პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა რურუა: "პუტინის ნობელის პრემიაზე წარდგენის ინიციატივა სრული კრეტინიზმია"
ნიკა რურუა: "პუტინის ნობელის პრემიაზე წარდგენის ინიციატივა სრული კრეტინიზმია"

რუ­სე­თის გა­ნათ­ლე­ბის ფონდმა პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე წა­რად­გი­ნა. რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია "ენ­ტე­ვე" იუ­წყე­ბა, რუ­სე­თის გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტმა , სერ­გეი კომ­კოვ­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ნო­ბე­ლის პრე­მი­ის კან­დი­და­ტად მშვი­დო­ბის­თვის ბრძო­ლი­სა და გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვის გამო წა­რად­გი­ნა... ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვის მო­საზ­რე­ბა კულ­ტუ­რის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, ნიკა რუ­რუ­ამ გაგ­ვი­ზი­ა­რა...

- ძა­ლი­ან მე­ეჭ­ვე­ბა, პუ­ტინს ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ა­ნი­ჭონ. წარ­დგე­ნით ამ პრე­მი­ა­ზე ყვე­ლას წარ­დგე­ნა შე­იძ­ლე­ბა, რაც თა­ვის­თა­ვად არაფ­რის გა­რან­ტია არაა... თუ ნო­ბე­ლის პრე­მია სა­მას­ხა­რაო რა­მედ არ აპი­რებს გა­დაქ­ცე­ვას, პუ­ტინს - ჩე­ჩე­ნი ხალ­ხის გე­ნო­ციდ­ში დამ­ნა­შა­ვეს, ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დე­ბის დამ­კა­ნო­ნე­ბელს, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და ოპო­ნენ­ტე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილს და და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის უეჭ­ველ ავ­ტორს, დღეს­დღე­ო­ბით ბა­შარ ალ ასა­დის მთა­ვარ მო­კავ­ში­რეს და შე­მა­ი­ა­რა­ღე­ბელს, საბ­ჭოთ "ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ის" აღ­დგე­ნის იდე­ის ავ­ტორს, ნო­ბე­ლის პრე­მი­ას არა­ვინ არ მი­ა­ნი­ჭებს არა­ნა­ირ კონ­ტექ­სტში. ეს იმ ვე­რა­გუ­ლი, ფა­რი­სევ­ლუ­რი პი­ა­რის გაგ­რძე­ლე­ბაა, რო­მელ­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გუ­ლუბ­რყვი­ლო პო­ლი­ტი­კის ფონ­ზე ახორ­ცი­ე­ლებს.

- რუ­სე­თის გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის ექ­სპერ­ტის, ოლეგ სერ­გე­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ის რომ ჩეჩ­ნეთ­ში ომი შე­წყდა...

- ჩეჩ­ნეთ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ამ ერის მა­სობ­რი­ვი ჟლეტ­ვა, რო­მე­ლიც დღემ­დე გრძელ­დე­ბა. იქ ომი არ შე­წყვე­ტი­ლა, ის სის­ხლშია ჩახ­შუ­ლი. იქ სტა­ბი­ლუ­რო­ბის ნა­ტა­მა­ლიც არ არის, რად­გა­ნაც ე.წ მშვი­დო­ბა კა­დი­რო­ვის ბან­დი­ტუ­რი რე­ჟი­მი­თაა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ნიკა რურუა: "პუტინის ნობელის პრემიაზე წარდგენის ინიციატივა სრული კრეტინიზმია"

ნიკა რურუა: "პუტინის ნობელის პრემიაზე წარდგენის ინიციატივა სრული კრეტინიზმია"

რუსეთის განათლების ფონდმა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნობელის პრემიაზე წარადგინა. როგორც ტელეკომპანია "ენტევე" იუწყება, რუსეთის განათლების ფონდის პრეზიდენტმა , სერგეი კომკოვმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ნობელის პრემიის კანდიდატად მშვიდობისთვის ბრძოლისა და განათლების განვითარების ძალისხმევის გამო წარადგინა... ამ საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრება კულტურის ყოფილმა მინისტრმა, ნიკა რურუამ გაგვიზიარა...

- ძალიან მეეჭვება, პუტინს ნობელის პრემია მიანიჭონ. წარდგენით ამ პრემიაზე ყველას წარდგენა შეიძლება, რაც თავისთავად არაფრის გარანტია არაა... თუ ნობელის პრემია სამასხარაო რამედ არ აპირებს გადაქცევას, პუტინს - ჩეჩენი ხალხის გენოციდში დამნაშავეს, ეთნიკური წმენდების დამკანონებელს, ჟურნალისტების და ოპონენტების მკვლელობაში ეჭვმიტანილს და დაპატიმრებების უეჭველ ავტორს, დღესდღეობით ბაშარ ალ ასადის მთავარ მოკავშირეს და შემაიარაღებელს, საბჭოთ "ბოროტების იმპერიის" აღდგენის იდეის ავტორს, ნობელის პრემიას არავინ არ მიანიჭებს არანაირ კონტექსტში. ეს იმ ვერაგული, ფარისევლური პიარის გაგრძელებაა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ამერიკის ადმინისტრაციის გულუბრყვილო პოლიტიკის ფონზე ახორციელებს.

- რუსეთის განათლების ფონდის ექსპერტის, ოლეგ სერგეევის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის დამსახურებაა, ის რომ ჩეჩნეთში ომი შეწყდა...

- ჩეჩნეთში განხორციელდა ამ ერის მასობრივი ჟლეტვა, რომელიც დღემდე გრძელდება. იქ ომი არ შეწყვეტილა, ის სისხლშია ჩახშული. იქ სტაბილურობის ნატამალიც არ არის, რადგანაც ე.წ მშვიდობა კადიროვის ბანდიტური რეჟიმითაა უზრუნველყოფილი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა