პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

გამოგონებები, რომლებმაც ავტორები იმსხვერპლეს

გამოგონებები, რომლებმაც ავტორები იმსხვერპლეს

არსებობის განმავლობაში ადამიანმა ასობით სხვადასხვა ნივთი გამოიგონა. მათმა ნაწილმა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. იყო გამოგონებებიც, რომლებმაც საკუთარი ავტორებიც კი იმსხვერპლეს.

ჰენრი სმოლინსკი და მფრინავი მანქანა

ამ გაბედულმა გამომგონებლენმა ავტომობილისტების სანუკვარი ოცნების ასრულება და მფრინავი ავტომობილის შექმნა განიზრახა. იდეით ის იმდენად იყო შეპყრობილი, რომ მრავალი წლის განმავლობაში შესაბამისი აღჭურვილობის შესაძენად საჭირო თანხას აგროვებდა. შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში შეძენილი ავტომობილებისა და თვითმფრინავების ნაწილების გამოყენებით იდეალური კონსტრუქციის შექმნაზე ფიქრობდა. 1973 წელს მისთვის დიდება უნდა მოეტანა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. აფრენის შემდეგ მისი ქმნილება ჰაერში დაიშალა და საკუთარი ავტორიც იმსხვერპლა.

მარია სკლოდოვსკაია-კიური და ყელზე ჩამოკიდებული თილისმა

მეცნიერების სფეროში ქალთა დეფიციტის მიუხედავად, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სუსტი სქესის წარმომადგენელთა აღმოჩენებმა მსოფლიო მეცნიერებაში გადატრიალება მოახდინეს. მათ შორის იყო მარია სკლოდოვსკაია-კიური. მეუღლე, ფიზიკოს პიერ კიურისთან ერთად ის რადიოაქტიურობას იკვლევდა და ორი ახალი ქიმიური ელემენტი - რადიუმი და პოლონიუმიც აღმოაჩინა. ფიზიკაში მიღწევებისთვის მარია სკლოდოვსკაია-კიური ნობელის პრემიით ორჯერ დაჯილდოვდა. თუმცა მეცნიერმა ერთი ფაქტორი არ გაითვალისწინა - ჯამრთელობისთვის რადიაცია ძალზე საშიშია. ის არანაირ თავდაცვით ზომებს არ მიმართავდა და რადიუმით სავსე ამპულა თილისმის სახით ყელზეც კი ჰქონდა ჩამოკიდებული. შედეგად მას ლეიკემია განუვითარდა, რომლისგანაც 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჰორას ლოუსონ ჰინლის წყალქვეშა ნავი

აშშ-ში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს გამომგონებელმა მსოფლიოში პირველი მოქმედი წყალქვეშა ნავი ააგო. პირველი ორი პროტოტიპის სიცოცხლე ხანმოკლე აღმოჩნდა - 1862 წელს ორივე მათგანი გაანადგურეს, რათა მოწინააღმდეგეს ხელში არ ჩავარდნოდა. საკუთარი მისია მხოლოდ მესამე წყალქვეშა ნავმა შეასრულა, როდესაც 1863 წელს მოწინააღმდეგის ხომალდი ჩაძირა. თუმცა ბრძოლისას დაზიანებები თავადაც მიიღო და ბორტზე მყოფ 7 კაციან ეკიპაჟთან ერთად ჩაიძირა.

უილიამ ბალოკის საბეჭდი მანქანა

როტაციული საბეჭდი მანქანის გამოგონებით ამ ამერიკელმა წიგნებისა და გაზეთების ბეჭდვის საქმეში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. მაგრამ გამოგონებამ ავტორი იმსხვერპლა. 1867 წლის აპრილში ის თავისი საბეჭდი მანქანის გაუმჯობესების მიზნით, ერთ-ერთ წნეხში ცვლილებების შეტანას ცდილობდა, როდესაც მანქანის ქვეშ უნებლიეთ დადებულ ფეხზე მძიმე წნეხი დაეცა. რამდენიმე დღეში ბალოკს ინფექცია განუვითარდა და ის ფეხის ამპუტაციის ოპერაციისას გარდაიცვალა.

მათთან შედარებით ალფრედ ნობელს გაუმართლა - დინამიტის გამოცდისას დაშვებულმა შეცდომამ სტოკჰოლმში მდებარე მისი ლაბორატორია ნამსხვრევებად აქცია. 1864 წლის სექტემბერში აფეთქებისას მიღებული სხეულის მრავლობითი დაზიანებებისგან მისი უმცროსი ძმა ემილი და კიდევ ხუთი თანაშემწე გარდაიცვალა. თუმცა ალფრედს საკუთარი ცდებისთვის თავი არ გაუნებებია და სამი წლის შემდეგ დინამიტის გამოგონებისთვის შესაბამისი პატენტიც მიიღო.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ sobesednik.ru–ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს