პოლიტიკა
სამართალი

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სმა-ჭამის აკადემიკოსი"
"სმა-ჭამის აკადემიკოსი"

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბა­ტო­ნი ნუგ­ზარ კვა­შა­ლი­სა და მისი ოჯა­ხის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ მარ­თლაც ლე­გენ­დე­ბი და­დის. ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი დიდი გურ­მა­ნია და ეგ­ზო­ტი­კუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი.

- ბა­ტო­ნო ნუგ­ზარ, იქ­ნებ მოგ­ვი­თხროთ თქვე­ნი ოჯა­ხის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ?

- სა­ერ­თოდ, ტრა­დი­ცი­ე­ბი გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კურ აღ­ნა­გო­ბა­ზე. ჩვენ­თან ყვე­ლა ოჯა­ხის წევ­რი იყო 100 კი­ლო­ზე მაღ­ლა. აი, მეც ამ­ხე­ლა ვარ, რად­გან ასაკ­ში ვე­ღარ ერე­ვი მა­დას. შე­მიძ­ლია და­ვიტ­რა­ბა­ხო, რომ ჩვე­ნი ოჯა­ხი ქა­ლაქ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი და ცნო­ბი­ლი იყო პურ­მა­რი­ლის, კერ­ძე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის, მისი მომ­ზა­დე­ბის და ათ­ვი­სე­ბის სი­უხ­ვით. აი მა­გა­ლი­თად და­დი­ო­და ლე­გენ­დე­ბი ჩვე­ნი ოჯა­ხის ქვაბ­ზე. ქვა­ბი იყო ძა­ლი­ან დიდი. ერთხელ გარ­და­იც­ვა­ლა მე­ზო­ბე­ლი და 120 კა­ცი­ა­ნი ქელე­ხი­სათ­ვის სა­ჭი­რო გახ­და კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა. ქვა­ბი წა­ი­ღეს. როცა და­აგ­ვი­ან­დათ მო­ტა­ნა, ბე­ბი­ა­ჩემ­მა და­უ­რე­კა, მო­ი­ტა­ნეთ რაა ქვა­ბი, ბავ­შვე­ბი მში­ე­რი მყავ­სო. იმ ქვაბ­ში ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი სა­დი­ლი მზად­დე­ბო­და.

- რო­გორც ვიცი, მრა­ვალ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გქონ­დათ...

- დიახ, ოჯახ­ში ბევ­რნი ვი­ყა­ვით. მე და­ახ­ლო­ე­ბით 11 კაცი მახ­სოვს. ბა­ბუ­ა­ჩე­მი იტყო­და ხოლ­მე - აბა, ის რა ოჯა­ხია სა­დილ­ზე 10 კაც­ზე ნაკ­ლე­ბი რომ მო­იყ­რის თავ­სო! მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, რაც თავი მახ­სოვს, ყო­ველ შა­ბათ კვი­რას ჩვენ­თან პურ­მა­რი­ლი იშ­ლე­ბო­და. მო­დი­ოდ­ნენ გვი­ან არ გა­უშ­ვებ­დნენ. ღა­მით ტუ­ა­ლეტ­ში რომ გავ­დი­ო­დი, ვი­ღა­ცე­ებს გა­და­ვა­ბი­ჯებ­დი ხოლ­მე. ყვე­ლა­ფე­რი ოჯახ­ში მზად­დე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან დი­ა­სახ­ლი­სის მომ­ზა­დე­ბულ პურ­მა­რილ­ზე სტუმ­რის მოწ­ვე­ვა გა­ცი­ლე­ბით სა­პა­ტიო და პრეს­ტი­ჟუ­ლი იყო. შე­იძ­ლე­ბა რეს­ტო­რან­შიც და­გე­პე­ტი­ჯა, მაგ­რამ ოჯახ­ში რომ კაცს მო­იწ­ვევ­დი ეს გა­ცი­ლე­ბით დიდ პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე მი­უ­თი­თებ­და. ასეთ ტრა­დი­ცი­ულ ოჯა­ხებ­ში პურ­მა­რი­ლის მო­სა­წყო­ბად შერ­ჩე­უ­ლი იყო ყვე­ლა­ზე დიდი ოთა­ხი, "ზალა" და ამ ფარ­თის მი­ხედ­ვით იგეგ­მე­ბო­და, რა მას­შტა­ბის ქე­ი­ფი უნდა მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო, რა რა­ო­დე­ნო­ბის და რამ­დე­ნი თავი საჭ­მე­ლი უნდა ამ­შვე­ნებ­დეს სუფ­რას. ჩვენ დიდი ბინა გვქონ­და და კერ­ძე­ბის ულუ­ფე­ბიც გრან­დი­ო­ზუ­ლი იყო. ჩემი ქორ­წი­ლი გა­და­ვი­ხა­დეთ ჩემს სახ­ლში. მოვ­ცა­ლეთ ოთა­ხე­ბი და ყველ­გან გა­ი­შა­ლა სუფ­რა. მშვე­ნი­ე­რი დროც გა­ვა­ტა­რეთ.

- თუ არ­სე­ბობ­და რა­ღაც ფორ­მუ­ლა, რისი მი­ხედ­ვი­თაც იგეგ­მე­ბო­და წვე­უ­ლე­ბის მე­ნიუ?

- ყვე­ლა­ფე­რი მზად­დე­ბო­და უხ­ვად იმ პრინ­ცი­პით, რომ, რო­გორც იტყვი­ან - "ჯერ თვა­ლი ჭამ­სო." ასე მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი მე­ო­რე დღის­თვი­საც ვარ­გო­და. მე გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს ქე­ი­ფის მე­ო­რე დღეს გა­ცხე­ლე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ცხე­ლე­ბუ­ლი გოჭი, გა­პიწ­კი­ნე­ბუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი...

უფრო სხვა­ნა­ი­რი გემო აქვს. დე­და­ჩე­მი კა­ხე­ლი იყო და მახ­სენ­დე­ბა კა­ხუ­რი ხაშ­ლა­მის არაც­ვე­უ­ლებ­რი­ვი დიდი ნაჭ­რე­ბი, მარ­თლა ნი­ვა­ში რომ გაც­ვლი­დი, უშ­ვე­ლე­ბე­ლი დედ­ლე­ბი.... ჩვენ ყვე­ლა დიდი ტა­ნის ვი­ყა­ვით და ბა­ბუ­ა­ცე­მი ყვე­ლა­ფერს დიდს ყი­დუ­ლობ­და. ოჯა­ხი გვქონ­და ჭეშ­მა­რი­ტად "სმა-ჭა­მის აკა­დე­მია", მა­მა­ჩე­მი კი ამ აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი. ტრა­დი­ცი­უ­ლად სუფ­რას თა­ვი­სი წე­სე­ბი ჰქონ­და, ანუ რო­დის რა კერ­ძი უნდა შე­მო­ე­ტა­ნათ. მა­მა­ჩე­მი მას­წავ­ლი­და, რომ თა­მა­დამ უნდა იცო­დეს, რის მერე რა შე­მო­ი­ტა­ნონ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სის მერე რა უნდა და­ა­ყო­ლო, რომ სას­მე­ლი შე­გერ­გოს, და­ლე­ვა შეძ­ლო, ყვე­ლა სტუ­მა­რი გა­ა­ცი­ლო და გე­მის კა­პი­ტა­ნი­ვით ბო­ლომ და­ტო­ვო სუფ­რა. ჩვენს ოჯახ­ში პა­ტივს სცემ­დნენ სტუმ­რებს, მაგ­რამ იყ­ვნენ გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბიც, ვი­საც კაი სმა-ჭა­მის თავი ჰქონ­დათ. ერ­თერ­თი მათ­გა­ნი იყო დიდი მსა­ხი­ო­ბი აკა­კი კვან­ტა­ლი­ა­ნი, რო­მელ­მაც ჭა­მის დროს ზომა არ იცო­და. ადრე ბე­ბი­ა­ჩე­მი "კე­რა­სინ­კა­ზე" დე­დალს ხარ­შავ­და და სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში ისე­თი პურ­მა­რი­ლი იყო მზად, რომ არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბო­და. დრეს რა­ღაც­ნა­ი­რად შე­იც­ვა­ლა პურ­მა­რი­ლის ტრა­დი­ცი­ე­ბი.

- რო­მელ ღვი­ნოს ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- მე მიყ­ვარს კარ­გი ღვი­ნო. ყვე­ლა­ზე მე­ტად კა­ხუ­რი გლა­ხუ­რი ტა­ნი­ნი­ა­ნი ღვი­ნო მიყ­ვარს. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სე­ბი მიყ­ვარს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მის და არა ზო­მის. მი­უ­ღე­ბე­ლია და ცუდ ტონს წარ­მო­ად­გენს და­ძა­ლე­ბა და "მო­ქე­ი­ფე­ე­ბის დაწ­ვე­ნა", ანუ მაგ­რად დათ­რო­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"სმა-ჭამის აკადემიკოსი"

"სმა-ჭამის აკადემიკოსი"

შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ნუგზარ კვაშალისა და მისი ოჯახის კულინარიული ტრადიციების შესახებ მართლაც ლეგენდები დადის. ცნობილი მომღერალი დიდი გურმანია და ეგზოტიკური სამზარეულოს დიდი თაყვანისმცემელი.

- ბატონო ნუგზარ, იქნებ მოგვითხროთ თქვენი ოჯახის კულინარიული ტრადიციების შესახებ?

- საერთოდ, ტრადიციები გამოიხატება ადამიანის ფიზიკურ აღნაგობაზე. ჩვენთან ყველა ოჯახის წევრი იყო 100 კილოზე მაღლა. აი, მეც ამხელა ვარ, რადგან ასაკში ვეღარ ერევი მადას. შემიძლია დავიტრაბახო, რომ ჩვენი ოჯახი ქალაქში და საქართველოს მასშტაბით გამორჩეული და ცნობილი იყო პურმარილის, კერძების რაოდენობის, მისი მომზადების და ათვისების სიუხვით. აი მაგალითად დადიოდა ლეგენდები ჩვენი ოჯახის ქვაბზე. ქვაბი იყო ძალიან დიდი. ერთხელ გარდაიცვალა მეზობელი და 120 კაციანი ქელეხისათვის საჭირო გახდა კერძის მომზადება. ქვაბი წაიღეს. როცა დააგვიანდათ მოტანა, ბებიაჩემმა დაურეკა, მოიტანეთ რაა ქვაბი, ბავშვები მშიერი მყავსო. იმ ქვაბში ჩვენი ყოველდღიური სადილი მზადდებოდა.

- როგორც ვიცი, მრავალსულიანი ოჯახი გქონდათ...

- დიახ, ოჯახში ბევრნი ვიყავით. მე დაახლოებით 11 კაცი მახსოვს. ბაბუაჩემი იტყოდა ხოლმე - აბა, ის რა ოჯახია სადილზე 10 კაცზე ნაკლები რომ მოიყრის თავსო! მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, რაც თავი მახსოვს, ყოველ შაბათ კვირას ჩვენთან პურმარილი იშლებოდა. მოდიოდნენ გვიან არ გაუშვებდნენ. ღამით ტუალეტში რომ გავდიოდი, ვიღაცეებს გადავაბიჯებდი ხოლმე. ყველაფერი ოჯახში მზადდებოდა, ვინაიდან დიასახლისის მომზადებულ პურმარილზე სტუმრის მოწვევა გაცილებით საპატიო და პრესტიჟული იყო. შეიძლება რესტორანშიც დაგეპეტიჯა, მაგრამ ოჯახში რომ კაცს მოიწვევდი ეს გაცილებით დიდ პატივისცემაზე მიუთითებდა. ასეთ ტრადიციულ ოჯახებში პურმარილის მოსაწყობად შერჩეული იყო ყველაზე დიდი ოთახი, "ზალა" და ამ ფართის მიხედვით იგეგმებოდა, რა მასშტაბის ქეიფი უნდა მომზადებულიყო, რა რაოდენობის და რამდენი თავი საჭმელი უნდა ამშვენებდეს სუფრას. ჩვენ დიდი ბინა გვქონდა და კერძების ულუფებიც გრანდიოზული იყო. ჩემი ქორწილი გადავიხადეთ ჩემს სახლში. მოვცალეთ ოთახები და ყველგან გაიშალა სუფრა. მშვენიერი დროც გავატარეთ.

- თუ არსებობდა რაღაც ფორმულა, რისი მიხედვითაც იგეგმებოდა წვეულების მენიუ?

- ყველაფერი მზადდებოდა უხვად იმ პრინციპით, რომ, როგორც იტყვიან - "ჯერ თვალი ჭამსო." ასე მომზადებული კერძები მეორე დღისთვისაც ვარგოდა. მე განსაკუთრებით მიყვარს ქეიფის მეორე დღეს გაცხელებული კერძები, განსაკუთრებით გაცხელებული გოჭი, გაპიწკინებული ხაჭაპური...

უფრო სხვანაირი გემო აქვს. დედაჩემი კახელი იყო და მახსენდება კახური ხაშლამის არაცვეულებრივი დიდი ნაჭრები, მართლა ნივაში რომ გაცვლიდი, უშველებელი დედლები.... ჩვენ ყველა დიდი ტანის ვიყავით და ბაბუაცემი ყველაფერს დიდს ყიდულობდა. ოჯახი გვქონდა ჭეშმარიტად "სმა-ჭამის აკადემია", მამაჩემი კი ამ აკადემიის რექტორი. ტრადიციულად სუფრას თავისი წესები ჰქონდა, ანუ როდის რა კერძი უნდა შემოეტანათ. მამაჩემი მასწავლიდა, რომ თამადამ უნდა იცოდეს, რის მერე რა შემოიტანონ, განსხვავებული სასმისის მერე რა უნდა დააყოლო, რომ სასმელი შეგერგოს, დალევა შეძლო, ყველა სტუმარი გააცილო და გემის კაპიტანივით ბოლომ დატოვო სუფრა. ჩვენს ოჯახში პატივს სცემდნენ სტუმრებს, მაგრამ იყვნენ გამორჩეულებიც, ვისაც კაი სმა-ჭამის თავი ჰქონდათ. ერთერთი მათგანი იყო დიდი მსახიობი აკაკი კვანტალიანი, რომელმაც ჭამის დროს ზომა არ იცოდა. ადრე ბებიაჩემი "კერასინკაზე" დედალს ხარშავდა და საათნახევარში ისეთი პურმარილი იყო მზად, რომ არაფერი შეედრებოდა. დრეს რაღაცნაირად შეიცვალა პურმარილის ტრადიციები.

- რომელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?

- მე მიყვარს კარგი ღვინო. ყველაზე მეტად კახური გლახური ტანინიანი ღვინო მიყვარს. განსხვავებული სასმისები მიყვარს განსხვავებული ფორმის და არა ზომის. მიუღებელია და ცუდ ტონს წარმოადგენს დაძალება და "მოქეიფეების დაწვენა", ანუ მაგრად დათრობა.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს