სამკაულების ბრენდმა Graff Diamonds ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო კამპანიის თანამედროვე ვერსია გადაიღო.
1970 წელს, ბრენდმა "1 მილიონიანი ვარცხნილობით" გააოცა საზოგადოება, 2013 წელს კი რეკლამისთვის მოდელს თმაში 500 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტები ჩააბნიეს. სარეკლამო კამპანია ბრენდის 60 წლის იუბილეს და მე-40 მაღაზიის გახსნას ეძღვნება.
ფოტოსესიაში მოდელს 22 ძვირადღირებული სამკაული უკეთია. მათ შორის ორი ბროში, რამდენიმე სამაჯური, საყურე და ბეჭდები. სამკაულებს შორისაა ფერადი ბრილიანტებით შემკული ბეჭდებიც.