პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახლად შექმნილი ეპარქიების ხელმძღვანელთა ვინაობა უკვე ცნობილია
ახლად შექმნილი ეპარქიების ხელმძღვანელთა ვინაობა უკვე ცნობილია

უკვე ცნო­ბი­ლია იმ მღველმთავ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც, წმინ­და სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ახ­ლად შექ­მნილ ეპარ­ქი­ებს უხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ. რო­გორც წმინ­და სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი , მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ას გა­მო­ე­ყოს გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნი და შე­იქ­მნას გარ­დაბ­ნის ეპარ­ქია. მან­გლი­სი­სა და წალ­კის ეპარ­ქი­ის ნაც­ვლად შე­იქ­მნას ორი ეპარ­ქია მან­გლი­სი­სა და თეთ­რი­წყა­როს და მე­ო­რე აგა­რა-წალ­კის ეპარ­ქია. ურ­ბნი­სი­სა და რუ­ი­სის ნაც­ვლად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს რუ­ი­სი­სა და ურ­ბნი­სის ეპარ­ქია და სუ­რა­მი­სა და ხა­შუ­რის ეპარ­ქია. სამ­თა­ვი­სი­სა და გო­რის ეპარ­ქია ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს გო­რი­სა და ატე­ნის და სამ­თა­ვი­სი­სა და კას­პის ეპარ­ქი­ად. რუს­თა­ვი­სა და მარ­ნე­უ­ლის ეპარ­ქი­ე­ბის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ით შე­იქ­მნას რუს­თა­ვის ეპარ­ქია, მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპარ­ქია.

სხდო­მა­ზე წმინ­და სი­ნოდ­მა ასე­ვე იმ­სჯე­ლა ორი ეპის­კო­პო­სის თხოვ­ნის სა­კი­თხზეც.

"წმინ­და სი­ნოდ­მა მო­ის­მი­ნა თი­ა­ნე­თი­სა და ფშავ-ხევ­სუ­რე­თის მიტ­რო­პო­ლიტ თა­დე­ოზ იო­რა­მაშ­ვი­ლის თხოვ­ნა ეპარ­ქი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ და და­ად­გი­ნა, მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­სამღდე­ლო­ე­სო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტი თა­დე­ო­ზი გა­თა­ვი­სუფ­ლდეს თი­ა­ნე­თი­სა და ფშავ-ხევ­სუ­რე­თის ეპარ­ქი­ის მმარ­თვე­ლო­ბი­დან და და­ი­ნიშ­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ლი­ტურ­გი­კუ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რად და გა­ნე­სა­ზღვროს სტა­ტუ­სი, ტი­ტუ­ლა­რუ­ლი ეპის­კო­პო­სი და ეწო­დოს მა­რაბ­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი. წმინ­და სი­ნოდ­მა ასე­ვე მო­ის­მი­ნა მარ­გვე­თი­სა და ზეს­ტა­ფო­ნის მი­რო­პო­ლიტ ვახ­ტანგ ახვლე­დი­ა­ნის თხოვ­ნა, ეპარ­ქი­ი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ და და­ად­გი­ნა მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­სამღდე­ლო­ე­სი მიტ­რო­პო­ლი­ტი ვახ­ტან­გი გა­თა­ვი­სუფ­ლდეს მარ­გვე­თი­სა და ზეს­ტა­ფო­ნის მმარ­თვე­ლო­ბი­დან და და­ე­ვა­ლოს შვე­დეთ­ში ქარ­თუ­ლი სამ­რევ­ლო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და მას­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა. გა­ნე­სა­ზღვროს სტა­ტუ­სი ტი­ტუ­ლა­რუ­ლი ეპის­კო­პო­სი და ეწო­დოს ცურ­ტა­ვე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ჩი­ნე­ბა­ში.

წმინ­და სი­ნოდ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს და­ვით ტი­კა­რა­ძის სა­კი­თხის შე­სა­ხებ და­ად­გი­ნა, რომ იგი და­ი­ნიშ­ნოს სა­პატ­რი­არ­ქოს სიწ­მინ­დე­ე­ბის მო­ძი­ე­ბი­სა და დაც­ვის კო­მი­სი­ის წევ­რად. გა­ნე­სა­ზღვროს სტა­ტუ­სი ტი­ტუ­ლა­რუ­ლი ეპის­კო­პო­სი და ეწო­დოს ადი­შე­ლი მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი.

სი­ნო­დის სხდო­მა­ზე ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს სამღდელმთავ­რო კან­დი­და­ტე­ბის სა­კი­თხი და და­ად­გი­ნეს, რომ არ­ქი­მან­დრი­ტი მი­ქა­ილ გაბ­რი­ჩი­ძე გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნას თი­ა­ნე­თი­სა და ფშავ-ხევ­სუ­რე­თის ეპის­კო­პო­სად. არ­ქი­მან­დრი­ტი დი­მიტ­რი კა­პა­ნა­ძე გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნას მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პო­სად, იღუ­მე­ნი და­მი­ა­ნე ხუ­ფე­ნია გარ­ჩე­უ­ლი იქ­ნას სამ­თა­ვი­სი­სა და კას­პის ეპის­კო­პო­სად, იღუ­მე­ნი გი­ორ­გი ჯან­დე­ლი­ა­ნი მარ­ნე­უ­ლი­სა და უჯარ­მის ეპის­კო­პო­სად, იღუ­მე­ნი სი­მონ ცა­კაშ­ვი­ლი სუ­რა­მი­სა და ხა­შუ­რის ეპის­კო­პო­სად, მღდელ­მო­ნა­ზო­ნი იო­ა­ნე შო­მა­ხია აგა­რა-წალ­კის ეპის­კო­პო­სად, მღდელ­მო­ნა­ზო­ნი გრი­გოლ კა­ცია მარ­ტო­ფი­სა და გარ­დაბ­ნის ეპარ­ქი­ის ეპის­კო­პო­სად.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ახლად შექმნილი ეპარქიების ხელმძღვანელთა ვინაობა უკვე ცნობილია

ახლად შექმნილი ეპარქიების ხელმძღვანელთა ვინაობა უკვე ცნობილია

უკვე ცნობილია იმ მღველმთავრების ვინაობა, რომლებიც, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ახლად შექმნილ ეპარქიებს უხელმძღვანელებენ. როგორც წმინდა სინოდის განჩინებაშია აღნიშნული , მცხეთა-თბილისის ეპარქიას გამოეყოს გარდაბნის რაიონი და შეიქმნას გარდაბნის ეპარქია. მანგლისისა და წალკის ეპარქიის ნაცვლად შეიქმნას ორი ეპარქია მანგლისისა და თეთრიწყაროს და მეორე აგარა-წალკის ეპარქია. ურბნისისა და რუისის ნაცვლად ჩამოყალიბდეს რუისისა და ურბნისის ეპარქია და სურამისა და ხაშურის ეპარქია. სამთავისისა და გორის ეპარქია ჩამოყალიბდეს გორისა და ატენის და სამთავისისა და კასპის ეპარქიად. რუსთავისა და მარნეულის ეპარქიების რეორგანიზაციით შეიქმნას რუსთავის ეპარქია, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია.

სხდომაზე წმინდა სინოდმა ასევე იმსჯელა ორი ეპისკოპოსის თხოვნის საკითხზეც.

"წმინდა სინოდმა მოისმინა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტ თადეოზ იორამაშვილის თხოვნა ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა, მაღალყოვლადუსამღდელოესობის მიტროპოლიტი თადეოზი გათავისუფლდეს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მმართველობიდან და დაინიშნოს საქართველოს საპატრიარქოს ლიტურგიკული კომისიის წევრად და განესაზღვროს სტატუსი, ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს მარაბდელი მიტროპოლიტი. წმინდა სინოდმა ასევე მოისმინა მარგვეთისა და ზესტაფონის მიროპოლიტ ვახტანგ ახვლედიანის თხოვნა, ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა მაღალყოვლადუსამღდელოესი მიტროპოლიტი ვახტანგი გათავისუფლდეს მარგვეთისა და ზესტაფონის მმართველობიდან და დაევალოს შვედეთში ქართული სამრევლოების ჩამოყალიბება და მასზე მზრუნველობა. განესაზღვროს სტატუსი ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს ცურტაველი მიტროპოლიტი", - აღნიშნულია განჩინებაში.

წმინდა სინოდმა მთავარეპისკოპოს დავით ტიკარაძის საკითხის შესახებ დაადგინა, რომ იგი დაინიშნოს საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის კომისიის წევრად. განესაზღვროს სტატუსი ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს ადიშელი მთავარეპისკოპოსი.

სინოდის სხდომაზე ასევე განიხილეს სამღდელმთავრო კანდიდატების საკითხი და დაადგინეს, რომ არქიმანდრიტი მიქაილ გაბრიჩიძე გამორჩეული იქნას თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსად. არქიმანდრიტი დიმიტრი კაპანაძე გამორჩეული იქნას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსად, იღუმენი დამიანე ხუფენია გარჩეული იქნას სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსად, იღუმენი გიორგი ჯანდელიანი მარნეულისა და უჯარმის ეპისკოპოსად, იღუმენი სიმონ ცაკაშვილი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსად, მღდელმონაზონი იოანე შომახია აგარა-წალკის ეპისკოპოსად, მღდელმონაზონი გრიგოლ კაცია მარტოფისა და გარდაბნის ეპარქიის ეპისკოპოსად.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია