 წლის ვი­ყა­ვი, მამა რომ გარ­და­მეც­ვა­ლა. მე და ჩემი და დე­დამ გაგვზარ­და. ის ჩვენ­თვის დე­დაც იყო და მა­მაც. დედა მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლავთ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ძნე­ლი იქ­ნე­ბო­და მის­თვის ორი შვი­ლის მარ­ტო გაზ­რდა, მაგ­რამ მან ეს მო­ა­ხერ­ხა. უფრო მე­ტიც - მე და ჩემს დას გა­ნათ­ლე­ბა მოგ­ვცა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, არა­ფერს გვაკ­ლებ­და. ჩემი აზ­რით, დე­დამ ნამ­დვი­ლი გმი­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა.

- ბავ­შვო­ბა­ში პრან­ჭია იყა­ვით?

- მინ­დო­და, მალე გავზრდი­ლი­ყა­ვი. ვიპ­რან­ჭე­ბო­დი არა იმი­ტომ, რომ ბი­ჭებს მოვ­წო­ნე­ბო­დი, არა­მედ იმი­ტომ, რომ დიდი გავმხდა­რი­ყა­ვი. 11 წლი­სა უკვე ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით დავ­დი­ო­დი, 13 წლი­დან კი კოს­მე­ტი­კას მი­ვე­პა­რე. კლა­სე­ლებ­თან შე­და­რე­ბით, უფრო ადრე გა­ვი­ზარ­დე და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ადრე დავ­ქალ­დი. ახლა კი ვნა­ნობ, მა­შინ ასე რომ ვიქ­ცე­ო­დი: ბავ­შვო­ბა თვალ­სა და ხელს შუა გა­მე­პა­რა. ჰოდა, ვერ ვხვდე­ბი, ასე სად მეჩ­ქა­რე­ბო­და (იცი­ნის)?!

- პირ­ვე­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი რო­დის გა­გიჩ­ნდათ?

- თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ბი­ჭე­ბი პირ­ვე­ლი კლა­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მყავ­და. შე­ჯიბ­რე­ბას მარ­თავ­დნენ, თუ ვინ ვის და­ას­წრებ­და და მი­ი­ტან­და ჩან­თას ჩემს სახ­ლამ­დე. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა მა­მა­კაცს მოს­წონ­ხარ. ჩემ­თვის ქალ­ბა­ტო­ნებ­საც ბევ­რჯერ უთ­ქვამთ: ნე­ტავ, კა­ცად დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვიო. მე ასე­თი გან­ცდა არა­სო­დეს მქო­ნია. ძა­ლი­ან მომ­წონს, ქალი რომ ვარ. ვფიქ­რობ, დღეს ქა­ლად ყოფ­ნაა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და არა - მა­მა­კა­ცად.

- დღეს რა ხდე­ბა თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

- სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი ხდე­ბა (იცი­ნის).

- ის მა­ინც გვი­თხა­რით, რო­გო­რი მა­მა­კა­ცე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ თქვენს ყუ­რა­დღე­ბას?

- პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნუ­რო­ბას ვა­ფა­სებ. ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა უზ­რდელ ხალ­ხთან. თუ მა­მა­კა­ცი შეგ­ნე­ბუ­ლია, ზრდი­ლო­ბი­ა­ნია და იცის, ქალს რო­გორ უნდა მო­ექ­ცეს, აუ­ცი­ლებ­ლად მი­იქ­ცევს ჩემს ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ რამ­დე­ნად მო­მე­წო­ნე­ბა, ეს უკვე სხვა სა­კი­თხია. ხომ იცით, მო­წო­ნე­ბა ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- ახლა თუ ეპ­რან­ჭე­ბით ვინ­მეს?

- არა, პრან­ჭია სა­ერ­თოდ არ ვარ. თუმ­ცა, სულ ვცდი­ლობ, ფორ­მა­ში ვიყო და კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო პე­რი­ო­დი, როცა წო­ნა­ში ძა­ლი­ან მო­ვი­მა­ტე და მივ­ხვდი, რომ ასე არ შე­იძ­ლე­ბა! მო­ვიკ­რი­ბე ძალა და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 20 კილო და­ვი­კე­ლი. სა­ერ­თოდ, წო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა სულ მაქვს. ეს უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნი­ვით არის - თუ შე­მო­გეჩ­ვია, სულ უნდა აკონ­ტრო­ლო, სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­ი­შო­რებ. აი, ამ სუ­რათ­ში, რო­მე­ლიც სე­რი­ა­ლის - "ჩვე­ნი ოფი­სის" გა­და­ღე­ბის პე­რი­ოდს ასა­ხავს, წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლი მქონ­და.

- სიმ­სუქ­ნე გა­კომ­პლექ­სებ­დათ?

- არას­დროს მნდო­მე­ბია, ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ვფიქ­რობ, მრგვალ­ფორ­მე­ბი­ა­ნი ქალი უფრო მე­ტად მომ­ხიბ­ვლე­ლია, ვიდ­რე - "ფი­ცა­რი­ვით" გოგო. ახლა 60 კი­ლოს ვი­წო­ნი. აი, ამ ფო­ტო­ზე კარ­გად ჩანს, რამ­დე­ნიც და­ვი­კე­ლი.

- თმას იღე­ბავთ?

- ბუ­ნებ­რი­ვად ხუ­ჭუ­ჭა და შავ­თმი­ა­ნი ვარ. თმა არა­სო­დეს შე­მი­ღე­ბავს და არც ვა­პი­რებ მა­ნამ, ვიდ­რე ჭა­ღა­რა არ გა­მიჩ­ნდე­ბა. თეთ­რი კანი მაქვს და ვფიქ­რობ, შავი თმა მიხ­დე­ბა.

- მა­კი­აჟს ყო­ველ­დღი­უ­რად იკე­თებთ?

- მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე სახ­ლი­დან იშ­ვი­ა­თად გავ­დი­ვარ. მხო­ლოდ ზა­ფხულ­ში, როცა ზღვა­ზე ვარ, არ ვი­ღე­ბე­ბი. კოკო შა­ნელს აქვს ნათ­ქვა­მი (და მას ვე­თან­ხმე­ბი): ქალს, რო­მე­ლიც სახ­ლი­დან მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე გა­დის, სა­კუ­თარ თავ­ზე ძა­ლი­ან დიდი წარ­მოდ­გე­ნა აქ­ვსო. ჰოდა, მე არც ისე დიდი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს სა­კუ­თარ თავ­ზე, რომ ში­ნი­დან მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე გა­ვი­დე (იღი­მის).

- სკო­ლის პე­რი­ოდ­ში რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დით? რო­გო­რი სტი­ლის სა­მო­სი გეც­ვათ?

- სკო­ლა­ში 90-იან წლებ­ში დავ­დი­ო­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ არ იყო იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ მო­დუ­რად ჩაგ­ვეც­ვა. თით­ქმის ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად გვეც­ვა. ვიც­ვამ­დი იმას, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც მქონ­და. იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც დე­დის ნა­ქო­ნი ტან­საც­მლის ჩაც­მა მი­წევ­და. მა­შინ თა­ვის გა­ტა­ნაც ჭირ­და და ახა­ლი სა­მო­სის ყიდ­ვა­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტი იყო. მე გა­მი­მარ­თლა იმ მხრივ, რომ ბე­ბი­ას შე­ეძ­ლო კერ­ვა. და ის დე­დას ძვე­ლი ტან­საც­მლით, პა­ტარ-პა­ტა­რა ქსო­ვი­ლე­ბით მშვე­ნი­ერ კა­ბებს მი­კე­რავ­და ხოლ­მე. აი, ამ ფო­ტო­ზე, სა­დაც წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში ვარ, ბე­ბი­ას შე­კე­რი­ლი კაბა მაც­ვია. დე­ი­და­ჩემს კი სამ­კა­უ­ლე­ბის კე­თე­ბა ეხერ­ხე­ბა. მოკ­ლედ, ამ მხრივ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

- სამ­კა­უ­ლე­ბიც გიყ­ვართ?

- კი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ყო­ველ­თვის მი­კე­თია სა­ყუ­რე და ბე­ჭე­დი. გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, სადა სამ­კა­უ­ლი მიყ­ვარს.

- თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დით?

- ჩემ­მა სხე­ულ­მა ქა­ლუ­რი ფორ­მე­ბი, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ადრე მი­ი­ღო. ბევ­რი გოგო ამით კომ­პლექსდე­ბა, მე კი პი­რი­ქით - ამ ფაქ­ტმა გა­მა­ხა­რა. ჰოდა, "ქუს­ლებ­ზეც" შევ­დე­ქი, წამ­წა­მებ­ზე ტუში წა­ვის­ვი და მივ­ხვდი, რომ ქა­ლუ­რი სა­მო­სიც უფრო მე­ტად მიხ­დე­ბო­და.

- ახლა რო­გორ სა­მოსს ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- არას­დროს მცმია ისე, რო­გორც პან­კებს. ვცდი­ლობ, ყო­ველ­თვის სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­ვიც­ვა. ადა­მი­ა­ნი ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ხვდე­ბა, რა უნდა ჩა­იც­ვას, რა და­მა­ლოს და რა - გა­მო­ა­ჩი­ნოს (იცი­ნის).

- სპექ­ტაკლში - "ეჭ­ვის ჭია" მო­ნა­წი­ლე­ობთ. სა­ინ­ტე­რე­სოა, ცხოვ­რე­ბა­ში თუ ხართ ეჭ­ვი­ა­ნი?

- ეს სპექ­ტაკ­ლი ვა­კის თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში და­იდ­გა და მისი რე­ჟი­სო­რი ოთარ ეგა­ძე გახ­ლავთ. ამ წარ­მოდ­გე­ნა­ში რა­ი­მონ­დას როლს ვას­რუ­ლებ. ჩემი გმი­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უსა­ფუძ­ვლოდ არა­სო­დეს ვეჭ­ვი­ა­ნობ.

- ნინო, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი თუ გიყ­ვართ?

- სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და, მაგ­რამ გა­და­ცე­მამ "დღის რე­ცეპ­ტი" უფრო მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა და უფრო მე­ტად შე­მაყ­ვა­რა სამ­ზა­რე­უ­ლო. მივ­ხვდი, რომ არ არ­სე­ბობს კერ­ძი, რომ­ლის გა­კე­თე­ბა­საც ვერ შევ­ძლებ. სახ­ლშიც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვამ­ზა­დებ ხოლ­მე კერ­ძებს და ვუ­მას­პინ­ძლდე­ბი მე­გობ­რებს, ოჯა­ხის წევ­რებს. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ კარ­გი ხელი მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის.

- ეს ფოტო სპექ­ტაკ­ლის დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი?

- დიახ. ამ "სა­ა­ხალ­წლო ზღაპ­რის" რე­ჟი­სო­რი ვახო ნი­კო­ლა­ვა გახ­ლავთ. ეს სპექ­ტაკ­ლი გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რში და­იდ­გა. მე მალ­ვი­ნა ვი­ყა­ვი...

- დღე­სას­წა­უ­ლე­ბი გიყ­ვართ?

- სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ჩუქ­რე­ბის რო­გორც მი­ღე­ბა, ასე­ვე - გა­ცე­მა, დღე­სას­წა­უ­ლე­ბი კი ამის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

- ქარ­თულ სე­რი­ა­ლებ­ზე რას იტყვით?

- პირ­ვე­ლად სე­რი­ალ­ში ნუ­ნუ­კას რო­ლით გა­მოვ­ჩნდი. ვფიქ­რობ, ამ გმი­რის მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ, მაგ­რამ ხომ იცით, ქარ­თვე­ლე­ბი ცოტა არ იყოს, უც­ნა­უ­რე­ბი ვართ და მა­ყუ­რე­ბე­ლი ამა თუ იმ როლ­ში თუ გნა­ხავს, მერე რა­ტომ­ღაც, იმ გმირ­თან გა­ი­გი­ვე­ბენ და ჰგო­ნი­ათ, რომ რე­ა­ლუ­რად ასე­თი ხარ. იმ პე­რი­ოდ­ში, როცა სე­რი­ა­ლი "ჩიფ­სე­ბის თა­ო­ბა" - "ჩვე­ნი ოფი­სი" გა­დი­ო­და, კონ­ცერ­ტზე ან სად­მე კლუბ­ში თუ გა­მოვ­ჩნდე­ბო­დი, უკ­ვირ­დათ: ხე­დავ, ნუ­ნუ­კა სად მო­ვი­დაო (იცი­ნის)? ახლა რა­დი­კა­ლუ­რად სხვა პერ­სო­ნა­ჟი გან­ვა­სა­ხი­ე­რე. მე­გო­ნა მიხ­ვდე­ბოდ­ნენ, რომ ვარ მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­საც ყვე­ლა რო­ლის გა­თა­ვი­სე­ბა და თა­მა­ში შე­უძ­ლია, მაგ­რამ ახლა ამ­ბო­ბენ, რომ "ისე­თი" ვყო­ფილ­ვარ.

- სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ი­მეს შეც­ვლა­ზე თუ გი­ფიქ­რი­ათ?

- მარ­თა­ლია, წო­ნას ვა­კონ­ტრო­ლებ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, მრგვა­ლი ფორ­მე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა, მომ­ხიბ­ვლე­ლი იყო. მთა­ვა­რია, გქონ­დეს შარ­მი. თუ ეს შარ­მი არ გაქვს, რამ­დე­ნი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­აც უნდა გა­ი­კე­თო, სექ­სუ­ა­ლუ­რი და მომ­ხიბ­ვლე­ლი ვე­რას­დროს გახ­დე­ბი.

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რატომ დაქალდა ნაადრევად ნინო მუმლაძე

რატომ დაქალდა ნაადრევად ნინო მუმლაძე

მსახიობმა ნინო მუმლაძემ თურმე, პატარაობიდანვე იცოდა, რომ ხელოვანი იქნებოდა, მაგრამ რომელ სფეროს აირჩევდა, ვერ გადაეწყვიტა. პირველად 4 წლის ასაკში, ერთ-ერთ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა და მიხვდა, რომ ის, რასაც ეძებდა, მსახიობობა იყო... მსახიობი გამოგვიტყდა, რომ სახლიდან მაკიაჟის გარეშე თითქმის არასდროს გადის, რადგან მიაჩნია, რომ ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს.

- აი, ამ სურათზე 7 თვის ვარ. ამბობენ, რომ კარგი ზნის ბავშვი ვიყავი. 4 წლიდან თითქმის ყველაფერი მახსოვს. ამ პერიოდში ვიცოდი, რომ ხელოვანი უნდა გამოვსულიყავი. დედამ "საირმის ხელოვნების" სკოლაში შემიყვანა. იქ ბევრი დარგი იყო: ფერწერა, ბალეტი, მუსიკა, თეატრალური წრე და მეც ამ ყველაფერზე ერთდროულად დავდიოდი. ამ ასაკში უკვე ვკითხულობდი და ვწერდი არა მარტო ქართულად, არამედ რუსულადაც. სიმღერისა და ლექსების საკუთარი რეპერტუარი მქონდა. მოკლედ, ძალიან განვითარებული და აქტიური ბავშვი გახლდით. საბავშვო ბაღში არ მივლია - ეს ყველაფერი შინ ვისწავლე.

- ხელოვნების სკოლაში ბალეტზეც დადიოდით?

- ბალეტი ძალიან მიყვარდა. ბალერინებისთვის დამახასიათებელი აღნაგობა ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ბავშვობაში ძალიან მოქნილი ვიყავი. ჩემგან ბალერინა რომ არ გამოვიდოდა, ეს თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ის პლასტიკა და მოძრაობები, რაც მაშინ ვისწავლე, გამომადგა. სტუდენტობის პერიოდში სცენაზე აქტიურად ვცეკვავდი.

- კარგად ხატავდით?

- აი, ეს ფოტოსურათი სწორედ მაშინ გადამიღეს, როდესაც საბავშვო სამხატვრო გამოფენა-კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გავხდი. ამ სურათზე რამდენიმე ჩემი ნამუშევარიც ჩანს.

- ახლა თუ ხატავთ?

- მხოლოდ მოყვარულის დონეზე. სხვათა შორის, 4 წლის ვიყავი, როდესაც სპექტაკლში - "სიმღერა ტყეში" მომიხდა მონაწილეობა, სადაც ოქროს წიწილის როლი მქონდა. ვცეკვავდი, ვმღეროდი და ლექსებს ვკითხულობდი. აი, ეს სურათი, სადაც ყვავილებით ხელში ვარ, სპექტაკლის დასრულების შემდეგ გადამიღეს. ძალიან მიყვარს ეს ფოტო. აქ ჩემი სამსახიობო კარიერის დასაწყისია ასახული, ამ პერიოდში მოვიწამლე სცენით.

- სკოლის პერიოდზე რას იტყვით?

- მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ძალიან დაკავებული ვიყავი და ბევრ წრეზე დავდიოდი, სკოლაში კარგად ვსწავლობდი. ყველას უკვირდა, ასეთი პატარა გოგონა ამდენს როგორ ასწრებსო? მე კი ყველაფერს ხალისით ვაკეთებდი. 8 წლის გახლდით, როდესაც კონსერვატორიის მცირე დარბაზში, მე-18 მუსიკალური სკოლის საიუბილეო კოცერტის წაყვანა მომანდვეს. უნდა გითხრათ, რომ ყველაფერს მშვენივრად გავართვი თავი.

- ალბათ სათამაშოდ, ბავშვური გართობისათვის დრო საერთოდ არ გრჩებოდათ...

- ასეთი რაღაცები არ მაინტერესებდა. ისე, ცელქიც არ გახლდით. ეზოში ჩავდიოდი, ბავშვებს ვხვდებოდი, ვერთობოდი, მაგრამ - იშვიათად. ჩემი ერთადერთი გასართობი როლების განაწილება იყო: ტელევიზორში თუ რაიმე საინტერესო, ჩემთვის უცნობ ნახატ ფილმს მოვკრავდი თვალს ან ზღაპარს წავიკითხავდი, ოჯახში მაშინვე, როლების განაწილებას ვიწყებდი. როლს ჩემთვისაც გამოვნახავდი ხოლმე და ყველას ვაფრთხილებდი, - მთელი დღე იმ პერსონაჟის სახელი დაეძახათ, რომელსაც თვალი დავადგი. აი, ეს იყო ჩემი ნამდვილი და საუკეთესო გასართობი საშუალება.

- მშობლები პროფესიით ვინ არიან?

- 12 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. მე და ჩემი და დედამ გაგვზარდა. ის ჩვენთვის დედაც იყო და მამაც. დედა მუსიკის მასწავლებელი გახლავთ. წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნებოდა მისთვის ორი შვილის მარტო გაზრდა, მაგრამ მან ეს მოახერხა. უფრო მეტიც - მე და ჩემს დას განათლება მოგვცა და შეძლებისდაგვარად, არაფერს გვაკლებდა. ჩემი აზრით, დედამ ნამდვილი გმირობა გამოიჩინა.

- ბავშვობაში პრანჭია იყავით?

- მინდოდა, მალე გავზრდილიყავი. ვიპრანჭებოდი არა იმიტომ, რომ ბიჭებს მოვწონებოდი, არამედ იმიტომ, რომ დიდი გავმხდარიყავი. 11 წლისა უკვე ქუსლიანი ფეხსაცმლით დავდიოდი, 13 წლიდან კი კოსმეტიკას მივეპარე. კლასელებთან შედარებით, უფრო ადრე გავიზარდე და როგორც ამბობენ, ადრე დავქალდი. ახლა კი ვნანობ, მაშინ ასე რომ ვიქცეოდი: ბავშვობა თვალსა და ხელს შუა გამეპარა. ჰოდა, ვერ ვხვდები, ასე სად მეჩქარებოდა (იცინის)?!

- პირველი თაყვანისმცემელი როდის გაგიჩნდათ?

- თაყვანისმცემელი ბიჭები პირველი კლასიდან მოყოლებული, მყავდა. შეჯიბრებას მართავდნენ, თუ ვინ ვის დაასწრებდა და მიიტანდა ჩანთას ჩემს სახლამდე. სასიამოვნოა, როცა მამაკაცს მოსწონხარ. ჩემთვის ქალბატონებსაც ბევრჯერ უთქვამთ: ნეტავ, კაცად დავბადებულიყავიო. მე ასეთი განცდა არასოდეს მქონია. ძალიან მომწონს, ქალი რომ ვარ. ვფიქრობ, დღეს ქალად ყოფნაა პრიორიტეტული და არა - მამაკაცად.

- დღეს რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?

- საინტერესო არაფერი ხდება (იცინის).

- ის მაინც გვითხარით, როგორი მამაკაცები იმსახურებენ თქვენს ყურადღებას?

- პირველ რიგში, ადამიანურობას ვაფასებ. ურთიერთობა გამიჭირდება უზრდელ ხალხთან. თუ მამაკაცი შეგნებულია, ზრდილობიანია და იცის, ქალს როგორ უნდა მოექცეს, აუცილებლად მიიქცევს ჩემს ყურადღებას, მაგრამ რამდენად მომეწონება, ეს უკვე სხვა საკითხია. ხომ იცით, მოწონება ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

- ახლა თუ ეპრანჭებით ვინმეს?

- არა, პრანჭია საერთოდ არ ვარ. თუმცა, სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო და კარგად გამოვიყურებოდე. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა წონაში ძალიან მოვიმატე და მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება! მოვიკრიბე ძალა და თქვენ წარმოიდგინეთ, 20 კილო დავიკელი. საერთოდ, წონასთან დაკავშირებული პრობლემა სულ მაქვს. ეს უკურნებელი სენივით არის - თუ შემოგეჩვია, სულ უნდა აკონტროლო, სხვანაირად ვერ მოიშორებ. აი, ამ სურათში, რომელიც სერიალის - "ჩვენი ოფისის" გადაღების პერიოდს ასახავს, წონაში მომატება უკვე დაწყებული მქონდა.

- სიმსუქნე გაკომპლექსებდათ?

- არასდროს მნდომებია, ძალიან გამხდარი ვყოფილიყავი. ვფიქრობ, მრგვალფორმებიანი ქალი უფრო მეტად მომხიბვლელია, ვიდრე - "ფიცარივით" გოგო. ახლა 60 კილოს ვიწონი. აი, ამ ფოტოზე კარგად ჩანს, რამდენიც დავიკელი.

- თმას იღებავთ?

- ბუნებრივად ხუჭუჭა და შავთმიანი ვარ. თმა არასოდეს შემიღებავს და არც ვაპირებ მანამ, ვიდრე ჭაღარა არ გამიჩნდება. თეთრი კანი მაქვს და ვფიქრობ, შავი თმა მიხდება.

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებთ?

- მაკიაჟის გარეშე სახლიდან იშვიათად გავდივარ. მხოლოდ ზაფხულში, როცა ზღვაზე ვარ, არ ვიღებები. კოკო შანელს აქვს ნათქვამი (და მას ვეთანხმები): ქალს, რომელიც სახლიდან მაკიაჟის გარეშე გადის, საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვსო. ჰოდა, მე არც ისე დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე, რომ შინიდან მაკიაჟის გარეშე გავიდე (იღიმის).

- სკოლის პერიოდში როგორ გამოიყურებოდით? როგორი სტილის სამოსი გეცვათ?

- სკოლაში 90-იან წლებში დავდიოდი. მოგეხსენებათ, მაშინ არ იყო იმის ფუფუნება, რომ მოდურად ჩაგვეცვა. თითქმის ყველას ერთნაირად გვეცვა. ვიცვამდი იმას, რისი საშუალებაც მქონდა. იყო პერიოდი, როდესაც დედის ნაქონი ტანსაცმლის ჩაცმა მიწევდა. მაშინ თავის გატანაც ჭირდა და ახალი სამოსის ყიდვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მე გამიმართლა იმ მხრივ, რომ ბებიას შეეძლო კერვა. და ის დედას ძველი ტანსაცმლით, პატარ-პატარა ქსოვილებით მშვენიერ კაბებს მიკერავდა ხოლმე. აი, ამ ფოტოზე, სადაც წამყვანის ამპლუაში ვარ, ბებიას შეკერილი კაბა მაცვია. დეიდაჩემს კი სამკაულების კეთება ეხერხება. მოკლედ, ამ მხრივ განებივრებული ვიყავი.

- სამკაულებიც გიყვართ?

- კი, აქსესუარები ძალიან მიყვარს. ყოველთვის მიკეთია საყურე და ბეჭედი. გემოვნებიანი, სადა სამკაული მიყვარს.

- თინეიჯერობის პერიოდში როგორ გამოიყურებოდით?

- ჩემმა სხეულმა ქალური ფორმები, როგორც უკვე აღვნიშნე, თანატოლებისგან განსხვავებით, ადრე მიიღო. ბევრი გოგო ამით კომპლექსდება, მე კი პირიქით - ამ ფაქტმა გამახარა. ჰოდა, "ქუსლებზეც" შევდექი, წამწამებზე ტუში წავისვი და მივხვდი, რომ ქალური სამოსიც უფრო მეტად მიხდებოდა.

- ახლა როგორ სამოსს ანიჭებთ უპირატესობას?

- არასდროს მცმია ისე, როგორც პანკებს. ვცდილობ, ყოველთვის სიტუაციის შესაბამისად ჩავიცვა. ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად ხვდება, რა უნდა ჩაიცვას, რა დამალოს და რა - გამოაჩინოს (იცინის).

- სპექტაკლში - "ეჭვის ჭია" მონაწილეობთ. საინტერესოა, ცხოვრებაში თუ ხართ ეჭვიანი?

- ეს სპექტაკლი ვაკის თეატრალურ სარდაფში დაიდგა და მისი რეჟისორი ოთარ ეგაძე გახლავთ. ამ წარმოდგენაში რაიმონდას როლს ვასრულებ. ჩემი გმირისგან განსხვავებით, უსაფუძვლოდ არასოდეს ვეჭვიანობ.

- ნინო, სამზარეულოში ფუსფუსი თუ გიყვართ?

- სამზარეულოში ფუსფუსი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ გადაცემამ "დღის რეცეპტი" უფრო მეტი გამოცდილება შემძინა და უფრო მეტად შემაყვარა სამზარეულო. მივხვდი, რომ არ არსებობს კერძი, რომლის გაკეთებასაც ვერ შევძლებ. სახლშიც დიდი სიამოვნებით ვამზადებ ხოლმე კერძებს და ვუმასპინძლდები მეგობრებს, ოჯახის წევრებს. მეუბნებიან, რომ კარგი ხელი მაქვს, ყველაფერი გემრიელი გამომდის.

- ეს ფოტო სპექტაკლის დროსაა გადაღებული?

- დიახ. ამ "საახალწლო ზღაპრის" რეჟისორი ვახო ნიკოლავა გახლავთ. ეს სპექტაკლი გრიბოედოვის თეატრში დაიდგა. მე მალვინა ვიყავი...

- დღესასწაულები გიყვართ?

- საერთოდ, ძალიან მიყვარს საჩუქრების როგორც მიღება, ასევე - გაცემა, დღესასწაულები კი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა.

- ქართულ სერიალებზე რას იტყვით?

- პირველად სერიალში ნუნუკას როლით გამოვჩნდი. ვფიქრობ, ამ გმირის მსგავსი ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ ხომ იცით, ქართველები ცოტა არ იყოს, უცნაურები ვართ და მაყურებელი ამა თუ იმ როლში თუ გნახავს, მერე რატომღაც, იმ გმირთან გაიგივებენ და ჰგონიათ, რომ რეალურად ასეთი ხარ. იმ პერიოდში, როცა სერიალი "ჩიფსების თაობა" - "ჩვენი ოფისი" გადიოდა, კონცერტზე ან სადმე კლუბში თუ გამოვჩნდებოდი, უკვირდათ: ხედავ, ნუნუკა სად მოვიდაო (იცინის)? ახლა რადიკალურად სხვა პერსონაჟი განვასახიერე. მეგონა მიხვდებოდნენ, რომ ვარ მსახიობი, რომელსაც ყველა როლის გათავისება და თამაში შეუძლია, მაგრამ ახლა ამბობენ, რომ "ისეთი" ვყოფილვარ.

- საკუთარ გარეგნობაში რაიმეს შეცვლაზე თუ გიფიქრიათ?

- მართალია, წონას ვაკონტროლებ, მაგრამ ვფიქრობ, მრგვალი ფორმებითაც შეიძლება, მომხიბვლელი იყო. მთავარია, გქონდეს შარმი. თუ ეს შარმი არ გაქვს, რამდენი პლასტიკური ოპერაციაც უნდა გაიკეთო, სექსუალური და მომხიბვლელი ვერასდროს გახდები.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება