მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ყველაზე გიჟური ქორწილები
მსოფლიოს ყველაზე გიჟური ქორწილები

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლია უამ­რა­ვი უც­ნა­უ­რი სა­ქორ­წი­ლო ცე­რე­მო­ნი­ე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნი ორი­გი­ნა­ლურ სა­ქორ­წი­ლო კა­ბას, ქორ­წი­ნე­ბის ექ­სტრე­მა­ლურ ად­გილს და ხან­და­ხან, უჩ­ვე­უ­ლო ნე­ფე­სა თუ პა­ტა­ძალს ირ­ჩევს.

კერ­ძოდ, 2010 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ია­პო­ნე­ლი ლი ჯინი სა­კუ­თარ ბა­ლიშ­ზე და­ქორ­წინ­და. ასე­თი ბა­ლი­შე­ბი სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, ისი­ნი სხვა­დას­ხვა ანი­მე-პერ­სო­ნა­ჟებს გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ.

აშშ-ის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე კი ცო­ლად ეი­ფე­ლის კოშკს გაჰ­ყვა: 2007 წელს მეჯ­ვა­რე­ე­ბის თან­ხლე­ბით ერი­კამ ცნო­ბილ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბას სა­მუ­და­მო სიყ­ვა­რუ­ლი შეჰ­ფი­ცა და მო­ა­ჯირს აკო­ცა. ახლა ქა­ლის სრუ­ლი სა­ხე­ლი ასე ჟღერს - ერი­კა ლია ტურ ეი­ფე­ლი.

ფსი­ქო­ლო­გე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ქალს ე.წ. ობი­ექ­ტო­ფი­ლია სჭირს, რად­გან ეს პირ­ვე­ლი უსუ­ლო სა­გა­ნი არაა, რო­მე­ლიც ერი­კას შე­უყ­ვარ­და: იგი ადრე მშვილ­დით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი - ბერ­ლი­ნის კედ­ლით.

სხვა­თა შო­რის, ერი­კა პირ­ვე­ლი არაა, ვინც ბერ­ლი­ნის კე­დელს გა­უ­მიჯ­ნურ­და. 1979 წელს ბერ­ლი­ნის კე­დელ­ზე 25 წლის შვე­დი ეია-რიტა და­ქორ­წინ­და და ეია-რიტა ბერ­ლი­ნერ-მა­უ­ე­რი გახ­და. 10 წლის შემ­დეგ ქალი "დაქვრივ­და" და მას შემ­დეგ სა­კუ­თა­რი სახ­ლის ღო­ბი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

29 წლის გა­ნის მკვიდრმა ემი­ლი მა­ბო­უმ კი სა­კუ­თარ ძაღლზე იქორ­წი­ნა. ცე­რე­მო­ნი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მღვდე­ლი და თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია trinixy.ru-ს მი­ხედ­ვით.

მსოფლიოს ყველაზე გიჟური ქორწილები

მსოფლიოს ყველაზე გიჟური ქორწილები

მსოფლიოში ცნობილია უამრავი უცნაური საქორწილო ცერემონიები, როცა ადამიანი ორიგინალურ საქორწილო კაბას, ქორწინების ექსტრემალურ ადგილს და ხანდახან, უჩვეულო ნეფესა თუ პატაძალს ირჩევს.

კერძოდ, 2010 წლის შემოდგომაზე იაპონელი ლი ჯინი საკუთარ ბალიშზე დაქორწინდა. ასეთი ბალიშები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ძალიან პოპულარულია, ისინი სხვადასხვა ანიმე-პერსონაჟებს განასახიერებენ.

აშშ-ის საჰაერო ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე კი  ცოლად ეიფელის კოშკს გაჰყვა: 2007 წელს მეჯვარეების თანხლებით ერიკამ ცნობილ ღირსშესანიშნაობას სამუდამო სიყვარული შეჰფიცა და მოაჯირს აკოცა. ახლა ქალის სრული სახელი ასე ჟღერს - ერიკა ლია ტურ ეიფელი.

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ქალს ე.წ. ობიექტოფილია სჭირს, რადგან ეს პირველი უსულო საგანი არაა, რომელიც ერიკას შეუყვარდა: იგი ადრე მშვილდით იყო გატაცებული, მოგვიანებით კი - ბერლინის კედლით.

სხვათა შორის,  ერიკა პირველი არაა, ვინც ბერლინის კედელს გაუმიჯნურდა. 1979 წელს ბერლინის კედელზე 25 წლის შვედი ეია-რიტა დაქორწინდა და ეია-რიტა ბერლინერ-მაუერი გახდა. 10 წლის შემდეგ ქალი "დაქვრივდა" და მას შემდეგ საკუთარი სახლის ღობითაა გატაცებული.

29 წლის განის მკვიდრმა ემილი მაბოუმ კი საკუთარ ძაღლზე იქორწინა. ცერემონიას ადგილობრივი მღვდელი და თანასოფლელები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია trinixy.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს