სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო ფაქტები სხვადასხვა ქვეყნების არმიაზე
საინტერესო ფაქტები სხვადასხვა ქვეყნების არმიაზე

ღი­ლე­ბი სამ­ხედ­რო უნი­ფორ­მის სა­ხე­ლო­ებ­ზე

სამ­ხედ­რო უნი­ფორ­მის დი­ზა­ინს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ყო­ველ­თვის ექ­ცე­ო­და. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, სამ­ხედ­რო ტან­საც­მლის ფერ­სა და იერს თა­ვად ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლი გან­სა­ზღვრავ­და. ჯა­რის­კა­ცე­ბის მუნ­დი­რე­ბის სა­ხე­ლო­ებ­ზე ღი­ლე­ბის და­კე­რე­ბა პეტ­რე პირ­ვე­ლის ბრძა­ნე­ბით და­ი­წყეს. რუ­სე­თის არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცე­ბის უე­მე­ტე­სო­ბა გლე­ხე­ბის ოჯა­ხე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბო­და, რომ­ლე­ბიც ჭა­მის დროს პი­რის მოწ­მენ­დას ტან­საც­მლის სა­ხე­ლო­ე­ბით იყ­ვნენ დაჩ­ვე­ულ­ნი. სა­ხე­ლო­ებ­ზე მი­კე­რე­ბუ­ლი ღი­ლე­ბი კი მავ­ნე ჩვე­ვის მოყ­ვა­რუ­ლებს დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნი­და.

მსოფ­ლი­ოს სი­ლა­მა­ზე გა­და­არ­ჩენს

ორი­ო­დე წლის წინ ბრი­ტა­ნუ­ლი ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მა The Sun-ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი არ­მი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს. 16 ათა­სი ამომ­რჩევ­ლი­დან უმე­ტე­სო­ბამ ხმა რუ­მი­ნულ არ­მი­ას და მისი სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს მის­ცა.

უფა­სო სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი სამ­ხედ­რო თა­ნამ­გზავ­რით

მხი­ა­რუ­ლი ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბი მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბას არა მხო­ლოდ ცეკ­ვი­სას ავ­ლე­ნენ. რამ­დე­ნი­მე ბრა­ზი­ლი­ელ­მა ხელ­მარ­ჯვე ოს­ტატ­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რა­ცია გა­და­ა­კე­თა და უფა­სო სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რის­თვის ამე­რი­კუ­ლი ფლო­ტის სამ­ხედ­რო თა­ნამ­გზავ­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა. რა­ცი­ის მფლო­ბელს ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა მხო­ლოდ 50 დო­ლა­რი და­უჯ­და. 

რას ყვი­რი­ან ამე­რი­კე­ლი მე­დე­სან­ტე­ე­ბი

დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ პა­რა­შუ­ტით გად­მოხ­ტო­მი­სას ამე­რი­კე­ლი მე­დე­სან­ტე­ე­ბი სი­ტყვა "ჯე­რო­ნი­მოს" გაყ­ვი­რი­ან. სწო­რედ ასე ერ­ქვა ინ­დი­ელს, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კულ არ­მი­ას მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­და. სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე მან კლდი­დან გა­დახ­ტო­მით და სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის ხმა­მაღ­ლა დაყ­ვი­რე­ბით და­ას­რუ­ლა. 

ვინ გა­მო­ი­გო­ნა ბრა­ი­ლის შრიფ­ტი

შრიფ­ტი, რო­მელ­საც უსი­ნათ­ლო­ე­ბი კი­თხვის­თვის იყე­ნე­ბენ, ნა­პო­ლე­ო­ნის დროს სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის შე­იქ­მნა. მისი მეშ­ვე­ო­ბით ჯა­რის­კა­ცებს ერ­თმა­ნეთ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა ზედ­მე­ტი ხმა­უ­რის გა­რე­შე და სიბ­ნე­ლე­შიც შე­ეძ­ლოთ. შრიფ­ტი სას­წავ­ლებ­ლად რთუ­ლი იყო და წლე­ბის შემ­დეგ ბრი­ნელ­მა ის გა­ა­მარ­ტი­ვა. თუმ­ცა, ამ გა­მო­გო­ნე­ბამ სამ­ხედ­რო სფე­რო­ში ფეხი ვერ მო­ი­კი­და. სა­მა­გი­ე­როდ, უსი­ნათ­ლო­ებს მისი გა­მო­ყე­ნე­ბით კი­თხვა შე­უძ­ლი­ათ.

ძაღ­ლე­ბი მშვი­დო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე

მსოფ­ლი­ოს ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის არ­მი­ებ­ში ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ძაღ­ლე­ბიც მსა­ხუ­რო­ბენ. მა­გა­ლი­თად, და­ნი­ა­ში არ­მი­ის რი­გებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­პატ­რუ­ლო ქვე­და­ნა­ყო­ფი ირი­ცხე­ბა, რო­მე­ლიც გრენ­ლან­დი­ის სა­ნა­პი­როს აკონ­ტრო­ლებს. ძაღ­ლე­ბი­ა­ნი მარ­ხი­ლი აქ გა­და­ად­გი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ამი­ტომ, და­ნა­ყოფ­ში "სი­რი­უ­სი" ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ყო­ველ­წლი­უ­რად ფუმ­ფუ­ლა­ბეწ­ვი­ან ჰას­კის ჯი­შის ძაღ­ლებ­საც იწ­ვე­ვენ.

რის­თვის უნდა ბო­ლი­ვი­ას ფლო­ტი

ბო­ლი­ვია, რო­მელ­მაც წყნარ ოკე­ა­ნე­ზე გა­სას­ვლე­ლი ჯერ კიდე 19-ე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და­კარ­გა, თავს დღემ­დე სა­ზღვაო სა­ხელ­მწი­ფოდ თვლის. ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში დღემ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტი. ის მხო­ლოდ მცი­რე კა­ტარ­ღე­ბის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლებ­საც მდი­ნა­რე­ე­ბი­სა და ტბე­ბის პატ­რუ­ლი­რე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. ზღვის და­კარ­გვას ბო­ლი­ვია დღემ­დე ვერ შე­ე­გუა და წარ­თმე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კი­თხი კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

ია­პო­ნუ­რი არ­მი­ის ჩექ­მე­ბი

ქურ­დო­ბის აღ­კვე­თის ორი­გი­ნა­ლურ გზას ია­პო­ნი­ის არ­მი­ა­ში მი­აგ­ნეს. სამ­ხედ­რო ჩექ­მე­ბის და­ტა­ცე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა ფეხ­საც­მელს ცალ-ცალ­კე, სხვა­დას­ხვა სა­წყო­ბებ­ში ინა­ხავ­დნენ. ერთ-ერთი ასე­თი სა­წყო­ბი, სა­დაც 1000 მარ­ცხე­ნა ფე­ხის ჩექ­მა ინა­ხე­ბა, კუ­ნა­ში­რის კუნ­ძულ­ზე დღემ­დე არ­სე­ბობს.

ფრთო­სა­ნი პოლ­კოვ­ნი­კი

საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას ჯილ­დო­ებ­სა და წო­დე­ბებს არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბი იღე­ბენ. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის მნიშ­ვნე­ლო­ვან ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, ბრი­ტა­ნუ­ლი სა­კავ­ში­რო სამ­სა­ხუ­რის სა­ფოს­ტო მტრედს N888 პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბა უბო­ძეს. და­ღუპ­ვის შემ­დეგ, ბრი­ტა­ნულ­მა არ­მი­ამ ფრთო­სა­ნი პოლ­კოვ­ნი­კი სრუ­ლი სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ arrivo.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საინტერესო ფაქტები სხვადასხვა ქვეყნების არმიაზე

საინტერესო ფაქტები სხვადასხვა ქვეყნების არმიაზე

ღილები სამხედრო უნიფორმის სახელოებზე

სამხედრო უნიფორმის დიზაინს განსაკუთრებული ყურადღება ყოველთვის ექცეოდა. უმეტეს შემთხვევაში, სამხედრო ტანსაცმლის ფერსა და იერს თავად ქვეყნის მმართველი განსაზღვრავდა. ჯარისკაცების მუნდირების სახელოებზე ღილების დაკერება პეტრე პირველის ბრძანებით დაიწყეს. რუსეთის არმიის ჯარისკაცების უემეტესობა გლეხების ოჯახების წარმომადგენლებისგან შედგებოდა, რომლებიც ჭამის დროს პირის მოწმენდას ტანსაცმლის სახელოებით იყვნენ დაჩვეულნი. სახელოებზე მიკერებული ღილები კი მავნე ჩვევის მოყვარულებს დისკომფორტს უქმნიდა.

მსოფლიოს სილამაზე გადაარჩენს

ორიოდე წლის წინ ბრიტანული ბეჭდური გამოცემა The Sun-ის ჟურნალისტებმა მსოფლიოს ყველაზე სექსუალური არმიის გამოსავლენად კვლევა ჩაატარეს. 16 ათასი ამომრჩევლიდან უმეტესობამ ხმა რუმინულ არმიას და მისი სუსტი სქესის წარმომადგენლებს მისცა.

უფასო სატელეფონო საუბრები სამხედრო თანამგზავრით

მხიარული ბრაზილიელები მოხერხებულობას არა მხოლოდ ცეკვისას ავლენენ. რამდენიმე ბრაზილიელმა ხელმარჯვე ოსტატმა ჩვეულებრივი რაცია გადააკეთა და უფასო სატელეფონო კავშირისთვის ამერიკული ფლოტის სამხედრო თანამგზავრები გამოიყენა. რაციის მფლობელს ეს სიამოვნება მხოლოდ 50 დოლარი დაუჯდა. 

რას ყვირიან ამერიკელი მედესანტეები

დამკვიდრებული ტრადიციისამებრ პარაშუტით გადმოხტომისას ამერიკელი მედესანტეები სიტყვა "ჯერონიმოს" გაყვირიან. სწორედ ასე ერქვა ინდიელს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ამერიკულ არმიას მოსვენებას არ აძლევდა. საკუთარი სიცოცხლე მან კლდიდან გადახტომით და საკუთარი სახელის ხმამაღლა დაყვირებით დაასრულა. 

ვინ გამოიგონა ბრაილის შრიფტი

შრიფტი, რომელსაც უსინათლოები კითხვისთვის იყენებენ, ნაპოლეონის დროს სამხედრო მიზნებისთვის შეიქმნა. მისი მეშვეობით ჯარისკაცებს ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა ზედმეტი ხმაურის გარეშე და სიბნელეშიც შეეძლოთ. შრიფტი სასწავლებლად რთული იყო და წლების შემდეგ ბრინელმა ის გაამარტივა. თუმცა, ამ გამოგონებამ სამხედრო სფეროში ფეხი ვერ მოიკიდა. სამაგიეროდ, უსინათლოებს მისი გამოყენებით კითხვა შეუძლიათ.

ძაღლები მშვიდობის სადარაჯოზე

მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნის არმიებში ადამიანებთან ერთად ძაღლებიც მსახურობენ. მაგალითად, დანიაში არმიის რიგებში სპეციალური საპატრულო ქვედანაყოფი ირიცხება, რომელიც გრენლანდიის სანაპიროს აკონტროლებს. ძაღლებიანი მარხილი აქ გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა. ამიტომ, დანაყოფში "სირიუსი" ადამიანებთან ერთად ყოველწლიურად ფუმფულაბეწვიან ჰასკის ჯიშის ძაღლებსაც იწვევენ.

რისთვის უნდა ბოლივიას ფლოტი

ბოლივია, რომელმაც წყნარ ოკეანეზე გასასვლელი ჯერ კიდე 19-ე საუკუნის ბოლოს დაკარგა, თავს დღემდე საზღვაო სახელმწიფოდ თვლის. ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში დღემდე ოფიციალურად არსებობს სამხედრო-საზღვაო ფლოტი. ის მხოლოდ მცირე კატარღებისგან შედგება, რომლებსაც მდინარეებისა და ტბების პატრულირებისთვის იყენებენ. ზღვის დაკარგვას ბოლივია დღემდე ვერ შეეგუა და წართმეული ტერიტორიის დაბრუნების საკითხი კვლავ აქტუალურია.

იაპონური არმიის ჩექმები

ქურდობის აღკვეთის ორიგინალურ გზას იაპონიის არმიაში მიაგნეს. სამხედრო ჩექმების დატაცების თავიდან ასაცილებლად, მარცხენა და მარჯვენა ფეხსაცმელს ცალ-ცალკე, სხვადასხვა საწყობებში ინახავდნენ. ერთ-ერთი ასეთი საწყობი, სადაც 1000 მარცხენა ფეხის ჩექმა ინახება, კუნაშირის კუნძულზე დღემდე არსებობს.

ფრთოსანი პოლკოვნიკი

საბრძოლო მოქმედებებისას ჯილდოებსა და წოდებებს არა მხოლოდ ადამიანები იღებენ. პირველი მსოფლიო ომის მნიშვნელოვან ოპერაციებში მონაწილეობისა და სახელმწიფოს წინაშე დამსახურებისთვის, ბრიტანული საკავშირო სამსახურის საფოსტო მტრედს N888 პოლკოვნიკის წოდება უბოძეს. დაღუპვის შემდეგ, ბრიტანულმა არმიამ ფრთოსანი პოლკოვნიკი სრული სამხედრო პატივით დაკრძალა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ arrivo.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე