პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეხმძიმე ქალის ცხედარი ბოსელში მეზობლებმა აღმოაჩინეს"
"ფეხმძიმე ქალის ცხედარი ბოსელში მეზობლებმა აღმოაჩინეს"

სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­შირ­და ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რაც არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად მკვლე­ლო­ბით მთავ­რდე­ბა. ეს სა­გან­გა­შო რე­ა­ლო­ბაა. არა­ერთ ოჯახ­ში დატ­რი­ალ­და სის­ხლი­ა­ნი ტრა­გე­დია. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ოჯა­ხის წევ­რის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით არა­ერ­თი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. ბევრ მათ­განს სა­სა­მარ­თლომ ვერ­დიქ­ტი უკვე გა­მო­უ­ტა­ნა, ნა­წი­ლი კი გა­ნა­ჩე­ნის მო­ლო­დინ­შია. ისი­ნი სას­ჯელს მო­იხ­დი­ან, მაგ­რამ მათ­თვის ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბულ წლებ­ზე მძი­მე დე­დის, დის, მა­მის, შვი­ლის, მე­უღ­ლის მკვლე­ლის სა­ხე­ლით ცხოვ­რე­ბა იქ­ნე­ბა.

ცოტა ხნის წინ ქუ­თა­ის­ში 61 წლის ვა­ლე­რი ბ. მე­უღ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, - მან 60 წლის მე­უღ­ლეს თა­ვის არე­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად კონ­ფლიქ­ტი და­სა­ხელ­და. მკვლელს გაქ­ცე­ვა არ უც­დია, იგი თა­ვი­სი­ვე ბი­ნა­ში ჩაჰ­ბარ­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს.

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ასე­ვე ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ის­რით­ში. 80 წლის პავ­ლე მ.-მ შვი­ლი მოკ­ლა და შემ­დეგ თავი ჩა­მო­იხ­რჩო. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მამა-შვილს ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ფლიქ­ტი ხში­რად ჰქო­ნი­ათ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს შვილ­მა მე­ზო­ბე­ლი შინ დაჰ­პა­ტი­ჟა. მა­მა­მისს მე­ზო­ბელ­თან ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ამი­ტომ პავ­ლემ სტუ­მა­რი გა­აგ­დო და ამით უკ­მა­ყო­ფი­ლო შვი­ლი მა­მას წა­ე­ჩხუ­ბა. გაბ­რა­ზე­ბულ­მა მა­მამ შვი­ლი და­ნით მოკ­ლა, მაგ­რამ როცა გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რაც ჩა­ი­დი­ნა, თავი ჩა­მო­იხ­რჩო.

მალე სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგე­ბა ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ბე­ბი­ის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. ოჯა­ხუ­რი ტრა­გე­დია სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბოდ­ბის­ხევ­ში დატ­რი­ალ­და. 79 წლის მა­ი­სო კ. შვი­ლიშ­ვილ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ცი­ხი­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო და ბე­ბი­ას­თან სტუმ­რად მი­ვი­და. ერთი ვერ­სი­ით, მან მე­ზო­ბელ­თან იჩხუ­ბა და სა­ნა­დი­რო თო­ფით გას­რო­ლი­ლი ტყვია ბე­ბი­ას მოხ­ვდაო. მძი­მედ დაჭ­რი­ლი მო­ხუ­ცის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. 23 წლის გიგა ისევ ცი­ხე­ში დაბ­რუნ­და, ამ­ჯე­რად უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით, - მას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ და 7-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ელის.

სო­ფელ დი­ღომ­ში ხო­ლუ­აშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში კონ­ფლიქ­ტი სის­ხლის ღვრით დას­რულ­და. 6 მარტს, სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე, 36 წლის მოსე კ.-მ 33 წლის მე­უღ­ლე ხა­თუ­ნა და­ნით მუ­ცელ­ში დაჭ­რა. ამ შემ­ზა­რავ ფაქტს მათი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი შე­ეს­წრნენ. დე­დის ყვი­რილ­ზე სა­ძი­ნე­ბელ­ში პირ­ვე­ლად უფ­რო­სი, 11 წლის ბიჭი შე­ვარ­და, დაჭ­რი­ლი დედა რომ და­ი­ნა­ხა, ქუ­ჩა­ში გა­იქ­ცა და მე­ზობ­ლებს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. ყვი­რი­ლი გვერ­დით ოთახ­ში მყოფ ხა­თუ­ნას ძმას შე­მო­ეს­მა, მერე ქალი კი­ვილს მოჰ­ყვა: - ზაქ­რო, მიშ­ვე­ლე, დანა და­მარ­ტყა, მკლავ­სო. ძმა დის საშ­ვე­ლად გა­იქ­ცა, კარ­თან შე­ფე­თე­ბულ მო­სეს ხელი გა­არ­ტყა, ბიჭო, ეს რა ქე­ნიო. ზაქ­როს სიბ­ნე­ლე­ში არ შე­უმ­ჩნე­ვია, სი­ძეს ხელ­ში დანა რომ ეჭი­რა. უცებ ტკი­ვი­ლი იგ­რძნო, ეგო­ნა, მუშ­ტი მოხ­ვდა, მაგ­რამ ტკი­ვილ­მა მო­ცე­ლა, ამ დროს ზურ­გის არე­ში, იღ­ლი­ას­თან, მე­ო­რე დარ­ტყმა იგ­რძნო, მერე მე­სა­მე, უკვე მხარ­ში. მა­ინც მო­ა­ხერ­ხა დას­თან მის­ვლა, ხა­თუ­ნა სა­წოლ­ზე იჯდა და წა­მოდ­გო­მას ვერ ახერ­ხებ­და, მუ­ცელ­ზე ხელი ჰქონ­და მი­დე­ბუ­ლი. ორი­ვეს ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და. ზაქ­როს სამი ჭრი­ლო­ბა აღ­მო­აჩ­ნდა, ხა­თუ­ნას ერთი - მუც­ლის არე­ში, ღვიძ­ლი მთლი­ა­ნად დაფ­ლე­თო­და.

რო­გორც გა­ირ­კვა, ეს არ ყო­ფი­ლა პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, მათ ოჯახ­ში ხში­რად იყო აყალ­მა­ყა­ლი. ერთხელ მოსე კ.-ს სი­დედ­რი გა­ყი­ნუ­ლი ქათ­მის ბარ­კლე­ბი­თაც უცე­მია, ცოლს კი და­ნით დას­დევ­და და მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ექი­მებ­მა ხა­თუ­ნა და მისი ძმა გა­და­არ­ჩი­ნეს.

შემ­ზა­რა­ვი იყო ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ბეჟა­ნო­ში მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლიც. 45 წლის ვარ­დან ვ. 5 თვის ფეხ­მძი­მე ცოლს თავს მა­შინ და­ეს­ხა, როცა ქალი ძრო­ხას წვე­ლი­და. ქალი მუ­ცელ­ში მყო­ფი შვი­ლის დან­დო­ბას სთხოვ­და, მაგ­რამ ქმარ­მა უკან არ და­ი­ხია და ხან­ჯლით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მრავ­ლო­ბი­თი ნაკ­ვეთ-ნა­ჩხვლე­ტი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ცოლს. დაჭ­რი­ლი იქვე მი­აგ­დო და თვი­თონ ეზო­ში სის­ხლი­ა­ნი ხან­ჯლით და­დი­ო­და. მკვლელ­მა მე­ზო­ბელს უთხრა, ცოლი მოვ­კა­ლი, ეს რა ცხოვ­რე­ბაა, იქით არის ცხოვ­რე­ბა და მე მათ სი­ცო­ცხლე ვა­ჩუ­ქეო(!!!).

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"ფეხმძიმე ქალის ცხედარი ბოსელში მეზობლებმა აღმოაჩინეს"

"ფეხმძიმე ქალის ცხედარი ბოსელში მეზობლებმა აღმოაჩინეს"

საქართველოში გახშირდა ოჯახური ძალადობის შემთხვევები, რაც არცთუ იშვიათად მკვლელობით მთავრდება. ეს საგანგაშო რეალობაა. არაერთ ოჯახში დატრიალდა სისხლიანი ტრაგედია. სამართალდამცავებმა ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით არაერთი მოქალაქე დააკავეს. ბევრ მათგანს სასამართლომ ვერდიქტი უკვე გამოუტანა, ნაწილი კი განაჩენის მოლოდინშია. ისინი სასჯელს მოიხდიან, მაგრამ მათთვის ციხეში გატარებულ წლებზე მძიმე დედის, დის, მამის, შვილის, მეუღლის მკვლელის სახელით ცხოვრება იქნება.

ცოტა ხნის წინ ქუთაისში 61 წლის ვალერი ბ. მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - მან 60 წლის მეუღლეს თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მკვლელობის მოტივად კონფლიქტი დასახელდა. მკვლელს გაქცევა არ უცდია, იგი თავისივე ბინაში ჩაჰბარდა სამართალდამცავებს.

ტრაგედია დატრიალდა ასევე ვანის რაიონის სოფელ ისრითში. 80 წლის პავლე მ.-მ შვილი მოკლა და შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. ახლობლების თქმით, მამა-შვილს ერთმანეთთან კონფლიქტი ხშირად ჰქონიათ. როგორც ამბობენ, იმ საბედისწერო დღეს შვილმა მეზობელი შინ დაჰპატიჟა. მამამისს მეზობელთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომ პავლემ სტუმარი გააგდო და ამით უკმაყოფილო შვილი მამას წაეჩხუბა. გაბრაზებულმა მამამ შვილი დანით მოკლა, მაგრამ როცა გააცნობიერა, რაც ჩაიდინა, თავი ჩამოიხრჩო.

მალე სასამართლოს წინაშე წარდგება ახალგაზრდა, რომელიც ბებიის მკვლელობაშია ბრალდებული. ოჯახური ტრაგედია სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში დატრიალდა. 79 წლის მაისო კ. შვილიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული ციხიდან ახალი გამოსული იყო და ბებიასთან სტუმრად მივიდა. ერთი ვერსიით, მან მეზობელთან იჩხუბა და სანადირო თოფით გასროლილი ტყვია ბებიას მოხვდაო. მძიმედ დაჭრილი მოხუცის გადარჩენა ვერ შეძლეს. 23 წლის გიგა ისევ ციხეში დაბრუნდა, ამჯერად უმძიმესი ბრალდებით, - მას განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლებენ და 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის.

სოფელ დიღომში ხოლუაშვილების სახლში კონფლიქტი სისხლის ღვრით დასრულდა. 6 მარტს, საღამოს 9 საათზე, 36 წლის მოსე კ.-მ 33 წლის მეუღლე ხათუნა დანით მუცელში დაჭრა. ამ შემზარავ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. დედის ყვირილზე საძინებელში პირველად უფროსი, 11 წლის ბიჭი შევარდა, დაჭრილი დედა რომ დაინახა, ქუჩაში გაიქცა და მეზობლებს დახმარება სთხოვა. ყვირილი გვერდით ოთახში მყოფ ხათუნას ძმას შემოესმა, მერე ქალი კივილს მოჰყვა: - ზაქრო, მიშველე, დანა დამარტყა, მკლავსო. ძმა დის საშველად გაიქცა, კართან შეფეთებულ მოსეს ხელი გაარტყა, ბიჭო, ეს რა ქენიო. ზაქროს სიბნელეში არ შეუმჩნევია, სიძეს ხელში დანა რომ ეჭირა. უცებ ტკივილი იგრძნო, ეგონა, მუშტი მოხვდა, მაგრამ ტკივილმა მოცელა, ამ დროს ზურგის არეში, იღლიასთან, მეორე დარტყმა იგრძნო, მერე მესამე, უკვე მხარში. მაინც მოახერხა დასთან მისვლა, ხათუნა საწოლზე იჯდა და წამოდგომას ვერ ახერხებდა, მუცელზე ხელი ჰქონდა მიდებული. ორივეს ოპერაცია გაუკეთდა. ზაქროს სამი ჭრილობა აღმოაჩნდა, ხათუნას ერთი - მუცლის არეში, ღვიძლი მთლიანად დაფლეთოდა.

როგორც გაირკვა, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, მათ ოჯახში ხშირად იყო აყალმაყალი. ერთხელ მოსე კ.-ს სიდედრი გაყინული ქათმის ბარკლებითაც უცემია, ცოლს კი დანით დასდევდა და მოკვლით ემუქრებოდა. საბედნიეროდ, ექიმებმა ხათუნა და მისი ძმა გადაარჩინეს.

შემზარავი იყო ახალქალაქის რაიონში, სოფელ ბეჟანოში მომხდარი დანაშაულიც. 45 წლის ვარდან ვ. 5 თვის ფეხმძიმე ცოლს თავს მაშინ დაესხა, როცა ქალი ძროხას წველიდა. ქალი მუცელში მყოფი შვილის დანდობას სთხოვდა, მაგრამ ქმარმა უკან არ დაიხია და ხანჯლით სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა ცოლს. დაჭრილი იქვე მიაგდო და თვითონ ეზოში სისხლიანი ხანჯლით დადიოდა. მკვლელმა მეზობელს უთხრა, ცოლი მოვკალი, ეს რა ცხოვრებაა, იქით არის ცხოვრება და მე მათ სიცოცხლე ვაჩუქეო(!!!).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ