მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში დაგეგმილი ირინა ალეგროვას კონცერტი აღარ გაიმართება
თბილისში დაგეგმილი ირინა ალეგროვას კონცერტი აღარ გაიმართება

თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის სა­ლა­რო­ებ­თან რუ­სუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვის, ირი­ნა ალეგ­რო­ვას აფი­შე­ბი ჯერ კი­დევ გაკ­რუ­ლია, თუმ­ცა 19 სექ­ტემ­ბერს და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი არ გა­ი­მარ­თე­ბა.

კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ქა­ლაქ ერე­ვან­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია "ალეკს ევენ­ტია", თუმ­ცა გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბის თან­ხის და­საბ­რუ­ნებ­ლად ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­ლა­რო­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დღეს არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა.

ალეგ­რო­ვას კონ­ცერ­ტებ­ზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი ბევ­რიც გა­ი­ყი­და და ია­ფიც არ ღირ­და, შე­სა­ბა­მი­სად რუ­სუ­ლი პოპ­მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ბი­ლე­თე­ბის სა­ფა­სუ­რის დაბ­რუ­ნე­ბას ითხო­ვენ.

კონ­ცერ­ტის გა­და­დე­ბის შე­სა­ხებ ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­ლა­როს ფო­ი­ე­ში თა­ბა­ხის ფურ­ცელ­ზე გაკ­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იუ­წყე­ბა. გან­ცხა­დე­ბა­ში მი­თი­თე­ბულ ტე­ლე­ფონ­ზე "ამ­ბე­ბი.გე"-ს უპა­სუ­ხეს, რომ კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი თბი­ლის­ში 19 სექ­ტემ­ბერს ჩა­მო­ვა და კონ­ცერ­ტის გა­უქ­მე­ბი­სა და ბი­ლე­თე­ბის სა­ფა­სუ­რის დაბ­რუ­ნე­ბის თა­რი­ღის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს. ინ­ფორ­მა­ცია ბი­ლე­თე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­ლა­როს ფო­ი­ე­შიც გა­მო­იკვრე­ბა.

ასე­ვე გა­უქ­მე­ბუ­ლია ბა­თუ­მის პი­ა­ცა­ზე და­დეგ­მი­ლი ირი­ნა ალეგ­რო­ვას კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც 20 სექ­ტემ­ბერს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო.

ბოლო დროს რუ­სუ­ლი ესტრა­დის მოყ­ვა­რუ­ლებს ნამ­დვი­ლად არ უმარ­თლლებს - ჯერ ზემ­ფი­რას გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა ზა­ფხულ­მა, შე­მოდ­გო­მა კი ალეგ­რო­ვას გა­რე­შე და­ი­წყო.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

თბილისში დაგეგმილი ირინა ალეგროვას კონცერტი აღარ გაიმართება

თბილისში დაგეგმილი ირინა ალეგროვას კონცერტი აღარ გაიმართება

თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებთან რუსული ესტრადის ვარსკვლავის, ირინა ალეგროვას აფიშები ჯერ კიდევ გაკრულია, თუმცა 19 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტი არ გაიმართება.

კონცერტის ორგანიზატორი ქალაქ ერევანში რეგისტრირებული კომპანია "ალეკს ევენტია", თუმცა გაყიდული ბილეთების თანხის დასაბრუნებლად ფილარმონიის სალაროში აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელი დღეს არ გამოცხადებულა.

ალეგროვას კონცერტებზე დასასწრები ბილეთები ბევრიც გაიყიდა და იაფიც არ ღირდა, შესაბამისად რუსული პოპმუსიკის მოყვარულები ბილეთების საფასურის დაბრუნებას ითხოვენ.

კონცერტის გადადების შესახებ ფილარმონიის სალაროს ფოიეში თაბახის ფურცელზე გაკრული განცხადება იუწყება. განცხადებაში მითითებულ ტელეფონზე ”ამბები.გე”-ს უპასუხეს, რომ კონცერტის ორგანიზატორი თბილისში 19 სექტემბერს ჩამოვა და კონცერტის გაუქმებისა და ბილეთების საფასურის დაბრუნების თარიღის შესახებ განცხადებას გააკეთებს. ინფორმაცია ბილეთების დაბრუნების შესახებ ფილარმონიის სალაროს ფოიეშიც გამოიკვრება.

ასევე გაუქმებულია ბათუმის პიაცაზე დადეგმილი ირინა ალეგროვას კონცერტი, რომელიც 20 სექტემბერს უნდა გამართულიყო.

ბოლო დროს რუსული ესტრადის მოყვარულებს ნამდვილად არ უმართლლებს - ჯერ ზემფირას გარეშე ჩაიარა ზაფხულმა, შემოდგომა კი ალეგროვას გარეშე დაიწყო.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება