პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაბა სამუშიას მესამე ვაჟი შეეძინა
ჯაბა სამუშიას მესამე ვაჟი შეეძინა

საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს - ჯაბა სა­მუ­ში­ას 18 სექ­ტემ­ბერს მე­სა­მე ვაჟი შე­ე­ძი­ნა. რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს ბა­ტონ­მა ჯა­ბამ გა­ნუ­ცხა­და, მის­თვის მე­სა­მე ვა­ჟის მა­მო­ბა უკვე დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

ჯაბა სა­მუ­შია:

- ჩემი მე­უღ­ლის­თვის, მას მერე, რაც პირ­ვე­ლი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე და­ი­ღუ­პა, ბავ­შვის გა­ჩე­ნა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ახლა ღვთის წყა­ლო­ბით, მე­სა­მე ვაჟი შეგ­ვე­ძი­ნა, რო­მელ­საც და­ვი­თი (დათა) და­ვარ­ქვით. სა­მი­ვე ბავ­შვი სა­კე­ის­რო კვე­თით გაჩ­ნდა.

- რო­გო­რი ბი­ჭია ერთი დღის და­ვი­თი?

- და­ი­ბა­და 3 კილო და 800 გრა­მი, სიგ­რძით - 52 სან­ტი­მეტ­რი გახ­ლავთ. პა­ტა­რა მჭა­მე­ლი, პუტ­კუ­ნა ადა­მი­ა­ნია. ეტყო­ბა, რომ მო­მა­ვალ­ში მო­ქე­ი­ფე იქ­ნე­ბა (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

- სამ­შო­ბი­ა­რო ბლოკ­ში ხომ არ დას­წრე­ბი­ხართ პა­ტა­რა და­ვი­თის და­ბა­დე­ბას?

- არა, ექიმ­მა და­ვით და­ვა­რაშ­ვილ­მა კი მკი­თხა, ხომ არ და­ეს­წრე­ბიო, მაგ­რამ უარი ვუ­თხა­რი, - მა­გას ვერ შევ­ძლებ­დი. მე გა­რეთ, ბლოკს მიღ­მა ვღე­ლავ­დი...

- პა­ტა­რა მო­ქე­ი­ფეს და­ბა­დე­ბა ალ­ბათ შე­სა­ბა­მი­სად აღ­ნიშ­ნეთ, არა?

- კი, მე­გობ­რე­ბის წრე­ში ქარ­თუ­ლად აღი­ნიშ­ნა...

- თქვენს უფ­როს ვა­ჟებს რა ჰქვი­ათ და რამ­ხე­ლე­ბი არი­ან?

- ცოტ­ნე მეშ­ვი­დე წელ­შია, შემ­დეგ არის 4 წლის თორ­ნი­კე. ყო­ვე­ლი ოჯა­ხის მე­ო­თხე შვი­ლი, პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით, პატ­რი­არ­ქის ტახ­ტის მცვე­ლად არის მიჩ­ნე­უ­ლი. ვი­ნა­ი­დან და­ვი­თი ჩვე­ნი მე­ო­თხე შვი­ლია, ის პატ­რი­არ­ქის ტახ­ტის მცვე­ლი გახ­ლავთ...

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ჯაბა სამუშიას მესამე ვაჟი შეეძინა

ჯაბა სამუშიას მესამე ვაჟი შეეძინა

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს - ჯაბა სამუშიას 18 სექტემბერს მესამე ვაჟი შეეძინა. როგორც "ამბები.გე"-ს ბატონმა ჯაბამ განუცხადა, მისთვის მესამე ვაჟის მამობა უკვე დიდი პასუხისმგებლობაა.

ჯაბა სამუშია:

- ჩემი მეუღლისთვის, მას მერე, რაც პირველი შვილი გააჩინა, რომელიც სამწუხაროდ, მალევე დაიღუპა, ბავშვის გაჩენა აღარ შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ღვთის წყალობით, მესამე ვაჟი შეგვეძინა, რომელსაც დავითი (დათა) დავარქვით. სამივე ბავშვი საკეისრო კვეთით გაჩნდა.

- როგორი ბიჭია ერთი დღის დავითი?

- დაიბადა 3 კილო და 800 გრამი, სიგრძით - 52 სანტიმეტრი გახლავთ. პატარა მჭამელი, პუტკუნა ადამიანია. ეტყობა, რომ მომავალში მოქეიფე იქნება (სიცილით ამბობს).

- სამშობიარო ბლოკში ხომ არ დასწრებიხართ პატარა დავითის დაბადებას?

- არა, ექიმმა დავით დავარაშვილმა კი მკითხა, ხომ არ დაესწრებიო, მაგრამ უარი ვუთხარი, - მაგას ვერ შევძლებდი. მე გარეთ, ბლოკს მიღმა ვღელავდი...

- პატარა მოქეიფეს დაბადება ალბათ შესაბამისად აღნიშნეთ, არა?

- კი, მეგობრების წრეში ქართულად აღინიშნა...

- თქვენს უფროს ვაჟებს რა ჰქვიათ და რამხელები არიან?

- ცოტნე მეშვიდე წელშია, შემდეგ არის 4 წლის თორნიკე. ყოველი ოჯახის მეოთხე შვილი, პატრიარქის კურთხევით, პატრიარქის ტახტის მცველად არის მიჩნეული. ვინაიდან დავითი ჩვენი მეოთხე შვილია, ის პატრიარქის ტახტის მცველი გახლავთ...

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია