მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მამაკაცებს აფასებს ნინო მუმლაძე
როგორ მამაკაცებს აფასებს ნინო მუმლაძე

სე­ზონ­ზე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ნინო მუმ­ლა­ძის, ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლის და ანი ტყე­ბუ­ჩა­ვას გმი­რე­ბის სამ­კუ­თხე­დი კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. სტო­მა­ტო­ლო­გი ნა­თია დიდი მუც­ლით დაბ­რუნ­და მო­ნას­ტრი­დან და და­თოს შემ­თხვე­ვით მა­ღა­ზი­ა­ში შეხ­ვდა. ნინო მუმ­ლა­ძეს­თან დღეს ბლი­ცინ­ტერ­ვი­უს გთა­ვა­ზობთ და სა­უ­ბარს სწო­რედ სე­რი­ა­ლის სცე­ნე­ბი­დან ვი­წყებთ.

- ნინო, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" გა­მოჩ­ნდი, დაბ­რუნ­დი მო­ნას­ტრი­დან?

- დავ­ბრუნ­დი და პა­ტა­რა სი­ურპრი­ზიც ჩა­მო­ვი­ტა­ნე.

- გა­ნახ­ლდე­ბა თქვე­ნი რო­მა­ნი, კვლავ აუჩ­ქრო­ლებ ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლის გმირს გულს?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჯერ არ ვიცი, რას უპი­რებს ჩემს გმირს ქეთი დევ­და­რი­ა­ნი. სცე­ნა­რი ნელ-ნელა იწე­რე­ბა და მეც, პრაქ­ტი­კუ­ლად, მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად ვეც­ნო­ბი. ისე, ეს ამ­ბა­ვი ჩემ­თვი­საც დიდი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო, არ ვე­ლო­დი სი­უ­ჟე­ტის ასეთ გან­ვი­თა­რე­ბას.

- ვის შვილს ატა­რებს მუც­ლით ნა­თია?

- რა თქმა უნდა, და­თოს შვილს.

- შენი გმი­რი ნამ­დვილ, ახალ სიყ­ვა­რულს ხომ არ იპო­ვის?

- არ ვიცი... მე მგო­ნი, მოვ­ლე­ნე­ბი ცოტა სხვა­ნა­ი­რად გან­ვი­თარ­დე­ბა.

- კარ­გი, სცე­ნა­რის­ტებს და­ვე­ლო­დოთ, მა­ნამ­დე ჩვენს ბლიც­კი­თხვებ­ზე გა­მე­ცი პა­სუ­ხი. პი­რო­ბე­ბი ასე­თია: მე ვი­წყებ წი­ნა­და­დე­ბას, შენ - ამ­თავ­რებ...

- აბა, გის­მენ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ არ დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი...

- რო­გორც მსა­ხი­ობს, უფრო მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა მექ­ნე­ბო­და. ვიცი, რომ ჩემს პრო­ფე­სი­ას არას­დროს ვუ­ღა­ლა­ტებ­დი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი საქ­მე და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვას­რუ­ლებ მას სა­ქარ­თვე­ლო­ში. უბ­რა­ლოდ, იმ ფაქ­ტში, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის შრო­მა შე­სა­ბა­მი­სად არ ფას­დე­ბა, ვე­რა­ვინ შე­მე­და­ვე­ბა. ეს მხო­ლოდ ჩემი აზრი არ არის, დღეს ყვე­ლა ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ამა­ზე წუ­წუ­ნებს.

- ჩემს და­ბა­დე­ბას...

- ძა­ლი­ან ელო­და ბა­ბუ­ა­ჩე­მი, დე­და­ჩე­მის მამა, გრი­გოლ ქსოვ­რე­ლი, მის­თვის პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, სწო­რედ მან და­მარ­ქვა თა­ვი­სი მე­უღ­ლის სა­ხე­ლი - ნინო. იმ მო­მენ­ტში, როცა და­ვი­ბა­დე, ბა­ბუ­ა­ჩე­მი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე­სა და იმ­დრო­ინ­დელ სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად ქე­ი­ფობ­და. და­უ­რე­კეს და შვი­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბა ახა­რეს. გა­ხა­რე­ბულ­მა გრი­შამ სუფ­რა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე ყვე­ლას ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა მოს­თხო­ვა, ჭიქა აა­წე­ვი­ნა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ხმა­მაღ­ლა გა­მო­ა­ცხა­და, ცუნ­ცუ­ლა შე­მე­ძი­ნაო. სულ ამ­ბობ­და, ნინო სა­სა­ხე­ლო გოგო გა­იზ­რდე­ბაო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

როგორ მამაკაცებს აფასებს ნინო მუმლაძე

როგორ მამაკაცებს აფასებს ნინო მუმლაძე

სეზონზე ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ნინო მუმლაძის, ლევან ყოჩიაშვილის და ანი ტყებუჩავას გმირების სამკუთხედი კვლავ აქტუალური გახდა. სტომატოლოგი ნათია დიდი მუცლით დაბრუნდა მონასტრიდან და დათოს შემთხვევით მაღაზიაში შეხვდა. ნინო მუმლაძესთან დღეს ბლიცინტერვიუს გთავაზობთ და საუბარს სწორედ სერიალის სცენებიდან ვიწყებთ.

- ნინო, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' გამოჩნდი, დაბრუნდი მონასტრიდან?

- დავბრუნდი და პატარა სიურპრიზიც ჩამოვიტანე.

- განახლდება თქვენი რომანი, კვლავ აუჩქროლებ ლევან ყოჩიაშვილის გმირს გულს?

- სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი, რას უპირებს ჩემს გმირს ქეთი დევდარიანი. სცენარი ნელ-ნელა იწერება და მეც, პრაქტიკულად, მაყურებელთან ერთად ვეცნობი. ისე, ეს ამბავი ჩემთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო, არ ველოდი სიუჟეტის ასეთ განვითარებას.

- ვის შვილს ატარებს მუცლით ნათია?

- რა თქმა უნდა, დათოს შვილს.

- შენი გმირი ნამდვილ, ახალ სიყვარულს ხომ არ იპოვის?

- არ ვიცი... მე მგონი, მოვლენები ცოტა სხვანაირად განვითარდება.

- კარგი, სცენარისტებს დაველოდოთ, მანამდე ჩვენს ბლიცკითხვებზე გამეცი პასუხი. პირობები ასეთია: მე ვიწყებ წინადადებას, შენ - ამთავრებ...

- აბა, გისმენ.

- საქართველოში რომ არ დავბადებულიყავი...

- როგორც მსახიობს, უფრო მაღალი ანაზღაურება მექნებოდა. ვიცი, რომ ჩემს პროფესიას არასდროს ვუღალატებდი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და დიდი სიამოვნებით ვასრულებ მას საქართველოში. უბრალოდ, იმ ფაქტში, რომ საქართველოში ხელოვანი ადამიანის შრომა შესაბამისად არ ფასდება, ვერავინ შემედავება. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, დღეს ყველა ქართველი მსახიობი ამაზე წუწუნებს.

- ჩემს დაბადებას...

- ძალიან ელოდა ბაბუაჩემი, დედაჩემის მამა, გრიგოლ ქსოვრელი, მისთვის პირველი შვილიშვილი ვიყავი, სწორედ მან დამარქვა თავისი მეუღლის სახელი - ნინო. იმ მომენტში, როცა დავიბადე, ბაბუაჩემი ედუარდ შევარდნაძესა და იმდროინდელ სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ქეიფობდა. დაურეკეს და შვილიშვილის დაბადება ახარეს. გახარებულმა გრიშამ სუფრაზე დაბრუნებისთანავე ყველას ფეხზე წამოდგომა მოსთხოვა, ჭიქა ააწევინა და მხოლოდ ამის შემდეგ ხმამაღლა გამოაცხადა, ცუნცულა შემეძინაო. სულ ამბობდა, ნინო სასახელო გოგო გაიზრდებაო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება