მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიარაღებული და განსაკუთრებით საშიში
შეიარაღებული და განსაკუთრებით საშიში

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­ბო­ტი­ზი­რე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო სის­ტე­მე­ბი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი რო­ბო­ტის შექ­მნა­ზე მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნა მუ­შა­ობს. ასეთ რო­ბო­ტებს ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ავ­ღა­ნეთ­შიც ცდი­ან. გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბებს ევ­რო­პე­ლებ­მა და ის­რა­ელ­მაც მი­აღ­წია. თუმ­ცა გა­მოკ­ვე­თილ ლი­დე­რად აშშ ით­ვლე­ბა. ამის დას­ტუ­რი ფორტ ბე­ნინ­გში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 4 დღი­ა­ნი გა­მო­ფე­ნაა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამე­რი­კის მო­წი­ნა­ვე რო­ბოტმშე­ნე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა მი­ი­ღეს. მათ შო­რის იყო "ახალ­გა­მომ­ცხვა­რი" HDT Robotics.

მის პირ­მ­შოს - საბ­რძო­ლო რო­ბოტ HDT Protector-ს ბრძო­ლის ველ­ზე ცე­ცხლის გახ­სნა, ტვირ­თის გა­და­ტა­ნა (570 კგ) და ნაღ­მე­ბის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფაც შე­უძ­ლია. ტყვი­ამფრქვე­ვით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი უნი­ვერ­სა­ლუ­რი მუხ­ლუ­ხა რო­ბო­ტი შე­სა­ბა­მი­სი სა­მიზ­ნე სის­ტე­მე­ბი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი და და­მიზ­ნე­ბით სრო­ლა 150 მ-მდე დის­ტან­ცი­ა­ზე შე­უძ­ლია.

მისი დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვა მცი­რე ზო­მის სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტრო­ლე­რი­დან ხდე­ბა, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბის ჯო­ის­ტიკს უფრო წა­ა­გავს. დის­ტან­ცი­უ­რი სის­ტე­მა რო­ბო­ტის მარ­თვას 1 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს. მსგავ­სი ტექ­ნი­კა მათ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სი­უხ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ნაკ­ლი­სი არც Protector-ია, რო­მელ­საც კრუ­იზ-კონ­ტრო­ლის ფუნ­ქცი­აც აქვს. ოპე­რა­ტორს შე­უძ­ლია მი­უ­თი­თოს მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რე, მი­მარ­თუ­ლე­ბა და ხან­გრძლი­ვო­ბა. და­ნარ­ჩენს კი რო­ბო­ტი თავს და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­არ­თმევს.

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე არ­მი­ე­ბის რი­გებ­ში რო­ბო­ტე­ბი ფეხს მყა­რად მო­ი­კი­დე­ბენ. ამე­რი­კე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, 10 წლის შემ­დეგ აშშ-ის არ­მი­ა­ში ყო­ველ 10 ჯა­რის­კაც­ზე 1 რო­ბო­ტი მოვა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ dailytechinfo.org-ის მი­ხედ­ვით.

შეიარაღებული და განსაკუთრებით საშიში

შეიარაღებული და განსაკუთრებით საშიში

ბოლო წლების განმავლობაში, რობოტიზირებული საბრძოლო სისტემები დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეიარაღებული რობოტის შექმნაზე მსოფლიოს არაერთი მოწინავე ქვეყანა მუშაობს. ასეთ რობოტებს ამერიკელი სამხედროები ავღანეთშიც ცდიან. გარკვეულ წარმატებებს ევროპელებმა და ისრაელმაც მიაღწია. თუმცა გამოკვეთილ ლიდერად აშშ ითვლება. ამის დასტური ფორტ ბენინგში ჩატარებული 4 დღიანი გამოფენაა, რომელშიც მონაწილეობა ამერიკის მოწინავე რობოტმშენებელმა კომპანიებმა მიიღეს. მათ შორის იყო "ახალგამომცხვარი" HDT Robotics.

მის პირმშოს - საბრძოლო რობოტ HDT Protector-ს ბრძოლის ველზე ცეცხლის გახსნა, ტვირთის გადატანა (570 კგ) და ნაღმების გაუვნებელყოფაც შეუძლია. ტყვიამფრქვევით შეიარაღებული უნივერსალური მუხლუხა რობოტი შესაბამისი სამიზნე სისტემებითაა აღჭურვილი და დამიზნებით სროლა 150 მ-მდე დისტანციაზე შეუძლია.

მისი დისტანციური მართვა მცირე ზომის სპეციალური კონტროლერიდან ხდება, რომელიც ვიდეოთამაშების ჯოისტიკს უფრო წააგავს. დისტანციური სისტემა რობოტის მართვას 1 კილომეტრის რადიუსში უზრუნველყოფს. მსგავსი ტექნიკა მათში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიების სიუხვით გამოირჩევა. ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც Protector-ია, რომელსაც კრუიზ-კონტროლის ფუნქციაც აქვს. ოპერატორს შეუძლია მიუთითოს მოძრაობის სიჩქარე, მიმართულება და ხანგრძლივობა. დანარჩენს კი რობოტი თავს დამოუკიდებლად გაართმევს.

ანალიტიკოსების აზრით, უახლოეს პერიოდში, თანამედროვე არმიების რიგებში რობოტები ფეხს მყარად მოიკიდებენ. ამერიკელი სპეციალისტების შეფასებით, 10 წლის შემდეგ აშშ-ის არმიაში ყოველ 10 ჯარისკაცზე 1 რობოტი მოვა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე