პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დვანელები ე.წ. საზღვართან სამი სახლის დემონტაჟს ახორციელებენ
დვანელები ე.წ. საზღვართან სამი სახლის დემონტაჟს ახორციელებენ

რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სო­ფელ დვა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას შეხ­ვდნენ. ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი და ლორ­თქი­ფა­ნი­ძე პირ­ვე­ლად სოფ­ლის გა­ნა­პი­რა მხა­რეს მი­ვიდ­ნენ, სა­დაც დვა­ნე­ლე­ბი სამი სახ­ლის დე­მონ­ტაჟს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, რად­გან მათი სახ­ლე­ბი, შე­საძ­ლოა, ე.წ. სა­ზღვრის მე­ო­რე მხა­რეს მო­ექ­ცეს. სა­მი­ვე სახ­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ე.წ. სა­ზღვრის გას­წვრივ მდე­ბა­რე­ობს, ისი­ნი 2008 წლის ომში გა­დაწ­ვეს, თუმ­ცა მე­სა­კუთ­რე­ე­ბი სახ­ლე­ბით და სა­თავ­სო­ე­ბით, ასე­ვე ნაკ­ვე­თე­ბით მა­ინც სარ­გებ­ლობ­დნენ და იყე­ნებ­დნენ.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, ე.წ. სა­ზღვარ­ზე მავ­თულხლარ­თე­ბი ჯერ კი­დევ 2010 წელს გა­კეთ­და, თუმ­ცა ოსუ­რი მხა­რე გეგ­მავს კი­დევ 50 მეტ­რით გად­მო­წი­ოს ე.წ. სა­ზღვა­რი. ამას­თან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სახ­ლე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს ოსურ­მა მხა­რემ შეს­თა­ვა­ზა ოსუ­რი პას­პორ­ტე­ბის აღე­ბა და სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში დარ­ჩე­ნა, თუმ­ცა სა­მი­ვე სახ­ლის მე­პატ­რო­ნემ ამ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

ამ დრო­ი­სათ­ვის სახ­ლე­ბის მე­სა­კუთ­რე­ე­ბი რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ებს შლი­ან და ცდი­ლო­ბენ, მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ნივ­თი გა­ი­ტა­ნონ. ისი­ნი მთავ­რო­ბის წევ­რებს დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ. რო­გორც ცი­ხე­ლაშ­ვილ­მა და ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ დღეს ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­დეს, მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ეც­დე­ბა მათ და­ეხ­მა­როს და სო­ცი­ა­ლუ­რი და ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღოს.

"ძა­ლი­ან მძი­მეა ეს სუ­რა­თი და ტრა­გი­კუ­ლი. ეს არის ტრა­გე­დი­ის გაგ­რძე­ლე­ბა რაც 2008 წელს მოხ­და და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე 13-მდე სო­ფე­ლია, სა­დაც პირ­და­პირ გა­ი­ა­რა მავ­თულხლარ­თებ­მა. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა არის ორი, პირ­ვე­ლი - დღეს­ვე დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ყუ­რა­დღე­ბა არ მო­დუნ­დეს ამ კუ­თხით. ამ თე­მა­ზე ჩვენ მუდ­მი­ვად არ ვი­ლა­პა­რა­კებთ, ვიდ­რე ამო­ცა­ნა არ იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი, ამო­ცა­ნა კი არის დე­ო­კუ­პა­ცია. მე­ო­რე ამო­ცა­ნა არის ის, რომ ვიდ­რე ეს სა­კი­თხე­ბი ჩვე­ნი მტკი­ცე, მშვი­დო­ბი­ა­ნი პო­ლი­ტი­კით იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი, ადა­მი­ა­ნებს და­ვეხ­მა­როთ კონ­ფლიქ­ტის­პი­რა სოფ­ლებ­ში, ეს იქ­ნე­ბა წყა­ლი, შეშა თუ სხვა რამ, იმი­ტომ რომ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა აქ უნდა იყოს, არ­სად წას­ვლას და არაფ­რის დათ­მო­ბას არ ვა­პი­რებთ, ამ ადა­მი­ა­ნებს ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი უნდა შე­ვუქ­მნათ", - გა­ნა­ცხა­და ქე­თე­ვან ცი­ხელშვილ­მა.

დღეს­ვე ცი­ხე­ლაშ­ვილ­მა და ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ სო­ფელ დვან­ში ის ტე­რი­ტო­რი­აც და­ათ­ვა­ლი­ე­რეს, სა­დაც ამ დრო­ი­სათ­ვის მავ­თულხლარ­თე­ბის გა­სავ­ლე­ბად სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"მარ­თლაც გა­უ­საძ­ლი­სი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლია რომ გაგ­რძელ­დეს. ამას სჭირ­დე­ბა ორი ტი­პის რე­აქ­ცია, ერთი, ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის ყო­ფი­თი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი უნდა მოგ­ვარ­დეს, ქო­ნე­ბის და სა­კუთ­რე­ბის სა­კი­თხებს სჭირ­დე­ბა ყუ­რა­დღე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, ჩვენ ჟე­ნე­ვის ფორ­მატ­ში გა­მარ­თულ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს დვა­ნის სა­კითხს პრინ­ცი­პუ­ლად წა­მოვ­წევთ წინ", - გა­ნა­ცხა­და გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

დვანელები ე.წ. საზღვართან სამი სახლის დემონტაჟს ახორციელებენ

დვანელები ე.წ. საზღვართან სამი სახლის დემონტაჟს ახორციელებენ

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე სოფელ დვანის მოსახლეობას შეხვდნენ. ციხელაშვილი და ლორთქიფანიძე პირველად სოფლის განაპირა მხარეს მივიდნენ, სადაც დვანელები სამი სახლის დემონტაჟს ახორციელებენ, რადგან მათი სახლები, შესაძლოა, ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს მოექცეს. სამივე სახლი ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვრის გასწვრივ მდებარეობს, ისინი 2008 წლის ომში გადაწვეს, თუმცა მესაკუთრეები სახლებით და სათავსოებით, ასევე ნაკვეთებით მაინც სარგებლობდნენ და იყენებდნენ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ე.წ. საზღვარზე მავთულხლართები ჯერ კიდევ 2010 წელს გაკეთდა, თუმცა ოსური მხარე გეგმავს კიდევ 50 მეტრით გადმოწიოს ე.წ. საზღვარი. ამასთან აღსანიშნავია, რომ სახლების მეპატრონეებს ოსურმა მხარემ შესთავაზა ოსური პასპორტების აღება და საკუთარ სახლებში დარჩენა, თუმცა სამივე სახლის მეპატრონემ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

ამ დროისათვის სახლების მესაკუთრეები რკინის კონსტრუქციებს შლიან და ცდილობენ, მათ საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი გაიტანონ. ისინი მთავრობის წევრებს დახმარებას სთხოვენ. როგორც ციხელაშვილმა და ლორთქიფანიძემ დღეს ადგილობრივებთან საუბარში განაცხადეს, მთავრობა ყველანაირად შეეცდება მათ დაეხმაროს და სოციალური და ყოფითი პრობლემების მოგვარება საკუთარ თავზე აიღოს.

"ძალიან მძიმეა ეს სურათი და ტრაგიკული. ეს არის ტრაგედიის გაგრძელება რაც 2008 წელს მოხდა და წლების განმავლობაში უკვე 13-მდე სოფელია, სადაც პირდაპირ გაიარა მავთულხლართებმა. ჩვენი ამოცანა არის ორი, პირველი - დღესვე დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას და ყურადღება არ მოდუნდეს ამ კუთხით. ამ თემაზე ჩვენ მუდმივად არ ვილაპარაკებთ, ვიდრე ამოცანა არ იქნება მიღწეული, ამოცანა კი არის დეოკუპაცია. მეორე ამოცანა არის ის, რომ ვიდრე ეს საკითხები ჩვენი მტკიცე, მშვიდობიანი პოლიტიკით იქნება მიღწეული, ადამიანებს დავეხმაროთ კონფლიქტისპირა სოფლებში, ეს იქნება წყალი, შეშა თუ სხვა რამ, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობა აქ უნდა იყოს, არსად წასვლას და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, ამ ადამიანებს ნორმალური პირობები უნდა შევუქმნათ", - განაცხადა ქეთევან ციხელშვილმა.

დღესვე ციხელაშვილმა და ლორთქიფანიძემ სოფელ დვანში ის ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც ამ დროისათვის მავთულხლართების გასავლებად სამუშაოები მიმდინარეობს.

"მართლაც გაუსაძლისი ჰუმანიტარული მდგომარეობაა, რაც შეუძლებელია რომ გაგრძელდეს. ამას სჭირდება ორი ტიპის რეაქცია, ერთი, ამ მომენტისათვის ყოფითი სოციალური პრობლემები უნდა მოგვარდეს, ქონების და საკუთრების საკითხებს სჭირდება ყურადღება. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, ჩვენ ჟენევის ფორმატში გამართულ მოლაპარაკებების დროს დვანის საკითხს პრინციპულად წამოვწევთ წინ", - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?