მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალი ხმის" ხმაურიანი გარჩევები
"ახალი ხმის" ხმაურიანი გარჩევები

ახა­ლი ხმის" ახა­ლი სე­ზო­ნი დიდი აჟი­ო­ტა­ჟით და­ი­წყო. ქან­თრის მომ­ღე­რალ­მა შოთა ადა­მაშ­ვილ­მა ჟი­უ­რის ოთხი­ვე წევ­რი აღაფრ­თო­ვა­ნა და მისი გა­და­ბი­რე­ბის სურ­ვილ­მა მწვრთნე­ლე­ბის კონ­ფლიქ­ტი გა­მო­იწ­ვია. მომ­ღე­რალ­მა დათო ფორჩხი­ძე აირ­ჩია, ამით გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა მაია დარსმე­ლი­ძემ კი უხამ­სი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში:

"იმის გამო, რომ კონ­კურ­სან­ტი ჩემს თიმ­ში მინ­დო­და, და უმ­რავ­ლე­სო­ბაც ამა­ში მე­თან­ხმე­ბო­და, ზო­გი­ერ­თმა და­ბოღ­მილ­მა რამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი ამი­ტე­ხა. ყვე­ლა­ზე ცუდი მწვრთნე­ლი და­მარ­ქვეს და არა­მუ­სი­კო­სი. თურ­მე დათო ფორჩხი­ძეა მსხვერ­პლი და მე მას ვძი­რავ. მარ­თლა თქვე­ნი დედა ...... მე კი არა, ხალ­ხი რა­საც წერს, ის ვერ აი­ტა­ნეთ და ვერ "მა­პა­ტი­ეთ", რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩემ მხა­რე­საა. თქვენ რა მუ­სი­კო­სო­ბა უნდა შე­მი­ფა­სოთ, თქვე ტრა­წი­ა­ნო პეპ­ლე­ბო? სხვი­სი 20 წლის წინ გა­კე­თე­ბუ­ლი დღემ­დე გახ­სოვთ და ჩემს დღე­ვან­დელ ნა­მუ­შე­ვარს შეგ­ნე­ბუ­ლად არ იმ­ჩნევთ? ასე ვის ეში­ნია ჩემი, ამ­ხე­ლა (თა­ვის ჭკუ­ა­ში) "შავი პი­ა­რი" რომ ამი­გო­რა?"

შოთა ადა­მაშ­ვი­ლი "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რა: - არ ვთვლი, თავს ისეთ ძლი­ერ მომ­ღერ­ლად, რომ ჩემ გამო აჟი­ო­ტა­ჟი ატყდეს. სცე­ნა­ზე დგო­მის ფუ­ფუ­ნე­ბა არ მაქვს. ხში­რად ქუ­ჩა­ში ვუკ­რავ...

მე ჩემი რე­პერ­ტუ­ა­რი მაქვს. ვამ­ბობ­დი, რომ თუ კონ­კურ­სზე ქან­თრის არ მამ­ღე­რებ­დნენ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აღარ მი­ვი­ღებ­დი. პრო­დი­უ­სერ­მა მი­თხრა, რომ მათი მო­წო­დე­ბუ­ლი სი­ი­დან უნდა ამერ­ჩია სიმ­ღე­რა და შემ­დეგ ეტაპ­ზე თუ გა­და­ვი­დო­დი, მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მექ­ნე­ბო­და. ავირ­ჩიე ლიონ რა­სე­ლის Song For You, კლა­სი­კა, რო­მე­ლიც უფრო სო­უ­ლის ჟანრს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და ქან­თრის სტილ­ში მო­ვირ­გე.

- ჟი­უ­რის წევ­რებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი წარ­მო­იშ­ვა. შენ დათო ფორჩხი­ძე აირ­ჩიე, რო­მე­ლიც დაგ­პირ­და, რომ რაც გინ­და, იმას გამ­ღე­რებს. ეს რომ არ ეთ­ქვა, ვის­თან აპი­რებ­დი წას­ვლას?

- გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად უნდა მი­მე­ღო. მე და­თოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მო­მე­წო­ნა. როცა მაია დარსმე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ მისი ტიპი ვარ და ზუს­ტად იცის, რას გა­ვა­კე­თებთ ერ­თად, წა­მო­დი ახლა, "ნაგ­ლად" უნდა წა­გიყ­ვა­ნო, უნდა დამ­ნებ­დეო, ეს მე­სა­კუთ­რე­ო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. და­თომ თქვა, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია და თა­ვად გა­და­წყვეტ­სო.

- ყვე­ლა ამ­ბობ­და, რომ დარსმე­ლი­ძის ტი­პის მომ­ღე­რა­ლი ხარ. მა­ი­ას სხვა­ნა­ი­რად რომ ეცა­და შენი გა­და­ბი­რე­ბა, აირ­ჩევ­დი?

- და­თოს მი­მართ ქას­თინ­გამ­დეც სიმ­პა­თი­ით ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი. რა­ტომ ვარ მა­ი­ას ტი­პის მომ­ღე­რა­ლი? მე ქან­თრის მომ­ღე­რა­ლი ვარ, და გარ­და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა, არა­ვის ტი­პა­ჟი არ ვარ, მათ შო­რის არც და­თო­სი.

- დათო შეგ­პირ­და, რომ რა­საც მო­ი­სურ­ვებ, იმას გამ­ღე­რებს, მაგ­რამ სწო­რად მი­გაჩ­ნია მომ­ღერ­ლი­სად­მი მწვრთნე­ლის ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მწვრთნელს არა­ფერს ვე­კი­თხე­ბი. ეს არის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი: "მოდი, ერ­თად ვი­ფიქ­როთ და ავარ­ჩი­ოთ სა­უ­კე­თე­სო იმ რე­პერ­ტუ­ა­რი­დან, რაც შენ გინ­და". შე­იძ­ლე­ბა, მა­ნაც შე­მომ­თა­ვა­ზოს რამე. და­თომ, ალ­ბათ, ჩემ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი კი სხვის აზ­რსაც სცემს პა­ტივს.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"ახალი ხმის" ხმაურიანი გარჩევები

"ახალი ხმის" ხმაურიანი გარჩევები

ახალი ხმის" ახალი სეზონი დიდი აჟიოტაჟით დაიწყო. ქანთრის მომღერალმა შოთა ადამაშვილმა ჟიურის ოთხივე წევრი აღაფრთოვანა და მისი გადაბირების სურვილმა მწვრთნელების კონფლიქტი გამოიწვია. მომღერალმა დათო ფორჩხიძე აირჩია, ამით განაწყენებულმა მაია დარსმელიძემ კი უხამსი სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:

"იმის გამო, რომ კონკურსანტი ჩემს თიმში მინდოდა, და უმრავლესობაც ამაში მეთანხმებოდა, ზოგიერთმა დაბოღმილმა რამხელა ამბავი ამიტეხა. ყველაზე ცუდი მწვრთნელი დამარქვეს და არამუსიკოსი. თურმე დათო ფორჩხიძეა მსხვერპლი და მე მას ვძირავ. მართლა თქვენი დედა ...... მე კი არა, ხალხი რასაც წერს, ის ვერ აიტანეთ და ვერ "მაპატიეთ", რომ უმრავლესობა ჩემ მხარესაა. თქვენ რა მუსიკოსობა უნდა შემიფასოთ, თქვე ტრაწიანო პეპლებო? სხვისი 20 წლის წინ გაკეთებული დღემდე გახსოვთ და ჩემს დღევანდელ ნამუშევარს შეგნებულად არ იმჩნევთ? ასე ვის ეშინია ჩემი, ამხელა (თავის ჭკუაში) "შავი პიარი" რომ ამიგორა?"

შოთა ადამაშვილი "კვირის პალიტრას" ესაუბრა: - არ ვთვლი, თავს ისეთ ძლიერ მომღერლად, რომ ჩემ გამო აჟიოტაჟი ატყდეს. სცენაზე დგომის ფუფუნება არ მაქვს. ხშირად ქუჩაში ვუკრავ...

მე ჩემი რეპერტუარი მაქვს. ვამბობდი, რომ თუ კონკურსზე ქანთრის არ მამღერებდნენ, მონაწილეობას აღარ მივიღებდი. პროდიუსერმა მითხრა, რომ მათი მოწოდებული სიიდან უნდა ამერჩია სიმღერა და შემდეგ ეტაპზე თუ გადავიდოდი, მეტი თავისუფლება მექნებოდა. ავირჩიე ლიონ რასელის Song For You, კლასიკა, რომელიც უფრო სოულის ჟანრს მიეკუთვნება და ქანთრის სტილში მოვირგე.

- ჟიურის წევრებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. შენ დათო ფორჩხიძე აირჩიე, რომელიც დაგპირდა, რომ რაც გინდა, იმას გამღერებს. ეს რომ არ ეთქვა, ვისთან აპირებდი წასვლას?

- გადაწყვეტილება სპონტანურად უნდა მიმეღო. მე დათოს დამოკიდებულება მომეწონა. როცა მაია დარსმელიძე ამბობს, რომ მისი ტიპი ვარ და ზუსტად იცის, რას გავაკეთებთ ერთად, წამოდი ახლა, "ნაგლად" უნდა წაგიყვანო, უნდა დამნებდეო, ეს მესაკუთრეობის გამოვლინებაა. დათომ თქვა, ზრდასრული ადამიანია და თავად გადაწყვეტსო.

- ყველა ამბობდა, რომ დარსმელიძის ტიპის მომღერალი ხარ. მაიას სხვანაირად რომ ეცადა შენი გადაბირება, აირჩევდი?

- დათოს მიმართ ქასთინგამდეც სიმპათიით ვიყავი განწყობილი. რატომ ვარ მაიას ტიპის მომღერალი? მე ქანთრის მომღერალი ვარ, და გარდა საკუთარი თავისა, არავის ტიპაჟი არ ვარ, მათ შორის არც დათოსი.

- დათო შეგპირდა, რომ რასაც მოისურვებ, იმას გამღერებს, მაგრამ სწორად მიგაჩნია მომღერლისადმი მწვრთნელის ასეთი დამოკიდებულება?

- ეს არ ნიშნავს იმას, რომ მწვრთნელს არაფერს ვეკითხები. ეს არის თანამშრომლობა, დაახლოებით ასეთი: "მოდი, ერთად ვიფიქროთ და ავარჩიოთ საუკეთესო იმ რეპერტუარიდან, რაც შენ გინდა". შეიძლება, მანაც შემომთავაზოს რამე. დათომ, ალბათ, ჩემში თავისუფლებისმოყვარე ადამიანი აღმოაჩინა, თავისუფალი ადამიანი კი სხვის აზრსაც სცემს პატივს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება