მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასეტყვილი ვენახი და კმაყოფილი კახელები
დასეტყვილი ვენახი და კმაყოფილი კახელები

შე­მოდ­გო­მა დად­გა და მო­სავ­ლის აღე­ბი­სა და და­ბი­ნა­ვე­ბის დროც მო­ვი­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ახლა რთვლის პე­რი­ო­დია. ამ მხრივ დიდი შრო­მა და ფუს­ფუ­სი გან­სა­კუთ­რე­ბით კა­ხეთ­შია. მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გლე­ხებს დაჰ­პირ­დნენ, რომ ქარ­ხნე­ბი ყუ­რძენს ერთ ლარ­ზე ნაკ­ლებ ფა­სად არ ჩა­ი­ბა­რებ­დნენ. ქარ­ხნე­ბი მო­სა­ვალს ნამ­დვი­ლად იბა­რე­ბენ, თუმ­ცა კა­ხე­თის ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში გლე­ხე­ბი ქარ­ხნებ­თან არ­სე­ბუ­ლი რი­გის გამო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ. გა­დავ­წყვი­ტე, ჩემს ნაც­ნობ კა­ხე­ლებს დავ­კავ­ში­რე­ბო­დი და გა­მე­გო, რო­გორ და­ა­ბი­ნა­ვეს მო­სა­ვა­ლი...

ეკა ხა­ლა­თაშ­ვი­ლი, სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხის მკვიდ­რი:

- აქამ­დე სა­კუ­თა­რი ვე­ნა­ხი არ მქო­ნია, მხო­ლოდ ორი კვი­რის წინ შე­ვი­ძი­ნე. შე­სა­ბა­მი­სად, ის ყუ­რძე­ნი, რო­მე­ლიც დავ­კრი­ფე, ჩემი მოვ­ლი­ლი და მოყ­ვა­ნი­ლი არ არის. მე მხო­ლოდ დავ­კრი­ფე. სხვა­თა შო­რის, არც ისე ცოტა მო­სა­ვა­ლი მი­ვი­ღე, ტო­ნა­ზე მეტი გა­მო­ვი­და. სა­მო­მავ­ლოდ, ვე­ნახს თა­ვად მო­ვუვ­ლი, შევ­წამ­ლავ და უკე­თე­სი მო­სა­ვა­ლი მექ­ნე­ბა.

- რო­მე­ლი­მე ქარ­ხა­ნა­ში თუ ჩა­ა­ბა­რე?

- არა. ქარ­ხა­ნა­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად, ნამ­დვი­ლად ცოტა მო­სა­ვა­ლი მქონ­და. სულ დავ­წუ­რე. ღვი­ნო გვექ­ნე­ბა, არა­ყი და ბა­და­გი. ღვი­ნო­სა და არაყს გავ­ყი­დი, ბა­დაგ­ში კი ჩურ­ჩხე­ლებს ამო­ვავ­ლებ და სა­ა­ხალ­წლოდ იმა­საც გავ­ყი­დი. მოკ­ლედ, ამ ვე­ნა­ხი­სა და მო­სავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, პა­ტა­რა ბიზ­ნესს მა­ინც ვა­წარ­მო­ებ. ჩემს მშობ­ლებს ჯერ არ და­უკ­რე­ფი­ათ ყუ­რძე­ნი. თუ მთავ­რო­ბა და­ნა­პი­რებს შე­ას­რუ­ლებს და მო­სა­ვალს მა­ღალ ფას­ში ჩა­ი­ბა­რებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩე­მე­ბიც ქარ­ხა­ნა­ში ჩა­ა­ბა­რე­ბენ. თუ არა და, არც ეს არის პრობ­ლე­მა, რად­გან მათ სა­კუ­თა­რი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი ჰყავთ და ისე, ბა­ზარ­ზე გა­ყი­დი­ან.

- სა­ერ­თო ჯამ­ში, ვე­ლის­ცი­ხე­ში ყუ­რძნის რო­გო­რი მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღეთ?

- ნორ­მა­ლუ­რი. ნა­სე­ტყვის კვა­ლო­ბა­ზე, არა უშავ­და.

გივი ჯა­ნი­აშ­ვი­ლი, სო­ფელ კა­ლა­უ­რის მკვიდ­რი:

- ჩემი ვე­ნა­ხის ნა­წი­ლი, სა­დაც სა­ფე­რა­ვი მაქვს დარ­გუ­ლი, უკვე დავ­კრი­ფე და 6 ტონა მო­სა­ვა­ლი ავი­ღე. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ქარ­ხა­ნა­შიც ჩა­ვა­ბა­რე, თა­ნაც საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლურ ფა­სად. კი­ლო­ში ლარი და ცა­მე­ტი თეთ­რი მომ­ცეს. ახლა რქა­წი­თე­ლი მაქვს და­საკ­რე­ფი. სა­ვა­რა­უ­დოდ, 5 ტონა უნდა დავ­კრი­ფო და მა­საც ქარ­ხა­ნას ჩა­ვა­ბა­რებ. რო­გორც ვიცი, ყუ­რძნის ეს ჯიში უფრო ძვი­რია, ლარ და ოც­და­ათ თეთ­რად იბა­რე­ბენ.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, ყუ­რძე­ნი ქარ­ხა­ნას რომ ჩა­ა­ბა­რო, რა­ღაც ცნო­ბა უნდა წა­რად­გი­ნო, რომ­ლის აღე­ბაც სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს. ამ­ბო­ბენ, რი­გე­ბი­აო.

- ვერ გე­ტყვი გე­ნაც­ვა­ლე, პი­რა­დად მე, არა­ნა­ი­რი სირ­თუ­ლე არ შემ­ხვედ­რია. ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნი ტონა ყუ­რძე­ნი გა­გაქვს სოფ­ლი­დან, სოფ­ლის გამ­გე­ო­ბა­ში უნდა აიღო. რიგი არის, მაგ­რამ ისე­თი გა­უ­საძ­ლი­სი არა­ფე­რია. პა­ტა­რა რიგი ამა თუ იმ ქარ­ხნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც არის, აბა, იმ მო­სა­ვალს სატ­ვირ­თო­დან გად­მოც­ლა და აწო­ნა ხომ სჭირ­დე­ბა? მაგ­რამ ქარ­ხნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

- ე.ი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გლე­ხებს რომ დაგ­პირ­დათ, ყუ­რძენს კარგ ფას­ში ჩა­ვი­ბა­რებ­თო, არ მო­უ­ტყუ­ე­ბია?!

- არა, ნამ­დვი­ლად ნორ­მა­ლურ ფას­ში ჩა­ი­ბა­რეს და კარ­გა­დაც მოგ­ვემ­სა­ხურ­ნენ. უბ­რა­ლოდ, მო­სავ­ლით ვარ ცოტა უკ­მა­ყო­ფი­ლო...

- მო­სა­ვალ­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხომ არ მო­გიყ­ვან­დათ? რა­ტომ ხართ უკ­მა­ყო­ფი­ლო, 11 ტონა ყუ­რძე­ნი ცო­ტაა?

- არა, ცოტა არ არის, მაგ­რამ ეგ კა­ლა­ურ­ში რო­მე­ლი ვე­ნა­ხე­ბიც მაქვს, იქ არ ამი­ღია. სო­ფელ აკუ­რა­შიც მაქვს რამ­დე­ნი­მე ვე­ნა­ხი და ასე­თი კარ­გი მო­სა­ვა­ლი იქ მი­ვი­ღე. კა­ლა­უ­რი შარ­შან­დე­ლი და­სე­ტყვი­ლია და ვე­ნახ­მა გა­ფურ­ჩქნა და ფეხ­ზე დად­გო­მა ჯერ ვერ მო­ას­წრო. აგე, ბი­ძა­ჩემ ნო­და­რას 2 ტონა ყუ­რძე­ნი და­უკ­რე­ფია, მეტი არა. ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა გუ­რა­მამ კი დაკ­რი­ფა 30 ტონა ყუ­რძე­ნი, მაგ­რამ შარ­შან 120 ტონა აიღო და წლე­ვან­დე­ლი მო­სა­ვა­ლი ხომ იმის მე­ო­თხე­დია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­პი­რე­ბი­თა და მისი შეს­რუ­ლე­ბით კა­ხე­ლე­ბი ნამ­დვი­ლად კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ. სამ­დუ­რა­ვი არ გვეთ­ქმის.

ნო­დარ ჯა­ნი­აშ­ვი­ლი, სო­ფელ კა­ლა­უ­რის მკვიდ­რი:

- ეჰ, შვი­ლო, წელს ყუ­რძე­ნი არა მაქვს. მე სა­და­ცა მაქვს ვე­ნა­ხე­ბი, იქ წელს ძა­ლი­ან და­ი­სე­ტყვა, შარ­შან­დე­ლი ნა­სე­ტყვიც ხომ იყო და ამი­ტომ ყუ­რძე­ნი აღარ გა­მო­ი­ტა­ნა. ეგრე და­მარ­ჩი­ნა ცა­რი­ე­ლი. 10 ტო­ნას რომ ვი­ყა­ვი დაჩ­ვე­უ­ლი და 2 ტონა რომ ავი­ღე, აბა, ეგ მო­სა­ვა­ლია? რაც ავი­ღე, სულ დავ­წუ­რე, მაშ, კა­ხელ კაცს ოჯახ­ში ღვი­ნო არ უნდა ჰქონ­დეს? ან ეს ღვი­ნო მე­ყო­ფა მთე­ლი წელი? ახლა ისევ უნდა ვი­მუ­შაო, ვაზს კარ­გად მო­ვუ­ა­რო, რომ მო­მა­ვალ წელს მა­ინც მი­ვი­ღო კარ­გი ყუ­რძე­ნი. რა ღმერ­თი გა­უ­წყრე­ბა, კი­დევ რომ და­ი­სე­ტყვოს...

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დასეტყვილი ვენახი და კმაყოფილი კახელები

დასეტყვილი ვენახი და კმაყოფილი კახელები

შემოდგომა დადგა და მოსავლის აღებისა და დაბინავების დროც მოვიდა. მოგეხსენებათ, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ახლა რთვლის პერიოდია. ამ მხრივ დიდი შრომა და ფუსფუსი განსაკუთრებით კახეთშია. მთავრობის წარმომადგენლები გლეხებს დაჰპირდნენ, რომ ქარხნები ყურძენს ერთ ლარზე ნაკლებ ფასად არ ჩაიბარებდნენ. ქარხნები მოსავალს ნამდვილად იბარებენ, თუმცა კახეთის ზოგიერთ რაიონში გლეხები ქარხნებთან არსებული რიგის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. გადავწყვიტე, ჩემს ნაცნობ კახელებს დავკავშირებოდი და გამეგო, როგორ დააბინავეს მოსავალი...

ეკა ხალათაშვილი, სოფელ ველისციხის მკვიდრი:

-  აქამდე საკუთარი ვენახი არ მქონია, მხოლოდ ორი კვირის წინ შევიძინე. შესაბამისად, ის ყურძენი, რომელიც დავკრიფე, ჩემი მოვლილი და მოყვანილი არ არის. მე მხოლოდ დავკრიფე. სხვათა შორის, არც ისე ცოტა მოსავალი მივიღე, ტონაზე მეტი გამოვიდა. სამომავლოდ, ვენახს თავად მოვუვლი, შევწამლავ და უკეთესი მოსავალი მექნება.

-  რომელიმე ქარხანაში თუ ჩააბარე?

-  არა. ქარხანაში ჩასაბარებლად, ნამდვილად ცოტა მოსავალი მქონდა. სულ დავწურე. ღვინო გვექნება, არაყი და ბადაგი. ღვინოსა და არაყს გავყიდი, ბადაგში კი ჩურჩხელებს ამოვავლებ და საახალწლოდ იმასაც გავყიდი. მოკლედ, ამ ვენახისა და მოსავლის საშუალებით, პატარა ბიზნესს მაინც ვაწარმოებ. ჩემს მშობლებს ჯერ არ დაუკრეფიათ ყურძენი. თუ მთავრობა დანაპირებს შეასრულებს და მოსავალს მაღალ ფასში ჩაიბარებს, სავარაუდოდ, ჩემებიც ქარხანაში ჩააბარებენ. თუ არა და, არც ეს არის პრობლემა, რადგან მათ საკუთარი სამარშრუტო ტაქსი ჰყავთ და ისე, ბაზარზე გაყიდიან.

-  საერთო ჯამში, ველისციხეში ყურძნის როგორი მოსავალი მიიღეთ?

-  ნორმალური. ნასეტყვის კვალობაზე, არა უშავდა.

გივი ჯანიაშვილი, სოფელ კალაურის მკვიდრი:

-  ჩემი ვენახის ნაწილი, სადაც საფერავი მაქვს დარგული, უკვე დავკრიფე და 6 ტონა მოსავალი ავიღე. რასაკვირველია, ქარხანაშიც ჩავაბარე, თანაც საკმაოდ ნორმალურ ფასად. კილოში ლარი და ცამეტი თეთრი მომცეს. ახლა რქაწითელი მაქვს დასაკრეფი. სავარაუდოდ, 5 ტონა უნდა დავკრიფო და მასაც ქარხანას ჩავაბარებ. როგორც ვიცი, ყურძნის ეს ჯიში უფრო ძვირია, ლარ და ოცდაათ თეთრად იბარებენ.

-  როგორც შევიტყვე, ყურძენი ქარხანას რომ ჩააბარო, რაღაც ცნობა უნდა წარადგინო, რომლის აღებაც სირთულეს წარმოადგენს. ამბობენ, რიგებიაო.

-  ვერ გეტყვი გენაცვალე, პირადად მე, არანაირი სირთულე არ შემხვედრია. ცნობა იმის შესახებ, თუ რამდენი ტონა ყურძენი გაგაქვს სოფლიდან, სოფლის გამგეობაში უნდა აიღო. რიგი არის, მაგრამ ისეთი გაუსაძლისი არაფერია. პატარა რიგი ამა თუ იმ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის, აბა, იმ მოსავალს სატვირთოდან გადმოცლა და აწონა ხომ სჭირდება? მაგრამ ქარხნის თანამშრომლების მომსახურებით ძალიან კმაყოფილი ვარ.

-  ე.ი. ბიძინა ივანიშვილი გლეხებს რომ დაგპირდათ, ყურძენს კარგ ფასში ჩავიბარებთო, არ მოუტყუებია?!

-  არა, ნამდვილად ნორმალურ ფასში ჩაიბარეს და კარგადაც მოგვემსახურნენ. უბრალოდ, მოსავლით ვარ ცოტა უკმაყოფილო...

-  მოსავალსაც ბიძინა ივანიშვილი ხომ არ მოგიყვანდათ? რატომ ხართ უკმაყოფილო, 11 ტონა ყურძენი ცოტაა?

-  არა, ცოტა არ არის, მაგრამ ეგ კალაურში რომელი ვენახებიც მაქვს, იქ არ ამიღია. სოფელ აკურაშიც მაქვს რამდენიმე ვენახი და ასეთი კარგი მოსავალი იქ მივიღე. კალაური შარშანდელი დასეტყვილია და ვენახმა გაფურჩქნა და ფეხზე დადგომა ჯერ ვერ მოასწრო. აგე, ბიძაჩემ ნოდარას 2 ტონა ყურძენი დაუკრეფია, მეტი არა. ჩემმა მეზობელმა გურამამ კი დაკრიფა 30 ტონა ყურძენი, მაგრამ შარშან 120 ტონა აიღო და წლევანდელი მოსავალი ხომ იმის მეოთხედია. ხელისუფლების დანაპირებითა და მისი შესრულებით კახელები ნამდვილად კმაყოფილები ვართ. სამდურავი არ გვეთქმის.

ნოდარ ჯანიაშვილი, სოფელ კალაურის მკვიდრი:

-  ეჰ, შვილო, წელს ყურძენი არა მაქვს. მე სადაცა მაქვს ვენახები, იქ წელს ძალიან დაისეტყვა, შარშანდელი ნასეტყვიც ხომ იყო და ამიტომ ყურძენი აღარ გამოიტანა. ეგრე დამარჩინა ცარიელი. 10 ტონას რომ ვიყავი დაჩვეული და 2 ტონა რომ ავიღე, აბა, ეგ მოსავალია? რაც ავიღე, სულ დავწურე, მაშ, კახელ კაცს ოჯახში ღვინო არ უნდა ჰქონდეს? ან ეს ღვინო მეყოფა მთელი წელი? ახლა ისევ უნდა ვიმუშაო, ვაზს კარგად მოვუარო, რომ მომავალ წელს მაინც მივიღო კარგი ყურძენი. რა ღმერთი გაუწყრება, კიდევ რომ დაისეტყვოს...

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია