პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გადაწყვიტა ნუკამ გვარის შეცვლა
რატომ გადაწყვიტა ნუკამ გვარის შეცვლა

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ფი­ნა­ლის­ტმა - ნუკა გვა­ლი­ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი შე­ი­ძი­ნა. ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი დღეს პა­ტა­რის მო­ლო­დინ­შია... ნუ­კას ესა თუ ის საქ­ცი­ე­ლი ბევ­რჯერ გამ­ხდა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის გან­სჯის სა­გა­ნი: ზოგს მისი ტატუ არ მოს­წონ­და, ზოგს - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში (პი­რად გვერ­დზე) მისი "პოს­ტე­ბი" და ა.შ. აღ­მოჩ­ნდა, რომ მომ­ღერ­ლის ჰობი ია­რა­ღი და სრო­ლა ნამ­დვი­ლად არ არის, რო­გორც ეს ბევ­რს ეგო­ნა: მგრძნო­ბი­ა­რე გო­გო­ნას ხატ­ვა ძა­ლი­ან უყ­ვარს. "უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა, როცა "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის­თვის" სი­უ­ჟეტ­ში ის უნდა მეთ­ქვა, რაც ჩემი სა­ერ­თოდ არ იყო და ხალ­ხს უნდა და­ე­ჯე­რე­ბი­ნა, რომ სრო­ლა მი­ზი­დავს", - გვი­თხრა ნუ­კამ...

მა­კი­ა­ჟი და სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი მაქვს და შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც პე­რი­ო­დი სა­ერ­თოდ უმა­კი­ა­ჟოდ ვი­ა­რო, ზოგ­ჯერ კი სა­ხე­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტებ­საც ვი­ტა­რებ. ვხა­ტავ და კარ­გი "ხედ­ვა" მაქვს. ალ­ბათ ამი­ტომ ვცდი­ლობ, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი მა­კი­ა­ჟი მქონ­დეს, რო­მე­ლიც ჩემს ჩაც­მუ­ლო­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბა... ცხი­მი­ა­ნი კანი მაქვს, რის გა­მოც სა­ხის სკრა­ბით ჩა­მო­ბა­ნა და და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი კრე­მის წას­მა მი­წევს.

თმის ფერი და ვარ­ცხნი­ლო­ბა

- თმის ფე­რი­სა თუ ვარ­ცხნი­ლო­ბის შეც­ვლა ბავ­შვო­ბი­დან ჩემი ჰო­ბია. ამას ვინ­მეს ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად არ ვა­კე­თებ­დი, უფრო მე­ტიც - არა­სო­დეს მა­ინ­ტე­რე­სებ­და, სხვებს ჩემი ვარ­ცხნი­ლო­ბა მოს­წონ­დათ თუ არა... პირ­ვე­ლად თმა 12 წლის ასაკ­ში, ლურ­ჯად შე­ვი­ღე­ბე. უბ­რა­ლოდ, ასე მო­მინ­და და დე­დას ვთხო­ვე, სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა­ში დამ­ხმა­რე­ბო­და. უარი არ უთ­ქვამს. ლურ­ჯი რომ მომ­წყინ­და, თმის გა­ღი­ა­ვე­ბა და­ვი­წყე და 2-3 პრო­ცე­დუ­რის მერე სტა­ფი­ლოს­ფრად "და­მაჯ­და". ამის გამო სკო­ლა­ში პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა: ჩემი მე­გობ­რე­ბის მშობ­ლებ­თან რე­კავ­დნენ და ჩემ შე­სა­ხებ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, - თქვენს შვი­ლებს ამ ბავ­შვთან ნუ ამე­გობ­რებთ, თო­რემ მა­თაც გა­და­რევ­სო (იცი­ნის). ამა­საც არ ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას და ძველ მე­გობ­რებ­თან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვაგ­რძე­ლებ­დი ურ­თი­ერ­თო­ბას. ამა­სო­ბა­ში, სტა­ფი­ლოს­ფე­რი თმაც მომ­წყინ­და და შა­ვად შე­ვი­ღე­ბე, მერე შა­ვიც მომ­წყინ­და, გა­ღი­ა­ვე­ბა და­ვი­წყე და თეთრთმი­ა­ნი გავ­ხდი. ქერა თმა დიდ­ხანს მქონ­და, მაგ­რამ "ჩოლ­კას" ხან ვარ­დის­ფრად ვი­ღე­ბავ­დი, ხან - სტა­ფი­ლოს­ფრად. ესეც რომ მომ­ბეზ­რდა, თმა ღია ალუბ­ლის­ფრად შე­ვი­ღე­ბე, მერე შე­ვი­ჭე­რი და ისევ ქერა გავ­ხდი. შემ­დეგ ისევ ალუბ­ლის­ფე­რი "და­ვი­დე" და ვარ­დის­ფე­რი გა­მო­ვი­და - ეს ფერი ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­მე­წო­ნა... სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გრძე­ლი თმა სა­ერ­თოდ აღარ მინ­დო­და და ძა­ლი­ან მოკ­ლედ შე­ვი­ჭე­რი, შა­ვად შე­ვი­ღე­ბე და "ირო­კეზს" ვა­ტა­რებ­დი.

თმას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ ვუვ­ლი. უკ­რა­ი­ნუ­ლი ფირ­მის თმის ნი­ღაბს ვი­ყე­ნებ და სულ ეს არის...

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- ვარ­ჯი­ში ბავ­შვო­ბი­დან მი­ზი­დავ­და და ფეხ­ზე, ხელ­ზე, წელ­ზე კუნ­თი ოდ­ნავ გან­ვი­ვი­თა­რე - ისე, რო­გორც ქალს უხ­დე­ბა. დი­ე­ტა პირ­ვე­ლად 15 წლი­სამ და­ვი­ცა­ვი. არ მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ან­მა მხო­ლოდ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის მიზ­ნით უნდა ივარ­ჯი­შოს. ვარ­ჯი­ში ყვე­ლას სჭირ­დე­ბა. ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი სხე­უ­ლის­თვის, ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ტატუ და პირ­სინ­გი

- პირ­ვე­ლად ორ­ნა­მენ­ტი წელ­ზე და­ვი­ხა­ტე, შემ­დე­გი - ორი­ვე ხელ­ზე: მარ­ცხე­ნა­ზე მა­წე­რია "ყო­ვე­ლი დღე ჩემი ცხოვ­რე­ბი­სა არის ჩემი ის­ტო­რი­ის ფურ­ცე­ლი", მარ­ჯვე­ნა­ზე კი - LიცHი - ეს ჩემი ბი­ჭის (მე­უღ­ლის) მეტ­სა­ხე­ლია. მერე მთე­ლი ზურ­გის მო­ხატ­ვა გა­დავ­წყვი­ტე და ასეც მო­ვი­ქე­ცი. პა­ტა­რა რომ მე­ყო­ლე­ბა, მისი და­ხატ­ვაც მინ­და... ჩემი სხე­უ­ლია და არა­ვის ვკი­თხავ, რა გა­ვი­კე­თო და რა - არა. მთა­ვა­რია, მე­უღ­ლეს და მე­გობ­რებს მოს­წონთ.

პირ­სინ­გი ჭიპ­ზე მაქვს. წარბზეც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვი­კე­თებ­დი, მაგ­რამ არ ვჩ­ქა­რობ (იცი­ნის).

სამ­კა­უ­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- სამ­კა­უ­ლე­ბის ტა­რე­ბა დი­დად არ მომ­წონს. დიდი ზო­მის სა­ყუ­რე­ებს ვერ ვი­ყე­ნებ. სა­შინ­ლად მა­ღი­ზი­ა­ნებს, როცა ყურ­ზე "აგუ­რე­ბი" მკი­დია. სიმ­სუ­ბუ­ქე მიყ­ვარს. რო­მე­ლი სამ­კა­უ­ლიც მამ­ძი­მებს, იმას არ ვი­კე­თებ. პა­ტა­რა და ლა­მა­ზი ბეჭ­დე­ბი, სა­ყუ­რე და უბ­რა­ლო გულ­საბ­ნე­ვი მომ­წონს.

სა­მო­სი

- ტან­საც­მელს ხა­სი­ა­თის მი­ხედ­ვით ვირ­ჩევ. ზო­გა­დად, ჩაც­მის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სტი­ლი მაქვს. ტა­ნი­სა­მო­სით ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა არა­სო­დეს მიყ­ვარ­და... სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემ­თვის ბრენ­დი უმ­ნიშ­ვნე­ლოა. სა­მო­სით არა­სო­დეს "მი­მა­რი­ა­ჟია". ყო­ველ­თვის ისეთ ტან­საც­მელს ვყი­დუ­ლობ­დი, რო­გო­რიც მომ­წონ­და. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის აზრი არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ბევ­რს გა­უჩ­ნდა შე­კი­თხვა: კონ­ცერ­ტებ­ზე ტა­ნი­სა­მოსს თა­ვად ვარ­ჩევ­დი თუ არა? რა თქმა უნდა, არა: პრო­ექტს დი­ზა­ი­ნე­რი ჰყავ­და და ყვე­ლას ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ის ზრუ­ნავ­და. კა­ბებს ვერ ვიც­ვამ - არ მსი­ა­მოვ­ნებს. მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით ტერ­ფე­ბის დაღ­ლა არ მიყ­ვარს - ისე­დაც ნორ­მა­ლუ­რი სი­მაღ­ლე მაქვს. მე­უღ­ლე მყავს და მის გარ­და, სხვა მა­მა­კა­ცის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა არ მსი­ა­მოვ­ნებს. როცა სა­ჭი­როა, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლიც მაც­ვია, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად ვერ ჩა­ვიც­ვამ - მღლის და დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის. რო­დე­საც წლე­ბი მო­მე­მა­ტე­ბა, "ქა­ლუ­რად" ჩაც­მა ისე­დაც მო­მი­წევს... შო­პინ­გი მიყ­ვარს, მაგ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ეს იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, რად­გან ფული "თავ­ზე არ მაყ­რია" და მირ­ჩევ­ნია, შინ საჭ­მე­ლი იყოს, ვიდ­რე ვიყო მში­ე­რი და კარ­გად ჩაც­მუ­ლი. სა­მო­სის ყიდ­ვი­სას რჩე­ვას მხო­ლოდ დე­დას და მე­უღ­ლეს ვე­კი­თხე­ბი.

ოჯა­ხი

- რო­გორც იცით, დე­და­ჩე­მი - ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი მომ­ღე­რა­ლია, ბა­ბუ­ა­ჩე­მის და, ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­კა კვა­ლი­აშ­ვი­ლი - უნი­ჭი­ე­რე­სი კომ­პო­ზი­ტო­რი, ჩემი მე­უღ­ლე კი - მო­მა­ვა­ლი მარ­კე­ტო­ლო­გი. ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი ბავ­შვის სქე­სი უკვე ვი­ცით - ბი­ჭია და ვფიქ­რობთ, რომ ნი­კო­ლო­ზი და­ვარ­ქვათ. სა­ო­ცა­რი გრძნო­ბაა, რო­დე­საც პა­ტა­რას ელო­დე­ბი. მეც, ჩემი მე­უღ­ლეც და დე­დი­კოც უსა­ზღვროდ ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ.

- ნუკა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვა­რი შე­იც­ვა­ლე - გვა­ლი­ას ნაც­ვლად, კვა­ლი­აშ­ვი­ლი გი­წე­რია. რა­ტომ?

- მინ­და, იმ ადა­მი­ა­ნის გვა­რი ვა­ტა­რო, ვინც ჩემ­ზე იზ­რუ­ნა, გამ­ზარ­და, მხარ­ში მედ­გა, ჩემ­ზე დიდი ამა­გი აქვს, დღემ­დე სი­გი­ჟემ­დე ვუყ­ვარ­ვარ და მეც მიყ­ვარს. ეს ადა­მი­ა­ნი ჩემი საყ­ვა­რე­ლი დე­დი­კო გახ­ლავთ... მა­მის შე­სა­ხებ რა გი­თხრათ? რაც სათ­ქმე­ლი იყო, უკვე ვთქვი. ცოტა არ იყოს, მე­ცი­ნე­ბო­და, როცა ინ­ტერ­ვი­უს შემ­დგომ კო­მენ­ტა­რებს ვკი­თხუ­ლობ­დი და მა­მა­ჩე­მის მე­გობ­რე­ბი პრე­ტენ­ზი­ებს გა­მოთ­ქვამ­დნენ და წერ­დნენ, - ის ხომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი­აო! შე­იძ­ლე­ბა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი მე­გობ­რებ­თან იყო, მაგ­რამ ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ მას ჩემ­თვის ელე­მენ­ტა­რუ­ლი ყუ­რა­დღე­ბაც არ მო­უქ­ცე­ვია. ამი­ტომ ერთი კო­მენ­ტა­რიც ვერ ვნა­ხე, სა­დაც ეწე­რე­ბო­და: ნუკა, შენ ტყუი, შენ ხომ მან გაგ­ზარ­და და ამა­გი აქვს შენ­ზეო? პრინ­ციპ­ში, ამას ვერც იტყვი­ან და თუ მა­ინც და­ა­პი­რე­ბენ რა­ი­მე მსგავ­სის თქმას, ყვე­ლას ვაფრ­თხი­ლებ: - ისე ნუ მო­იქ­ცე­ვი­ან, რომ შემ­დეგ სა­ხა­ლი­სო ფაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ჩემს მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში ინა­ხე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუჩ­ვე­ნო. ასე რომ, ჩემ­ზე ტყუ­ი­ლის თქმას თავი და­ა­ნე­ბონ. ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ტყუ­ი­ლი მე­ზი­ზღე­ბა და არ ვი­კად­რებ, რომ ვიც­რუო. ძა­ლი­ან პირ­და­პი­რი ვარ და მო­ტყუ­ე­ბა არც გა­მომ­დის....

საქ­მე

- მუ­სი­კა და სიმ­ღე­რა ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და და მიყ­ვარ­და. უბ­რა­ლოდ, დიდ სცე­ნა­ზე დგო­მა არ მინ­დო­და - ალ­ბათ კომ­პლექ­სე­ბის, სცე­ნა­ზე დგო­მის ში­შის გამო. ისე, რო­დე­საც სახ­ლში ვმღე­რო­დი, თვა­ლებს ვხუ­ჭავ­დი და წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი. სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბა იყო, მაგ­რამ იმ შიშს ვერ ვლა­ხავ­დი. ყვე­ლა­ზე კარ­გად სიმ­ღე­რა გა­მომ­დის, შემ­დეგ - ხატ­ვა, სხვა არა­ფე­რი მე­ხერ­ხე­ბა. ჩემ­გან არც ბუ­ღალ­ტე­რი გა­მო­ვა, არც - ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი და არც - პე­და­გო­გი... მირ­ჩევ­ნია, ის საქ­მე ვა­კე­თო, რაც ყვე­ლა­ზე კარ­გად მე­ხერ­ხე­ბა. ამ ეტაპ­ზე, დე­დო­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, შემ­დეგ კი ჩემს კა­რი­ე­რას უკვე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად მივ­ხე­დავ...

ჰობი

- ჩემი ნამ­დვი­ლი ჰობი ხატ­ვაა. დიდი ბა­ბუა მხატ­ვა­რი მყავ­და. მეც და დე­და­საც ნიჭი მის­გან გა­მოგ­ვყვა. ჩემი ნა­ხა­ტე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის ნამ­დვი­ლად არ მიჩ­ვე­ნე­ბია, რად­გან იმას ვხა­ტავ, რა­საც ვგრძნობ, ჩემი გრძნო­ბე­ბის ვინ­მეს­თვის გამ­ხე­ლა კი არ მიყ­ვარს. თან, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე არ ვხა­ტავ, რომ ნა­მუ­შე­ვა­რი ვინ­მემ შე­მი­ფა­სოს.

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას, როცა შენი ჰო­ბის შე­სა­ხებ იყო სი­უ­ჟე­ტი, ხატ­ვა­ზე არა­ფე­რი გით­ქვამს - სულ სხვა ჰო­ბით გა­გი­ცა­ნით...

- არ გა­მო­დი­ო­და, რომ მეც და ნი­ნა­საც ერთი და იგი­ვე ჰობი გვქო­ნო­და. ნი­ნას ხატ­ვა "და­უ­ტო­ვეს", "ჩემი" ჰობი კი თა­ვად მო­ი­ფიქ­რეს და შემ­დეგ სი­უ­ჟე­ტი გა­და­ი­ღეს. იმ დღეს ია­რა­ღი ხელ­ში პირ­ვე­ლად და­ვი­ჭი­რე. რა­ღაც უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა და­მე­უფ­ლა, როცა ის უნდა მეთ­ქვა, რაც ჩემი სა­ერ­თოდ არ იყო და ხალ­ხს უნდა და­ე­ჯე­რე­ბი­ნა, რომ სრო­ლა მი­ზი­დავს. ერთი სი­ტყვით, რო­გორც პრო­ექ­ტის­თვის იყო სა­ჭი­რო, ისე გა­ა­კე­თეს...

გარ­თო­ბა

- ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნა მიყ­ვარს. ერ­თმა­ნეთს სი­ახ­ლე­ებს ვუყ­ვე­ბით, ფილ­მებს ვუ­ყუ­რებთ. ხან­და­ხან მხო­ლოდ გო­გო­ნე­ბი ვქე­ი­ფობთ, რა­საც ჩემს სახ­ლში, კა­რა­ო­კე­ზე, დი­ლის 5 სა­ა­თამ­დე სიმ­ღე­რა მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე (იცი­ნის).

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რატომ გადაწყვიტა ნუკამ გვარის შეცვლა

რატომ გადაწყვიტა ნუკამ გვარის შეცვლა

"საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტმა - ნუკა გვალიამ პროექტში მონაწილეობისას უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა. ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი დღეს პატარის მოლოდინშია... ნუკას ესა თუ ის საქციელი ბევრჯერ გამხდარა საზოგადოების ნაწილის განსჯის საგანი: ზოგს მისი ტატუ არ მოსწონდა, ზოგს - სოციალურ ქსელში (პირად გვერდზე) მისი "პოსტები" და ა.შ. აღმოჩნდა, რომ მომღერლის ჰობი იარაღი და სროლა ნამდვილად არ არის, როგორც ეს ბევრს ეგონა: მგრძნობიარე გოგონას ხატვა ძალიან უყვარს. "უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, როცა "საქართველოს ვარსკვლავისთვის" სიუჟეტში ის უნდა მეთქვა, რაც ჩემი საერთოდ არ იყო და ხალხს უნდა დაეჯერებინა, რომ სროლა მიზიდავს", - გვითხრა ნუკამ...

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

- ცვალებადი ხასიათი მაქვს და შეიძლება, რაღაც პერიოდი საერთოდ უმაკიაჟოდ ვიარო, ზოგჯერ კი სახეზე ექსპერიმენტებსაც ვიტარებ. ვხატავ და კარგი "ხედვა" მაქვს. ალბათ ამიტომ ვცდილობ, სხვადასხვანაირი მაკიაჟი მქონდეს, რომელიც ჩემს ჩაცმულობას შეესაბამება... ცხიმიანი კანი მაქვს, რის გამოც სახის სკრაბით ჩამობანა და დამატენიანებელი კრემის წასმა მიწევს.

თმის ფერი და ვარცხნილობა

- თმის ფერისა თუ ვარცხნილობის შეცვლა ბავშვობიდან ჩემი ჰობია. ამას ვინმეს ყურადღების მისაქცევად არ ვაკეთებდი, უფრო მეტიც - არასოდეს მაინტერესებდა, სხვებს ჩემი ვარცხნილობა მოსწონდათ თუ არა... პირველად თმა 12 წლის ასაკში, ლურჯად შევიღებე. უბრალოდ, ასე მომინდა და დედას ვთხოვე, სურვილის ასრულებაში დამხმარებოდა. უარი არ უთქვამს. ლურჯი რომ მომწყინდა, თმის გაღიავება დავიწყე და 2-3 პროცედურის მერე სტაფილოსფრად "დამაჯდა". ამის გამო სკოლაში პრობლემები შემექმნა: ჩემი მეგობრების მშობლებთან რეკავდნენ და ჩემ შესახებ ეუბნებოდნენ, - თქვენს შვილებს ამ ბავშვთან ნუ ამეგობრებთ, თორემ მათაც გადარევსო (იცინის). ამასაც არ ვაქცევდი ყურადღებას და ძველ მეგობრებთან ჩვეულებრივად ვაგრძელებდი ურთიერთობას. ამასობაში, სტაფილოსფერი თმაც მომწყინდა და შავად შევიღებე, მერე შავიც მომწყინდა, გაღიავება დავიწყე და თეთრთმიანი გავხდი. ქერა თმა დიდხანს მქონდა, მაგრამ "ჩოლკას" ხან ვარდისფრად ვიღებავდი, ხან - სტაფილოსფრად. ესეც რომ მომბეზრდა, თმა ღია ალუბლისფრად შევიღებე, მერე შევიჭერი და ისევ ქერა გავხდი. შემდეგ ისევ ალუბლისფერი "დავიდე" და ვარდისფერი გამოვიდა - ეს ფერი ყველაზე მეტად მომეწონა... საბოლოო ჯამში, გრძელი თმა საერთოდ აღარ მინდოდა და ძალიან მოკლედ შევიჭერი, შავად შევიღებე და "იროკეზს" ვატარებდი.

თმას განსაკუთრებულად არ ვუვლი. უკრაინული ფირმის თმის ნიღაბს ვიყენებ და სულ ეს არის...

ვარჯიში და დიეტა

- ვარჯიში ბავშვობიდან მიზიდავდა და ფეხზე, ხელზე, წელზე კუნთი ოდნავ განვივითარე - ისე, როგორც ქალს უხდება. დიეტა პირველად 15 წლისამ დავიცავი. არ მიმაჩნია, რომ ადამიანმა მხოლოდ წონაში დაკლების მიზნით უნდა ივარჯიშოს. ვარჯიში ყველას სჭირდება. ჯანსაღი ცხოვრების წესი სხეულისთვის, ორგანიზმისთვის აუცილებელია.

ტატუ და პირსინგი

- პირველად ორნამენტი წელზე დავიხატე, შემდეგი - ორივე ხელზე: მარცხენაზე მაწერია "ყოველი დღე ჩემი ცხოვრებისა არის ჩემი ისტორიის ფურცელი", მარჯვენაზე კი - LიცHი - ეს ჩემი ბიჭის (მეუღლის) მეტსახელია. მერე მთელი ზურგის მოხატვა გადავწყვიტე და ასეც მოვიქეცი. პატარა რომ მეყოლება, მისი დახატვაც მინდა... ჩემი სხეულია და არავის ვკითხავ, რა გავიკეთო და რა - არა. მთავარია, მეუღლეს და მეგობრებს მოსწონთ.

პირსინგი ჭიპზე მაქვს. წარბზეც დიდი სიამოვნებით გავიკეთებდი, მაგრამ არ ვჩქარობ (იცინის).

სამკაული და აქსესუარები

- სამკაულების ტარება დიდად არ მომწონს. დიდი ზომის საყურეებს ვერ ვიყენებ. საშინლად მაღიზიანებს, როცა ყურზე "აგურები" მკიდია. სიმსუბუქე მიყვარს. რომელი სამკაულიც მამძიმებს, იმას არ ვიკეთებ. პატარა და ლამაზი ბეჭდები, საყურე და უბრალო გულსაბნევი მომწონს.

სამოსი

- ტანსაცმელს ხასიათის მიხედვით ვირჩევ. ზოგადად, ჩაცმის ჩვეულებრივი სტილი მაქვს. ტანისამოსით ადამიანების ყურადღების მიქცევა არასოდეს მიყვარდა... სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ბრენდი უმნიშვნელოა. სამოსით არასოდეს "მიმარიაჟია". ყოველთვის ისეთ ტანსაცმელს ვყიდულობდი, როგორიც მომწონდა. ამასთან დაკავშირებით, უცხო ადამიანების აზრი არ მაინტერესებდა. ბევრს გაუჩნდა შეკითხვა: კონცერტებზე ტანისამოსს თავად ვარჩევდი თუ არა? რა თქმა უნდა, არა: პროექტს დიზაინერი ჰყავდა და ყველას ჩაცმულობაზე ის ზრუნავდა. კაბებს ვერ ვიცვამ - არ მსიამოვნებს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ტერფების დაღლა არ მიყვარს - ისედაც ნორმალური სიმაღლე მაქვს. მეუღლე მყავს და მის გარდა, სხვა მამაკაცის ყურადღების მიქცევა არ მსიამოვნებს. როცა საჭიროა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც მაცვია, მაგრამ ყოველდღიურად ვერ ჩავიცვამ - მღლის და დისკომფორტს მიქმნის. როდესაც წლები მომემატება, "ქალურად" ჩაცმა ისედაც მომიწევს... შოპინგი მიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ეს იშვიათად ხდება, რადგან ფული "თავზე არ მაყრია" და მირჩევნია, შინ საჭმელი იყოს, ვიდრე ვიყო მშიერი და კარგად ჩაცმული. სამოსის ყიდვისას რჩევას მხოლოდ დედას და მეუღლეს ვეკითხები.

ოჯახი

- როგორც იცით, დედაჩემი - ეკა კვალიაშვილი მომღერალია, ბაბუაჩემის და, ქალბატონი მარიკა კვალიაშვილი - უნიჭიერესი კომპოზიტორი, ჩემი მეუღლე კი - მომავალი მარკეტოლოგი. ჩვენი მომავალი ბავშვის სქესი უკვე ვიცით - ბიჭია და ვფიქრობთ, რომ ნიკოლოზი დავარქვათ. საოცარი გრძნობაა, როდესაც პატარას ელოდები. მეც, ჩემი მეუღლეც და დედიკოც უსაზღვროდ ბედნიერები ვართ.

- ნუკა, სოციალურ ქსელში გვარი შეიცვალე - გვალიას ნაცვლად, კვალიაშვილი გიწერია. რატომ?

- მინდა, იმ ადამიანის გვარი ვატარო, ვინც ჩემზე იზრუნა, გამზარდა, მხარში მედგა, ჩემზე დიდი ამაგი აქვს, დღემდე სიგიჟემდე ვუყვარვარ და მეც მიყვარს. ეს ადამიანი ჩემი საყვარელი დედიკო გახლავთ... მამის შესახებ რა გითხრათ? რაც სათქმელი იყო, უკვე ვთქვი. ცოტა არ იყოს, მეცინებოდა, როცა ინტერვიუს შემდგომ კომენტარებს ვკითხულობდი და მამაჩემის მეგობრები პრეტენზიებს გამოთქვამდნენ და წერდნენ, - ის ხომ არაჩვეულებრივი ადამიანიაო! შეიძლება, არაჩვეულებრივი ადამიანი მეგობრებთან იყო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მას ჩემთვის ელემენტარული ყურადღებაც არ მოუქცევია. ამიტომ ერთი კომენტარიც ვერ ვნახე, სადაც ეწერებოდა: ნუკა, შენ ტყუი, შენ ხომ მან გაგზარდა და ამაგი აქვს შენზეო? პრინციპში, ამას ვერც იტყვიან და თუ მაინც დააპირებენ რაიმე მსგავსის თქმას, ყველას ვაფრთხილებ: - ისე ნუ მოიქცევიან, რომ შემდეგ სახალისო ფაქტები, რომელიც ჩემს მობილურ ტელეფონში ინახება, საზოგადოებას ვუჩვენო. ასე რომ, ჩემზე ტყუილის თქმას თავი დაანებონ. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ტყუილი მეზიზღება და არ ვიკადრებ, რომ ვიცრუო. ძალიან პირდაპირი ვარ და მოტყუება არც გამომდის....

საქმე

- მუსიკა და სიმღერა ყოველთვის მაინტერესებდა და მიყვარდა. უბრალოდ, დიდ სცენაზე დგომა არ მინდოდა - ალბათ კომპლექსების, სცენაზე დგომის შიშის გამო. ისე, როდესაც სახლში ვმღეროდი, თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი, რომ სცენაზე ვიდექი. საოცარი შეგრძნება იყო, მაგრამ იმ შიშს ვერ ვლახავდი. ყველაზე კარგად სიმღერა გამომდის, შემდეგ - ხატვა, სხვა არაფერი მეხერხება. ჩემგან არც ბუღალტერი გამოვა, არც - ბანკის თანამშრომელი და არც - პედაგოგი... მირჩევნია, ის საქმე ვაკეთო, რაც ყველაზე კარგად მეხერხება. ამ ეტაპზე, დედობისთვის ვემზადები, შემდეგ კი ჩემს კარიერას უკვე ძალიან სერიოზულად მივხედავ...

ჰობი

- ჩემი ნამდვილი ჰობი ხატვაა. დიდი ბაბუა მხატვარი მყავდა. მეც და დედასაც ნიჭი მისგან გამოგვყვა. ჩემი ნახატები პროფესიონალებისთვის ნამდვილად არ მიჩვენებია, რადგან იმას ვხატავ, რასაც ვგრძნობ, ჩემი გრძნობების ვინმესთვის გამხელა კი არ მიყვარს. თან, პროფესიონალურ დონეზე არ ვხატავ, რომ ნამუშევარი ვინმემ შემიფასოს.

- "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობისას, როცა შენი ჰობის შესახებ იყო სიუჟეტი, ხატვაზე არაფერი გითქვამს - სულ სხვა ჰობით გაგიცანით...

- არ გამოდიოდა, რომ მეც და ნინასაც ერთი და იგივე ჰობი გვქონოდა. ნინას ხატვა "დაუტოვეს", "ჩემი" ჰობი კი თავად მოიფიქრეს და შემდეგ სიუჟეტი გადაიღეს. იმ დღეს იარაღი ხელში პირველად დავიჭირე. რაღაც უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, როცა ის უნდა მეთქვა, რაც ჩემი საერთოდ არ იყო და ხალხს უნდა დაეჯერებინა, რომ სროლა მიზიდავს. ერთი სიტყვით, როგორც პროექტისთვის იყო საჭირო, ისე გააკეთეს...

გართობა

- ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნა მიყვარს. ერთმანეთს სიახლეებს ვუყვებით, ფილმებს ვუყურებთ. ხანდახან მხოლოდ გოგონები ვქეიფობთ, რასაც ჩემს სახლში, კარაოკეზე, დილის 5 საათამდე სიმღერა მოჰყვება ხოლმე (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება