მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა გოგუაძის წარმატების საიდუმლო
ანა გოგუაძის წარმატების საიდუმლო

ანა გო­გუ­ა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტოპ­რო­ექ­ტე­ბით გა­იც­ნო. ამ­ჟა­მად იგი შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს. ცნო­ბი­სათ­ვის, ის ეტ­ლით სარ­გებ­ლობს და ქა­ლაქ­ში შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბის გამო, ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბას ვერ ას­წრებს. პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბი­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებს, რაც წარ­მა­ტე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა...

- ჩემი ამ­ჟა­მინ­დე­ლი სამ­სა­ხუ­რი ფო­ტოგ­რა­ფი­ას, ხე­ლოვ­ნე­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა. ზო­გა­დად, ზამ­თრის­თვის ვემ­ზა­დე­ბი: ვცდი­ლობ, ცივი დღე­ე­ბი წიგ­ნებ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად "გა­და­ვა­გო­რო". ასეთ დროს სხვა­დას­ხვა სა­ღა­მო­ზე უფრო ხში­რად დავ­დი­ვარ, სა­დაც კარ­გი ფილ­მის ნახ­ვა, ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა და მუ­სი­კის მოს­მე­ნა (რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს!) შე­იძ­ლე­ბა...

- თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში რა სი­ახ­ლეა?

- ამე­რი­კის ვიზა ისევ არ მაქვს, მაგ­რამ ივ­ნის­ში შენ­გე­ნის ვიზა ავი­ღე და პოლ მა­კარტნის კონ­ცერ­ტზე მოვ­ხვდი. ამა­ზე ვერც ვი­ოც­ნე­ბებ­დი! ყვე­ლა მე­კი­თხე­ბა, - რამე ფო­ტოპ­რო­ექ­ტზე ხომ არ მუ­შა­ო­ბო? სამ­წუ­ხა­როდ - არა.

- დღეს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხართ?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემი პირ­ვე­ლი გა­ყი­დუ­ლი ნა­ხა­ტის შემ­დეგ (მა­შინ 17 წლის ვი­ყა­ვი), მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ.

- რა გრძნო­ბა და­გე­უფ­ლათ, როცა სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი პირ­ვე­ლად გა­გიჩ­ნდათ?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი. ნე­ბის­მი­ე­რი შე­მო­სა­ვა­ლი, თუნ­დაც - მი­ზე­რუ­ლი, ჩემ­თვის დღე­საც ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა. ისიც მახ­სოვს, რომ პირ­ვე­ლად აღე­ბუ­ლი თან­ხით შარ­ფი ვი­ყი­დე, რო­მე­ლიც დღე­საც მაქვს და როცა ვი­კე­თებ, ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავ, რომ ის ჩემი პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სით ვი­ყი­დე (იღი­მის). და­ახ­ლო­ე­ბით 18 წლის ვი­ყა­ვი, როცა რა­დი­ო­ში წამ­ყვანს მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი და და­ახ­ლო­ე­ბით 50 ლარს მიხ­დიდ­ნენ. მარ­თა­ლია, ცოტა იყო, მაგ­რამ ეს ფული ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბო­და. მერე ფო­ტოს­ტუ­დი­ა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და გა­მიკ­ვირ­და, როცა ფო­ტოს გა­და­ღე­ბის გამო ფული გა­და­მი­ხა­დეს. მა­ნამ­დე არ მი­ფიქ­რია, რომ ფო­ტოგ­რა­ფია შე­იძ­ლე­ბო­და, ჩემი შე­მო­სავ­ლის წყა­რო ყო­ფი­ლი­ყო...

- თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბის დარ­წმუ­ნე­ბას რო­გორ ახერ­ხებთ?

- ალ­ბათ - გულ­წრფე­ლო­ბით. ტყუ­ი­ლი არ მიყ­ვარს. ყვე­ლა­ფერს, რა­შიც ვი­ღა­ცის დარ­წმუ­ნე­ბა მინ­და, ადა­მი­ანს მარ­ტი­ვი, უბ­რა­ლო ენით ვუხ­სნი. ასეთ დროს მერ­წმუ­ნეთ, სა­ხე­ზე ყალბ ღი­მილს არ "ვიკ­რავ". ჰოდა, ჩემს გულ­წრფე­ლო­ბას ყვე­ლა ამ­ჩნევს. თუკი ადა­მი­ანს სათ­ქმელს მარ­ტი­ვად, პო­ზი­ტი­უ­რად მი­აწ­ვდი, თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც გა­მო­დის. მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სას ჩემი წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო სწო­რედ პო­ზი­ტი­უ­რი მუხ­ტია. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე იმ­დე­ნი უარ­ყო­ფი­თი რამ ხდე­ბა, რომ ასეთ გა­რე­მო­ში პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლი. პი­რა­დად მე, ჩხუ­ბი­თა და ყვი­რი­ლით ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს გა­მა­გე­ბი­ნებს, ვერც თი­თის დაქ­ნე­ვი­თა და მუ­ქა­რით. ლაღი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და გულ­წრფე­ლი ხალ­ხი მიყ­ვარს.

- შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კრი­ზი­სი გქო­ნი­ათ?

- აი, მგო­ნი, ახლა მაქვს (იღი­მის). ამ­ბო­ბენ, რომ პა­უ­ზა ყვე­ლა­ფერ­შია სა­ჭი­რო და მეც მან­ქა­ნა ხომ არ ვარ, რომ ყო­ველ წელს გა­მო­ფე­ნა მო­ვა­წყო?.. ასე­თი პა­უ­ზის დროს წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობ და ალ­ბათ, წა­კი­თხუ­ლი ოდეს­მე ჩემ მიერ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზეც აი­სა­ხე­ბა... გული მწყდე­ბა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩემი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ნიუ-იორ­კი ვერ გა­და­ვი­ღე: ვი­ზა­ზე უარი უკვე მე­სა­მედ მი­თხრეს...

- იმ ქალ­ბა­ტო­ნებ­ზე რას ფიქ­რობ, რომ­ლებ­საც მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა არ სურთ და ფიქ­რო­ბენ, რომ პრო­ფე­სი­ად დი­ა­სახ­ლი­სო­ბაც საკ­მა­რი­სია?

- არ მეს­მის იმ ქა­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, - ერთი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბაც არ ვი­ციო. თან, ამის მი­ზე­ზად მო­უც­ლე­ლო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. ყვე­ლა ქალი გე­ნი­ა­ლუ­რი კუ­ლი­ნა­რი ვერ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მარ­ტი­ვი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა უნდა იცო­დეს. რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი მყავს, რომ­ლე­ბიც კუ­ლი­ნა­რი­ა­ში ნამ­დვი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი არი­ან. დი­ა­სახ­ლი­სო­ბა­საც ნიჭი უნდა... მე დი­ა­სახ­ლი­სი ვერ ვიქ­ნე­ბი, რად­გან სხვა­ნა­ი­რი ხა­სი­ა­თი მაქვს, მაგ­რამ თუ დამ­ჭირ­და, სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა­ში კი არა, ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა­შიც გა­ვერ­კვე­ვი.

- რო­გორც ვიცი, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პირ­თა ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად იბ­რძვით. პი­რა­დად თქვენ, რა პრობ­ლე­მებს აწყდე­ბით?

- ჩემს თით­ქმის ყვე­ლა პრო­ექ­ტში იმ თე­მე­ბის ხაზ­გას­მას ვცდი­ლობ, რაც შშმ ადა­მი­ა­ნებს ეხე­ბათ. სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რავ პრობ­ლე­მას ვა­წყდე­ბი. მათი ჩა­მოთ­ვლა რომ და­ვი­წყო, ალ­ბათ მთე­ლი გვერ­დი ამ თე­მას უნდა და­უთ­მოთ. ვარ­შა­ვი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ უბ­რა­ლოდ მრცხვე­ნია, რომ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ერთი პან­დუ­სიც არ არის. სირ­ცხვი­ლია, რომ მა­ღა­ზი­ას ან სი­ლა­მა­ზის სა­ლონს ვერ ნა­ხავ, სა­დაც შეს­ვლას თა­ვი­სუფ­ლად შევ­ძლებთ. აბა, რო­მე­ლი ერთი პრობ­ლე­მა და­გი­სა­ხე­ლო? ადა­მი­ა­ნებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პრობ­ლე­მაც კი აქვთ! ეს ბა­რი­ე­რე­ბი რომ არ მიშ­ლი­დეს, მი­ნი­მუმ, ორ­ჯერ უფრო მეტი საქ­მის გა­კე­თე­ბას მო­ვას­წრებ­დი. თუკი ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი რა­მეს ისე ვერ გა­ა­კე­თებს, რო­გორც ეს თა­ვად შე­უძ­ლია, ძა­ლი­ან ცდე­ბა. დიდი შან­სია, რომ რე­ა­ლუ­რად, შშმ ადა­მი­ან­მა უფრო მეტი შეძ­ლოს, ვიდ­რე - მან, ვი­საც ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ აქვს.

- თქვენ რა გა­ნათ­ლე­ბა გაქვთ მი­ღე­ბუ­ლი?

- მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა მაქვს, რად­გა­ნაც ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ინ­კლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტი იყო. რამ­დე­ნი­მე სკო­ლამ ჩემს მი­ღე­ბა­ზე სა­ერ­თოდ უარი თქვა. ახლა ინ­კლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ძა­ლი­ან და­ბალ დო­ნე­ზეა. არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ფა­კულ­ტეტ­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით ვის­წავ­ლი­დი, მაგ­რამ აბა, რო­მე­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლია ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი? უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბაც არ გა­მო­დის... ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც გვა­წუ­ხებს, მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის გულ­გრი­ლო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი "პლე­ხა­ნო­ვი" ამის მა­გა­ლი­თია: გზის და­გე­ბის დროს ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო დე­ტა­ლე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს.

- ანა, თქვენ­თვის გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა რა არის?

- სე­ირ­ნო­ბა, კი­თხვა, მუ­სი­კის მოს­მე­ნა...

- საქ­მი­ა­ნი ანას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა რო­გო­რია?

- ეს კი­თხვა უპა­სუ­ხოდ დავ­ტო­ვოთ - კა­ცებ­ზე სხვა დროს ვი­ლა­პა­რა­კოთ (იცი­ნის).

- საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ქალ­ბა­ტო­ნებს რას ურ­ჩევთ?

- მათ ვურ­ჩევ, რომ სა­კუ­თარ ინ­ტე­ლექ­ტზე ისე­ვე იზ­რუ­ნონ, რო­გორც გა­რეგ­ნო­ბა­ზე. იყ­ვნენ ქა­ლუ­რე­ბი და რაც მთა­ვა­რია, ში­ნა­გა­ნად ძლი­ე­რე­ბი.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ანა გოგუაძის წარმატების საიდუმლო

ანა გოგუაძის წარმატების საიდუმლო

ანა გოგუაძე საზოგადოებამ საინტერესო ფოტოპროექტებით გაიცნო. ამჟამად იგი შემოსავლების სამსახურში მუშაობს. ცნობისათვის, ის ეტლით სარგებლობს და ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესების გაუთვალისწინებლობის გამო, ბევრი რამის გაკეთებას ვერ ასწრებს. პრობლემების მიუხედავად, პოზიტიურ განწყობილებას ინარჩუნებს, რაც წარმატებაში ეხმარება...

-  ჩემი ამჟამინდელი სამსახური ფოტოგრაფიას, ხელოვნებას არ უკავშირდება. ზოგადად, ზამთრისთვის ვემზადები: ვცდილობ, ცივი დღეები წიგნებთან და მეგობრებთან ერთად "გადავაგორო". ასეთ დროს სხვადასხვა საღამოზე უფრო ხშირად დავდივარ, სადაც კარგი ფილმის ნახვა, ადამიანების გაცნობა და მუსიკის მოსმენა (რაც ძალიან მიყვარს!) შეიძლება...

-  თქვენს ცხოვრებაში რა სიახლეა?

-  ამერიკის ვიზა ისევ არ მაქვს, მაგრამ ივნისში შენგენის ვიზა ავიღე და პოლ მაკარტნის კონცერტზე მოვხვდი. ამაზე ვერც ვიოცნებებდი! ყველა მეკითხება, - რამე ფოტოპროექტზე ხომ არ მუშაობო? სამწუხაროდ - არა.

-  დღეს მატერიალურად დამოუკიდებელი ხართ?

-  საბედნიეროდ, ჩემი პირველი გაყიდული ნახატის შემდეგ (მაშინ 17 წლის ვიყავი), მატერიალურად დამოუკიდებელი ვარ.

-  რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა საკუთარი შემოსავალი პირველად გაგიჩნდათ?

-  არაჩვეულებრივი. ნებისმიერი შემოსავალი, თუნდაც - მიზერული, ჩემთვის დღესაც ძალიან საამაყოა. ისიც მახსოვს, რომ პირველად აღებული თანხით შარფი ვიყიდე, რომელიც დღესაც მაქვს და როცა ვიკეთებ, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ის ჩემი პირველი ხელფასით ვიყიდე (იღიმის). დაახლოებით 18 წლის ვიყავი, როცა რადიოში წამყვანს მასალის მომზადებაში ვეხმარებოდი და დაახლოებით 50 ლარს მიხდიდნენ. მართალია, ცოტა იყო, მაგრამ ეს ფული ძალიან მჭირდებოდა. მერე ფოტოსტუდიაში დავიწყე მუშაობა და გამიკვირდა, როცა ფოტოს გადაღების გამო ფული გადამიხადეს. მანამდე არ მიფიქრია, რომ ფოტოგრაფია შეიძლებოდა, ჩემი შემოსავლის წყარო ყოფილიყო...

-  თანამშრომლობისთვის ადამიანების დარწმუნებას როგორ ახერხებთ?

-  ალბათ - გულწრფელობით. ტყუილი არ მიყვარს. ყველაფერს, რაშიც ვიღაცის დარწმუნება მინდა, ადამიანს მარტივი, უბრალო ენით ვუხსნი. ასეთ დროს მერწმუნეთ, სახეზე ყალბ ღიმილს არ "ვიკრავ". ჰოდა, ჩემს გულწრფელობას ყველა ამჩნევს. თუკი ადამიანს სათქმელს მარტივად, პოზიტიურად მიაწვდი, თანამშრომლობაც გამოდის. მოლაპარაკებისას ჩემი წარმატების საიდუმლო სწორედ პოზიტიური მუხტია. ჩვენს ქვეყანაში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე იმდენი უარყოფითი რამ ხდება, რომ ასეთ გარემოში პოზიტიური განწყობილების შენარჩუნება რთულია, მაგრამ შესაძლებელი. პირადად მე, ჩხუბითა და ყვირილით ვერავინ ვერაფერს გამაგებინებს, ვერც თითის დაქნევითა და მუქარით. ლაღი, კომუნიკაბელური და გულწრფელი ხალხი მიყვარს.

-  შემოქმედებითი კრიზისი გქონიათ?

-  აი, მგონი, ახლა მაქვს (იღიმის). ამბობენ, რომ პაუზა ყველაფერშია საჭირო და მეც მანქანა ხომ არ ვარ, რომ ყოველ წელს გამოფენა მოვაწყო?.. ასეთი პაუზის დროს წიგნებს ვკითხულობ და ალბათ, წაკითხული ოდესმე ჩემ მიერ გადაღებულ ფოტოებზეც აისახება... გული მწყდება, რომ ჯერჯერობით, ჩემი თვალით დანახული ნიუ-იორკი ვერ გადავიღე: ვიზაზე უარი უკვე მესამედ მითხრეს...

-  იმ ქალბატონებზე რას ფიქრობ, რომლებსაც მუშაობის დაწყება არ სურთ და ფიქრობენ, რომ პროფესიად დიასახლისობაც საკმარისია?

-  არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ამბობენ, - ერთი კერძის მომზადებაც არ ვიციო. თან, ამის მიზეზად მოუცლელობას ასახელებენ. ყველა ქალი გენიალური კულინარი ვერ იქნება, მაგრამ მარტივი კერძის მომზადება უნდა იცოდეს. რამდენიმე მეგობარი მყავს, რომლებიც კულინარიაში ნამდვილი ხელოვანები არიან. დიასახლისობასაც ნიჭი უნდა... მე დიასახლისი ვერ ვიქნები, რადგან სხვანაირი ხასიათი მაქვს, მაგრამ თუ დამჭირდა, სადილის მომზადებაში კი არა, ელექტროგაყვანილობაშიც გავერკვევი.

-  როგორც ვიცი, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად იბრძვით. პირადად თქვენ, რა პრობლემებს აწყდებით?

-  ჩემს თითქმის ყველა პროექტში იმ თემების ხაზგასმას ვცდილობ, რაც შშმ ადამიანებს ეხებათ. საქართველოში უამრავ პრობლემას ვაწყდები. მათი ჩამოთვლა რომ დავიწყო, ალბათ მთელი გვერდი ამ თემას უნდა დაუთმოთ. ვარშავიდან დაბრუნების შემდეგ უბრალოდ მრცხვენია, რომ რუსთაველის გამზირზე ერთი პანდუსიც არ არის. სირცხვილია, რომ მაღაზიას ან სილამაზის სალონს ვერ ნახავ, სადაც შესვლას თავისუფლად შევძლებთ. აბა, რომელი ერთი პრობლემა დაგისახელო? ადამიანებს განათლების მიღების პრობლემაც კი აქვთ! ეს ბარიერები რომ არ მიშლიდეს, მინიმუმ, ორჯერ უფრო მეტი საქმის გაკეთებას მოვასწრებდი. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი რამეს ისე ვერ გააკეთებს, როგორც ეს თავად შეუძლია, ძალიან ცდება. დიდი შანსია, რომ რეალურად, შშმ ადამიანმა უფრო მეტი შეძლოს, ვიდრე - მან, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ აქვს.

-  თქვენ რა განათლება გაქვთ მიღებული?

-  მხოლოდ საშუალო განათლება მაქვს, რადგანაც ჩემს ბავშვობაში ინკლუზიურ განათლებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. რამდენიმე სკოლამ ჩემს მიღებაზე საერთოდ უარი თქვა. ახლა ინკლუზიურ განათლებაზე დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერი მაინც ძალიან დაბალ დონეზეა. არქიტექტურულ ფაკულტეტზე სიამოვნებით ვისწავლიდი, მაგრამ აბა, რომელი სასწავლებელია ადაპტირებული? უცხოეთში გამგზავრებაც არ გამოდის... ის პრობლემები, რაც გვაწუხებს, მხოლოდ ადამიანების გულგრილობით არის გამოწვეული და განახლებული "პლეხანოვი" ამის მაგალითია: გზის დაგების დროს ეტლით მოსარგებლეებისთვის საჭირო დეტალები არ გაითვალისწინეს.

-  ანა, თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

-  სეირნობა, კითხვა, მუსიკის მოსმენა...

-  საქმიანი ანას პირადი ცხოვრება როგორია?

-  ეს კითხვა უპასუხოდ დავტოვოთ - კაცებზე სხვა დროს ვილაპარაკოთ (იცინის).

-  საქმეში წარმატების მისაღწევად ქალბატონებს რას ურჩევთ?

-  მათ ვურჩევ, რომ საკუთარ ინტელექტზე ისევე იზრუნონ, როგორც გარეგნობაზე. იყვნენ ქალურები და რაც მთავარია, შინაგანად ძლიერები.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება