პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმუნიტეტის გასაძლიერებლად მამაკაცი შხამიან გველს თავს აკბენინებს
იმუნიტეტის გასაძლიერებლად მამაკაცი შხამიან გველს თავს აკბენინებს

ტიმ ფრი­დი იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად შხა­მი­ან გველს თავს აკ­ბე­ნი­ნებს. მას სახ­ლში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე შხა­მი­ა­ნი სა­ხე­ო­ბის გვე­ლე­ბი ჰყავს. ის ყო­ველ დღე რამ­დე­ნი­მე წა­მით გვე­ლის "საკბი­ლო" ხდე­ბა; ქვე­წარ­მა­ვა­ლი სახ­ლში მო­წყო­ბი­ლი ეგ­ზო­ტა­რი­უ­მი­დან გა­მოჰ­ყავს და ხელ­ზე ის­ვამს, რათა თავი და­აკ­ბე­ნი­ნოს. ტი­მის­თვის ასამ­დე გველს უკბე­ნია. კბე­ნის შემ­დეგ თავს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წუ­თით გრძნობს შე­უძ­ლოდ; თავ­ბრუს­ხვე­ვის შეგ­რძნე­ბა აქვს და ზოგ­ჯერ გო­ნე­ბას კარ­გავს, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას გრძნობს.

თუმ­ცა, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ქვე­წარ­მავ­ლის შხამ­მა კი­ნა­ღამ მოკ­ლა. მა­გა­ლი­თად, 2001 წელს ტიმ­მა გა­და­წყვი­ტა, მის­თვის 2 კობ­რას ეკბი­ნა. ექი­მე­ბი გა­ო­ცე­ბულ­ნი დარ­ჩნენ, რო­დე­საც ნა­ხეს, რომ მა­მა­კა­ცი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იყო პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც კობ­რის ნაკ­ბე­ნით ადა­მი­ა­ნი 15 წუთ­ში კვდე­ბა.

"ვფიქ­რობ, ამ შე­დე­გით შხა­მის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გან­ვა­ვი­თა­რებ და შემ­დეგ მეც­ნი­ე­რე­ბი ვაქ­ცი­ნის დამ­ზა­დე­ბა­საც შეძ­ლე­ბენ. ჩემი წყა­ლო­ბით, გვე­ლის ნაკ­ბე­ნით წე­ლი­წად­ში 125 000 ადა­მი­ა­ნი აღარ მოკ­ვდე­ბა", - ამ­ბობს ის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია odditycentral.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

იმუნიტეტის გასაძლიერებლად მამაკაცი შხამიან გველს თავს აკბენინებს

იმუნიტეტის გასაძლიერებლად მამაკაცი შხამიან გველს თავს აკბენინებს

ტიმ ფრიდი იმუნიტეტის გასაძლიერებლად შხამიან გველს თავს აკბენინებს. მას სახლში მსოფლიოში ყველაზე შხამიანი სახეობის გველები ჰყავს. ის ყოველ დღე რამდენიმე წამით გველის "საკბილო" ხდება; ქვეწარმავალი სახლში მოწყობილი ეგზოტარიუმიდან გამოჰყავს და ხელზე ისვამს, რათა თავი დააკბენინოს. ტიმისთვის ასამდე გველს უკბენია. კბენის შემდეგ თავს მხოლოდ რამდენიმე წუთით გრძნობს შეუძლოდ; თავბრუსხვევის შეგრძნება აქვს და ზოგჯერ გონებას კარგავს, მაგრამ მოგვიანებით ენერგიის მოზღვავებას გრძნობს.

თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც ქვეწარმავლის შხამმა კინაღამ მოკლა. მაგალითად, 2001 წელს ტიმმა გადაწყვიტა, მისთვის 2 კობრას ეკბინა. ექიმები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ნახეს, რომ მამაკაცი მხოლოდ რამდენიმე საათი იყო პარალიზებული, რადგანაც კობრის ნაკბენით ადამიანი 15 წუთში კვდება.

"ვფიქრობ, ამ შედეგით შხამის მიმართ წინააღმდეგობას განვავითარებ და შემდეგ მეცნიერები ვაქცინის დამზადებასაც შეძლებენ. ჩემი წყალობით, გველის ნაკბენით წელიწადში 125 000 ადამიანი აღარ მოკვდება", - ამბობს ის.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს