მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხატია ბუნიათიშვილმა ხელები დაიზღვია
ხატია ბუნიათიშვილმა ხელები დაიზღვია

მას მო­მავ­ლის პი­ა­ნისტს უწო­დე­ბენ - თით­ქმის ასე იწყე­ბა ყვე­ლა სტა­ტია და ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც ცნო­ბილ ქარ­თველ პი­ა­ნისტ ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­ზე გვიყ­ვე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­დან 19 წლის ასაკ­ში წა­ვი­და და ამ­ბობს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი მი­სა­მარ­თი არ აქვს, რად­გან მთელ მსოფ­ლი­ო­ში მოგ­ზა­უ­რობს. წე­ლი­წად­ში 130 კონ­ცერ­ტი აქვს. დრო­ის დიდ ნა­წილს გზა­ში ატა­რებს, მაგ­რამ რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­უჩ­ნდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოფ­რი­ნავს. არ უყ­ვარს ინ­ტერ­ვიუ, გან­სა­კუთ­რე­ბით ყვი­თელ პრე­სას­თან. ამ კუ­თხით თავს სა­ინ­ტე­რე­სო რეს­პონ­დენ­ტად არ მი­იჩ­ნევს. ხა­ტი­ას "ნი­ჭი­ე­რის" გა­და­ღე­ბებ­ზე შევ­ხვდით. მე­ო­რე დღეს მო­რიგ გას­ტროლ­ზე მიფ­რი­ნავ­და - ბარ­სე­ლო­ნა­ში კონ­ცერ­ტი ჰქონ­და.

- ხა­ტია, ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და, რო­გორ გა­მო­ნა­ხეთ დრო და და­თან­ხმდით "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რი­ში ყოფ­ნას...

- მე თვი­თო­ნაც გა­მიკ­ვირ­და, რო­დე­საც ნიკა გვა­რა­მი­ამ შე­მომ­თა­ვა­ზა. დრო არ გა­მო­მი­ნა­ხავს, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­მი­წყვეს ხელი და ჩემს თა­ვი­სუ­ფალ დღე­ებს და­ამ­თხვი­ეს შოუს ჩა­წე­რე­ბი. 

- რა გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ ჟი­უ­რი­ში?

- ჟი­უ­რის წევ­რო­ბა არა­სო­დეს მსი­ა­მოვ­ნებ­და და რო­დე­საც მთა­ვა­ზობ­დნენ, თუნ­დაც ჩემს სფე­რო­ში, ყო­ველ­თვის უარს ვამ­ბობ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა შოუს ჟი­უ­რის წევ­რო­ბას, ეს კი­დევ სხვა რა­მეა. აქ რე­ა­ლუ­რად პრო­ფე­სი­ო­ნალ­სა და არაპრო­ფე­სი­ო­ნალს გან­ვას­ხვა­ვებთ, რაც ისე­დაც ნა­თე­ლია. სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ხალ­ხი წყვეტს, ვინ არის ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი. ეს არის შოუ, რო­მე­ლიც სა­სი­ა­მოვ­ნოა და მინ­დო­და, ხალ­ხთან უფრო მეტი კონ­ტაქ­ტი მქო­ნო­და, იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც არ არი­ან ჩემი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ისი­ნი ხე­და­ვენ, რომ მათ­ზე მაღ­ლა თავს არ ვა­ყე­ნებ. პი­რი­ქით, უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო ხდე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა ვარ­სკვლავ­სა და ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქეს შო­რის, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, ასე­ვე ვარ­სკვლა­ვი გახ­დეს. 

- ერთ-ერთ ჩა­წე­რას და­ვეს­წა­რი და ვნა­ხე, რო­გო­რი ხართ ჟი­უ­რი­ში. თქვენ თით­ქმის ყვე­ლა კონ­კურ­სანტს ბო­ლომ­დე უს­მენთ და უარ­ყო­ფის ღი­ლაკს არ აჭერთ ხელს. 

- თუ ადა­მი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბუ­ლი მო­ვი­და და უნდა, ნო­მე­რი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნოს, პა­ტივს ვცემ და ბო­ლომ­დე ვუს­მენ, თუნ­დაც არ მომ­წონ­დეს.

- ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტის მი­მართ საკ­მა­ოდ თბი­ლად ხართ გან­წყო­ბი­ლი...

- ზო­გა­დად თბი­ლი ვარ (იღი­მე­ბა). მი­ვიჩ­ნევ, რომ უნი­ჭო ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა მათ­განს აქვს ნიჭი, რო­მე­ლიც უნდა გა­ნა­ვი­თა­რო. არ მინ­და, მათ ტრავ­მა მი­ვა­ყე­ნო, რად­გან ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვე­რა­ფერს აღ­წევს ცხოვ­რე­ბა­ში და გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლია. ვცდი­ლობ, ის კარ­გი მხა­რე და­ვი­ნა­ხო, რო­მე­ლიც აქვს და რო­გორც ჟი­უ­რის წევ­რმა, ამა­ზე მი­ვუ­თი­თო. 

- თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში თუ უც­დი­ათ ჟი­უ­რის ან კო­ლე­გებს ტრავ­მის მო­ყე­ნე­ბა?

- კონ­კურ­სებ­ზე კი, ხში­რად და­ვუ­ჩაგ­რი­ვარ კი­დეც. ცხოვ­რე­ბა­შიც... ჩემს უფ­როს კო­ლე­გებ­საც უც­დი­ათ ტრავ­მის მო­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ ეს უფრო მაძ­ლი­ე­რებ­და და არა­სო­დეს გავ­ბო­რო­ტე­ბულ­ვარ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე.

- სიძ­ლი­ე­რე წლებს, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას მო­აქვს, თქვენ ჯერ პა­ტა­რა ხართ. ეს თვი­სე­ბა თან­და­ყო­ლი­ლია?

- რა თქმა უნდა, სუ­ლი­ე­რი სიძ­ლი­ე­რე ოჯა­ხი­დან მო­დის და იქი­დან, თუ რა ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე იზ­რდე­ბი. რო­დე­საც გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ არა უშავს, დღეს თუ წა­იქ­ცე­ვი, ხვალ ისევ ად­გე­ბი, უკვე რა­ღაც სიძ­ლი­ე­რეა, თუნ­დაც ოჯახ­თან ახ­ლოს აღარ ცხოვ­რობ­დე. ზოგს აქვს ში­ნა­გა­ნი სიძ­ლი­ე­რე ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სამ­ყა­რო. თუ გა­რეთ ისე­თი რა­ღაც ხდე­ბა, რომ არ გსი­ა­მოვ­ნებს, ჩა­ი­კე­ტე­ბი და თავს ინუ­გე­შებ. ამა­ნაც ხელი შე­მი­წყო - ჩემ­მა სამ­ყა­რომ, რო­მე­ლიც სხვის­თვის შე­იძ­ლე­ბა, სუ­ლაც არ იყოს სა­ინ­ტე­რე­სო. მე მგო­ნია, რომ უფრო მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და სირ­თუ­ლე­ე­ბის და­საძ­ლე­ვად, ვიდ­რე სა­ჭი­რო იყო ამ ასა­კის­თვის. ჩემი პრო­ფე­სი­აც მწვრთნის, მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში ყოფ­ნას მო­ი­თხოვს, ასე­ვე სა­ში­ნელ შრო­მას, დის­ციპ­ლი­ნას. 

- ახლა "ნი­ჭი­ე­რის" ჩა­წე­რაა, ჟი­უ­რის წევ­რებ­ზე მინ­და გკი­თხოთ, იც­ნობ­დით მათ კონ­კურ­სამ­დე?

- იას სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი. ნი­კა­სა და გე­გას რამ­დე­ნი­მე­ჯერ შევ­ხვდი, მაგ­რამ ეს არ იყო მე­გობ­რო­ბა. სა­მი­ვეს მი­მართ დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას და სიყ­ვა­რულს ვგრძნობ. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ერ­თმა­ნეთს არ ვე­თან­ხმე­ბით. ოთხი­ვე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვართ. 

- იასა და თქვენს მსუ­ბუქ კინ­კლა­ო­ბას რამ­დე­ნად ხში­რად ვი­ხი­ლავთ ეთერ­ში?

- (იცი­ნის) სკან­და­ლე­ბი არ იქ­ნე­ბა, ამით თქვენს მკი­თხველს ვერ გა­ვა­ხა­რებ. აქამ­დე მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ლა­ივ­შო­უ­ებ­ში რა იქ­ნე­ბა, არ ვიცი. მე და ია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, მაგ­რამ ორი­ვე ჩვენს საქ­მე­ში რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, ამი­ტომ არ გვა­წუ­ხებს იმის ამ­ბი­ცია, რომ ერ­თმა­ნეთს რამე და­ვუმ­ტკი­ცოთ. მე არ მაქვს ქა­ლებ­თან პრობ­ლე­მა, თუ თა­ვად არ და­ი­წყეს. ეს ალ­ბათ სუ­ლელ ქალს უნდა და­ე­მარ­თოს, თო­რემ ძლი­ე­რი და ჭკვი­ა­ნი ქალი ამას არა­სო­დეს გა­ა­კე­თებს. მიხ­ვდე­ბა, რომ ჩემ­თან ასე­თი რა­ღაც არ გა­მო­უ­ვა. იაც ჭკვი­ა­ნი ქა­ლია (იღი­მის). ხომ არ­სე­ბობს ქა­ლუ­რი შური, ეს ჩემ­ში არ არის. ადა­მი­ა­ნებს ინ­დი­ვი­დე­ბად აღ­ვიქ­ვამ და პრ­­­ო­ფე­სი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის დროს გენ­დერ­ულ გან­სხვა­ვე­ბას არ ვახ­დენ.

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

ხატია ბუნიათიშვილმა ხელები დაიზღვია

ხატია ბუნიათიშვილმა ხელები დაიზღვია

მას მომავლის პიანისტს უწოდებენ - თითქმის ასე იწყება ყველა სტატია და ინტერვიუ, რომელიც ცნობილ ქართველ პიანისტ ხატია ბუნიათიშვილზე გვიყვება. საქართველოდან 19 წლის ასაკში წავიდა და ამბობს, რომ კონკრეტული მისამართი არ აქვს, რადგან მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. წელიწადში 130 კონცერტი აქვს. დროის დიდ ნაწილს გზაში ატარებს, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, საქართველოში მოფრინავს. არ უყვარს ინტერვიუ, განსაკუთრებით ყვითელ პრესასთან. ამ კუთხით თავს საინტერესო რესპონდენტად არ მიიჩნევს. ხატიას "ნიჭიერის" გადაღებებზე შევხვდით. მეორე დღეს მორიგ გასტროლზე მიფრინავდა - ბარსელონაში კონცერტი ჰქონდა.

-  ხატია, ყველას გაუკვირდა, როგორ გამონახეთ დრო და დათანხმდით "ნიჭიერის" ჟიურიში ყოფნას...

-  მე თვითონაც გამიკვირდა, როდესაც ნიკა გვარამიამ შემომთავაზა. დრო არ გამომინახავს, მაქსიმალურად შემიწყვეს ხელი და ჩემს თავისუფალ დღეებს დაამთხვიეს შოუს ჩაწერები. 

-  რა გამოცდილება გაქვთ ჟიურიში?

-  ჟიურის წევრობა არასოდეს მსიამოვნებდა და როდესაც მთავაზობდნენ, თუნდაც ჩემს სფეროში, ყოველთვის უარს ვამბობდი. რაც შეეხება შოუს ჟიურის წევრობას, ეს კიდევ სხვა რამეა. აქ რეალურად პროფესიონალსა და არაპროფესიონალს განვასხვავებთ, რაც ისედაც ნათელია. საბოლოოდ, მაინც ხალხი წყვეტს, ვინ არის ყველაზე ნიჭიერი. ეს არის შოუ, რომელიც სასიამოვნოა და მინდოდა, ხალხთან უფრო მეტი კონტაქტი მქონოდა, იმ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან ჩემი პროფესიის წარმომადგენლები. ისინი ხედავენ, რომ მათზე მაღლა თავს არ ვაყენებ. პირიქით, უფრო სასიამოვნო ხდება ურთიერთობა ვარსკვლავსა და ჩვეულებრივ მოქალაქეს შორის, რომელიც შეიძლება, ასევე ვარსკვლავი გახდეს. 

-  ერთ-ერთ ჩაწერას დავესწარი და ვნახე, როგორი ხართ ჟიურიში. თქვენ თითქმის ყველა კონკურსანტს ბოლომდე უსმენთ და უარყოფის ღილაკს არ აჭერთ ხელს. 

-  თუ ადამიანი მომზადებული მოვიდა და უნდა, ნომერი წარმოგვიდგინოს, პატივს ვცემ და ბოლომდე ვუსმენ, თუნდაც არ მომწონდეს.

-  ყველა კონკურსანტის მიმართ საკმაოდ თბილად ხართ განწყობილი...

-  ზოგადად თბილი ვარ (იღიმება). მივიჩნევ, რომ უნიჭო ადამიანი არ არსებობს. ყველა მათგანს აქვს ნიჭი, რომელიც უნდა განავითარო. არ მინდა, მათ ტრავმა მივაყენო, რადგან ტრავმირებული ადამიანი ვერაფერს აღწევს ცხოვრებაში და გაბოროტებულია. ვცდილობ, ის კარგი მხარე დავინახო, რომელიც აქვს და როგორც ჟიურის წევრმა, ამაზე მივუთითო. 

-  თქვენს ცხოვრებაში თუ უცდიათ ჟიურის ან კოლეგებს ტრავმის მოყენება?

-  კონკურსებზე კი, ხშირად დავუჩაგრივარ კიდეც. ცხოვრებაშიც... ჩემს უფროს კოლეგებსაც უცდიათ ტრავმის მოყენება, მაგრამ ეს უფრო მაძლიერებდა და არასოდეს გავბოროტებულვარ იმ ადამიანებზე.

-  სიძლიერე წლებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოაქვს, თქვენ ჯერ პატარა ხართ. ეს თვისება თანდაყოლილია?

-  რა თქმა უნდა, სულიერი სიძლიერე ოჯახიდან მოდის და იქიდან, თუ რა ფასეულობებზე იზრდები. როდესაც გეუბნებიან, რომ არა უშავს, დღეს თუ წაიქცევი, ხვალ ისევ ადგები, უკვე რაღაც სიძლიერეა, თუნდაც ოჯახთან ახლოს აღარ ცხოვრობდე. ზოგს აქვს შინაგანი სიძლიერე ან განსხვავებული სამყარო. თუ გარეთ ისეთი რაღაც ხდება, რომ არ გსიამოვნებს, ჩაიკეტები და თავს ინუგეშებ. ამანაც ხელი შემიწყო - ჩემმა სამყარომ, რომელიც სხვისთვის შეიძლება, სულაც არ იყოს საინტერესო. მე მგონია, რომ უფრო მეტი გამოცდილება მქონდა სირთულეების დასაძლევად, ვიდრე საჭირო იყო ამ ასაკისთვის. ჩემი პროფესიაც მწვრთნის, მუდმივად ფორმაში ყოფნას მოითხოვს, ასევე საშინელ შრომას, დისციპლინას. 

-  ახლა "ნიჭიერის" ჩაწერაა, ჟიურის წევრებზე მინდა გკითხოთ, იცნობდით მათ კონკურსამდე?

-  იას საერთოდ არ ვიცნობდი. ნიკასა და გეგას რამდენიმეჯერ შევხვდი, მაგრამ ეს არ იყო მეგობრობა. სამივეს მიმართ დიდ პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობ. განსხვავებული ადამიანები არიან. არის შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ოთხივე დამოუკიდებელი ადამიანი ვართ. 

-  იასა და თქვენს მსუბუქ კინკლაობას რამდენად ხშირად ვიხილავთ ეთერში?

-  (იცინის) სკანდალები არ იქნება, ამით თქვენს მკითხველს ვერ გავახარებ. აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა, მაგრამ ლაივშოუებში რა იქნება, არ ვიცი. მე და ია განსხვავებული ადამიანები ვართ, მაგრამ ორივე ჩვენს საქმეში რეალიზებულები, ამიტომ არ გვაწუხებს იმის ამბიცია, რომ ერთმანეთს რამე დავუმტკიცოთ. მე არ მაქვს ქალებთან პრობლემა, თუ თავად არ დაიწყეს. ეს ალბათ სულელ ქალს უნდა დაემართოს, თორემ ძლიერი და ჭკვიანი ქალი ამას არასოდეს გააკეთებს. მიხვდება, რომ ჩემთან ასეთი რაღაც არ გამოუვა. იაც ჭკვიანი ქალია (იღიმის). ხომ არ­სებობს ქალური შური, ეს ჩემში არ არის. ადამიანებს ინ­დივიდებად აღ­ვიქვამ და პრ­­­ო­ფესიული ურთიერთობის დროს გენდერ­ულ განსხვავებას არ ვახდენ.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება