სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ტოვებს გია გაჩეჩილაძე კოალიციას
რატომ ტოვებს გია გაჩეჩილაძე კოალიციას

ცოტა ხნის "სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა პარ­ტი­ის" ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ ის კო­ა­ლი­ცი­ის რი­გებს და­ტო­ვებს, სწო­რედ ამ სა­კი­თხით და­ვი­წყეთ მას­თან ინ­ტერ­ვიუ:

- ერთი თვის წინ, რო­დე­საც მი­დი­ო­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­ფი­ნანსდა 18 პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, მათ შო­რის არარ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე არ­სე­ბო­ბენ, ხოლო ჩვენ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი პარ­ტია ვართ (გვაქვს ევ­რო­პუ­ლი იდე­ო­ლო­გია, ვართ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ევ­რო­პის პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში და შევ­დი­ვართ "ევ­რო­პის მწვა­ნე­თა პარ­ტი­ის" მმარ­თვე­ლი საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში), აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ურ­კვევ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო დაგვტო­ვეს და­ფი­ნან­სე­ბის გა­რე­შე. ამ კა­ნო­ნის შე­დე­გად, რო­მელ­საც ბუ­ნებ­რი­ვია, მე მხა­რი არ და­ვუ­ჭი­რე, რად­გან ეს იყო და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­სა­მარ­თლი­ა­ნი, პარ­ლა­მენ­ტში მყოფ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ჯგუ­ფებ­მა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ი­ზარ­დეს და­ფი­ნან­სე­ბა და გა­რეთ დარ­ჩე­ნილ პარ­ტი­ებს, რომ­ლებ­საც კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით არ ეკუთ­ვნო­დათ და­ფი­ნან­სე­ბა ერთჯე­რა­დად, ბო­ნუ­სის სა­ხით მის­ცეს გარ­კვე­უ­ლი თან­ხა, რომ ამ პარ­ტი­ებს არ­სე­ბო­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ არ მის­ცეს "მწვა­ნე­თა პარ­ტი­ას" და­ფი­ნან­სე­ბა?

- აქ მხო­ლოდ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე არაა საქ­მე. ჩვენ არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვართ ფი­ნან­სუ­რად ძლი­ე­რი პარ­ტია. აქ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც არის არა­კო­ლე­გი­ა­ლუ­რი, თო­რემ იქ­ნე­ბა თუ არა და­ფი­ნან­სე­ბა, ამით "მწვა­ნე­თა პარ­ტი­ას" დიდი არა­ფე­რი მო­აკ­ლდე­ბა, თუმ­ცა კარ­გია, როცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ნორ­მა­ლუ­რი ოფი­სი ჰქონ­დეს და ასე ვთქვათ, მოხ­მა­რე­ბუ­ლი დე­ნის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა მა­ინც გა­აჩ­ნდეს.

- უშუ­ა­ლოდ კა­ნო­ნის ავ­ტო­რებ­თან თუ გქონ­დათ ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი?

- ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­დე­საც უმ­რავ­ლე­სო­ბა ხვდე­ბო­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მე და­ვა­ყე­ნე ეს სა­კი­თხი და პრე­მირ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხო­ვა, რომ ჩვენ და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებს აუ­ცი­ლებ­ლად მიგ­ვე­ღო და­ფი­ნან­სე­ბა.

- ანუ ივა­ნიშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნა უმ­რავ­ლე­სო­ბამ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა?

- დიახ, სწო­რედ ასე იყო. უმ­რავ­ლე­სო­ბამ ივა­ნიშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა! მი­უ­ხე­და­ვად მისი კა­ტე­გო­რი­უ­ლო­ბი­სა, ის ფაქ­ტის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნეს. ახლა უკვე კა­ნო­ნი მი­ღე­ბუ­ლია და მას ვე­რა­ვინ შეც­ვლის.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რატომ ტოვებს გია გაჩეჩილაძე კოალიციას

რატომ ტოვებს გია გაჩეჩილაძე კოალიციას

ცოტა ხნის "საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ გააკეთა განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ ის კოალიციის რიგებს დატოვებს, სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ მასთან ინტერვიუ:

- ერთი თვის წინ, როდესაც მიდიოდა კონსულტაციები პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, დაფინანსდა 18 პოლიტიკური ორგანიზაცია, მათ შორის არარსებული პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ, ხოლო ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში წარმოდგენილი პარტია ვართ (გვაქვს ევროპული იდეოლოგია, ვართ ინტეგრირებული ევროპის პოლიტიკურ სისტემაში და შევდივართ "ევროპის მწვანეთა პარტიის" მმართველი საბჭოს შემადგენლობაში), აბსოლუტურად გაურკვევლი მიზეზების გამო დაგვტოვეს დაფინანსების გარეშე. ამ კანონის შედეგად, რომელსაც ბუნებრივია, მე მხარი არ დავუჭირე, რადგან ეს იყო დამამცირებელი და არასამართლიანი, პარლამენტში მყოფმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა სერიოზულად გაიზარდეს დაფინანსება და გარეთ დარჩენილ პარტიებს, რომლებსაც კანონის მიხედვით არ ეკუთვნოდათ დაფინანსება ერთჯერადად, ბონუსის სახით მისცეს გარკვეული თანხა, რომ ამ პარტიებს არსებობა გაეგრძელებინათ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ მისცეს "მწვანეთა პარტიას" დაფინანსება?

- აქ მხოლოდ დაფინანსებაზე არაა საქმე. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ფინანსურად ძლიერი პარტია. აქ დამოკიდებულებაზე საუბარი, რომელიც არის არაკოლეგიალური, თორემ იქნება თუ არა დაფინანსება, ამით "მწვანეთა პარტიას" დიდი არაფერი მოაკლდება, თუმცა კარგია, როცა ორგანიზაციას აქვს საშუალება, რომ ნორმალური ოფისი ჰქონდეს და ასე ვთქვათ, მოხმარებული დენის გადახდის საშუალება მაინც გააჩნდეს.

- უშუალოდ კანონის ავტორებთან თუ გქონდათ ამ საკითხზე საუბარი?

- ერთ-ერთ შეხვედრაზე, როდესაც უმრავლესობა ხვდებოდა ბიძინა ივანიშვილს, მე დავაყენე ეს საკითხი და პრემირმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ ჩვენ და სოციალ-დემოკრატებს აუცილებლად მიგვეღო დაფინანსება.

- ანუ ივანიშვილის მოთხოვნა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა?

- დიახ, სწორედ ასე იყო. უმრავლესობამ ივანიშვილის მოთხოვნა არ გაითვალისწინა! მიუხედავად მისი კატეგორიულობისა, ის ფაქტის წინაშე დააყენეს. ახლა უკვე კანონი მიღებულია და მას ვერავინ შეცვლის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა