მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც ამას ვერ შეძლებს, განიდევნება"
"ვინც ამას ვერ შეძლებს, განიდევნება"

რა­ტომ არ ჰგავს 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ადრე ჩა­ტა­რე­ბულ სხვა არ­ჩევ­ნებს? გან­სხვა­ვე­ბუ­ლია თუ არა ერ­თმა­ნე­თის­გან საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მე­ბი, და­პი­რე­ბე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვე­ბი - ამ სა­კი­თხებ­ზე ფი­ლო­სო­ფო­სი ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ეს არის არ­ჩევ­ნე­ბი მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი ლი­დე­რე­ბის გა­რე­შე, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ამომ­რჩევ­ლის დაბ­ნე­უ­ლო­ბას და შე­საძ­ლოა მე­ო­რე ტუ­რის სა­ზღვარ­ზე აღ­მოვ­ჩნდეთ. პრე­ზი­დენ­ტო­ბის სამ გა­მორ­ჩე­ულ კან­დი­და­ტუ­რას გან­ვი­ხი­ლავ: მათ­გან მარ­გვე­ლაშ­ვილს სა­კუ­თა­რი თავი პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რად არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია და არც მის და­სა­ხე­ლე­ბას ჰქო­ნია რამე სა­ინ­ფორ­მა­ციო პრე­ლუ­დია. იგი ჯე­რაც ივა­ნიშ­ვი­ლის კრე­ა­ტუ­რად (პირი, რო­მე­ლიც და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლია არა თა­ვი­სი პი­რა­დი ღირ­სე­ბა-დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით, არა­მედ გავ­ლე­ნი­ა­ნი პერ­სო­ნის წყა­ლო­ბით) აღიქ­მე­ბა და ახლა ამ და­ნაკ­ლი­სის ანა­ზღა­უ­რე­ბას ცდი­ლობს. ბაქ­რა­ძე გარ­და­მა­ვა­ლი ფი­გუ­რაა, ვფიქ­რობ, მისი დღე­ვან­დე­ლი როლი მაქ­სი­მა­ლუ­რი ზღვა­რია, რა­საც იგი ოდეს­მე შე­ას­რუ­ლებს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს, მის წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტი არ­სე­ბობს, რო­მელ­თა დაძ­ლე­ვაც გა­უ­ჭირ­დე­ბა.

კან­დი­და­ტებს შო­რის არ არ­სე­ბობს ისე­თი პირი, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის­თვის უპი­რო­ბო ავ­ტო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნაკ­ლე­ბად არის არ­მა­გე­დო­ნის, კე­თი­ლი და ბო­რო­ტი ძა­ლე­ბის სა­ბო­ლოო შე­ჯა­ხე­ბის მო­ლო­დი­ნი (თუმ­ცა ცდი­ლო­ბენ ვნე­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დამ­კვიდ­რე­ბის იდე­ის მეშ­ვე­ო­ბით). შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ თქვას, რომ ამის მი­ზე­ზი კან­დი­და­ტე­ბის არა­ქა­რიზ­მა­ტუ­ლო­ბაა, თა­ნაც თით­ქოს წი­ნას­წარ­ვე ცხა­დია, რითი დამ­თავ­რდე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი. ეს ნა­წი­ლობ­რივ ასე­ცაა, თუმ­ცა ნურც იმას გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ამომ­რჩე­ვე­ლი თან­და­თან იაზ­რებს პო­ლი­ტი­კი­სად­მი მი­თო­სურ-პო­ე­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მთელ მან­კი­ე­რე­ბას. მე­ტიც, ყვე­ლა­ნი უფრო ნათ­ლად ვგრძნობთ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი სუ­ბი­ექ­ტი თა­ვად ჩვენ ვართ. და კი­დევ: ჩვენ ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კოსს იმ­თა­ვით­ვე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვა­ყე­ნებთ. სხვა საქ­მეა, რომ თა­ვად პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ვერ ეჩ­ვე­ვი­ან ამას. მთა­ვა­რია, ვის­წავ­ლოთ, თუ რო­გორ უნდა მო­ვი­მარ­ჯვოთ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ეჭვი სა­ი­მი­სოდ, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა არ მო­ინ­დო­მოს ჩვე­ნი მარ­თვა.

ამით სა­ზო­გა­დო­ე­ბა თან­და­თან ძნე­ლი სა­მარ­თა­ვი გახ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი­სათ­ვის და ეს უკა­ნას­კნე­ლიც ეც­დე­ბა, ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის უფრო ადეკ­ვა­ტუ­რი ენა გა­მო­ი­მუ­შა­ოს. ვინც ამას ვერ შეძ­ლებს, გა­ნი­დევ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" კრი­ზი­სი­სათ­ვის თა­ვის დაღ­წე­ვა გა­უ­ჭირ­დე­ბა. მან ვერ დათ­მო თა­ვი­სი ლი­დე­რი და მისი გა­რე­მოც­ვა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან დი­ა­ლო­გის წარ­მარ­თვა მხო­ლოდ პი­ა­რის ენა­ზე შე­უძ­ლია და სხვ. იგი და­უს­რუ­ლებ­ლად იმე­ო­რებს სა­კუ­თარ თავს და ვერ გრძნობს, თუ რო­გორ კა­რი­კა­ტუ­რულ სა­ხეს იღებს მისი მცდე­ლო­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­სო­დეს კე­თი­ლი სი­ტყვა არ მით­ქვამს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე", დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მისი ტო­ტა­ლუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა მძი­მე შეც­დო­მა იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, ისიც ცხა­დია, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი უნდა და­ი­სა­ჯონ... მთა­ვა­რი ის არის, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მოც­დი­ლე­ბას იძენს. ცხა­დია, ჩვენ­ში დღე­საც მრავ­ლად არი­ან ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც სა­მი­ტინ­გო-რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი თრო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა სა­კუ­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა იგ­რძნონ. მრავ­ლად არი­ან ისე­თი პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც, ვინც ვერ გა­მო­სუ­ლა 1989 წლის 9 აპ­რი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი მე­თო­დე­ბის ტყვე­ო­ბი­დან. სა­ბედ­ნი­ე­როდ, საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ნი არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ახერ­ხე­ბენ რა­ცი­ოს სას­წორ­ზე შე­აგ­დონ პი­რე­ბი და მოვ­ლე­ნე­ბი და ასე­თე­ბის რი­ცხვი თან­და­თან იზ­რდე­ბა. ალ­ბათ, ოდეს­მე შეს­წავ­ლის სა­გა­ნი გახ­დე­ბა, თუ რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩვენს ის­ტო­რი­ა­ზე სო­ცი­ა­ლურ­მა ქსე­ლებ­მა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია kvirispalitra.ge-ზე

"ვინც ამას ვერ შეძლებს, განიდევნება"

"ვინც ამას ვერ შეძლებს, განიდევნება"

რატომ არ ჰგავს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ადრე ჩატარებულ სხვა არჩევნებს? განსხვავებულია თუ არა ერთმანეთისგან საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამები, დაპირებები და პოლიტიკური ხედვები - ამ საკითხებზე ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გვესაუბრება:

- ეს არის არჩევნები მკაფიოდ გამოხატული ლიდერების გარეშე, რაც განაპირობებს ამომრჩევლის დაბნეულობას და შესაძლოა მეორე ტურის საზღვარზე აღმოვჩნდეთ. პრეზიდენტობის სამ გამორჩეულ კანდიდატურას განვიხილავ: მათგან მარგველაშვილს საკუთარი თავი პოლიტიკურ ლიდერად არ შემოუთავაზებია და არც მის დასახელებას ჰქონია რამე საინფორმაციო პრელუდია. იგი ჯერაც ივანიშვილის კრეატურად (პირი, რომელიც დაწინაურებულია არა თავისი პირადი ღირსება-დამსახურების მიხედვით, არამედ გავლენიანი პერსონის წყალობით) აღიქმება და ახლა  ამ დანაკლისის ანაზღაურებას ცდილობს. ბაქრაძე გარდამავალი ფიგურაა, ვფიქრობ, მისი დღევანდელი როლი მაქსიმალური ზღვარია, რასაც იგი ოდესმე შეასრულებს ქართულ პოლიტიკაში. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მის წინააღმდეგ რამდენიმე სერიოზული არგუმენტი არსებობს, რომელთა დაძლევაც გაუჭირდება.

კანდიდატებს შორის არ არსებობს ისეთი პირი, რომელიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის უპირობო ავტორიტეტი იქნება. ამას ემატება ისიც, რომ დღეს საზოგადოებაში ნაკლებად არის არმაგედონის, კეთილი და ბოროტი ძალების საბოლოო შეჯახების მოლოდინი (თუმცა ცდილობენ ვნებების გაღვივებას, განსაკუთრებით, სამართლიანობის დამკვიდრების იდეის მეშვეობით). შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ამის მიზეზი კანდიდატების არაქარიზმატულობაა, თანაც თითქოს წინასწარვე ცხადია, რითი დამთავრდება არჩევნები. ეს ნაწილობრივ ასეცაა, თუმცა ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ამომრჩეველი თანდათან იაზრებს პოლიტიკისადმი მითოსურ-პოეტური დამოკიდებულების მთელ მანკიერებას. მეტიც, ყველანი უფრო ნათლად ვგრძნობთ, რომ პოლიტიკური ცხოვრების მთავარი სუბიექტი თავად ჩვენ ვართ. და კიდევ: ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკოსს იმთავითვე ეჭვმიტანილის მდგომარეობაში ვაყენებთ. სხვა საქმეა, რომ თავად პოლიტიკოსები ვერ ეჩვევიან ამას. მთავარია, ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა მოვიმარჯვოთ რაციონალური ეჭვი საიმისოდ, რომ ნებისმიერმა არ მოინდომოს ჩვენი მართვა.

ამით საზოგადოება თანდათან ძნელი სამართავი გახდება პოლიტიკური კლასისათვის და ეს უკანასკნელიც ეცდება, ჩვენთან ურთიერთობისთვის უფრო ადეკვატური ენა გამოიმუშაოს. ვინც ამას ვერ შეძლებს, განიდევნება. ვფიქრობ, "ნაციონალურ მოძრაობას" კრიზისისათვის თავის დაღწევა გაუჭირდება. მან ვერ დათმო თავისი ლიდერი და მისი გარემოცვა, საზოგადოებასთან დიალოგის წარმართვა მხოლოდ პიარის ენაზე შეუძლია და სხვ. იგი დაუსრულებლად იმეორებს საკუთარ თავს და ვერ გრძნობს, თუ როგორ კარიკატურულ სახეს იღებს მისი მცდელობები. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს კეთილი სიტყვა არ მითქვამს "ნაციონალურ მოძრაობაზე", დარწმუნებული ვარ, მისი ტოტალური განადგურება მძიმე შეცდომა იქნება. თუმცა, ისიც ცხადია, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ... მთავარი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება გამოცდილებას იძენს. ცხადია, ჩვენში დღესაც მრავლად არიან ეგზალტირებულები, რომლებისთვისაც სამიტინგო-რევოლუციური თრობა აუცილებელია, რათა საკუთარი მნიშვნელობა იგრძნონ. მრავლად არიან ისეთი პოლიტიკოსებიც, ვინც ვერ გამოსულა 1989 წლის 9 აპრილის პოლიტიკური მეთოდების ტყვეობიდან. საბედნიეროდ, საკმაოდ მრავალნი არიან ისეთებიც, რომლებიც ახერხებენ რაციოს სასწორზე შეაგდონ პირები და მოვლენები და ასეთების რიცხვი თანდათან იზრდება. ალბათ, ოდესმე შესწავლის საგანი გახდება, თუ რა გავლენა მოახდინა ჩვენს ისტორიაზე სოციალურმა ქსელებმა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა