მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიკა მახალდიანს მომღერალი ქმარი არ უნდა
თიკა მახალდიანს მომღერალი ქმარი არ უნდა

თიკა მა­ხალ­დი­ანს, ისე­ვე, რო­გორც ბევრ სხვა მომ­ღე­რალს, გული სწყდე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დროს სიმ­ღე­რა არა­ვის სჭირ­დე­ბა. კონ­ცერ­ტე­ბი თით­ქმის აღარ იმარ­თე­ბა და მომ­ღერ­ლებს საქ­მე თით­ქმის აღარ აქვთ. ისე­ვე, რო­გორც ბევ­რი სხვა მომ­ღე­რა­ლი, თი­კაც ფიქ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა­ზე. თუ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, ალ­ბათ თი­კას­ნა­ი­რად ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი და­ი­წყებს ქვეყ­ნი­დან წას­ვლა­ზე ფიქ­რს.

ვინ "აჩ­მო­რებ­და" ბავ­შვო­ბა­ში

- ხუთი თვი­სა პუტ­კუ­ნა ყო­ფილ­ხარ.

- (იცი­ნის) სუ­რათ­ზე მარ­თლა ძა­ლი­ან პუტ­კუ­ნა ვჩან­ვარ. ასე­თი მსუ­ქა­ნიც არ ვი­ყა­ვი.

- გა­რეგ­ნუ­ლად ვის ჰგავ­ხარ?

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბავ­შვო­ბა­ში დე­დას ვგავ­დი. დი­დო­ბა­ში მა­მას და­ვემ­სგავ­სე.

- მშობ­ლე­ბი რო­გორ და­ო­ჯახ­დნენ?

- მა­მამ დედა მო­ი­ტა­ცა, ახლა ეს ამ­ბა­ვი ცოტა უც­ნა­უ­რად ჟღერს, მაგ­რამ მა­შინ, რო­გორც ჩანს, მო­და­ში იყო. მა­მას დედა ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და. ამი­ტომ მეც მჯე­რა, რომ არ­სე­ბობს ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა.

- სად გა­ი­ტა­ცა დედა?

- რა­ჭა­ში. ეს მა­მას მშობ­ლი­უ­რი კუ­თხეა. ორი­ვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ, დედა ოცი წლის იყო, მამა - ოც­და­სა­მის. დედა პრო­ფე­სი­ით ბი­ო­ლო­გია, მამა - ინ­ჟი­ნე­რი. სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას სწავ­ლობ­დნენ, ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გობ­რის­გან გა­იც­ნეს.

- გვა­რის გამო სვა­ნი მე­გო­ნე, შენ კი თურ­მე რაჭ­ვე­ლი ყო­ფილ­ხარ.

- ყვე­ლას სვა­ნი ვგო­ნი­ვარ და არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან წარ­მო­შო­ბით სვა­ნუ­რი გვა­რია. მა­ხალ­დი­ა­ნე­ბი შვი­დი სა­უ­კუ­ნის წინ რა­ჭა­ში, ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ონ­ში ჩა­მო­სახ­ლდნენ, ამი­ტომ უკვე რაჭ­ვე­ლად მი­ვიჩ­ნე­ვი. რა­ჭა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ყო­ველ ზა­ფხულს მივ­დი­ვარ. მიყ­ვარს ჩემი სო­ფე­ლი, რაჭა ძა­ლი­ან ლა­მა­ზია.

- მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე, რო­გორც ვხვდე­ბი, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი ხართ.

- ერთი დედ­მა­მიშ­ვი­ლი მყავს, გი­ორ­გი. სუ­რა­თი თბი­ლის­ში ერთ-ერთი სე­ირ­ნო­ბის დროს გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

- 1989 წელს ხარ და­ბა­დე­ბუ­ლი. ალ­ბათ, ბავ­შვო­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გად არ გახ­სენ­დე­ბა.

- პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მახ­სოვს, დე­დას­თან ერ­თად პუ­რის რიგ­ში ვი­დე­ქი. უშუ­ქო­ბა რომ იყო და გაზი არ გვქონ­და, კარ­გად მახ­სოვს. მახ­სოვს, სი­ნათ­ლის მოს­ვლას რო­გორ ვე­ლო­დე­ბო­დი და რომ მო­ვი­დო­და, მთელ კორ­პუს­ში ის­მო­და, "ურა­აა". ლამ­პის შუქ­ზე ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, მაგ­რამ არა უშავს, ალ­ბათ ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­მო­ი­ა­რო.

- მომ­დევ­ნო ფოტო სა­დაა გა­და­ღე­ბუ­ლი?

- ვა­კის პარკში. ფო­ტო­ზე ალ­ბათ ორი წლის ვარ. დედა მიყ­ვე­ბა ხოლ­მე, ცხრა აპ­რილს არე­უ­ლო­ბა რომ მოხ­და, პირ­ვე­ლად იმ დღეს გა­მი­ღი­მეო. შენ­მა ღი­მილ­მა ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ვი­წყა, რა­საც ტე­ლე­ვი­ზორ­ში აჩ­ვე­ნებ­დნე­ნო.

- ძმა რას საქ­მი­ა­ნობს?

- გი­ორ­გი თვრა­მე­ტი წლი­საა. წელს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. მა­მის კვალს გაჰ­ყვა. სა­ინ­ჟინ­რო­ზე სწავ­ლობს. ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია, წე­სი­ე­რი.

- ასე ახლა ამ­ბობ და სა­ინ­ტე­რე­სოა, ბავ­შვო­ბა­შიც იმა­ვე აზ­რის იყა­ვი მას­ზე?

- ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან ცელ­ქი იყო. რომ იტყვი­ან, ნამ­დვი­ლი მა­წაკი ბავ­შვი. სულ მე­ჩხუ­ბე­ბო­და და მირ­ტყამ­და. მას­ზე ექ­ვსი წლით ვარ დიდი. "მაჩ­მო­რებ­და" ხოლ­მე. ახლა რომ ვე­უბ­ნე­ბი, ასე იყო-მეთ­ქი, არ სჯე­რა. ახლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეც­ვლი­ლია. წყნა­რი და დინ­ჯია. ფოტო გი­ორ­გის­თან ერ­თად ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბის დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. ყო­ველ წელს ჯერ რა­ჭა­ში მივ­დი­ო­დით და შემ­დეგ ზღვა­ზე ვის­ვე­ნებ­დით.

- ფო­ტო­ზე ჩანს, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი პე­რი­ო­დი იყო.

- ხში­რად მშვი­დო­ბი­ა­ნად ვცხოვრ­ო­ბდით. უბ­რა­ლოდ, ხან­და­ხან ძა­ლი­ან ვჩხუ­ბობ­დით რა­ი­მე ნივ­თის გამო. რა თქმა უნდა, სულ მე ვუთ­მობ­დი.

"კარ­გად ვმღე­რო­დი და იმი­ტომ მი­წერ­დნენ ნი­შანს, ნა­ნუ­კა ლა­მა­ზი იყო"

- მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე შენს კლა­სე­ლებ­თან ერ­თად ხარ. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი შენი კლა­სე­ლი ყო­ფი­ლა.

- პირ­ველ ექ­სპე­რი­მენ­ტულ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დით და პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან მე და ნა­ნუ­კა ერთ კლას­ში ვი­ყა­ვით. სუ­რათ­ზე ნა­ნუ­კა ჩემ­გან ხელ­მარ­ჯვნივ დგას. დღემ­დე თით­ქმის ყო­ველ­დღე ერ­თად ვართ. სკო­ლის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. კარ­გი სკო­ლა იყო და კარ­გი მე­გობ­რე­ბი მყავ­და. ახლა უფრო ვა­ფა­სებთ იმ პე­რი­ოდს, როცა სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დით.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

თიკა მახალდიანს მომღერალი ქმარი არ უნდა

თიკა მახალდიანს მომღერალი ქმარი არ უნდა

თიკა მახალდიანს, ისევე, როგორც ბევრ სხვა მომღერალს, გული სწყდება, რომ საქართველოში ბოლო დროს სიმღერა არავის სჭირდება. კონცერტები თითქმის აღარ იმართება და მომღერლებს საქმე თითქმის აღარ აქვთ. ისევე, როგორც ბევრი სხვა მომღერალი, თიკაც ფიქრობს საქართველოდან წასვლაზე. თუ არაფერი შეიცვლება, ალბათ თიკასნაირად ბევრი მომღერალი დაიწყებს ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრს.

ვინ "აჩმორებდა" ბავშვობაში

- ხუთი თვისა პუტკუნა ყოფილხარ.

- (იცინის) სურათზე მართლა ძალიან პუტკუნა ვჩანვარ. ასეთი მსუქანიც არ ვიყავი.

- გარეგნულად ვის ჰგავხარ?

- როგორც ამბობენ, ბავშვობაში დედას ვგავდი. დიდობაში მამას დავემსგავსე.

- მშობლები როგორ დაოჯახდნენ?

- მამამ დედა მოიტაცა, ახლა ეს ამბავი ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მაშინ, როგორც ჩანს, მოდაში იყო. მამას დედა ერთი ნახვით შეუყვარდა. ამიტომ მეც მჯერა, რომ არსებობს ერთი ნახვით შეყვარება.

- სად გაიტაცა დედა?

- რაჭაში. ეს მამას მშობლიური კუთხეა. ორივენი სტუდენტები იყვნენ, დედა ოცი წლის იყო, მამა - ოცდასამის. დედა პროფესიით ბიოლოგია, მამა - ინჟინერი. სხვადასხვა ადგილას სწავლობდნენ, ერთმანეთი საერთო მეგობრისგან გაიცნეს.

- გვარის გამო სვანი მეგონე, შენ კი თურმე რაჭველი ყოფილხარ.

- ყველას სვანი ვგონივარ და არც არის გასაკვირი, რადგან წარმოშობით სვანური გვარია. მახალდიანები შვიდი საუკუნის წინ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში ჩამოსახლდნენ, ამიტომ უკვე რაჭველად მივიჩნევი. რაჭაში დასასვენებლად ყოველ ზაფხულს მივდივარ. მიყვარს ჩემი სოფელი, რაჭა ძალიან ლამაზია.

- მომდევნო ფოტოზე, როგორც ვხვდები, ოჯახის ყველა წევრი ხართ.

- ერთი დედმამიშვილი მყავს, გიორგი. სურათი თბილისში ერთ-ერთი სეირნობის დროს გვაქვს გადაღებული.

- 1989 წელს ხარ დაბადებული. ალბათ, ბავშვობა მაინცდამაინც კარგად არ გახსენდება.

- პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, დედასთან ერთად პურის რიგში ვიდექი. უშუქობა რომ იყო და გაზი არ გვქონდა, კარგად მახსოვს. მახსოვს, სინათლის მოსვლას როგორ ველოდებოდი და რომ მოვიდოდა, მთელ კორპუსში ისმოდა, "ურააა". ლამპის შუქზე ვმეცადინეობდი. საშინელება იყო, მაგრამ არა უშავს, ალბათ ეს ყველაფერი უნდა გამოიარო.

- მომდევნო ფოტო სადაა გადაღებული?

- ვაკის პარკში. ფოტოზე ალბათ ორი წლის ვარ. დედა მიყვება ხოლმე, ცხრა აპრილს არეულობა რომ მოხდა, პირველად იმ დღეს გამიღიმეო. შენმა ღიმილმა ყველაფერი დამავიწყა, რასაც ტელევიზორში აჩვენებდნენო.

- ძმა რას საქმიანობს?

- გიორგი თვრამეტი წლისაა. წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა. მამის კვალს გაჰყვა. საინჟინროზე სწავლობს. ძალიან კარგი ბიჭია, წესიერი.

- ასე ახლა ამბობ და საინტერესოა, ბავშვობაშიც იმავე აზრის იყავი მასზე?

- ბავშვობაში ძალიან ცელქი იყო. რომ იტყვიან, ნამდვილი მა­წაკი ბავშვი. სულ მეჩხუბებოდა და მირტყამდა. მასზე ექვსი წლით ვარ დიდი. "მაჩმორებდა" ხოლმე. ახლა რომ ვეუბნები, ასე იყო-მეთქი, არ სჯერა. ახლა აბსოლუტურად შეცვლილია. წყნარი და დინჯია. ფოტო გიორგისთან ერთად ზღვაზე დასვენების დროსაა გადაღებული. ყოველ წელს ჯერ რაჭაში მივდიოდით და შემდეგ ზღვაზე ვისვენებდით.

- ფოტოზე ჩანს, რომ მშვიდობიანი პერიოდი იყო.

- ხშირად მშვიდობიანად ვცხოვრ­ო­ბდით. უბრალოდ, ხანდახან ძალიან ვჩხუბობდით რაიმე ნივთის გამო. რა თქმა უნდა, სულ მე ვუთმობდი.

"კარგად ვმღეროდი და იმიტომ მიწერდნენ ნიშანს, ნანუკა ლამაზი იყო"

- მომდევნო ფოტოზე შენს კლასელებთან ერთად ხარ. ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი შენი კლასელი ყოფილა.

- პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდით და პირველივე კლასიდან მე და ნანუკა ერთ კლასში ვიყავით. სურათზე ნანუკა ჩემგან ხელმარჯვნივ დგას. დღემდე თითქმის ყოველდღე ერთად ვართ. სკოლის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. კარგი სკოლა იყო და კარგი მეგობრები მყავდა. ახლა უფრო ვაფასებთ იმ პერიოდს, როცა სკოლაში დავდიოდით.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება