მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. სხდო­მის და­სა­წყის­ში, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტის შემ­ცი­რე­ბა­ზე ხმა მი­ცე­მუ­ლი აქვს საკ­რე­ბუ­ლოს უმ­ცი­რე­სო­ბა­საც. კერ­ძოდ, მან და­ა­სა­ხე­ლა, მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი, ქეთი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი და უმ­ცი­რე­სო­ბის კი­დევ რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი.

მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი საკ­რე­ბუ­ლოს წინ, ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ის მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­უ­ერ­თდა საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მას. ახვლე­დი­ანს დარ­ბაზ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილ­მა მი­მარ­თა, რომ ბი­ნათმშე­ნე­ბე­ლო­ბე­ბის ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის­თვის თან­ხე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე მა­საც აქვს ხმა მი­ცე­მუ­ლი.

მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ჭი­როა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში საკ­რე­ბუ­ლოს რიგ­გა­რე­შე სხდო­მა შედ­გეს, სა­დაც ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბის პროგ­რა­მე­ბი­სათ­ვის და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ. ამ სა­კითხს კა­მა­თი მოჰ­ყვა, რო­მელ­შიც უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" თა­მაზ შო­ში­აშ­ვი­ლი და სხვა დე­პუ­ტა­ტე­ბი ჩა­ერ­თნენ.

უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლის ბე­სა­რი­ონ ბენ­დე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, დე­და­ქა­ლა­ქის მერი გიგი უგუ­ლა­ვა "რა­საც აშე­ნებ­და, სის­ხლით აშე­ნებ­და". ამ რეპ­ლი­კას უმ­ცი­რე­სო­ბი­დან მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რაც ხმა­ურ­ში გა­და­ი­ზარ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სხდომის დასაწყისში, საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ამხანაგობებისათვის გათვალისწინებული პროგრამებისთვის ბიუჯეტის შემცირებაზე ხმა მიცემული აქვს საკრებულოს უმცირესობასაც. კერძოდ, მან დაასახელა, მამუკა ახვლედიანი, ქეთი ქოჩორაშვილი და უმცირესობის კიდევ რამდენიმე დეპუტატი.

მამუკა ახვლედიანი საკრებულოს წინ, ამხანაგობების თავმჯდომარეების აქციაზე იმყოფებოდა. ის მოგვიანებით შეუერთდა საკრებულოს სხდომას. ახვლედიანს დარბაზში შესვლისთანავე ირაკლი შიხიაშვილმა მიმართა, რომ ბინათმშენებელობების ამხანაგობებისათვის გათვალისწინებული პროგრამებისთვის თანხების შემცირებაზე მასაც აქვს ხმა მიცემული.

მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საჭიროა უახლოეს დღეებში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შედგეს, სადაც ამხანაგობების პროგრამებისათვის დამატებითი თანხების მოძიებაზე იმსჯელებენ. ამ საკითხს კამათი მოჰყვა, რომელშიც უმცირესობის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" თამაზ შოშიაშვილი და სხვა დეპუტატები ჩაერთნენ.

უმრავლესობის წარმომადგენელის ბესარიონ ბენდელიანის განცხადებით, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა "რასაც აშენებდა, სისხლით აშენებდა". ამ რეპლიკას უმცირესობიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა, რაც ხმაურში გადაიზარდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა