მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის გამქრალი კუნძულის ისტორია
თბილისის გამქრალი კუნძულის ისტორია

ახ­ლან­დე­ლი მშრა­ლი ხი­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდი­ნა­რე მტკვა­რი ძვე­ლად ორ გან­შტო­ე­ბას ქმნი­და. სწო­რედ მათ შო­რის მდე­ბა­რე­ობ­და კუნ­ძუ­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ახლა უნდა გი­ამ­ბოთ.

1751 წელს მეფე თე­ი­მუ­რაზ მე­ო­რემ თა­ვად ორ­ბე­ლი­ანს უწყა­ლო­ბა გა­რე­თუ­ბან­ში მდე­ბა­რე "მე­იდ­ნის სა­სახ­ლის" ად­გი­ლი, რის შემ­დე­გაც ამ ად­გილს ორ­ბე­ლი­ა­ნის უბა­ნი ეწო­და. ორ­ბე­ლი­ა­ნებ­მა თა­ვი­ანთ მა­მულს მტკვარ­ზე არ­სე­ბუ­ლი დიდი კუნ­ძუ­ლიც შეჰ­მა­ტეს. მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში "ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის კუნ­ძუ­ლი" გე­ნე­რალ­მა მა­თა­დოვ­მა შე­ის­ყი­და და დღემ­დე ეს და­კარ­გუ­ლი კუნ­ძუ­ლი "მა­თა­დო­ვის კუნ­ძუ­ლის" სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი.

კუნ­ძუ­ლის ნა­წი­ლი სას­ტუმ­რო "ლონ­დო­ნის" ფან­ჯრე­ბი­და­ნაც მო­ჩან­და. სკუ­დე­რის ხი­დის თავ­ზე მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "ლონ­დო­ნი" რა­ფი­ელ გი­ლი­გოვს ეკუთ­ვნო­და, რო­მელ­საც მე­წი­ლედ გირ­შფელ­დი ჰყავ­და. ამ სას­ტუმ­როს მე­ო­რე სარ­თულ­ზე, რომ­ლის წინა ფან­ჯრე­ბი ძვე­ლი ყა­ბა­ხის (ალექ­სან­დრეს ბა­ღის) ქვე­და ხე­ივ­ნე­ბის მხა­რეს გა­მო­დი­ო­და, ერთი უცხო­ე­ლი და­სახ­ლე­ბუ­ლი­ყო.

"ეს კაცი 40 წლი­სა იქ­ნე­ბო­და და რო­გორც ეტყო­ბო­და, მოგ­ზა­უ­რო­ბას მის­დევ­და. ასე და­დი­ო­და თა­ვი­სი ქვეყ­ნი­დან მო­შო­რე­ბულ ქა­ლა­ქებ­ში და თვე­ო­ბით ცხოვ­რობ­და იქ. ფული რომ შე­მო­აკ­ლდე­ბო­და და თა­ვი­სი ქვეყ­ნი­დან ფოს­ტით არა­ფე­რი მო­უ­ვი­დო­და, მა­შინ იმ თა­ვის მუქ­ლურჯ კოს­ტუმს გა­იხ­დი­და და მუ­შუ­რი ხე­ლო­ბით გა­დი­ო­და ფონს.

მაგ­რამ ამ­გვა­რი სა­ჭი­რო­ე­ბა ქა­ლაქ­ში არა ჰქო­ნია. ის და­დი­ო­და ჩა­ლის მოყ­ვი­თა­ლო ფე­რის შლა­პით. იყო გამ­ხმა­რი, მა­ღა­ლი, მაგ­რამ მხარ­ბე­ჭი­ა­ნი. მოკ­ლე, სპი­ლენ­ძის ძა­ფე­ბი­ვით დაგ­რე­ხი­ლი, მაგ­რამ სა­გულ­და­გუ­ლოდ ნაკ­რე­ჭი ულ­ვა­შით ჰგავ­და გა­ზე­თის სუ­რა­თე­ბი­ან და­მა­ტე­ბა­ში და­ხა­ტულ უცხო­ე­ლებს.

ამ კაცს ნა­ხუ­ლობ­დნენ ყველ­გან. შო­რი­დან­ვე და­ი­ნა­ხავ­დნენ, როცა მოჰ­ყვე­ბო­და წყლის ნა­პირს, ჯო­ხი­თა და უბი­დან გა­მოჩ­რი­ლი ქა­ღალ­დით. ბევრ რა­მეს კი­თხუ­ლობ­და. აქეთ კი ფრან­გუ­ლი არა­ვის ეს­მო­და. კვი­რა­ში ორ-სამ­ჯერ სამ­ხედ­რო კლუბ­ში შე­დი­ო­და, სა­დაც გა­თე­ნე­ბამ­დე ქა­ღალდს თა­მა­შობ­დნენ, მაგ­რამ ეს არა­სო­დეს თა­მა­შობ­და. მხო­ლოდ რუ­მი­ნელ მე­ვი­ო­ლი­ნე­ებს უს­მენ­და და გა­მო­ზო­მი­ლად სვამ­და სამი შა­უ­რის კო­ნი­აკს. ზოგ­ჯერ არც ამას მო­ი­თხოვ­და და ერთ-ორ გაც­ნო­ბილ კაც­თან (ფრან­გთან და გერ­მა­ნელ­თან) მას­ლა­ა­თობ­და.

ერთხელ რუ­მინს ვი­ო­ლი­ნო ჩა­მო­არ­თვა და ისე­თი მხი­ა­რუ­ლი რამ და­უკ­რა, რომ გვა­რი­ა­ნი ტაში მი­ი­ღო" (ა. მორ­ჩი­ლა­ძე).

მის შე­სა­ხებ თბი­ლი­სე­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ ბ-ნი პე­დერ­სე­ნი სწავ­ლობ­და ფოლკ­ლორს და ძვე­ლი მე­ფე­ე­ბის ამ­ბებს აგ­რო­ვებ­და. რო­მა­ნებს ფსევ­დო­ნი­მით - კნუტ ჰამ­სუ­ნით წერ­და.

ბ-ნი პე­დერ­სე­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო "მა­თა­დო­ვის კუნ­ძუ­ლით" და მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას ცდი­ლობ­და. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს კი უბის წიგ­ნაკ­ში იწერ­და:

"კუნ­ძულ­ზე ვი­ყა­ვი. მისი ის­ტო­რია არა­ვინ იცის. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კუნ­ძუ­ლია. ძა­ლი­ან პა­ტა­რა იმის­თვის, რომ ზედ ვე­ნა­ხი იყოს გა­შე­ნე­ბუ­ლი და მა­ინც, ვე­ნა­ხი არის. რას ნიშ­ნავს ვე­ნა­ხი შუა ქა­ლაქ­ში? თა­ნაც კუნ­ძულ­ზე, სა­დაც ნა­გავ­საყ­რე­ლია?

კუნ­ძუ­ლი ამოზ­რდი­ლია შუა მდი­ნა­რე­ში. ზედ არის ყოვ­ლად ბინ­ძუ­რი და უინ­ტე­რე­სო სა­ამ­ქრო, რო­მელ­საც ერთი ვიწ­რო სა­ბუხ­რე მილი აქვს და იქი­დან ამო­მა­ვა­ლი კვამ­ლის ჭვარტლი ეფი­ნე­ბა ჩვე­ნი სას­ტუმ­როს სამ­ხრეთ ფა­სადს და ხი­დის კი­დე­ზე ჩა­რი­გე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ კედ­ლებს. იქ არის ნა­გავ­საყ­რე­ლიც. ყო­ველ დი­ლით პა­ტა­რა ხი­დით ხალ­ხს გა­და­აქვს ნა­გა­ვი დიდი გოდ­რე­ბით, რომ­ლე­ბიც ან ხე­ლის ური­კებ­ზე აწყვია, ან სა­ხედ­რებს აქვთ აკი­დე­ბუ­ლი. კუნ­ძუ­ლის ერთი ად­გი­ლი მთლი­ა­ნად ვე­ნახს უჭი­რავს. სა­ამ­ქროს­გან მო­შო­რე­ბით ორი­ო­დე უბად­რუ­კი ფარ­დუ­ლია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

თბილისის გამქრალი კუნძულის ისტორია

თბილისის გამქრალი კუნძულის ისტორია

ახლანდელი მშრალი ხიდის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარი ძველად ორ განშტოებას ქმნიდა. სწორედ მათ შორის მდებარეობდა კუნძული, რომლის შესახებაც ახლა უნდა გიამბოთ.

1751 წელს მეფე თეიმურაზ მეორემ თავად ორბელიანს უწყალობა გარეთუბანში მდებარე "მეიდნის სასახლის" ადგილი, რის შემდეგაც ამ ადგილს ორბელიანის უბანი ეწოდა. ორბელიანებმა თავიანთ მამულს მტკვარზე არსებული დიდი კუნძულიც შეჰმატეს. მე-19 საუკუნეში "ორბელიანების კუნძული" გენერალმა მათადოვმა შეისყიდა და დღემდე ეს დაკარგული კუნძული "მათადოვის კუნძულის" სახელით არის ცნობილი.

კუნძულის ნაწილი სასტუმრო "ლონდონის" ფანჯრებიდანაც მოჩანდა. სკუდერის ხიდის თავზე მდებარე სასტუმრო "ლონდონი" რაფიელ გილიგოვს ეკუთვნოდა, რომელსაც მეწილედ გირშფელდი ჰყავდა. ამ სასტუმროს მეორე სართულზე, რომლის წინა ფანჯრები ძველი ყაბახის (ალექსანდრეს ბაღის) ქვედა ხეივნების მხარეს გამოდიოდა, ერთი უცხოელი დასახლებულიყო.

"ეს კაცი 40 წლისა იქნებოდა და როგორც ეტყობოდა, მოგზაურობას მისდევდა. ასე დადიოდა თავისი ქვეყნიდან მოშორებულ ქალაქებში და თვეობით ცხოვრობდა იქ. ფული რომ შემოაკლდებოდა და თავისი ქვეყნიდან ფოსტით არაფერი მოუვიდოდა, მაშინ იმ თავის მუქლურჯ კოსტუმს გაიხდიდა და მუშური ხელობით გადიოდა ფონს.

მაგრამ ამგვარი საჭიროება ქალაქში არა ჰქონია. ის დადიოდა ჩალის მოყვითალო ფერის შლაპით. იყო გამხმარი, მაღალი, მაგრამ მხარბეჭიანი. მოკლე, სპილენძის ძაფებივით დაგრეხილი, მაგრამ საგულდაგულოდ ნაკრეჭი ულვაშით ჰგავდა გაზეთის სურათებიან დამატებაში დახატულ უცხოელებს.

ამ კაცს ნახულობდნენ ყველგან. შორიდანვე დაინახავდნენ, როცა მოჰყვებოდა წყლის ნაპირს, ჯოხითა და უბიდან გამოჩრილი ქაღალდით. ბევრ რამეს კითხულობდა. აქეთ კი ფრანგული არავის ესმოდა. კვირაში ორ-სამჯერ სამხედრო კლუბში შედიოდა, სადაც გათენებამდე ქაღალდს თამაშობდნენ, მაგრამ ეს არასოდეს თამაშობდა. მხოლოდ რუმინელ მევიოლინეებს უსმენდა და გამოზომილად სვამდა სამი შაურის კონიაკს. ზოგჯერ არც ამას მოითხოვდა და ერთ-ორ გაცნობილ კაცთან (ფრანგთან და გერმანელთან) მასლაათობდა.

ერთხელ რუმინს ვიოლინო ჩამოართვა და ისეთი მხიარული რამ დაუკრა, რომ გვარიანი ტაში მიიღო" (ა. მორჩილაძე).

მის შესახებ თბილისელებმა იცოდნენ, რომ ბ-ნი პედერსენი სწავლობდა ფოლკლორს და ძველი მეფეების ამბებს აგროვებდა. რომანებს ფსევდონიმით - კნუტ ჰამსუნით წერდა.

ბ-ნი პედერსენი დაინტერესებული იყო "მათადოვის კუნძულით" და მის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა. შთაბეჭდილებებს კი უბის წიგნაკში იწერდა:

"კუნძულზე ვიყავი. მისი ისტორია არავინ იცის. ჩვეულებრივი კუნძულია. ძალიან პატარა იმისთვის, რომ ზედ ვენახი იყოს გაშენებული და მაინც, ვენახი არის. რას ნიშნავს ვენახი შუა ქალაქში? თანაც კუნძულზე, სადაც ნაგავსაყრელია?

კუნძული ამოზრდილია შუა მდინარეში. ზედ არის ყოვლად ბინძური და უინტერესო საამქრო, რომელსაც ერთი ვიწრო საბუხრე მილი აქვს და იქიდან ამომავალი კვამლის ჭვარტლი ეფინება ჩვენი სასტუმროს სამხრეთ ფასადს და ხიდის კიდეზე ჩარიგებული სახლების აღმოსავლეთ კედლებს. იქ არის ნაგავსაყრელიც. ყოველ დილით პატარა ხიდით ხალხს გადააქვს ნაგავი დიდი გოდრებით, რომლებიც ან ხელის ურიკებზე აწყვია, ან სახედრებს აქვთ აკიდებული. კუნძულის ერთი ადგილი მთლიანად ვენახს უჭირავს. საამქროსგან მოშორებით ორიოდე უბადრუკი ფარდულია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს