სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ აატირა ესპანეთში ეკა აბშილავა
რამ აატირა ესპანეთში ეკა აბშილავა

"კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ობ ეკა აბ­ში­ლა­ვას უყ­ვარს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი, სამ თვე­ში თმის ფერი რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვლა, შე­დე­გად თმა და­ეწ­ვა, მერე მოკ­ლედ შე­იჭ­რა და შა­ვად იმ იმე­დით შე­ი­ღე­ბა, რომ ამის შემ­დეგ კარ­გად მო­უვ­ლის და გა­იზ­რდის კი­დეც. წლე­ვან­დე­ლი ზა­ფხუ­ლი ეკამ საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რად გა­ა­ტა­რა, დას­თან ერ­თად ეს­პა­ნეთ­ში იმოგ­ზა­უ­რა, შემ­დეგ გუ­რია კარ­ვე­ბით და­ლაშ­ქრა, რა­ჭა­საც ეს­ტუმ­რა რამ­დე­ნი­მე დღით და ბა­თუ­მიც არ და­უ­ტო­ვე­ბია უყუ­რა­დღე­ბოდ. მი­ღე­ბულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­გაც­ნობთ.

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სამ­სა­ხურ­ში დღეს გა­ვე­დი და შვე­ბუ­ლე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად შე­ვიკ­რი­ბეთ, ჯერ­ჯე­რო­ბით სი­ახ­ლე­ებ­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, თუმ­ცა ვიცი, რომ უამ­რავ ახალ პრო­ექტს შევ­თა­ვა­ზებთ მა­ყუ­რე­ბელს.

- რო­გორც ვიცი, ზა­ფხულ­ში გქონ­დათ გა­და­ღე­ბე­ბი, მოგ­ვი­ყე­ვი, რას იღებ­დით?

- არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ამის თქმა, მაგ­რამ გაგ­მი­ხელთ, რომ ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი იღებ­და კო­მე­დი­ურ ფილ­მს, რო­მე­ლიც კი­ნო­თე­ატ­რე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი, ნა­ხევ­რი გა­და­ვი­ღეთ, ცოტა ხან­ში ისევ გან­ვა­ახ­ლებთ გა­და­ღე­ბებს.

- ეკა, რო­გორც ჩანს, გიყ­ვარს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ცოტა ხნის წინ იმი­ჯი შე­იც­ვა­ლე და თმაც შა­ვად შე­გი­ღე­ბავს...

- სა­კუ­თარ თავ­ზე მარ­თლა დიდი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ვა­ტა­რე, გა­ვი­კე­თე "ქი­მია" და მა­ლე­ვე თმა წი­თუ­რად შე­ვი­ღე­ბე, ცოტა ხან­ში გა­ქე­რა­ვე­ბა მო­ვინ­დო­მე, გა­ვი­ღი­ა­ვე, და­მეწ­ვა, თან არ მო­მე­წო­ნა მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი, მერე ისევ წი­თე­ლი ფერი და­ვიბ­რუ­ნე, მაგ­რამ ისე­თი აღარ იყო, რო­გო­რიც მა­ნამ­დე, ამ­დე­ნი დატ­ვირ­თვის შე­დე­გად თმა და­მეწ­ვა და შე­ვი­ჭე­რი, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი შა­ვად შე­ვი­ღე­ბე და გა­დავ­წყვი­ტე, რომ გა­ვი­ზარ­დო და კარ­გად მო­ვუ­ა­რო, თო­რემ სამ თვე­ში სა­ოც­რე­ბე­ბი დავ­მარ­თე (იღი­მე­ბა). არას­დროს ვნერ­ვი­უ­ლობ იმა­ზე, გა­ა­მარ­თლებს თუ არა ჩემი ექ­სპე­რი­მენ­ტი, მო­მიხ­დე­ბა თუ არა ესა თუ ის ფერი, ვარ­ცხნი­ლო­ბა, ად­ვი­ლად ვუ­ყუ­რებ - თმაა და გა­იზ­რდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბა­დია და ამა­ზე ღელ­ვა არ ღირს.

- რაც შე­ე­ხე­ბა ზა­ფხულს, რო­გორ გა­ა­ტა­რე შვე­ბუ­ლე­ბა?

- ფან­ტას­ტი­კუ­რად, მთე­ლი ერთი თვე თა­ვი­სუ­ფა­ლი გახ­ლდით. ათი დღით ჩემს დას­თან ერ­თად ეს­პა­ნეთ­ში გა­ვემ­გზავ­რე, მო­ვი­ნა­ხუ­ლე მად­რი­დი, ბარ­სე­ლო­ნა, კარ­გად და­ვის­ვე­ნე და გან­ვიტ­ვირ­თე... ამის შემ­დეგ ისე რო­გორ იქ­ნე­ბო­და, ჩემს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად ზღვა­ზე არ და­მეს­ვე­ნა, ჰოდა, ბა­თუმს ვეს­ტუმ­რე, ში­გა­და­შიგ მქონ­და პა­ტარ-პა­ტა­რა გას­ვლე­ბი რა­ჭა­სა და გუ­რი­ა­ში.

- ეს­პა­ნეთ­ში პირ­ვე­ლად იყა­ვი? გაგ­ვი­ზი­ა­რე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი...

- კი, პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით სავ­სე დავ­ბრუნ­დი. გა­მა­ო­ცა ეს­პა­ნე­ლი ხალ­ხის ცხოვ­რე­ბის წეს­მა, ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლე­ბი არი­ან, არ არ­სე­ბობს, ვინ­მემ შუქ­ნიშ­ნის წი­თელ ფერ­ზე გზა გა­დაკ­ვე­თოს, სად­მე ური­გოდ მი­ვი­დეს, ყვე­ლამ იცის, სად და რო­გორ მო­იქ­ცეს და მინ­და გი­თხრათ, რომ სა­ერ­თოდ არ ჰგვა­ნან ქარ­თვე­ლებს (იღი­მის). ჩემ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ქა­ლაქ­მა ტო­სამ, რო­მე­ლიც ბარ­სე­ლო­ნი­დან ერთი სა­ა­თის სა­ვალ­ში მდე­ბა­რე­ობს, ზღვის ფერ­მა გა­მა­ოგ­ნა, ცის­ფე­რიც არ­სე­ბობს და ცის­ფე­რიც, მაგ­რამ ასე­თი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, ცაში იკარ­გე­ბო­და ზღვა, ჰო­რი­ზონ­ტი არ ჩან­და, გარ­და ამი­სა, გა­მა­ო­ცა საგ­რა­და ფა­მი­ლი­ას ტა­ძარ­მა, შეს­ვლი­სას ყურ­სას­მე­ნე­ბით ის­მენ ის­ტო­რი­ას მის არ­ქი­ტექ­ტორ გა­უ­დი­ზე, რა­მაც იმ­ხე­ლა ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე, თავი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვი­კა­ვე, ცრემ­ლი რომ არ წა­მომ­სვლო­და, იმ­დე­ნად და­მა­ინ­ტე­რე­სა ამ ყვე­ლა­ფერ­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძიე და წა­ვი­კი­თხე გა­უ­დის შე­სა­ხებ. ასე­ვე ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე ცო­ცხა­ლი მა­ნე­კე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ა­თო­ბით დგა­ნან გა­უნ­ძრევ­ლად და უცებ იწყე­ბენ მოძ­რა­ო­ბას, ისე იყ­ვნენ გა­შე­შე­ბუ­ლე­ბი, დიდ­ხანს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, მარ­თლა ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ თუ არა, ჩემი აზ­რით, სა­ო­ცა­რი ხე­ლოვ­ნე­ბაა, ნამ­დვი­ლად შთამ­ბეჭ­და­ვი იყო.

- სა­მახ­სოვ­რო სუ­ვე­ნი­რე­ბის წა­მო­ღე­ბა თუ გჩ­ვე­ვია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლე­ბი­დან?

- კი, რო­გორ არა და ამ შემ­თხვე­ვა­შიც არ ვუ­ღა­ლა­ტე ტრა­დი­ცი­ას. აქე­დან წა­ვე­დი ორი შორ­ტი­თა და ორი მა­ი­სუ­რით, იმი­ტომ, რომ ზუს­ტად ვი­ცო­დი, იქი­დან ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი დავ­ბრუნ­დე­ბო­დი და მინ­და გი­თხრათ, რომ სწო­რა­დაც მო­ვი­ქე­ცი... არ ვიცი ჩემს იქ ყოფ­ნას და­ემ­თხვა თუ რა იყო, მაგ­რამ უდი­დე­სი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი დამ­ხვდა, კარ­გი ფეხ­საც­მე­ლე­ბი 10-10 ევ­როდ ვი­ყი­დე, ტყა­ვის ქურ­თუკ­ში 20 ევრო გა­და­ვი­ხა­დე. მარ­თლა ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დავ­ბრუნ­დი. სა­ერ­თოდ, რო­დე­საც სად­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გი­ლას მივ­დი­ვარ, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ ისე­თი რამ ჩა­მო­ვი­ტა­ნო, რაც იმ პე­რი­ოდს გა­მახ­სე­ნებს. ამ­ჯე­რად ბარ­სე­ლო­ნი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნე ზარ­დახ­შა, მად­რი­დი­დან კი ხელ­ნა­კე­თი სა­ა­თი დამ­რჩე­ბა სა­მახ­სოვ­როდ.

- თან­ხას დას­ვე­ნე­ბის­თვის მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებ?

- ყო­ველ­თვის მიყ­ვარს თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა. გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა რომ მიგ­როვ­დე­ბა, მერე ვწყვეტ, რა გა­ვა­კე­თო, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და, შე­ვაგ­რო­ვე ფული და მერე გა­დავ­წყვი­ტე ეს­პა­ნეთ­ში მე­მოგ­ზა­უ­რა.

- ეს­პა­ნუ­რი კერ­ძე­ბი თუ და­ა­გე­მოვ­ნე?

- კი, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ დი­დად მო­ვი­ხიბ­ლე.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შს სამინისტრო იმ სქემის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რითაც, უწყების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა შეძლო

რამ აატირა ესპანეთში ეკა აბშილავა

რამ აატირა ესპანეთში ეკა აბშილავა

''კომედი შოუს'' მსახიობ ეკა აბშილავას უყვარს ექსპერიმენტები, სამ თვეში თმის ფერი რამდენჯერმე შეიცვლა, შედეგად თმა დაეწვა, მერე მოკლედ შეიჭრა და შავად იმ იმედით შეიღება, რომ ამის შემდეგ კარგად მოუვლის და გაიზრდის კიდეც. წლევანდელი ზაფხული ეკამ საკმაოდ ნაყოფიერად გაატარა, დასთან ერთად ესპანეთში იმოგზაურა, შემდეგ გურია კარვებით დალაშქრა, რაჭასაც ესტუმრა რამდენიმე დღით და ბათუმიც არ დაუტოვებია უყურადღებოდ. მიღებულ შთაბეჭდილებებს ჩვენი რესპონდენტი ინტერვიუში გაგაცნობთ.

- იქიდან გამომდინარე, რომ სამსახურში დღეს გავედი და შვებულების შემდეგ პირველად შევიკრიბეთ, ჯერჯერობით სიახლეებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვიცი, რომ უამრავ ახალ პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს.

- როგორც ვიცი, ზაფხულში გქონდათ გადაღებები, მოგვიყევი, რას იღებდით?

- არ ვიცი, შეიძლება თუ არა ამის თქმა, მაგრამ გაგმიხელთ, რომ ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი იღებდა კომედიურ ფილმს, რომელიც კინოთეატრებისთვის იქნება განკუთვნილი, ნახევრი გადავიღეთ, ცოტა ხანში ისევ განვაახლებთ გადაღებებს.

- ეკა, როგორც ჩანს, გიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, ცოტა ხნის წინ იმიჯი შეიცვალე და თმაც შავად შეგიღებავს...

- საკუთარ თავზე მართლა დიდი ექსპერიმენტი ჩავატარე, გავიკეთე ''ქიმია'' და მალევე თმა წითურად შევიღებე, ცოტა ხანში გაქერავება მოვინდომე, გავიღიავე, დამეწვა, თან არ მომეწონა მიღებული შედეგი, მერე ისევ წითელი ფერი დავიბრუნე, მაგრამ ისეთი აღარ იყო, როგორიც მანამდე, ამდენი დატვირთვის შედეგად თმა დამეწვა და შევიჭერი, რამდენიმე დღის წინ კი შავად შევიღებე და გადავწყვიტე, რომ გავიზარდო და კარგად მოვუარო, თორემ სამ თვეში საოცრებები დავმართე (იღიმება). არასდროს ვნერვიულობ იმაზე, გაამართლებს თუ არა ჩემი ექსპერიმენტი, მომიხდება თუ არა ესა თუ ის ფერი, ვარცხნილობა, ადვილად ვუყურებ - თმაა და გაიზრდება, ყველაფერი მოგვარებადია და ამაზე ღელვა არ ღირს.

- რაც შეეხება ზაფხულს, როგორ გაატარე შვებულება?

- ფანტასტიკურად, მთელი ერთი თვე თავისუფალი გახლდით. ათი დღით ჩემს დასთან ერთად ესპანეთში გავემგზავრე, მოვინახულე მადრიდი, ბარსელონა, კარგად დავისვენე და განვიტვირთე... ამის შემდეგ ისე როგორ იქნებოდა, ჩემს საქართველოში მეგობრებთან ერთად ზღვაზე არ დამესვენა, ჰოდა, ბათუმს ვესტუმრე, შიგადაშიგ მქონდა პატარ-პატარა გასვლები რაჭასა და გურიაში.

- ესპანეთში პირველად იყავი? გაგვიზიარე შთაბეჭდილებები...

- კი, პირველად ვიყავი და დადებითი ემოციებით სავსე დავბრუნდი. გამაოცა ესპანელი ხალხის ცხოვრების წესმა, ძალიან მოწესრიგებულები არიან, არ არსებობს, ვინმემ შუქნიშნის წითელ ფერზე გზა გადაკვეთოს, სადმე ურიგოდ მივიდეს, ყველამ იცის, სად და როგორ მოიქცეს და მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ ჰგვანან ქართველებს (იღიმის). ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ქალაქმა ტოსამ, რომელიც ბარსელონიდან ერთი საათის სავალში მდებარეობს, ზღვის ფერმა გამაოგნა, ცისფერიც არსებობს და ცისფერიც, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს, ცაში იკარგებოდა ზღვა, ჰორიზონტი არ ჩანდა, გარდა ამისა, გამაოცა საგრადა ფამილიას ტაძარმა, შესვლისას ყურსასმენებით ისმენ ისტორიას მის არქიტექტორ გაუდიზე, რამაც იმხელა ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, თავი მაქსიმალურად შევიკავე, ცრემლი რომ არ წამომსვლოდა, იმდენად დამაინტერესა ამ ყველაფერმა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ინფორმაცია მოვიძიე და წავიკითხე გაუდის შესახებ. ასევე ძალიან მომეწონა ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ცოცხალი მანეკენები, რომლებიც საათობით დგანან გაუნძრევლად და უცებ იწყებენ მოძრაობას, ისე იყვნენ გაშეშებულები, დიდხანს ვაკვირდებოდი, მართლა ცოცხლები იყვნენ თუ არა, ჩემი აზრით, საოცარი ხელოვნებაა, ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.

- სამახსოვრო სუვენირების წამოღება თუ გჩვევია მნიშვნელოვანი ადგილებიდან?

- კი, როგორ არა და ამ შემთხვევაშიც არ ვუღალატე ტრადიციას. აქედან წავედი ორი შორტითა და ორი მაისურით, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი, იქიდან ძალიან დატვირთული დავბრუნდებოდი და მინდა გითხრათ, რომ სწორადაც მოვიქეცი... არ ვიცი ჩემს იქ ყოფნას დაემთხვა თუ რა იყო, მაგრამ უდიდესი ფასდაკლებები დამხვდა, კარგი ფეხსაცმელები 10-10 ევროდ ვიყიდე, ტყავის ქურთუკში 20 ევრო გადავიხადე. მართლა ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი. საერთოდ, როდესაც სადმე განსაკუთრებულ ადგილას მივდივარ, ყოველთვის ვცდილობ ისეთი რამ ჩამოვიტანო, რაც იმ პერიოდს გამახსენებს. ამჯერად ბარსელონიდან ჩამოვიტანე ზარდახშა, მადრიდიდან კი ხელნაკეთი საათი დამრჩება სამახსოვროდ.

- თანხას დასვენებისთვის მთელი წლის განმავლობაში აგროვებ?

- ყოველთვის მიყვარს თანხის შეგროვება. გარკვეული რაოდენობა რომ მიგროვდება, მერე ვწყვეტ, რა გავაკეთო, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, შევაგროვე ფული და მერე გადავწყვიტე ესპანეთში მემოგზაურა.

- ესპანური კერძები თუ დააგემოვნე?

- კი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დიდად მოვიხიბლე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება