პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცუდია, როცა ზემოთ ეძებ ვინმეს, რათა რამე გადააბრალო"
"ცუდია, როცა ზემოთ ეძებ ვინმეს, რათა რამე გადააბრალო"

კო­ა­ბი­ტა­ცი­ის რე­ჟიმ­ზე გა­და­სუ­ლი მთავ­რო­ბა ძნე­ლად, მაგ­რამ მა­ინც ახერ­ხებს ფა­რულ თუ აშ­კა­რა ინ­ტრი­გებ­თან გამ­კლა­ვე­ბას. ოპო­ზი­ცი­ის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე ბოლო დროს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო გახ­და. ხა­დუ­რის უწყე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის გარ­და, პო­ლი­ტი­კურ თა­მა­შებ­შიც აღ­მოჩ­ნდა ჩარ­თუ­ლი. რე­ზო­ნან­სუ­ლი იყო მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი და ბო­ლოს ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭე­ლა­ში მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტა­ჟი. ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი მი­ნა­რე­თის სა­კი­თხის პო­ლი­ტი­ზე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ადა­ნა­შა­უ­ლებს.

- სო­ფელ ჭე­ლა­ში მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტა­ჟი დღე­საც მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნია. რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა თქვე­ნი უწყე­ბა ამ კონ­ფლიქ­ტის ეპი­ცენ­ტრში?

- რა თქმა უნდა, ადა­მი­ა­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბებს პა­ტი­ვი უნდა ვცეთ, მაგ­რამ რო­დე­საც წე­სე­ბი ირ­ღვე­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­წყებს კა­ნო­ნი მოქ­მე­დე­ბას და ეს არა­ვის უნდა აკ­ვირ­ვებ­დეს. "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ამ ამ­ბის რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით პო­ლი­ტი­ზე­ბა სცა­დეს. ცხა­დია, არა­ვინ აჰ­ყვე­ბო­და ამ პრო­ვო­კა­ცი­ას და ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნი­ე­რად წა­რი­მარ­თა. მი­ნა­რე­თი უკვე და­ლუ­ქუ­ლია და ვე­ლო­დე­ბით სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბას, რის შემ­დე­გაც ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში აღარ იქ­ნე­ბა.

- ამ­ბობთ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" გა­მო­ი­ყე­ნეს ეს ფაქ­ტი, მაგ­რამ, მგო­ნი, თა­ვად მი­ე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ესარ­გებ­ლათ თქვე­ნი შეც­დო­მით?

- კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის კი არ არის, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რა გა­ა­კე­თეს, არა­მედ ის, რა კუდი მო­ა­ბეს ამას პო­ლი­ტი­კო­სებ­მა. მათ ჰქონ­დათ ერ­თა­დერ­თი ამო­ცა­ნა, და­ე­ძა­ბათ ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- რო­გორც მა­მუ­კა არე­ში­ძე ამ­ბობს, სა­ბა­ჟო­ზე ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა და­რე­კა, რის შემ­დე­გაც ტვირ­თი შე­უ­მოწ­მებ­ლად გა­მო­ა­ტა­რეს. რამ­დე­ნად სარ­წმუ­ნოა ეს გან­ცხა­დე­ბა?

- რაც ნო­დარ ხა­დუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრია, ვე­რა­ვინ გა­ბე­დავს სა­ბა­ჟოს­თვის ბრძა­ნე­ბის მი­ცე­მას, რო­მე­ლი ტვირ­თი უნდა გა­მო­ვი­დეს და რო­მე­ლი შე­ი­ზღუ­დოს. ასე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" იქ­ცე­ოდ­ნენ, პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან მარ­თავ­დნენ უწყე­ბებს.

- რა­ტომ გა­მო­რი­ცხავთ, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე დღე­საც არი­ან პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის დაკ­ვე­თებს ას­რუ­ლე­ბენ?

- სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­მარ­თა­ლი ქვე­ყა­ნა­ში დამ­თავ­რდა და თუ სარ­წმუ­ნო ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ, მოგ­ვა­წო­დეთ და ჩვენ გა­მო­ვიკ­ვლევთ.

- სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა ადი­გე­ნის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის წე­რილს უპა­სუ­ხა, რომ მი­ნა­რე­თის დად­გმის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას უნდა მი­ე­ღო და არა მის სა­მი­ნის­ტროს. თუ ასეა, თქვენ რა­ტომ იყა­ვით დე­მონ­ტა­ჟის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი?

- ამ კი­თხვა­ზე პა­სუხს არ გაგ­ცემთ. არა იმი­ტომ, რომ მე ჩემი მო­საზ­რე­ბა არ მაქვს, არა­მედ იმი­ტომ, რომ ამ­ჟა­მად ფი­ნანსთა მი­ნისტრს ესა­უბ­რე­ბით, რო­მელ­საც თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი აქვს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"ცუდია, როცა ზემოთ ეძებ ვინმეს, რათა რამე გადააბრალო"

"ცუდია, როცა ზემოთ ეძებ ვინმეს, რათა რამე გადააბრალო"

კოაბიტაციის რეჟიმზე გადასული მთავრობა ძნელად, მაგრამ მაინც ახერხებს ფარულ თუ აშკარა ინტრიგებთან გამკლავებას. ოპოზიციის მთავარი სამიზნე ბოლო დროს ფინანსთა სამინისტრო გახდა. ხადურის უწყება ეკონომიკური საკითხების გარდა, პოლიტიკურ თამაშებშიც აღმოჩნდა ჩართული. რეზონანსული იყო მერიის თანამშრომლების გახმაურებული დაპატიმრებები და ბოლოს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მინარეთის საკითხის პოლიტიზებაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

- სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი დღესაც მსჯელობის საგანია. რატომ აღმოჩნდა თქვენი უწყება ამ კონფლიქტის ეპიცენტრში?

- რა თქმა უნდა, ადამიანის შეხედულებებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ როდესაც წესები ირღვევა, აუცილებლად დაიწყებს კანონი მოქმედებას და ეს არავის უნდა აკვირვებდეს. "ნაციონალებმა" ამ ამბის რელიგიური ნიშნით პოლიტიზება სცადეს. ცხადია, არავინ აჰყვებოდა ამ პროვოკაციას და ყველაფერი კანონიერად წარიმართა. მინარეთი უკვე დალუქულია და ველოდებით სამართლებრივი პროცედურების დასრულებას, რის შემდეგაც ამ საკითხზე საუბარი ჩემს კომპეტენციაში აღარ იქნება.

- ამბობთ, რომ "ნაციონალებმა" გამოიყენეს ეს ფაქტი, მაგრამ, მგონი, თავად მიეცით შესაძლებლობა, ესარგებლათ თქვენი შეცდომით?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა რა გააკეთეს, არამედ ის, რა კუდი მოაბეს ამას პოლიტიკოსებმა. მათ ჰქონდათ ერთადერთი ამოცანა, დაეძაბათ ვითარება საქართველოში.

- როგორც მამუკა არეშიძე ამბობს, საბაჟოზე ყოფილმა მაღალჩინოსანმა დარეკა, რის შემდეგაც ტვირთი შეუმოწმებლად გამოატარეს. რამდენად სარწმუნოა ეს განცხადება?

- რაც ნოდარ ხადური საქართველოს ფინანსთა მინისტრია, ვერავინ გაბედავს საბაჟოსთვის ბრძანების მიცემას, რომელი ტვირთი უნდა გამოვიდეს და რომელი შეიზღუდოს. ასე "ნაციონალები" იქცეოდნენ, პროკურატურიდან მართავდნენ უწყებებს.

- რატომ გამორიცხავთ, რომ თანამდებობებზე დღესაც არიან პირები, რომლებიც ძველი ხელმძღვანელების დაკვეთებს ასრულებენ?

- სატელეფონო სამართალი ქვეყანაში დამთავრდა და თუ სარწმუნო ინფორმაცია გაქვთ, მოგვაწოდეთ და ჩვენ გამოვიკვლევთ.

- სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის წერილს უპასუხა, რომ მინარეთის დადგმის გადაწყვეტილება ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა მიეღო და არა მის სამინისტროს. თუ ასეა, თქვენ რატომ იყავით დემონტაჟის ორგანიზატორები?

- ამ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ. არა იმიტომ, რომ მე ჩემი მოსაზრება არ მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ამჟამად ფინანსთა მინისტრს ესაუბრებით, რომელსაც თავისი მოვალეობები აქვს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა