მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის გამო ჩაშალეს სუხიშვილებმა კონცერტი?
ვის გამო ჩაშალეს სუხიშვილებმა კონცერტი?

ად­ვო­კატ­მა მა­მუ­კა ნო­ზა­ძემ "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ მე-17 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, პა­ტი­მა­რი გარ­და­იც­ვა­ლა და ახლა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი აპი­რე­ბენ კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას, რის გა­მოც პა­ტიმ­რე­ბი აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ა­ნო.

"ალია" მა­მუ­კა ნო­ზა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, რა ხდე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ გა­მარ­კვი­ოთ?

- 30 სექ­ტემ­ბერს პა­ტი­მა­რი დე­ნის ყვა­რე­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მელ­საც სახ­ლში 1-ელ ოქ­ტომ­ბერს გა­და­ას­ვე­ნე­ბენ. ამა­ვე დღეს კი ან­სამ­ბლი "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი" კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას აპი­რებს და ამის გა­მოა, პა­ტიმ­რე­ბი სას­ტი­კად რომ აღ­შფოთ­დნენ, რო­გორც კი ეს ფაქ­ტი გა­ი­გეს.

- პა­ტი­მა­რი რით გარ­და­იც­ვა­ლა, რა და­ე­მარ­თა?

- მძი­მედ იყო ავად. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და ლე­გა­ლუ­რი ოთხი გზა, რომ დე­ნის ყვა­რე­ლაშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო და სულ თუ არა­ფე­რი, სახ­ლში მის­ცე­მო­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის უფ­ლე­ბა, რაც სა­მი­ნის­ტრომ არ გა­ა­კე­თა. ეს არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მკვლე­ლო­ბა. ვა­და­ზე ადრე გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ორ­ჯერ უარი უთხრეს, ყო­ველ­გვა­რი მო­ტი­ვა­ცი­ის გა­რე­შე, მა­შინ, როცა იცოდ­ნენ, რომ მძი­მე ავად­მყო­ფი იყო. ეს მოხ­და სო­ზარ სუ­ბა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის გიგა გი­ორ­გა­ძის ბრა­ლე­უ­ლო­ბით, თუმ­ცა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სო­ზარ სუ­ბარს, რო­მე­ლიც არ იღებს შე­სა­ბა­მის ზო­მებს კა­ნო­ნის დაც­ვის კუ­თხით. ყო­ველ­დღე ატყუ­ებ­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე ყვა­რე­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს და აი, სად დას­რულ­და ეს ტყუ­ი­ლის თქმის პრო­ცე­სი.

- რას ამ­ბობს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო მას შემ­დეგ, რაც თქვენ ის მი­ზან­მი­მარ­თულ მკვლე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეთ?

- რა უნდა თქვან? ყვა­რე­ლაშ­ვი­ლი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წა­მე­ბის მსხვერ­პლი იყო და ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც არ და­აკ­ლო. მისი და გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის თა­ო­ბა­ზეც არა­ერ­თხელ მივ­მარ­თეთ. ჯერ კი­დევ ცოტა ხნის წინ ვი­თხოვ­დით მის პო­ლიტ­პა­ტიმ­რად გა­მო­ცხა­დე­ბას. დღემ­დე არ გვაქვს პა­სუ­ხი, თუკი სხვე­ბი იმ­სა­ხუ­რებ­დნენ, ის და ოქ­რო­პი­რი­ძე რა­ტომ არ იმ­სა­ხუ­რებ­დნენ პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუსს? სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი შერ­ჩე­ვი­თია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა თვალს ხუ­ჭავს.

- საქ­მის კურ­სში იყ­ვნენ მის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტში და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში?

- დიახ. ავად­მყო­ფო­ბის გამო უნდა გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო პა­ტიმ­რო­ბი­დან ყვა­რე­ლაშ­ვი­ლი, რაც არ მოხ­და. სუ­ბარ­მა უშუ­ა­ლოდ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მაკა ჯაშ­თან ერ­თად უარი უთხრა სას­ჯე­ლის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. ასე­ვე, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა არ მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი, რომ მო­რი­გე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო სტრას­ბურ­გში დე­ნის ყვა­რე­ლაშ­ვი­ლის საქ­მის გან­ხილ­ვა, რის თა­ო­ბა­ზეც არა­ერ­თხელ მივ­მარ­თე მე პი­რა­დად. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა შტომ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დე­ნის ყვა­რე­ლაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში და კი­დევ ტაშ-ფან­დუ­რის გა­მარ­თვა სურთ იმ სა­პა­ტიმ­რო­ში.

- სტრას­ბურ­გში აპი­რებთ საქ­მის გა­სა­ჩივ­რე­ბას?

- დიახ, პირ­და­პირ ხელს ვა­დებ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებს. ასე­ვე, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც არას­წო­რი, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზე­ბი დას­ვეს. ახლა ხომ დარ­წმუნ­დნენ, რომ ყვა­რე­ლაშ­ვი­ლი მძი­მე ავად­მყო­ფი იყო. დე­ნის ყვა­რე­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­ას­რუ­ლა სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვა 2009 წელს მის მი­მართ ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის არა­ერ­თი მუხ­ლის დარ­ღვე­ვის გამო, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ ეტა­პის­თვის არ არის გა­მო­ტა­ნი­ლი. მსჯავ­რდა­დე­ბულ­თა და პა­ტი­მარ­თა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყვა­რე­ლაშ­ვი­ლი სწო­რედ ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მი­თი­თე­ბის შე­დე­გად იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი იმ დროს, როცა უკვე გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იყო მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ყვა­რე­ლაშ­ვი­ლი "ცე" ჰე­პა­ტი­ტით და ღვიძ­ლის ცი­რო­ზით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ გუ­ლით სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ა­ა­ვა­დეს. ათე­უ­ლო­ბით სარ­ჩე­ლი იქნა შე­ტა­ნი­ლი მისი უფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად, რა­საც სა­სა­მარ­თლო უმე­ტე­სად არ იხი­ლავ­და იმის გამო, რომ პა­ტი­მა­რი სა­ხელ­მწი­ფო ბაჟს ვერ იხ­დი­და. ასე­ვე, სა­სა­მარ­თლომ არა­ერ­თხელ უთხრა უარი სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბა­ზე ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის მის ტრა­გი­კულ და­სას­რულ­ში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად.

"ალია" ან­სამ­ბლ "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს, ხა­ტია ექი­ზაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- ქალ­ბა­ტო­ნო ხა­ტია, მე-17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტი­მა­რი რომ გარ­და­იც­ვა­ლა, გა­ი­გებ­დით. კონ­ცერ­ტის გამო პა­ტიმ­რე­ბი აღ­შფო­თე­ბუ­ლი ყო­ფი­ლან. მა­ინც აპი­რებთ კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას?

- ეს კონ­ცერ­ტი ერთი თვის წინ და­ი­გეგ­მა, მაგ­რამ გა­და­ი­დო ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზით - ამ ფორ­მით მა­ინც გვინ­დო­და, პა­ტი­ვი მიგ­ვე­გო გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის­თვის, არ მიგ­ვაჩ­ნია სწო­რად სამ­გლო­ვი­ა­რო პრო­ცე­სი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად ცეკ­ვა. რო­დის გავ­მარ­თავთ კონ­ცერტს, ჯერ არ ვი­ცით. რაც შე­ე­ხე­ბა პა­ტიმ­რე­ბის აღ­შფო­თე­ბას, ჩვენ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია პა­ტიმ­რე­ბის პრო­ტეს­ტის შე­სა­ხებ არ გვაქვს. ვინ აპ­რო­ტეს­ტებს, რა ფორ­მით, არა­ფე­რი ვი­ცით და არც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში იცოდ­ნენ პა­ტიმ­რე­ბის პრო­ტეს­ტის შე­სა­ხებ.

- ეს თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, თუ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის?

- ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჩვენ და დე­პარ­ტა­მენ­ტმა ჩავ­თვა­ლეთ, რომ აჯო­ბებ­და, სხვა დროს გაგ­ვე­მარ­თა საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი.

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

sponsored by ContentRoom

ვის გამო ჩაშალეს სუხიშვილებმა კონცერტი?

ვის გამო ჩაშალეს სუხიშვილებმა კონცერტი?

ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ "ფეისბუკის" გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმარი გარდაიცვალა და ახლა სუხიშვილები აპირებენ კონცერტის გამართვას, რის გამოც პატიმრები აღშფოთებულები არიანო.

"ალია" მამუკა ნოზაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო მამუკა, რა ხდება, შეგიძლიათ გამარკვიოთ?

- 30 სექტემბერს პატიმარი დენის ყვარელაშვილი გარდაიცვალა, რომელსაც სახლში 1-ელ ოქტომბერს გადაასვენებენ. ამავე დღეს კი ანსამბლი "სუხიშვილები" კონცერტის გამართვას აპირებს და ამის გამოა, პატიმრები სასტიკად რომ აღშფოთდნენ, როგორც კი ეს ფაქტი გაიგეს.

- პატიმარი რით გარდაიცვალა, რა დაემართა?

- მძიმედ იყო ავად. ხელისუფლებას ჰქონდა ლეგალური ოთხი გზა, რომ დენის ყვარელაშვილი პატიმრობიდან განთავისუფლებულიყო და სულ თუ არაფერი, სახლში მისცემოდა გარდაცვალების უფლება, რაც სამინისტრომ არ გააკეთა. ეს არის მიზანმიმართული მკვლელობა. ვადაზე ადრე განთავისუფლებაზე ორჯერ უარი უთხრეს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, მაშინ, როცა იცოდნენ, რომ მძიმე ავადმყოფი იყო. ეს მოხდა სოზარ სუბარის პირველი მოადგილის გიგა გიორგაძის ბრალეულობით, თუმცა, პასუხისმგებლობა ეკისრება სოზარ სუბარს, რომელიც არ იღებს შესაბამის ზომებს კანონის დაცვის კუთხით. ყოველდღე ატყუებდა არჩილ თალაკვაძე ყვარელაშვილის მეუღლეს და აი, სად დასრულდა ეს ტყუილის თქმის პროცესი.

- რას ამბობს სასჯელაღსრულების სამინისტრო მას შემდეგ, რაც თქვენ ის მიზანმიმართულ მკვლელობაში დაადანაშაულეთ?

- რა უნდა თქვან? ყვარელაშვილი წინა ხელისუფლების წამების მსხვერპლი იყო და ახალმა ხელისუფლებამაც არ დააკლო. მისი და გიორგი ოქროპირიძის არაადეკვატური მკურნალობის თაობაზეც არაერთხელ მივმართეთ. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ვითხოვდით მის პოლიტპატიმრად გამოცხადებას. დღემდე არ გვაქვს პასუხი, თუკი სხვები იმსახურებდნენ, ის და ოქროპირიძე რატომ არ იმსახურებდნენ პოლიტპატიმრის სტატუსს? საქართველოში ყველაფერი შერჩევითია და საზოგადოება თვალს ხუჭავს.

- საქმის კურსში იყვნენ მის შესახებ პარლამენტში და იუსტიციის სამინისტროში?

- დიახ. ავადმყოფობის გამო უნდა განთავისუფლებულიყო პატიმრობიდან ყვარელაშვილი, რაც არ მოხდა. სუბარმა უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მაკა ჯაშთან ერთად უარი უთხრა სასჯელისგან განთავისუფლებაზე. ასევე, თეა წულუკიანმა არ მიიღო შესაბამისი ზომები, რომ მორიგებით დასრულებულიყო სტრასბურგში დენის ყვარელაშვილის საქმის განხილვა, რის თაობაზეც არაერთხელ მივმართე მე პირადად. სამწუხაროდ, ყველა შტომ მიიღო მონაწილეობა დენის ყვარელაშვილის გარდაცვალებაში და კიდევ ტაშ-ფანდურის გამართვა სურთ იმ საპატიმროში.

- სტრასბურგში აპირებთ საქმის გასაჩივრებას?

- დიახ, პირდაპირ ხელს ვადებ მკვლელობაში მონაწილე პირებს. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებმაც არასწორი, გაყალბებული დიაგნოზები დასვეს. ახლა ხომ დარწმუნდნენ, რომ ყვარელაშვილი მძიმე ავადმყოფი იყო. დენის ყვარელაშვილის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაასრულა საჩივრის განხილვა 2009 წელს მის მიმართ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევის გამო, მაგრამ გადაწყვეტილება ამ ეტაპისთვის არ არის გამოტანილი. მსჯავრდადებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ყვარელაშვილი სწორედ ევროპული სასამართლოს მითითების შედეგად იქნა გადაყვანილი იმ დროს, როცა უკვე გართულებული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყვარელაშვილი "ცე" ჰეპატიტით და ღვიძლის ციროზით იყო დაავადებული, მაგრამ გულით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააავადეს. ათეულობით სარჩელი იქნა შეტანილი მისი უფლების დასაცავად, რასაც სასამართლო უმეტესად არ იხილავდა იმის გამო, რომ პატიმარი სახელმწიფო ბაჟს ვერ იხდიდა. ასევე, სასამართლომ არაერთხელ უთხრა უარი სასჯელის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო ხელისუფლებასაც დიდი წვლილი მიუძღვის მის ტრაგიკულ დასასრულში, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად.

"ალია" ანსამბლ "სუხიშვილების" დირექტორის მოადგილეს, ხატია ექიზაშვილს დაუკავშირდა.

- ქალბატონო ხატია, მე-17 დაწესებულებაში პატიმარი რომ გარდაიცვალა, გაიგებდით. კონცერტის გამო პატიმრები აღშფოთებული ყოფილან. მაინც აპირებთ კონცერტის გამართვას?

- ეს კონცერტი ერთი თვის წინ დაიგეგმა, მაგრამ გადაიდო ერთადერთი მიზეზით - ამ ფორმით მაინც გვინდოდა, პატივი მიგვეგო გარდაცვლილი პატიმრისთვის, არ მიგვაჩნია სწორად სამგლოვიარო პროცესიის პარალელურად ცეკვა. როდის გავმართავთ კონცერტს, ჯერ არ ვიცით. რაც შეეხება პატიმრების აღშფოთებას, ჩვენ არანაირი ინფორმაცია პატიმრების პროტესტის შესახებ არ გვაქვს. ვინ აპროტესტებს, რა ფორმით, არაფერი ვიცით და არც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იცოდნენ პატიმრების პროტესტის შესახებ.

- ეს თქვენი გადაწყვეტილებაა, თუ ადმინისტრაციის?

- ერთობლივი გადაწყვეტილებით, ჩვენ და დეპარტამენტმა ჩავთვალეთ, რომ აჯობებდა, სხვა დროს გაგვემართა საქველმოქმედო კონცერტი.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია