მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორსული სალომე გოგიაშვილი ბიზნესის წამოწყებას აპირებს
ორსული სალომე გოგიაშვილი ბიზნესის წამოწყებას აპირებს

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი ხუთი თვის ფეხ­მძი­მეა. აქამ­დე ორ­სუ­ლო­ბა­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი არ უნ­დო­და, რად­გან ავი თვა­ლის ეში­ნია, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, არას­დროს ერი­დე­ბა სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბას და "ფე­ის­ბუ­ქის" კედ­ლებ­ზე არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს მისი ღია კონფრონ­ტა­ცია ალი­ნა არ­ვე­ლა­ძეს­თან, თიკო სა­დუ­ნიშ­ვილ­თან... წინა კვი­რას ამ სიას ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლიც და­ე­მა­ტა. სა­ლო­მე ამ თე­მა­ზე სა­ბო­ლო­ოდ სა­უბ­რობს. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ადა­მი­ან­თა იმ კა­ტე­გო­რი­ას ეკუთ­ვნის, რომ­ლე­ბიც ად­ვი­ლად არა­ფერს აპა­ტი­ე­ბენ...

- ჩემი ორ­სუ­ლო­ბის მე­ხუ­თე თვე და­ი­წყო. აქამ­დე სა­ჯა­როდ ვე­რი­დე­ბო­დი ლა­პა­რაკს ამ თე­მა­ზე, რად­გან ძა­ლი­ან მჯე­რა ცუდი თვა­ლის არ­სე­ბო­ბის. ამ ჯან­და­ბა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ყვე­ლა­ფე­რი ით­ქმის და იწე­რე­ბა. ამ­დე­ნი გამ­წა­რე­ბუ­ლი ხალ­ხი არ­სად მი­ნა­ხავს. კარ­გად მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ცუდი ემო­ცი­ე­ბი აქვთ და არ მინ­დო­და, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ბავ­შვი ყა­ლიბ­დე­ბო­და, ორ­სუ­ლო­ბა­ზე ღიად მე­ლა­პა­რა­კა. ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხში­რად ვკი­თხუ­ლობ ხოლ­მე, მა­გას რა უჭირს, კი­დევ გა­თხოვ­დე­ბაო და ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ აქვთ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ქმა­რი არა­ვის­თვის წა­მირ­თმე­ვია და არც არა­ვი­სი ოჯა­ხი და­მინ­გრე­ვია და ნე­ბის­მი­ერ ქალს შე­უძ­ლია, თუ მო­ინ­დო­მებს, გა­თხოვ­დეს და ოჯა­ხი აა­წყოს. ვხვდე­ბი, რომ სა­ერ­თოდ არა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კი აღარ ღირს. პირ­და­პირ ჩემ­თან ასე­თი რეპ­ლი­კე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი არ მო­სუ­ლა, ასეთ კო­მენ­ტა­რებს, ჩემი აზ­რით, უსაქ­მუ­რე­ბი წე­რენ. არა­ნორ­მა­ლუ­რი უნდა იყო, ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რებ ან ორ­სულ ქალ­ზე სა­ზი­ზღრო­ბე­ბი წერო, აი, შორს რომ არ წა­ვი­დეთ, რაც ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს და­ე­მარ­თა. რა­ი­მე ცუდს რომ იტყვი ადა­მი­ან­ზე და ეს გსი­ა­მოვ­ნებს, ნორ­მა­ლუ­რიც არ ხარ. ყვე­ლა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის ინ­ტერ­ვი­უს ქვეშ ლან­ძღვა-გი­ნე­ბაა, ერ­თიც ვერ ნახე, ვის­ზეც კარ­გი ეწე­რა რა­ი­მე. სა­ერ­თოდ, ვინ­მე თუ უყ­ვართ, მა­ინ­ტე­რე­სებს. გა­მო­იკ­ვე­თა, რომ უსაქ­მუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა, და­ბოღ­მი­ლი, შე­უმ­დგა­რი ხალ­ხი წერს კო­მენ­ტა­რებს.

- შენს ორ­სუ­ლო­ბას და­ვუბ­რუნ­დეთ. მე­სა­მე შვილს ელო­დე­ბი, მე­უღ­ლეს­თან, ვახო ნი­კო­ლა­იშ­ვილ­თან ეს პირ­ვე­ლი შვი­ლი იქ­ნე­ბა...

- სი­ახ­ლე ისაა, რომ მივ­ხვდი, კაც­თან ერ­თად შე­იძ­ლე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლად იცხოვ­რო. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში კა­ცე­ბიც არ­სე­ბო­ბენ (იცი­ნის). აღ­მო­ვა­ჩი­ნე ისიც, რომ ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა ისე იზ­რუ­ნოს შენს შვი­ლებ­ზე, რომ ნამ­დვილ მა­მად იქ­ცეს. მაშ­კას თა­ვის მა­მას­თან გა­და­სა­რე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და არა­ფე­რი მაქვს სა­წუ­წუ­ნო, მაგ­რამ ცი­ბუ­კა ვა­ხოს შვი­ლია. გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ცი­ბუ­კა გახ­დეს ფეხ­ბურ­თე­ლი. დღეს ვახო თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით ადგა, წა­ვი­და და ცი­ბუ­კას ყვე­ლა­ფე­რი შე­უ­ძი­ნა, რაც ფეხ­ბურ­თელს სჭირ­დე­ბა. აღ­მო­ვა­ჩი­ნე ისიც, რომ თურ­მე ამ ასაკ­ში ყვე­ლა­ზე კარ­გია ოჯა­ხის შექ­მნა. სამი წე­ლი­წა­დია, გა­თხო­ვი­ლი ვარ, ახლა 30-ის გახ­ლა­ვართ და სულ სხვა­ნა­ი­რად ვა­ფა­სებ ოჯა­ხურ სით­ბოს, კომ­ფორ­ტს. დე­ტა­ლებს, რა­ზეც ათი წლის წინ ნერ­ვე­ბი მო­მეშ­ლე­ბო­და, ახლა ყუ­რა­დღე­ბას აღარ ვაქ­ცევ. მზად ვარ, ქმრის გამო დათ­მო­ბებ­ზე წა­ვი­დე, ბევ­რი რამ გა­ვა­ტა­რო. როცა გა­მო­უც­დე­ლი ხარ, ბევრ რა­ღა­ცა­ზე ამახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას და მერე იმი­ტომ ინ­გრე­ვა ამ­დე­ნი ოჯა­ხი...

- მე­უღ­ლე ახლა ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავს შენ­ზე...

- ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მის ფარ­გლებ­შია. არის სი­ურპრი­ზე­ბიც, სა­ჩუქ­რე­ბიც, მაგ­რამ არ და­ვა­კონ­კრე­ტებ, რად­გან მგო­ნია, რომ ხალ­ხს ესეც გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს. ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ქმა­რი ორ­სულ ცოლს გა­ცი­ლე­ბით დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს, თუმ­ცა ისე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­დის ჩემი ორ­სუ­ლო­ბა, პირ­ველ პე­რი­ოდს არ ვგუ­ლის­ხმობ, რომ ზოგ­ჯერ გვა­ვი­წყდე­ბა, ფეხ­მძი­მედ რომ ვარ (იცი­ნის). არ არ­სე­ბობს, რა­ი­მე დამ­ჭირ­დეს, მო­ვი­თხო­ვო და ვა­ხომ არ შე­მის­რუ­ლოს. რო­გორც მამა, ისე მივ­ლის. მხო­ლოდ ქმა­რი არ არის ჩემ­თვის. რა­ი­მე თბი­ლი ხომ არ გი­ყი­დოო, იმ დღეს მკი­თხა. ძა­ლი­ან ხში­რად ყი­დუ­ლობს ჩა­საც­მელს. ახ­ლა­ხან სლო­ვე­ნი­ა­ში წა­ვი­და შვილ­თან ერ­თად და იქი­დან მე­კი­თხე­ბო­და, სა­ორ­სუ­ლო კა­ბის ყიდ­ვა მინ­დაო. მი­რე­კავ­და და ინ­ტერ­ნე­ტი რად­გან არ იყო, ვერ მაჩ­ვე­ნებ­და, რის ყიდ­ვას აპი­რებ­და, ამი­ტო­მაც იქ არა­ფე­რი უყი­დია და აქ შე­ი­ძი­ნა. მის გე­მოვ­ნე­ბას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვენ­დო­ბი.

- შვილს რომ გა­ა­ჩენ და წა­მო­იზ­რდე­ბა, სახ­ლში უნდა იჯდე თუ რა­ი­მეს გეგ­მავ?

- კი­დევ ვა­პი­რებ შვი­ლის გა­ჩე­ნას (იღი­მის). ბოლო შან­სი მაქვს, რად­გან რაც ასა­კი გე­მა­ტე­ბა, უფრო მე­ტად გე­ზა­რე­ბა კი­დევ გა­ჩე­ნა. თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, ვფიქ­რობ სამ­სა­ხურ­ზეც, რად­გან ზო­გა­დად უსაქ­მუ­რად არას­დროს ვარ. გა­დავ­წყვი­ტე, და­ვი­წყო პი­რა­დი საქ­მე, ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც ჩაც­მა-და­ხურ­ვას უკავ­შირ­დე­ბა. ამა­ში ჩემი მე­უღ­ლე და­მეხ­მა­რე­ბა. ჩემს მე­გო­ბარ­თან ერ­თად გა­ვა­კე­თებ ბრენ­დს, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი, სა­შუ­ა­ლო ფე­ნის ადა­მი­ა­ნის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა. მინ­და გა­და­ვერ­თო სხვა საქ­მე­ზე, რად­გან ვიცი, ტე­ლე­ვი­ზი­ით შორს ვერ წა­ვალ. ამ სფე­რო­ში არა­ფე­რი არ ვი­თარ­დე­ბა, რაც უნდა გა­ა­კე­თო, მა­ინც ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ორსული სალომე გოგიაშვილი ბიზნესის წამოწყებას აპირებს

ორსული სალომე გოგიაშვილი ბიზნესის წამოწყებას აპირებს

სალომე გოგიაშვილი ხუთი თვის ფეხმძიმეა. აქამდე ორსულობაზე საჯაროდ ლაპარაკი არ უნდოდა, რადგან ავი თვალის ეშინია, თუმცა ამის მიუხედავად, არასდროს ერიდება საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას და ''ფეისბუქის'' კედლებზე არაერთხელ გვინახავს მისი ღია კონფრონტაცია ალინა არველაძესთან, თიკო სადუნიშვილთან... წინა კვირას ამ სიას ნინა წკრიალაშვილიც დაემატა. სალომე ამ თემაზე საბოლოოდ საუბრობს. ჩვენი რესპონდენტი ადამიანთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც ადვილად არაფერს აპატიებენ...

- ჩემი ორსულობის მეხუთე თვე დაიწყო. აქამდე საჯაროდ ვერიდებოდი ლაპარაკს ამ თემაზე, რადგან ძალიან მჯერა ცუდი თვალის არსებობის. ამ ჯანდაბა ინტერნეტსივრცეში ყველაფერი ითქმის და იწერება. ამდენი გამწარებული ხალხი არსად მინახავს. კარგად მყოფი ადამიანების მიმართ ცუდი ემოციები აქვთ და არ მინდოდა, რომ იმ პერიოდში, როცა ბავშვი ყალიბდებოდა, ორსულობაზე ღიად მელაპარაკა. ჩემთან დაკავშირებით ხშირად ვკითხულობ ხოლმე, მაგას რა უჭირს, კიდევ გათხოვდებაო და ვერ ვხვდები, რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება. ქმარი არავისთვის წამირთმევია და არც არავისი ოჯახი დამინგრევია და ნებისმიერ ქალს შეუძლია, თუ მოინდომებს, გათხოვდეს და ოჯახი ააწყოს. ვხვდები, რომ საერთოდ არაფერზე ლაპარაკი აღარ ღირს. პირდაპირ ჩემთან ასეთი რეპლიკები და კომენტარები არ მოსულა, ასეთ კომენტარებს, ჩემი აზრით, უსაქმურები წერენ. არანორმალური უნდა იყო, ახალნამშობიარებ ან ორსულ ქალზე საზიზღრობები წერო, აი, შორს რომ არ წავიდეთ, რაც ნინი ბადურაშვილს დაემართა. რაიმე ცუდს რომ იტყვი ადამიანზე და ეს გსიამოვნებს, ნორმალურიც არ ხარ. ყველა ცნობილი ადამიანის ინტერვიუს ქვეშ ლანძღვა-გინებაა, ერთიც ვერ ნახე, ვისზეც კარგი ეწერა რაიმე. საერთოდ, ვინმე თუ უყვართ, მაინტერესებს. გამოიკვეთა, რომ უსაქმური ადამიანების უმეტესობა, დაბოღმილი, შეუმდგარი ხალხი წერს კომენტარებს.

- შენს ორსულობას დავუბრუნდეთ. მესამე შვილს ელოდები, მეუღლესთან, ვახო ნიკოლაიშვილთან ეს პირველი შვილი იქნება...

- სიახლე ისაა, რომ მივხვდი, კაცთან ერთად შეიძლება კომფორტულად იცხოვრო. აღმოვაჩინე, რომ ჩვენს დედაქალაქში კაცებიც არსებობენ (იცინის). აღმოვაჩინე ისიც, რომ ადამიანმა შეიძლება ისე იზრუნოს შენს შვილებზე, რომ ნამდვილ მამად იქცეს. მაშკას თავის მამასთან გადასარევი ურთიერთობა აქვს და არაფერი მაქვს საწუწუნო, მაგრამ ციბუკა ვახოს შვილია. გადავწყვიტეთ, რომ ციბუკა გახდეს ფეხბურთელი. დღეს ვახო თავისი ინიციატივით ადგა, წავიდა და ციბუკას ყველაფერი შეუძინა, რაც ფეხბურთელს სჭირდება. აღმოვაჩინე ისიც, რომ თურმე ამ ასაკში ყველაზე კარგია ოჯახის შექმნა. სამი წელიწადია, გათხოვილი ვარ, ახლა 30-ის გახლავართ და სულ სხვანაირად ვაფასებ ოჯახურ სითბოს, კომფორტს. დეტალებს, რაზეც ათი წლის წინ ნერვები მომეშლებოდა, ახლა ყურადღებას აღარ ვაქცევ. მზად ვარ, ქმრის გამო დათმობებზე წავიდე, ბევრი რამ გავატარო. როცა გამოუცდელი ხარ, ბევრ რაღაცაზე ამახვილებ ყურადღებას და მერე იმიტომ ინგრევა ამდენი ოჯახი...

- მეუღლე ახლა ალბათ განსაკუთრებულად ზრუნავს შენზე...

- ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. არის სიურპრიზებიც, საჩუქრებიც, მაგრამ არ დავაკონკრეტებ, რადგან მგონია, რომ ხალხს ესეც გააღიზიანებს. ყველა ნორმალური ქმარი ორსულ ცოლს გაცილებით დიდ ყურადღებას უთმობს, თუმცა ისე ჩვეულებრივად მიდის ჩემი ორსულობა, პირველ პერიოდს არ ვგულისხმობ, რომ ზოგჯერ გვავიწყდება, ფეხმძიმედ რომ ვარ (იცინის). არ არსებობს, რაიმე დამჭირდეს, მოვითხოვო და ვახომ არ შემისრულოს. როგორც მამა, ისე მივლის. მხოლოდ ქმარი არ არის ჩემთვის. რაიმე თბილი ხომ არ გიყიდოო, იმ დღეს მკითხა. ძალიან ხშირად ყიდულობს ჩასაცმელს. ახლახან სლოვენიაში წავიდა შვილთან ერთად და იქიდან მეკითხებოდა, საორსულო კაბის ყიდვა მინდაო. მირეკავდა და ინტერნეტი რადგან არ იყო, ვერ მაჩვენებდა, რის ყიდვას აპირებდა, ამიტომაც იქ არაფერი უყიდია და აქ შეიძინა. მის გემოვნებას აბსოლუტურად ვენდობი.

- შვილს რომ გააჩენ და წამოიზრდება, სახლში უნდა იჯდე თუ რაიმეს გეგმავ?

- კიდევ ვაპირებ შვილის გაჩენას (იღიმის). ბოლო შანსი მაქვს, რადგან რაც ასაკი გემატება, უფრო მეტად გეზარება კიდევ გაჩენა. თუმცა ამის მიუხედავად, ვფიქრობ სამსახურზეც, რადგან ზოგადად უსაქმურად არასდროს ვარ. გადავწყვიტე, დავიწყო პირადი საქმე, ბიზნესი, რომელიც ჩაცმა-დახურვას უკავშირდება. ამაში ჩემი მეუღლე დამეხმარება. ჩემს მეგობართან ერთად გავაკეთებ ბრენდს, რომელიც ნებისმიერი, საშუალო ფენის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მინდა გადავერთო სხვა საქმეზე, რადგან ვიცი, ტელევიზიით შორს ვერ წავალ. ამ სფეროში არაფერი არ ვითარდება, რაც უნდა გააკეთო, მაინც ნეგატიური გამოხმაურება აქვს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება