საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტიკი ომი და ის, რაც ომმა ვერ დაანგრია
სასტიკი ომი და ის, რაც ომმა ვერ დაანგრია

აქ და­ი­ბად­ნენ, მაგ­რამ წლე­ბის წინ, ისი­ნი ბე­დის­წე­რამ გერ­მა­ნი­ის ჩრდი­ლო­ეთ­ში, ჰა­ნო­ვე­რის მახ­ლობ­ლად, ულა­მა­ზეს და უწყნა­რეს, მწვა­ნე­ში ჩაფ­ლულ პა­ტა­რა ქა­ლაქ ჰილ­დე­ს­ჰა­იმ­ში გა­და­ის­რო­ლა და მას შემ­დეგ იქ შე­მორ­ჩნენ. და­სა­წყი­სი კი... სო­ხუ­მი იყო - მათი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი...

ინგა შარ­ტა­ვა­სა და თენ­გო ან­ჯა­ფა­რი­ძეს­თან ბა­ტონ გუ­რამ ოდი­შა­რი­ას ოჯახ­მა და­მა­კავ­ში­რა. ერ­თმა­ნე­თი ჰა­ნო­ვერ­ში გა­ვი­ცა­ნით. მათ უმ­ცრო­სი ვაჟი, პა­ტა­რა ნი­კაც ახ­ლდათ. ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი არ უთ­ქვამთ, ოღონდ შინ, ჰილ­დე­ს­ჰა­იმ­ში ამ­ჯო­ბი­ნეს შეხ­ვედ­რა, იქა­უ­რე­ბის თავ­შეყ­რის საყ­ვა­რელ ად­გი­ლას - ულა­მა­ზე­სი ტბის პი­რას. სა­უ­ბა­რი კი ცხა­დია, 20 წლის წი­ნან­დე­ლი ამ­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბით და­ვი­წყეთ და რაც უფრო მეტს იხ­სე­ნებ­და ინგა, მით უფრო უც­რემ­ლი­ან­დე­ბო­და თვა­ლე­ბი...

ინგა:

- სო­ხუ­მი­დან რა მახ­სოვს? მზე, ცა, ტკბი­ლი ბავ­შვო­ბა და კარ­გი ცხოვ­რე­ბა... მერე კი, 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს სო­ხუ­მი და­ე­ცა და 28-ში, ჩემს მე-20 და­ბა­დე­ბის დღეს ოჯახ­თან ერ­თად, ჭუ­ბე­რის უღელ­ტე­ხილ­ზე შევ­ხვდი.

- უკვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყა­ვით?

- კი და შვი­ლიც გვყავ­და. თენ­გო რომ გა­ვი­ცა­ნი, თხუთ­მე­ტი წლის ვი­ყა­ვი, ის კი - 16-ის გახ­ლდათ. ომის და­წყე­ბამ­დე, 1991 წელს დავ­ქორ­წინ­დით, აჩი კი ომის და­წყე­ბამ­დე 8 თვით ადრე გაგ­ვიჩ­ნდა. უღელ­ტე­ხილ­ზე ბავ­შვი არ წაგ­ვიყ­ვა­ნია: რად­გან ფე­ხით უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით, ის ბე­ბი­ას და­ვუ­ტო­ვე. ჩვე­ნი შვი­ლი ბე­ბი­ამ და ბა­ბუ­ამ ტან­კით სა­მეგ­რე­ლო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. უღელ­ტე­ხილ­ზე, გზა­დაგ­ზა ბევრ ნაც­ნობ-ახ­ლო­ბელს ვხვდე­ბო­დით, მათ შო­რის - გუ­რამ ოდი­შა­რი­ას ოჯა­ხიც იყო.

ინ­გას ბა­ბუ­ის, შოთა შარ­ტა­ვას ტან­კით გა­დაყ­ვა­ნის ამ­ბა­ვი გუ­რამ ოდი­შა­რი­ას თა­ვის წიგნ­ში - "დევ­ნილ­თა უღელ­ტე­ხი­ლი" - და­უ­წე­რია. ბავ­შვი და ბე­ბია ტან­კში მიც­ვა­ლე­ბულ­თან ერ­თად ყო­ფი­ლან, ინ­გას მამა კი შიგ­ნით ვე­ღარ და­ა­ტი­ეს და ვი­ნა­ი­დან ტანკს დიდ­ხანს ვერ და­ე­კი­დე­ბო­და (ასა­კო­ვა­ნი იყო), ზედ მი­ა­ბეს თურ­მე: "ქვე­მო­დან რახ­რა­ხი მო­ის­მის. "ბმპ" ამო­დის... "ბმპ"-ს ლუ­ლა­ზე მო­ხუ­ცი კაცი სქე­ლი თო­კი­თაა მიბ­მუ­ლი. კაცს ნაც­ნო­ბი სახე აქვს. შოთა შარ­ტა­ვა - აფხა­ზე­თის პროფ­კავ­ში­რე­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე. კაცი, რო­მელ­მაც მარ­თლა პა­ტი­ო­სა­ნი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რა. უკვე არა­ფე­რი მიკ­ვირს - არც გა­მარ­ჯვე­ბის ღვთა­ე­ბა­სა­ვით "ბმპ"-ს ლუ­ლას ამოკ­რუ­ლი შარ­ტა­ვას ხილ­ვა, პი­რი­ქით, იგი ძვე­ლე­ბურ, ლა­მაზ გრა­ვი­უ­რა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ფრე­გა­ტე­ბი­სა და კა­რა­ვე­ლე­ბის ჭვინტზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის ქალღმერ­თის ნა­ტი­ფად თლილ ფი­გუ­რას მა­გო­ნებს. შოთა შარ­ტა­ვას შვილ­საც შოთა ერ­ქვა. მეც­ნი­ე­რი კაცი იყო, 15-16 მარ­ტის შე­მო­ტე­ვი­სას და­ი­ღუ­პა გუ­მის­თა­ზე, მხო­ლოდ ორი დღის შე­დეგ გა­მო­ას­ვე­ნეს ბრძო­ლის ვე­ლი­დან, ძლივს ააგ­ლი­ჯეს ავ­ტო­მა­ტი, მაგ­რამ ვერა და ვერ გა­უს­წო­რეს სას­ხლეტ­ზე გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თითი. საფ­ლავ­შიც ისე წევს იგი - მო­კა­კუ­ლი თი­თით, თით­ქოს ის­ვრი­სო. სა­მა­რე­შიც აგ­რძე­ლებს ომს. ცრემ­ლი მე­რე­ვა, მე­ცო­დე­ბა შოთა, ყვე­ლა მე­ცო­დე­ბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ისიც, ვინც მას ეს­რო­ლა. რა საბ­რა­ლოა და პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი... უმ­ცრო­სი შოთა შარ­ტა­ვა და "აიდ­გი­ლა­რას" თავ­კა­ცი - სერ­გეი შამ­ბა ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, ერთ ეზო­ში იზ­რდე­ბოდ­ნენ, თა­მა­შობ­დნენ ომო­ბა­ნას, ერ­თად სწავ­ლობ­დნენ თბი­ლის­ში, ერთ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ... და მა­ინც იო­მეს, ეს­რო­ლეს ერ­თმა­ნეთს"...

- ის ამ­ბე­ბი კარ­გად აღარც მახ­სოვს... უღელ­ტე­ხილ­ზე გად­მოს­ვლის მე­რეც სტრე­სი მი­ვი­ღე: სა­მეგ­რე­ლო­ში ჩვე­ნი­ვე ქარ­თვე­ლე­ბი, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი არ გვიშ­ვებ­დნენ და ალ­ბათ თავ­დაც­ვის ინ­სტინ­ქტი ამი­მუ­შავ­და, რათა სა­ბო­ლო­ოდ არ შემრყე­ო­და ფსი­ქი­კა. ამი­ტო­მაა, ომის თე­მას რომ გა­ვურ­ბი­ვარ და ახ­ლაც ნა­წყვეტ-ნა­წყვეტ მახ­სენ­დე­ბა ამ­ბე­ბი... მერე, დიდი წვა­ლე­ბით სე­ნაკ­ში, ბე­ბი­ის მშობ­ლი­ურ სახ­ლში ჩა­ვე­დით. ბე­ბია-ბა­ბუ­ი­სა და აჩის შე­სა­ხებ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი ვი­ცო­დით; ვერ ვი­გებ­დით, ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ თუ მკვდრე­ბი. ვის­ხე­დით შინ და ვე­ლო­დით, რა მოხ­დე­ბო­და... აღარ მახ­სოვს, სახ­ლში ვი­ყა­ვით თუ ეზო­ში, ხმე­ბი შე­მოგ­ვეს­მა, თით­ქოს ვი­ღაც იძახ­და და რომ გავ­ხე­დეთ, სა­მი­ვე­ნი ეზო­ში იყ­ვნენ. ბა­ბუ­ამ გვი­თხრა, - აგერ, ჩა­მო­გიყ­ვა­ნეთ ბავ­შვი, ცო­ცხა­ლი­აო და პა­ტა­რა აჩი გად­მოგ­ვცა... სე­ნაკ­ში დარ­ჩე­ნა უსაფრ­თხო არ იყო და თბი­ლის­ში წა­მოს­ვლა ვარ­ჩი­ეთ, მაგ­რამ თა­ვი­დან მხო­ლოდ მე და თენ­გო წა­მო­ვე­დით თავ­შე­საფ­რის სა­ძებ­ნე­ლად. მამა და ბიძა სტუ­დენ­ტო­ბი­სას თბი­ლის­ში, ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში, ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ და სწო­რედ იმ ბი­ნას მი­ვა­კი­თხეთ... მამა 1993 წლის 16 აგ­ვის­ტოს, აფხა­ზეთ­ში და­ი­ღუ­პა. დედა გერ­მა­ნე­ლი მყავს, მაგ­რამ ბა­ქო­ში და­ი­ბა­და და ხში­რი ავად­მყო­ფო­ბის გამო, ექი­მე­ბის რჩე­ვით, მშობ­ლებ­მა სა­ცხოვ­რებ­ლად სო­ხუმ­ში წა­იყ­ვა­ნეს. ასე რომ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სო­ხუმ­ში გა­ა­ტა­რა და გერ­მა­ნუ­ლიც კი არ იცო­და. მა­მის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ დე­დას აღა­რა­ფე­რი აკა­ვებ­და სო­ხუმ­ში. სხვა­თა შო­რის, ომის პე­რი­ოდ­ში მა­მა­მაც სთხო­ვა: თუ რა­ი­მე და­მე­მარ­თე­ბა, გერ­მა­ნი­ა­ში წადი და ბავ­შვე­ბიც წა­იყ­ვა­ნე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ი­რი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა მა­ინც აღარ იქ­ნე­ბაო. ამი­ტომ "დიდი შე­რი­გე­ბის" პე­რი­ოდ­ში დედა გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვამ­გზავ­რეთ, მაგ­რამ ჩვენ არ წავ­ყე­ვით...

თენ­გო:

- ნელ-ნელა "ნა­ხა­ლოვ­კის" ბინა მო­ვა­წეს­რი­გეთ, სა­მეგ­რე­ლო­დან აჩის ჩა­მოყ­ვა­ნა კი ზვი­ა­დის­ტებ­თან ომის გამო ძა­ლი­ან გაგ­ვიძ­ნელ­და. მერე ინ­გას ბე­ბი­ის ნაც­ნო­ბი ექი­მი (ინ­გას ბე­ბი­აც სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ექი­მი იყო) დაგ­ვეხ­მა­რა და ექიმ­თა ჯგუფ­თან ერ­თად "კუ­კუ­რუზ­ნი­კით" გა­დაგ­ვაფ­რი­ნა ქუ­თა­ის­ში, შემ­დეგ კი სამ­ხედ­რო მან­ქა­ნით სა­მეგ­რე­ლო­ში ჩაგ­ვიყ­ვა­ნა. ასე ჩა­ვაღ­წი­ეთ სე­ნაკ­ში, სა­ი­და­ნაც ქუ­თა­ი­სამ­დე მან­ქა­ნით, ქუ­თა­ი­სი­დან კი მა­ტა­რებ­ლით წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ აჩი.

ინგა:

- ბე­ბია და ბა­ბუა სე­ნაკ­ში დარ­ჩნენ. აჩის მოვ­ლა­ში ნა­თე­სა­ვი ქალი - ლა­მა­რა გვეხ­მა­რე­ბო­და. წა­სას­ვლე­ლი მა­საც არ­სად ჰქონ­და და ჩვენ­თან, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ეძი­ნა. ამა­სო­ბა­ში დე­დაც მო­ე­წყო გერ­მა­ნი­ა­ში და გვეხ­ვე­წე­ბო­და, - თქვენც ჩა­მო­დი­თო. მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და, მაგ­რამ მა­ინც ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი, რად­გან ჩემს ქვე­ყა­ნა­ში მინ­დო­და ცხოვ­რე­ბა; სო­ხუ­მის შემ­დეგ თბი­ლი­სი მექ­ცა მშობ­ლი­უ­რად. ყვე­ლა მე­გო­ბა­რი, ახ­ლო­ბე­ლი გვერ­დით მყავ­და და მათი მი­ტო­ვე­ბა მი­ჭირ­და... თენ­გომ მა­ი­ძუ­ლა, წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით და 1994-95 წლე­ბის მიჯ­ნა­ზე ბე­ბია-ბა­ბუ­ა­სა და აჩის­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში, ამ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში ჩა­მო­ვე­დით. 6 თვე ერ­თად ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ ბა­ბუ­ას გა­უძ­ნელ­და აქ ყოფ­ნა და უკან გაბ­რუნ­დნენ. ბა­ბუა შვი­ლის და­ღუპ­ვას ვე­რაფ­რით შე­ე­გუა, იმ ამ­ბის შემ­დეგ ძლი­ე­რი დეპ­რე­სია და­ე­წყო, დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იწვა, ჭერს შეჰ­ყუ­რებ­და და ცრემ­ლე­ბი სცვი­ო­და... ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნელ-ნელა კვდე­ბო­და და გერ­მა­ნი­ი­დან სე­ნაკ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ბე­ბია კი ძლი­ე­რი ქა­ლია. მარ­თა­ლია, გული აწუ­ხებს, მაგ­რამ 94 წლის არის და თავს მა­ინც მხნედ გრძნობს. რამ­დენ რა­მეს გა­უძ­ლო: შვი­ლი მო­უკ­ლეს, მე­უღ­ლე და­ე­ღუ­პა, მე­ო­რე შვი­ლი ამე­რი­კა­ში წა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ჩვენ აქეთ ვართ... ის კი მა­ინც ყო­ჩა­ღად არის.

- დიდი ხა­ნია, ბე­ბია არ გი­ნა­ხავთ?

- 2011 წელს ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მა­შინ ჩემი უმ­ცრო­სი ბიჭი, ნიკა სვე­ტი­ცხო­ველ­ში მოვ­ნათ­ლეთ და ბე­ბი­აც ვი­ნა­ხუ­ლე... სამ­წუ­ხა­როდ, მისი ჩა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ვუგ­ზავ­ნით ფულს, მოვ­ლით კი ბი­ძა­ჩე­მი და სხვე­ბი უვ­ლი­ან. აი, ასე დაგ­ვქსაქ­სა ბე­დის­წე­რამ. ვის ეგო­ნა, ასე თუ აე­წყო­ბო­და ცხოვ­რე­ბა. დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­ტა­რებ­დი სო­ხუმ­ში მთელ სი­ცო­ცხლეს და მარ­ტო­ნიც არ ვიქ­ნე­ბო­დით. ჩვენც ხომ მარ­ტო ვართ აქ?!.

- რო­გორც ვიცი, სო­ხუმ­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას ნა­თე­სა­ვე­ბი ხართ, არა?

თენ­გო:

- ის ინ­გას მა­მის ბი­ძაშ­ვი­ლი იყო. ომის დღე­ებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე მო­ვი­და ჩვენ­თან, ოჯახ­ში. სო­ხუ­მის და­ცე­მამ­დე 3 დღით ადრე და­რე­კა: ძა­ლი­ან ცუ­დად არის საქ­მე, ბავ­შვე­ბი გა­იყ­ვა­ნეთ ქა­ლა­ქი­და­ნო. ამი­ტომ წა­ვე­დით გულ­რიფშში, მერე კი ყვე­ლა­ნი სვა­ნე­თის გზას და­ვა­დე­ქით, ჟი­უ­ლი კი და­ი­ღუ­პა. მისი და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თბი­ლის­ში შე­ვი­ტყვეთ.

- გერ­მა­ნი­ას რო­გორ შე­ე­წყვეთ?

ინგა:

- ძა­ლი­ან გა­მიძ­ნელ­და აქა­უ­რო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა - არა­ფე­რი მომ­წონ­და, არა­ფე­რი მინ­დო­და, ვერც ამ ბუ­ნე­ბას ვამ­ჩნევ­დი და ვერც ადა­მი­ა­ნებს ჩემ გარ­შე­მო; ში­ნი­დან არ გა­მოვ­დი­ო­დი და თბი­ლის­ში, ჩემს ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვნატ­რობ­დი. მძი­მე დეპ­რე­სია მქონ­და და ისე ცუ­დად ვი­ყა­ვი, ლა­მის ბი­ლე­თი მი­ყი­დეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­მამ­გზავ­რეს. კარ­გა ხნის მერე, ნელ-ნელა და­ვი­წყე ახა­ლი ცხოვ­რე­ბა, შე­ვის­წავ­ლე გერ­მა­ნუ­ლი, გა­ვი­ცა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი... თენ­გო უფრო იო­ლად შე­ე­გუა აქა­ურ ყო­ფას. სხვა გზა არც ჰქონ­და. ეკო­ნო­მი­კაც შე­ის­წავ­ლა, შემ­დეგ - პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ა­ში ის­წავ­ლა და ახლა ჰა­ნო­ვე­რის პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობს.

- ხში­რად იხ­სე­ნებთ სა­ქარ­თვე­ლოს?

- ვცდი­ლობ, ის ტკი­ვი­ლი­ა­ნი წარ­სუ­ლი ნაკ­ლე­ბად გა­ვიხ­სე­ნო... სიზ­მრა­დაც არა­ფერს ვნა­ხუ­ლობ და თუ მა­ინც და­მე­სიზ­მრა, მხო­ლოდ ნა­წყვეტ-ნა­წყვეტ და მხო­ლოდ სო­ხუ­მის წლე­ბი. აშ­კა­რად, რა­ღაც თავ­დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მი ჩა­ირ­თო ჩემს ტვინ­ში და თით­ქოს, მო­გო­ნე­ბებს ახ­შობს. სამი დღის წინ, დე­და­ჩე­მის ნაც­ნო­ბი ყო­ფი­ლა სო­ხუმ­ში და ჩვე­ნი სახ­ლის, ეზოს ახალ­თა­ხა­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა. იმ სახ­ლში დღეს ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი აფხა­ზე­ბი ცხოვ­რო­ბენ, გა­უ­რე­მონ­ტე­ბი­ათ კი­დეც ბინა. ის ბინა უცხოა ჩემ­თვის, ფან­ჯრებ­ზეც სხვი­სი ფარ­დე­ბი ჰკი­დია... ძნე­ლია იმ ყვე­ლაფ­რის გად­მო­ცე­მა, რა­საც ვგრძნობ. ფო­ტო­ებს რომ ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი, მშობ­ლი­უ­რი ვე­ღა­რა­ფე­რი და­ვი­ნა­ხე, ვე­ღა­რა­ფე­რი ვიგ­რძე­ნი...

- არ გსურთ, სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხოთ ყვე­ლა­ფე­რი? თქვენ ხომ გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე ხართ და შეძ­ლებთ იქ ჩას­ვლას?

- რას ამ­ბობთ, "ან­ჯა­ფა­რი­ძეს" და "შარ­ტა­ვას" რომ გა­ი­გე­ბენ, არა მგო­ნია, კე­თი­ლად მიგ­ვი­ღონ! არა­და, მა­მა­ჩე­მი და სერ­გეი შამ­ბა ერ­თად გა­ი­ზარ­დნენ, უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. შამ­ბაც ხომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და და "ნა­ხა­ლოვ­კის" ბი­ნა­ში მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. აფხა­ზეთ­ში ვი­თა­რე­ბა რომ და­ი­ძა­ბა, არც უჩხუ­ბი­ათ, არც - არა­ფე­რი, მათი გზე­ბი უბ­რა­ლოდ, ნელ-ნელა გა­ი­ყა­რა: ის აფხა­ზებ­თან დარ­ჩა, მამა - ქარ­თვე­ლებ­თან. მამა ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და ამ ამ­ბავს.

თენ­გო:

- და მა­ინც, მახ­სოვს, შო­თამ გა­მაფრ­თხი­ლა: თუ რამე მოხ­და და აფხა­ზებს ჩა­უ­ვარ­დი ხელ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად რუს­ლანს (სერ­გეი შამ­ბას ასე ეძახ­დნენ) მი­აწ­ვდი­ნე ხმაო... ისე­თი ძლი­ე­რი მე­გობ­რო­ბა ჰქონ­დათ, მა­ინც ეი­მე­დე­ბო­და, რომ ის მისი ოჯა­ხის წევ­რს არ გა­წი­რავ­და.

- თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, და­გეხ­მა­რე­ბო­დათ?

ინგა:

- არ ვიცი... ერთხელ მა­მას ჰკი­თხეს იგი­ვე და უპა­სუ­ხა: პი­რი­ქით რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე 100 პრო­ცენ­ტით და­ვეხ­მა­რე­ბო­დიო. რაც შე­ე­ხე­ბა მის ვაჟს - ხა­ნი­ას (ორ­ხანს ასე ვე­ძახ­დით), რო­მელ­თა­ნაც ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დი, რამ­დე­ნი­მე წლის წინ მე­სინ­ჯე­რით მი­პო­ვა. ისე­თი თბი­ლი წე­რი­ლი მომ­წე­რა, კი­თხვი­სას ავ­ტირ­დი. მე და ხა­ნია ინ­ტერ­ნე­ტით დღე­საც ვურ­თი­ერ­თობთ. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მა­ინც მიყ­ვარს და ეს სიყ­ვა­რუ­ლი ომ­მაც ვერ და­ან­გრია.

- აპა­ტი­ეთ?

- მას რა უნდა ვა­პა­ტიო? ვინც მამა მო­მიკ­ლა, ის უკვე მკვდა­რია: მა­მა­ჩე­მის მე­გობ­რებ­მა მა­ლე­ვე იპო­ვეს და მოკ­ლეს... სხვა არა­ვის­თვის არა­ფე­რი მაქვს სა­პა­ტი­ე­ბე­ლი.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სასტიკი ომი და ის, რაც ომმა ვერ დაანგრია

სასტიკი ომი და ის, რაც ომმა ვერ დაანგრია

აქ დაიბადნენ, მაგრამ წლების წინ, ისინი ბედისწერამ გერმანიის ჩრდილოეთში, ჰანოვერის მახლობლად, ულამაზეს და უწყნარეს, მწვანეში ჩაფლულ პატარა ქალაქ ჰილდესჰაიმში გადაისროლა და მას შემდეგ იქ შემორჩნენ. დასაწყისი კი... სოხუმი იყო - მათი დიდი სიყვარული...

ინგა შარტავასა და თენგო ანჯაფარიძესთან ბატონ გურამ ოდიშარიას ოჯახმა დამაკავშირა. ერთმანეთი ჰანოვერში გავიცანით. მათ უმცროსი ვაჟი, პატარა ნიკაც ახლდათ. ინტერვიუზე უარი არ უთქვამთ, ოღონდ შინ, ჰილდესჰაიმში ამჯობინეს შეხვედრა, იქაურების თავშეყრის საყვარელ ადგილას - ულამაზესი ტბის პირას. საუბარი კი ცხადია, 20 წლის წინანდელი ამბების გახსენებით დავიწყეთ და რაც უფრო მეტს იხსენებდა ინგა, მით უფრო უცრემლიანდებოდა თვალები...

ინგა:

- სოხუმიდან რა მახსოვს? მზე, ცა, ტკბილი ბავშვობა და კარგი ცხოვრება... მერე კი, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და 28-ში, ჩემს მე-20 დაბადების დღეს ოჯახთან ერთად, ჭუბერის უღელტეხილზე შევხვდი.

- უკვე დაქორწინებული იყავით?

- კი და შვილიც გვყავდა. თენგო რომ გავიცანი, თხუთმეტი წლის ვიყავი, ის კი - 16-ის გახლდათ. ომის დაწყებამდე, 1991 წელს დავქორწინდით, აჩი კი ომის დაწყებამდე 8 თვით ადრე გაგვიჩნდა. უღელტეხილზე ბავშვი არ წაგვიყვანია: რადგან ფეხით უნდა გადავსულიყავით, ის ბებიას დავუტოვე. ჩვენი შვილი ბებიამ და ბაბუამ ტანკით სამეგრელოში გადაიყვანეს. უღელტეხილზე, გზადაგზა ბევრ ნაცნობ-ახლობელს ვხვდებოდით, მათ შორის - გურამ ოდიშარიას ოჯახიც იყო.

ინგას ბაბუის, შოთა შარტავას ტანკით გადაყვანის ამბავი გურამ ოდიშარიას თავის წიგნში - "დევნილთა უღელტეხილი" - დაუწერია. ბავშვი და ბებია ტანკში მიცვალებულთან ერთად ყოფილან, ინგას მამა კი შიგნით ვეღარ დაატიეს და ვინაიდან ტანკს დიდხანს ვერ დაეკიდებოდა (ასაკოვანი იყო), ზედ მიაბეს თურმე: "ქვემოდან რახრახი მოისმის. "ბმპ" ამოდის... "ბმპ"-ს ლულაზე მოხუცი კაცი სქელი თოკითაა მიბმული. კაცს ნაცნობი სახე აქვს. შოთა შარტავა - აფხაზეთის პროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარე. კაცი, რომელმაც მართლა პატიოსანი ცხოვრებით იცხოვრა. უკვე არაფერი მიკვირს - არც გამარჯვების ღვთაებასავით "ბმპ"-ს ლულას ამოკრული შარტავას ხილვა, პირიქით, იგი ძველებურ, ლამაზ გრავიურაზე გამოსახული ფრეგატებისა და კარაველების ჭვინტზე მიმაგრებული გამარჯვების ქალღმერთის ნატიფად თლილ ფიგურას მაგონებს. შოთა შარტავას შვილსაც შოთა ერქვა. მეცნიერი კაცი იყო, 15-16 მარტის შემოტევისას დაიღუპა გუმისთაზე, მხოლოდ ორი დღის შედეგ გამოასვენეს ბრძოლის ველიდან, ძლივს ააგლიჯეს ავტომატი, მაგრამ ვერა და ვერ გაუსწორეს სასხლეტზე გაქვავებული საჩვენებელი თითი. საფლავშიც ისე წევს იგი - მოკაკული თითით, თითქოს ისვრისო. სამარეშიც აგრძელებს ომს. ცრემლი მერევა, მეცოდება შოთა, ყველა მეცოდება, წარმოიდგინეთ, ისიც, ვინც მას ესროლა. რა საბრალოა და პატარა ადამიანი... უმცროსი შოთა შარტავა და "აიდგილარას" თავკაცი - სერგეი შამბა ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ერთ ეზოში იზრდებოდნენ, თამაშობდნენ ომობანას, ერთად სწავლობდნენ თბილისში, ერთ ბინაში ცხოვრობდნენ... და მაინც იომეს, ესროლეს ერთმანეთს"...

- ის ამბები კარგად აღარც მახსოვს... უღელტეხილზე გადმოსვლის მერეც სტრესი მივიღე: სამეგრელოში ჩვენივე ქართველები, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები არ გვიშვებდნენ და ალბათ თავდაცვის ინსტინქტი ამიმუშავდა, რათა საბოლოოდ არ შემრყეოდა ფსიქიკა. ამიტომაა, ომის თემას რომ გავურბივარ და ახლაც ნაწყვეტ-ნაწყვეტ მახსენდება ამბები... მერე, დიდი წვალებით სენაკში, ბებიის მშობლიურ სახლში ჩავედით. ბებია-ბაბუისა და აჩის შესახებ ერთი კვირის განმავლობაში არაფერი ვიცოდით; ვერ ვიგებდით, ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები. ვისხედით შინ და ველოდით, რა მოხდებოდა... აღარ მახსოვს, სახლში ვიყავით თუ ეზოში, ხმები შემოგვესმა, თითქოს ვიღაც იძახდა და რომ გავხედეთ, სამივენი ეზოში იყვნენ. ბაბუამ გვითხრა, - აგერ, ჩამოგიყვანეთ ბავშვი, ცოცხალიაო და პატარა აჩი გადმოგვცა... სენაკში დარჩენა უსაფრთხო არ იყო და თბილისში წამოსვლა ვარჩიეთ, მაგრამ თავიდან მხოლოდ მე და თენგო წამოვედით თავშესაფრის საძებნელად. მამა და ბიძა სტუდენტობისას თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ და სწორედ იმ ბინას მივაკითხეთ... მამა 1993 წლის 16 აგვისტოს, აფხაზეთში დაიღუპა. დედა გერმანელი მყავს, მაგრამ ბაქოში დაიბადა და ხშირი ავადმყოფობის გამო, ექიმების რჩევით, მშობლებმა საცხოვრებლად სოხუმში წაიყვანეს. ასე რომ, მთელი ცხოვრება სოხუმში გაატარა და გერმანულიც კი არ იცოდა. მამის სიკვდილის შემდეგ დედას აღარაფერი აკავებდა სოხუმში. სხვათა შორის, ომის პერიოდში მამამაც სთხოვა: თუ რაიმე დამემართება, გერმანიაში წადი და ბავშვებიც წაიყვანე, საქართველოში ხეირიანი ცხოვრება მაინც აღარ იქნებაო. ამიტომ "დიდი შერიგების" პერიოდში დედა გერმანიაში გავამგზავრეთ, მაგრამ ჩვენ არ წავყევით...

თენგო:

- ნელ-ნელა "ნახალოვკის" ბინა მოვაწესრიგეთ, სამეგრელოდან აჩის ჩამოყვანა კი ზვიადისტებთან ომის გამო ძალიან გაგვიძნელდა. მერე ინგას ბებიის ნაცნობი ექიმი (ინგას ბებიაც საქართველოს დამსახურებული ექიმი იყო) დაგვეხმარა და ექიმთა ჯგუფთან ერთად "კუკურუზნიკით" გადაგვაფრინა ქუთაისში, შემდეგ კი სამხედრო მანქანით სამეგრელოში ჩაგვიყვანა. ასე ჩავაღწიეთ სენაკში, საიდანაც ქუთაისამდე მანქანით, ქუთაისიდან კი მატარებლით წამოვიყვანეთ აჩი.

ინგა:

- ბებია და ბაბუა სენაკში დარჩნენ. აჩის მოვლაში ნათესავი ქალი - ლამარა გვეხმარებოდა. წასასვლელი მასაც არსად ჰქონდა და ჩვენთან, სამზარეულოში ეძინა. ამასობაში დედაც მოეწყო გერმანიაში და გვეხვეწებოდა, - თქვენც ჩამოდითო. მართალია, ძალიან გვიჭირდა, მაგრამ მაინც ვეწინააღმდეგებოდი, რადგან ჩემს ქვეყანაში მინდოდა ცხოვრება; სოხუმის შემდეგ თბილისი მექცა მშობლიურად. ყველა მეგობარი, ახლობელი გვერდით მყავდა და მათი მიტოვება მიჭირდა... თენგომ მაიძულა, წამოვსულიყავით და 1994-95 წლების მიჯნაზე ბებია-ბაბუასა და აჩისთან ერთად გერმანიაში, ამ პატარა ქალაქში ჩამოვედით. 6 თვე ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ბაბუას გაუძნელდა აქ ყოფნა და უკან გაბრუნდნენ. ბაბუა შვილის დაღუპვას ვერაფრით შეეგუა, იმ ამბის შემდეგ ძლიერი დეპრესია დაეწყო, დღეების განმავლობაში იწვა, ჭერს შეჰყურებდა და ცრემლები სცვიოდა... ერთი წლის განმავლობაში ნელ-ნელა კვდებოდა და გერმანიიდან სენაკში დაბრუნებული, მალევე გარდაიცვალა. ბებია კი ძლიერი ქალია. მართალია, გული აწუხებს, მაგრამ 94 წლის არის და თავს მაინც მხნედ გრძნობს. რამდენ რამეს გაუძლო: შვილი მოუკლეს, მეუღლე დაეღუპა, მეორე შვილი ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად, ჩვენ აქეთ ვართ... ის კი მაინც ყოჩაღად არის.

- დიდი ხანია, ბებია არ გინახავთ?

- 2011 წელს ვიყავი საქართველოში. მაშინ ჩემი უმცროსი ბიჭი, ნიკა სვეტიცხოველში მოვნათლეთ და ბებიაც ვინახულე... სამწუხაროდ, მისი ჩამოყვანა შეუძლებელია. ვუგზავნით ფულს, მოვლით კი ბიძაჩემი და სხვები უვლიან. აი, ასე დაგვქსაქსა ბედისწერამ. ვის ეგონა, ასე თუ აეწყობოდა ცხოვრება. დიდი სიამოვნებით გავატარებდი სოხუმში მთელ სიცოცხლეს და მარტონიც არ ვიქნებოდით. ჩვენც ხომ მარტო ვართ აქ?!.

- როგორც ვიცი, სოხუმში ტრაგიკულად დაღუპული ჟიული შარტავას ნათესავები ხართ, არა?

თენგო:

- ის ინგას მამის ბიძაშვილი იყო. ომის დღეებში რამდენჯერმე მოვიდა ჩვენთან, ოჯახში. სოხუმის დაცემამდე 3 დღით ადრე დარეკა: ძალიან ცუდად არის საქმე, ბავშვები გაიყვანეთ ქალაქიდანო. ამიტომ წავედით გულრიფშში, მერე კი ყველანი სვანეთის გზას დავადექით, ჟიული კი დაიღუპა. მისი დაღუპვის ამბავი მოგვიანებით, თბილისში შევიტყვეთ.

- გერმანიას როგორ შეეწყვეთ?

ინგა:

- ძალიან გამიძნელდა აქაურობასთან შეგუება - არაფერი მომწონდა, არაფერი მინდოდა, ვერც ამ ბუნებას ვამჩნევდი და ვერც ადამიანებს ჩემ გარშემო; შინიდან არ გამოვდიოდი და თბილისში, ჩემს ერთოთახიან ბინაში დაბრუნებას ვნატრობდი. მძიმე დეპრესია მქონდა და ისე ცუდად ვიყავი, ლამის ბილეთი მიყიდეს და საქართველოში გამომამგზავრეს. კარგა ხნის მერე, ნელ-ნელა დავიწყე ახალი ცხოვრება, შევისწავლე გერმანული, გავიცანი ადამიანები... თენგო უფრო იოლად შეეგუა აქაურ ყოფას. სხვა გზა არც ჰქონდა. ეკონომიკაც შეისწავლა, შემდეგ - პოლიციის აკადემიაში ისწავლა და ახლა ჰანოვერის პოლიციაში მუშაობს.

- ხშირად იხსენებთ საქართველოს?

- ვცდილობ, ის ტკივილიანი წარსული ნაკლებად გავიხსენო... სიზმრადაც არაფერს ვნახულობ და თუ მაინც დამესიზმრა, მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტ და მხოლოდ სოხუმის წლები. აშკარად, რაღაც თავდაცვითი მექანიზმი ჩაირთო ჩემს ტვინში და თითქოს, მოგონებებს ახშობს. სამი დღის წინ, დედაჩემის ნაცნობი ყოფილა სოხუმში და ჩვენი სახლის, ეზოს ახალთახალი ფოტოები გამოგვიგზავნა. იმ სახლში დღეს ჩვენი მეზობელი აფხაზები ცხოვრობენ, გაურემონტებიათ კიდეც ბინა. ის ბინა უცხოა ჩემთვის, ფანჯრებზეც სხვისი ფარდები ჰკიდია... ძნელია იმ ყველაფრის გადმოცემა, რასაც ვგრძნობ. ფოტოებს რომ ვათვალიერებდი, მშობლიური ვეღარაფერი დავინახე, ვეღარაფერი ვიგრძენი...

- არ გსურთ, საკუთარი თვალით ნახოთ ყველაფერი? თქვენ ხომ გერმანიის მოქალაქე ხართ და შეძლებთ იქ ჩასვლას?

- რას ამბობთ, "ანჯაფარიძეს" და "შარტავას" რომ გაიგებენ, არა მგონია, კეთილად მიგვიღონ! არადა, მამაჩემი და სერგეი შამბა ერთად გაიზარდნენ, უახლოესი მეგობრები იყვნენ. შამბაც ხომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და "ნახალოვკის" ბინაში მამასთან ერთად ცხოვრობდა. აფხაზეთში ვითარება რომ დაიძაბა, არც უჩხუბიათ, არც - არაფერი, მათი გზები უბრალოდ, ნელ-ნელა გაიყარა: ის აფხაზებთან დარჩა, მამა - ქართველებთან. მამა ძალიან განიცდიდა ამ ამბავს.

თენგო:

- და მაინც, მახსოვს, შოთამ გამაფრთხილა: თუ რამე მოხდა და აფხაზებს ჩაუვარდი ხელში, აუცილებლად რუსლანს (სერგეი შამბას ასე ეძახდნენ) მიაწვდინე ხმაო... ისეთი ძლიერი მეგობრობა ჰქონდათ, მაინც ეიმედებოდა, რომ ის მისი ოჯახის წევრს არ გაწირავდა.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, დაგეხმარებოდათ?

ინგა:

- არ ვიცი... ერთხელ მამას ჰკითხეს იგივე და უპასუხა: პირიქით რომ ყოფილიყო, მე 100 პროცენტით დავეხმარებოდიო. რაც შეეხება მის ვაჟს - ხანიას (ორხანს ასე ვეძახდით), რომელთანაც ბავშვობაში ძალიან ვმეგობრობდი, რამდენიმე წლის წინ მესინჯერით მიპოვა. ისეთი თბილი წერილი მომწერა, კითხვისას ავტირდი. მე და ხანია ინტერნეტით დღესაც ვურთიერთობთ. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიყვარს და ეს სიყვარული ომმაც ვერ დაანგრია.

- აპატიეთ?

- მას რა უნდა ვაპატიო? ვინც მამა მომიკლა, ის უკვე მკვდარია: მამაჩემის მეგობრებმა მალევე იპოვეს და მოკლეს... სხვა არავისთვის არაფერი მაქვს საპატიებელი.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?