პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის ბიუჯეტი მცირდება, უშიშროების საბჭოს ფუნქციები იზღუდება
თავდაცვის ბიუჯეტი მცირდება, უშიშროების საბჭოს ფუნქციები იზღუდება

თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი მო­მა­ვა­ლი წლის­თვის 660 მი­ლი­ო­ნი ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა, სა­ი­და­ნაც 5 მი­ლი­ო­ნი სა­ხელ­მწი­ფო დაზ­ვერ­ვას მოხ­მარ­დე­ბა. არა­და, თავ­დაც­ვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მო­ხილ­ვის დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ იქნა მი­ღე­ბუ­ლი, 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტი 720 მი­ლი­ო­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ამა­ვე დროს, არ­სე­ბობს იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის გა­რე­შე დარ­ჩეს. პარ­ლა­მენ­ტი იხი­ლავს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ­ლის თა­ნახ­მად ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს და ამ ორ­გა­ნოს ხელ­მძღვა­ნე­ლის ფუნ­ქცი­ე­ბი იზღუ­დე­ბა.

თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტის 60 მი­ლი­ო­ნით შემ­ცი­რე­ბას ოპო­ზი­ცია და ექ­სპერტთა დიდი ნა­წი­ლი კრი­ტი­კუ­ლად აფა­სებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ამ ყვე­ლა­ფერს იმით ხსნის, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თან­ხას არა­მიზ­ნობ­რი­ვად ხარ­ჯავ­და. არა­და, ეს 720-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტი სწო­რედ ამ მთარ­ვო­ბის მი­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტშია.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტის პა­რა­მეტ­რე­ბის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი თა­ბუ­აშ­ვილ­მა ბი­უ­ჯე­ტის თავ­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გან­ხილ­ვი­სას ისა­უბ­რა. ამას­თა­ნა­ვე, 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტით, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, 2 მი­ლი­ო­ნით მცირ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ოფ დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­ჯე­ტი.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა­ში თავ­დაც­ვის ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას და­უშ­ვებ­ლად თვლი­ან. თავ­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილს კი მი­აჩ­ნია, რომ გა­სულ წლებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თავ­დაც­ვის თან­ხებს არა­სა­თა­ნა­დოდ ხარ­ჯავ­და. "ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი შემ­ცი­რე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი­თაც შეძ­ლებს საქ­მის ეფექ­ტუ­რად კე­თე­ბას".

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას თქვა, რომ უწყე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა მო­მა­ვა­ლი წლის­თვის იგი­ვეა, რაც წელს იყო. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მი­ნის­ტრო და­ფი­ნან­სე­ბის პა­რა­მეტ­რე­ბის ასეთ შეც­ვლა­ში ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ხე­დავს.

თუმ­ცა, ექ­სპერტთა ერთი ნა­წი­ლი ამ ტენ­დენ­ცი­ას სა­გან­გა­შოს უწო­დებს.

"თავ­დაც­ვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მო­ხილ­ვის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ახალ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ შე­ი­მუ­შა­ვა და, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის მიერ იქნა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, გან­სა­ზღვრავს არამ­ხო­ლოდ რე­ფორ­მებს, სა­მი­ნის­ტრო­ში რა რე­ფორ­მე­ბი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, არა­მედ გან­სა­ზღვრუ­ლია ისიც, ამ მიზ­ნებს რა და­ნა­ხარ­ჯე­ბი სჭირ­დე­ბა. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი 720 მი­ლი­ო­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტი კი 60 მი­ლი­ო­ნით ნაკ­ლე­ბია. თუკი თა­ვად ამ დო­კუ­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო გათ­ვლებ­ში ასე­თი ცდო­მი­ლე­ბა არ­სე­ბობს, რო­გორ უნდა მოხ­დეს იმ რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა, რაც სა­მი­ნის­ტროს მო­მა­ვა­ლი წლის­თვის აქვს და­გეგ­მი­ლი?" _ კი­თხუ­ლობს ა/ო "თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს" წევ­რი თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია.

მისი თქმით, "რო­დე­საც სა­უ­ბა­რია სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის კორ­პუს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ არ­მი­ა­ზე გა­დას­ვლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, ამ ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი გათ­ვლე­ბი და ეს გათ­ვლე­ბი აქამ­დე არ­სე­ბობ­და. მაქვს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი კი­თხვა: რას აკ­ლდე­ბა ეს თან­ხა? ვფიქ­რობ, თავ­დაც­ვის კო­მი­ტეტ­მა ეს სა­კი­თხი სა­თა­ნა­დოდ უნდა შე­ის­წავ­ლოს და რე­ა­ლის­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა გა­ა­კე­თოს. მით უმე­ტეს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯეტ­თან სრულ­ყო­ფი­ლი წვდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვს".

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად არ­სე­ბობს იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო, შე­საძ­ლოა, უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის გა­რე­შე დარ­ჩეს. პარ­ლა­მენ­ტი იხი­ლავს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ­ლის თა­ნახ­მად ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს და ამ ორ­გა­ნოს ხელ­მძღვა­ნე­ლის ფუნ­ქცი­ე­ბი იზღუ­დე­ბა. ახა­ლი ნორ­მით, აღარ შე­მუ­შავ­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ცეფ­ცია და მის ნაც­ვლად თავ­დაც­ვის კონ­ცეფ­ცია იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რა­საც ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­იჩ­ნევს.

სა­უ­ბა­რია უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­სა და თავ­დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნებ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტებ­ზე, რომ­ლის გან­ხილ­ვა პარ­ლა­მენ­ტში უკვე და­წყე­ბუ­ლია.

უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო პრე­ზი­დენ­ტის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნოა და, რად­გან ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი იც­ვლე­ბა, მცირ­დე­ბა ამ ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ე­ბიც.

ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, საბ­ჭოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა სამ­ხედ­რო აღმშე­ნებ­ლო­ბა­სა და ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბით, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მიერ და­დე­ბუ­ლი ან აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­სა და შე­თან­ხმე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო ძა­ლით მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხე­ბი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ სა­ო­მა­რი ან სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბით.

საბ­ჭოს­თან ერ­თად შე­ი­ზღუ­და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაც. კერ­ძოდ, ის შე­მო­ი­ფარ­გლა სა­ხელ­მწფოს თავ­დაც­ვის სა­კი­თხე­ბით, სა­გან­გე­ბო და სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის დროს პრე­ზი­დენ­ტის­თვის სა­თა­ნა­დო სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი მა­სა­ლი­სა და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და მი­წო­დე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით, თავ­დაც­ვის სა­კი­თხებ­ზე საქ­მი­ა­ნო­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ით. მას აღარ ექ­ნე­ბა უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ყვე­ლა ტი­პის კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.

ცვლი­ლე­ბა შე­დის "თავ­დაც­ვის შე­სა­ხებ" კა­ნონ­შიც, რომ­ლის თა­ნახ­მად, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბი გე­ნე­რა­ლურ შტა­ბად გარ­და­იქ­მნე­ბა. პრე­ზი­დენ­ტი და­ამ­ტკი­ცებს ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სტრა­ტე­გი­ულ, მათ შო­რის სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო გეგ­მებს.

"ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბით საბ­ჭოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ძა­ლი­ან იყო გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ით დად­გე­ნილ სა­ზღვრებს. უში­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვანს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, კო­ორ­დი­ნა­ცია გა­ე­წია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბი­სათ­ვი­საც. ანუ ის იყო ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, შს და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი­სა და სხვა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის თავ­ში, რაც ასე­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ყვე­ლა­ნა­ირ პრინ­ციპს", _ გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე მის­მა თავ­მჯდო­მა­რემ, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძემ.

ამას­თან, ხმა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა იზ­რდე­ბა იმ კუ­თხით, რომ მას საბ­ჭოს წევ­რე­ბის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, რაც მოქ­მე­დი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით არ ჰქონ­და.

"ჩვენ გან­ვსა­ზღვრეთ ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა, მისი მუდ­მი­ვი წევ­რე­ბი და აგ­რეთ­ვე პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა, მი­ნის­ტრე­ბის­გან და­ნიშ­ნოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს არა­უ­მე­ტეს 3 წევ­რი და მას­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვის და­ნიშ­ნავს, რა ვა­დით და­ნიშ­ნავს, რო­დის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს, ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა", _ ამ­ბობს ხმა­ლა­ძე.

"ზო­გა­დად ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ერ­გე­ბა იმ ახალ რე­ა­ლო­ბას, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში დად­გე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. რო­გორც ჩანს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­იჩ­ნევს, რომ იმ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში კი, რაც ახალ პრე­ზი­დენტს ექ­ნე­ბა, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­საც აღარ უნდა ჰქონ­დეს ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ე­ბი, რაც დღეს გა­აჩ­ნია", ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე, რო­მელ­საც უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

მისი თქმით, ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს იმ ფუნ­ქცი­ებს ას­რუ­ლებს, რა­საც აქამ­დე ას­რუ­ლებ­და, ქვე­ყა­ნას აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა და მი­აჩ­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იფიქ­როს.

ამ­ბობს, რომ ერთი პე­რი­ო­დი იმა­ზეც იყო სა­უ­ბა­რი, რომ ეს ორ­გა­ნო აუ­ცი­ლებ­ლად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო და ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­სუ­ლი­ყო, რი­თაც პრე­მი­ე­რის უფ­ლე­ბე­ბი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბო­და.

"გა­მო­დის, რომ მა­შინ შსს რჩე­ბა ერ­თა­დერთ ორ­გა­ნოდ, რო­მე­ლიც შიდა პო­ლი­ტი­კურ საქ­მე­ებ­ზე იმუ­შა­ვებს, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე კი ექ­სკლუ­ზი­უ­რად სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იმუ­შა­ვებს", - ამ­ბობს ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე და დას­ძენს, რომ ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა თვით­დი­ნე­ბა­ზეა მიშ­ვე­ბუ­ლი და "ის, რომ ერთი წელი ამ მდგო­მა­რე­ო­ბით რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ვა­ტა­რეთ, არ ნიშ­ნავს, რომ მუდ­მი­ვად ასე გაგ­რძე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა".

მისი აზ­რით, უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის თავ­დაც­ვის კონ­ცეფ­ცი­ით ჩა­ნაც­ვლე­ბა შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იყოს.

"სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნას არ სჭირ­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ცეფ­ცია, სრუ­ლი­ად მი­უ­ღებ­ლად მი­მაჩ­ნია. მა­შინ უნდა ვი­გუ­ლის­ხმოთ ის, რომ თავ­დაც­ვის კონ­ცეფ­ცი­ა­ში ჩა­დე­ბენ იმ ში­ნა­არსს, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ცეფ­ცი­ა­ში უნდა ჩა­ი­დოს. მაგ­რამ თავ­დაც­ვა თა­ვი­სი არ­სით უკვე არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის­გან თა­ვის დაც­ვას ნიშ­ნავს. უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ცეფ­ცია კი თა­ვი­სი არ­სით მო­წო­დე­ბუ­ლია იმის­კენ, რომ არ­სე­ბულ საფრ­თხე­ებ­თან ერ­თად, მათი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის გზებ­ზე, ანუ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზეც უნდა იზ­რუ­ნოს. ეს ორი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთს ავ­სებს და ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ვერ იარ­სე­ბებს", - ამ­ბობს ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რი არ კეთ­დე­ბა.

რუ­სი­კო მა­ჩა­ი­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თავდაცვის ბიუჯეტი მცირდება, უშიშროების საბჭოს ფუნქციები იზღუდება

თავდაცვის ბიუჯეტი მცირდება, უშიშროების საბჭოს ფუნქციები იზღუდება

თავდაცვის ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 660 მილიონი ლარით განისაზღვრა, საიდანაც 5 მილიონი სახელმწიფო დაზვერვას მოხმარდება. არადა, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის თანახმად, რომელიც ახალი ხელისუფლების მიერ იქნა მიღებული, 2014 წლის ბიუჯეტი 720 მილიონი უნდა ყოფილიყო. ამავე დროს, არსებობს იმის ალბათობა, რომ საქართველო უსაფრთხოების კონცეფციის გარეშე დარჩეს. პარლამენტი იხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად ეროვნული უშიშროების საბჭოს და ამ ორგანოს ხელმძღვანელის ფუნქციები იზღუდება.

თავდაცვის ბიუჯეტის 60 მილიონით შემცირებას ოპოზიცია და ექსპერტთა დიდი ნაწილი კრიტიკულად აფასებს. ხელისუფლება კი ამ ყველაფერს იმით ხსნის, რომ წინა ხელისუფლება თანხას არამიზნობრივად ხარჯავდა. არადა, ეს 720-მილიონიანი ბიუჯეტი სწორედ ამ მთარვობის მიღებულ დოკუმენტშია.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის პარამეტრების შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილმა ბიუჯეტის თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას ისაუბრა. ამასთანავე, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით, წინა წელთან შედარებით, 2 მილიონით მცირდება სახელმწიოფ დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტი.

საპარლამენტო უმცირესობაში თავდაცვის ხარჯების შემცირებას დაუშვებლად თვლიან. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს კი მიაჩნია, რომ გასულ წლებში ხელისუფლება თავდაცვის თანხებს არასათანადოდ ხარჯავდა. "ახალი ხელისუფლება კი შემცირებული ბიუჯეტითაც შეძლებს საქმის ეფექტურად კეთებას".

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა "რეზონანსთან" საუბრისას თქვა, რომ უწყების დაფინანსება მომავალი წლისთვის იგივეა, რაც წელს იყო. შესაბამისად, სამინისტრო დაფინანსების პარამეტრების ასეთ შეცვლაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.

თუმცა, ექსპერტთა ერთი ნაწილი ამ ტენდენციას საგანგაშოს უწოდებს.

"თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ შეიმუშავა და, რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნა დამტკიცებული, განსაზღვრავს არამხოლოდ რეფორმებს, სამინისტროში რა რეფორმები უნდა განხორციელდეს, არამედ განსაზღვრულია ისიც, ამ მიზნებს რა დანახარჯები სჭირდება. ამის გათვალისწინებით თავდაცვის ბიუჯეტი 720 მილიონი უნდა ყოფილიყო, წარმოდგენილი პროექტი კი 60 მილიონით ნაკლებია. თუკი თავად ამ დოკუმენტის საფინანსო გათვლებში ასეთი ცდომილება არსებობს, როგორ უნდა მოხდეს იმ რეფორმების გატარება, რაც სამინისტროს მომავალი წლისთვის აქვს დაგეგმილი?" _ კითხულობს ა/ო "თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს" წევრი თეონა აქუბარდია.

მისი თქმით, "როდესაც საუბარია სწრაფი რეაგირების კორპუსში მონაწილეობასა და პროფესიულ არმიაზე გადასვლის აუცილებლობაზე, ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსური გათვლები და ეს გათვლები აქამდე არსებობდა. მაქვს ძალიან მარტივი კითხვა: რას აკლდება ეს თანხა? ვფიქრობ, თავდაცვის კომიტეტმა ეს საკითხი სათანადოდ უნდა შეისწავლოს და რეალისტური შეფასება გააკეთოს. მით უმეტეს, რომ სამოქალაქო სექტორს თავდაცვის ბიუჯეტთან სრულყოფილი წვდომის საშუალება არა აქვს".

ამის პარალელურად არსებობს იმის ალბათობა, რომ საქართველო, შესაძლოა, უსაფრთხოების კონცეფციის გარეშე დარჩეს. პარლამენტი იხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად ეროვნული უშიშროების საბჭოს და ამ ორგანოს ხელმძღვანელის ფუნქციები იზღუდება. ახალი ნორმით, აღარ შემუშავდება უსაფრთხოების კონცეფცია და მის ნაცვლად თავდაცვის კონცეფცია იქნება მიღებული, რასაც ზოგიერთი ექსპერტი გაუმართლებლად მიიჩნევს.

საუბარია უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტებზე, რომლის განხილვა პარლამენტში უკვე დაწყებულია.

უშიშროების საბჭო პრეზიდენტის დაქვემდებარებული ორგანოა და, რადგან ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უფლებები იცვლება, მცირდება ამ ორგანოს ფუნქციებიც.

ცვლილებების მიხედვით, საბჭოს უფლებამოსილება შემოიფარგლება სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხებით, ასევე საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს სამხედრო ძალით მონაწილეობის საკითხებითა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხებით.

საბჭოსთან ერთად შეიზღუდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებამოსილებაც. კერძოდ, ის შემოიფარგლა სახელმწფოს თავდაცვის საკითხებით, საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს პრეზიდენტისთვის სათანადო საინფორმაციო-ანალიტიკური მასალისა და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული სიტუაციების მართვასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადებისა და მიწოდების უზრუნველყოფით, თავდაცვის საკითხებზე საქმიანობის კოორდინაციით. მას აღარ ექნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის კოორდინაციის უფლებამოსილება.

ცვლილება შედის "თავდაცვის შესახებ" კანონშიც, რომლის თანახმად, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი გენერალურ შტაბად გარდაიქმნება. პრეზიდენტი დაამტკიცებს ქვეყნის თავდაცვის სტრატეგიულ, მათ შორის სამობილიზაციო გეგმებს.

"ეროვნული უშიშროებით საბჭოს უფლებამოსილება ძალიან იყო გაფართოებული, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ საზღვრებს. უშიროების საბჭოს მდივანს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, კოორდინაცია გაეწია სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობისათვისაც. ანუ ის იყო ჩაყენებული, ფაქტობრივად, შს და თავდაცვის სამინისტროებისა და სხვა სამართალდამცავი უწყებების თავში, რაც ასევე ეწინააღმდეგება ყველანაირ პრინციპს", _ განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მისმა თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ.

ამასთან, ხმალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება იზრდება იმ კუთხით, რომ მას საბჭოს წევრების არჩევის უფლება ეძლევა, რაც მოქმედი კანონის მიხედვით არ ჰქონდა.

"ჩვენ განვსაზღვრეთ ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, მისი მუდმივი წევრები და აგრეთვე პრეზიდენტის უფლება, მინისტრებისგან დანიშნოს ეროვნული უშიშროების საბჭოს არაუმეტეს 3 წევრი და მასზე არის დამოკიდებული, ვის დანიშნავს, რა ვადით დანიშნავს, როდის გაათავისუფლებს, ეს ყველაფერი იქნება პრეზიდენტის უფლებამოსილება", _ ამბობს ხმალაძე.

"ზოგადად ეს ცვლილებები ერგება იმ ახალ რეალობას, რომელიც ქვეყანაში დადგება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. როგორც ჩანს, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ იმ უფლებამოსილების ფარგლებში კი, რაც ახალ პრეზიდენტს ექნება, უშიშროების საბჭოსაც აღარ უნდა ჰქონდეს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, რაც დღეს გააჩნია", ამბობს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, რომელსაც უშიშროების საბჭოში მუშაობის გამოცდილება აქვს.

მისი თქმით, ორგანო, რომელიც უშიშროების საბჭოს იმ ფუნქციებს ასრულებს, რასაც აქამდე ასრულებდა, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება და მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა იფიქროს.

ამბობს, რომ ერთი პერიოდი იმაზეც იყო საუბარი, რომ ეს ორგანო აუცილებლად შენარჩუნებულიყო და ის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადასულიყო, რითაც პრემიერის უფლებები კიდევ უფრო გაიზრდებოდა.

"გამოდის, რომ მაშინ შსს რჩება ერთადერთ ორგანოდ, რომელიც შიდა პოლიტიკურ საქმეებზე იმუშავებს, საგარეო პოლიტიკაზე კი ექსკლუზიურად საგარეო საქმეთა სამინისტრო იმუშავებს", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე და დასძენს, რომ ამჟამად ქვეყანა თვითდინებაზეა მიშვებული და "ის, რომ ერთი წელი ამ მდგომარეობით რაღაცნაირად გავატარეთ, არ ნიშნავს, რომ მუდმივად ასე გაგრძელება შეიძლება".

მისი აზრით, უსაფრთხოების კონცეფციის თავდაცვის კონცეფციით ჩანაცვლება შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს.

"საუბარი იმაზე, რომ ქვეყანას არ სჭირდება უსაფრთხოების კონცეფცია, სრულიად მიუღებლად მიმაჩნია. მაშინ უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ თავდაცვის კონცეფციაში ჩადებენ იმ შინაარსს, რაც უსაფრთხოების კონცეფციაში უნდა ჩაიდოს. მაგრამ თავდაცვა თავისი არსით უკვე არსებული საფრთხეებისგან თავის დაცვას ნიშნავს. უსაფრთხოების კონცეფცია კი თავისი არსით მოწოდებულია იმისკენ, რომ არსებულ საფრთხეებთან ერთად, მათი განეიტრალების გზებზე, ანუ რეკომენდაციებზეც უნდა იზრუნოს. ეს ორი სხვადასხვა მიმართულებაა, რომელიც ერთმანეთს ავსებს და ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებს", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ კეთდება.

რუსიკო მაჩაიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე