მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''რუსების ყველაფერი მოგვწონს და ვემონებით''
''რუსების ყველაფერი მოგვწონს და ვემონებით''

"ვხა­ტავ... ძა­ლი­ან ბევ­რს ვმუ­შა­ობ. ზა­ფხუ­ლი ჩემ­თვის ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­უ­ლია, რად­გან ამ დროს წას­ვლა არ მიყ­ვარს, ვზი­ვარ და ვხა­ტავ. მხო­ლოდ გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გავ­დი­ვარ ქა­ლაქ­გა­რეთ" , - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის ყო­ფი­ლი რექ­ტო­რი გია ბუ­ღა­ძე. ამ­ჟა­მად 17 გმი­რის ის­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ობს, რომ­ლე­ბიც 2006 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს სო­ფელ შინ­დის­თან გმი­რუ­ლად და­ეც­ნენ. "ამ სუ­რათს ჩემ­თვის ვხა­ტავ, ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­მის­რუ­ლე­ბია" , - ამ­ბობს მხატ­ვა­რი. პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უ­ბა­რი არ სურ­და, მაგ­რამ ამ თე­მას მა­ინც ვერ ავუ­ა­რეთ გვერ­დი...

- ვერ გე­ტყვით, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში... თუკი ჩვენს ახ­ლან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას შე­ვა­ფა­სებთ, ყვე­ლა­ზე მე­ტად ერთი რამ მხვდე­ბა თვალ­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო კულ­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო­მაც უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც, თუკი ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჰქვია...

- მაშ, რა ჰქვია?..

- ეს არ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ეს ხალ­ხია. ამ­დე­ნი აგ­რე­სია ჩვე­ნი უკულ­ტუ­რო­ბი­დან მო­დის. დღეს ხალ­ხი აგ­რე­სი­უ­ლია ყვე­ლა­სა და ყვე­ლაფ­რის მი­მართ. ეს ეხე­ბათ პო­ლი­ტი­კო­სებს, ხე­ლო­ვა­ნებს, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც კა­მა­თი­დან მა­შინ­ვე ძველ­ბი­ჭურ სა­უ­ბარ­ზე გა­და­დი­ან. ასე­ვე, ძა­ლი­ან მხვდე­ბა თვალ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო უგე­მოვ­ნო­ბა... დიდი ხა­ნია არ მიმ­გზავ­რია, რად­გან ზა­ფხუ­ლო­ბით ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა არ მიყ­ვარს. უმე­ტე­სად სახ­ლში ვზი­ვარ და ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ ამას წი­ნათ ბა­თუმ­ში მო­მი­წია წას­ვლამ, ერთ-ერთი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიწ­ვე­ვით ლექ­ცი­ე­ბი წა­ვი­კი­თხე, სწო­რედ თა­ნა­მედ­რო­ვე კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ და იქი­დან სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით დავ­ბრუნ­დი. მთე­ლი გზა, ბა­თუ­მი­დან თბი­ლი­სამ­დე, სა­შინ­ლად და­ბა­ლი დო­ნის რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი იყო ჩარ­თუ­ლი. მო­რი­დე­ბით ვთქვი, იქ­ნებ, რამე სხვა ჩარ­თოთ, თუნ­დაც გა­პო­პუ­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი, რო­მე­ლიც დღეს ასე მო­და­შია-მეთ­ქი. მივ­ხვდი, აზრი არ ჰქონ­და. თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ტაქ­სი­ში გა­დავ­ჯე­ქი და იქაც იგი­ვე ჩა­მირ­თეს, სა­ზი­ზღა­რი, რუ­სუ­ლი მუ­სი­კა და მა­შინ კი აღ­ვშფოთ­დი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, ტრან­სპორ­ტში, მა­ღა­ზი­ა­ში, ყველ­გან რუ­სუ­ლი მუ­სი­კა ჟღერ­დეს...

მე რუ­სუ­ლი მუ­სი­კის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს, თა­ვა­დაც ვუს­მენ ჩა­ი­კოვ­სკი­სა და შოს­ტა­კო­ვიჩს, მაგ­რამ ის, რა­საც ჩვენ­თან უს­მე­ნენ, სა­ში­ნე­ლე­ბაა. არ მინ­და, ვი­ღა­ცამ ცუ­დად გა­მი­გოს, ამი­ტო­მაც გან­ვმარ­ტავ, რომ მათ კულ­ტუ­რას დიდ პა­ტივს ვცემ, გან­სა­კუთ­რე­ბით მწერ­ლო­ბა­სა და მხატ­ვრო­ბას, რო­მე­ლიც მარ­თლაც დი­დია თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბით, მაგ­რამ ეს სა­ზი­ზღა­რი, და­ბა­ლი დო­ნის ესტრა­და ხალ­ხში, მა­სა­ში შე­დის... ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლას, ტაქ­სის მძღო­ლი იქ­ნე­ბა თუ სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი, ვე­კი­თხე­ბი, რა­ტომ უს­მენ ამას-მეთ­ქი, კარ­გად ის­მი­ნე­ბაო, მპა­სუ­ხო­ბენ. ამ დროს ვე­ღარ ვით­მენ და პირ­და­პირ მი­ვახ­ლი ხოლ­მე, ეს სა­ში­ნე­ლე­ბა შენ­ში მო­ნურ ფსი­ქო­ლო­გი­ას ზრდის-მეთ­ქი.

- რას გპა­სუ­ხო­ბენ?

- არა­ფერს, ზოგი მცნობს და არ მე­კა­მა­თე­ბა. ზოგ­საც ალ­ბათ გიჟი ვგო­ნი­ვარ... თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც და­ბა­ლი დო­ნის მუ­სი­კის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გაქვს, შენს "ნა­გავს" მა­ინც მო­უს­მი­ნე, ცოტა გვაქვს? რაღა იმას უს­მე­ნენ, რაც პირ­და­პირ კლავს ქარ­თვე­ლო­ბას... ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ვამ­ბობ, რომ ჩვენ ბევ­რი გვიკ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე.

ამ ბოლო დროს ჩემი ხალ­ხის საქ­ცი­ელს რომ ვუ­ყუ­რებ, სი­ტყვა ადა­მი­ა­ნის თქმის­გა­ნაც ვი­კა­ვებ თავს... ხში­რად ვე­კი­თხე­ბი თავს, რა და­ე­მარ­თა მცხე­თის ჯვრის, სვე­ტი­ცხოვ­ლის, სამ­თა­ვი­სის ამ­შე­ნე­ბელ ხალ­ხს, სად წა­ვი­და ის გენი და ჯიში, რო­მე­ლიც უნი­კა­ლურ ფრეს­კებს ქმნი­და... რა ხდე­ბა, სა­ი­დან მო­დის ასე­თი მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი უგე­მოვ­ნო­ბა?.. სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რუ­სეთ­მა მენ­ტა­ლუ­რად დაგ­ვი­პყრო. ვერა და ვერ და­ვაღ­წი­ეთ თავი მის მო­ნო­ბას... ეტყო­ბა, დამ­პყრობ­ლის მი­მართ მო­ნუ­რი ფსი­ქი­კის მქო­ნე ხალ­ხად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით. ამი­ტო­მაც გვაჭ­რის ყო­ველ ათ წე­ლი­წად­ში ერთხელ ტე­რი­ტო­რი­ებს, ჩვენ კი მა­ინც მას შევ­ცქე­რით, რო­გორც მხსნელს. ამის მერე რა­ტომ გვიკ­ვირს, რომ ხუთ დღე­ში დავ­მარ­ცხდით და მთა­ვარ­სარ­და­ლი უკან მორ­ბო­და, რო­დე­საც ხალ­ხი ში­ნა­გა­ნად არის და­მარ­ცხე­ბუ­ლი... ავ­ღა­ნე­თი დღე-ნა­ხე­ვარ­ში და­ი­პყრო რუ­სეთ­მა 80-იან წლებ­ში, მაგ­რამ ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, მენ­ტა­ლუ­რად ვერ მო­ე­რივ­ნენ და ვერ გა­ტე­ხეს. ამის გა­კე­თე­ბა ვერც ამე­რი­კამ შეძ­ლო ავ­ღა­ნეთ­ში. ჩვენ მათ ვე­ლუ­რებს ვუ­წო­დებთ, მაგ­რამ დღემ­დე ვერ გავ­თა­ვი­სუფ­ლდით რუ­სუ­ლი მუ­სი­კის­გან, მათი ქა­ლე­ბის ტყვე­ო­ბის­გან... პრინ­ციპ­ში, რუსი ქალი რა­ტომ არ უნდა მოგ­წონ­დეს, რა და­ა­შა­ვა, მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ მათი ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვწონს და ვე­მო­ნე­ბით. სწო­რედ ამის ეში­ნო­დათ ყვე­ლა­ზე მე­ტად ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მე­რაბ კოს­ტა­ვას და მათი შიში გა­მარ­თლდა. მათ სცოდ­ნი­ათ ქარ­თვე­ლი კა­ცის ბუ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი სტა­ტია

გოგი
0

გულის ამრევია ეს სამარცხვინო არსება თავის უტვინო შვილთან ერთად. ცოდოობა ესენი დედამიწას რომ ამძიმებენ.

''რუსების ყველაფერი მოგვწონს და ვემონებით''

''რუსების ყველაფერი მოგვწონს და ვემონებით''

''ვხატავ... ძალიან ბევრს ვმუშაობ. ზაფხული ჩემთვის ძალიან პროდუქტიულია, რადგან ამ დროს წასვლა არ მიყვარს, ვზივარ და ვხატავ. მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში გავდივარ ქალაქგარეთ'' , - ამბობს ჩვენთან სატელეფონო საუბარში სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორი გია ბუღაძე. ამჟამად 17 გმირის ისტორიაზე მუშაობს, რომლებიც 2006 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაეცნენ. ''ამ სურათს ჩემთვის ვხატავ, ჯერჯერობით არ დამისრულებია'' , - ამბობს მხატვარი. პოლიტიკაზე საუბარი არ სურდა, მაგრამ ამ თემას მაინც ვერ ავუარეთ გვერდი...

- ვერ გეტყვით, რომ წინა ხელისუფლების დროს რაიმე განსაკუთრებული ხდებოდა ქვეყანაში... თუკი ჩვენს ახლანდელ სიტუაციას შევაფასებთ, ყველაზე მეტად ერთი რამ მხვდება თვალში, სამოქალაქო კულტურის თვალსაზრისით უმძიმესი მდგომარეობაა. ვითარების გამოსწორებაში სახელმწიფომაც უნდა მიიღოს მონაწილეობა და ჩვენმა საზოგადოებამაც, თუკი ამას საზოგადოება ჰქვია...

- მაშ, რა ჰქვია?..

- ეს არ არის საზოგადოება, ეს ხალხია. ამდენი აგრესია ჩვენი უკულტურობიდან მოდის. დღეს ხალხი აგრესიულია ყველასა და ყველაფრის მიმართ. ეს ეხებათ პოლიტიკოსებს, ხელოვანებს, უბრალო ადამიანებს, რომლებიც კამათიდან მაშინვე ძველბიჭურ საუბარზე გადადიან. ასევე, ძალიან მხვდება თვალში სამოქალაქო უგემოვნობა... დიდი ხანია არ მიმგზავრია, რადგან ზაფხულობით ქალაქიდან გასვლა არ მიყვარს. უმეტესად სახლში ვზივარ და ვმუშაობ, მაგრამ ამას წინათ ბათუმში მომიწია წასვლამ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიწვევით ლექციები წავიკითხე, სწორედ თანამედროვე კულტურის შესახებ და იქიდან სამარშრუტო ტაქსით დავბრუნდი. მთელი გზა, ბათუმიდან თბილისამდე, საშინლად დაბალი დონის რუსული სიმღერები იყო ჩართული. მორიდებით ვთქვი, იქნებ, რამე სხვა ჩართოთ, თუნდაც გაპოპურებული ქართული ფოლკლორი, რომელიც დღეს ასე მოდაშია-მეთქი. მივხვდი, აზრი არ ჰქონდა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ტაქსიში გადავჯექი და იქაც იგივე ჩამირთეს, საზიზღარი, რუსული მუსიკა და მაშინ კი აღვშფოთდი. როგორ შეიძლება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, მაღაზიაში, ყველგან რუსული მუსიკა ჟღერდეს...

მე რუსული მუსიკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თავადაც ვუსმენ ჩაიკოვსკისა და შოსტაკოვიჩს, მაგრამ ის, რასაც ჩვენთან უსმენენ, საშინელებაა. არ მინდა, ვიღაცამ ცუდად გამიგოს, ამიტომაც განვმარტავ, რომ მათ კულტურას დიდ პატივს ვცემ, განსაკუთრებით მწერლობასა და მხატვრობას, რომელიც მართლაც დიდია თავისი ღირებულებით, მაგრამ ეს საზიზღარი, დაბალი დონის ესტრადა ხალხში, მასაში შედის... ჩემ გარშემო ყველას, ტაქსის მძღოლი იქნება თუ სხვა პროფესიის ადამიანი, ვეკითხები, რატომ უსმენ ამას-მეთქი, კარგად ისმინებაო, მპასუხობენ. ამ დროს ვეღარ ვითმენ და პირდაპირ მივახლი ხოლმე, ეს საშინელება შენში მონურ ფსიქოლოგიას ზრდის-მეთქი.

- რას გპასუხობენ?

- არაფერს, ზოგი მცნობს და არ მეკამათება. ზოგსაც ალბათ გიჟი ვგონივარ... თუ მაინცდამაინც დაბალი დონის მუსიკის მოთხოვნილება გაქვს, შენს ''ნაგავს'' მაინც მოუსმინე, ცოტა გვაქვს? რაღა იმას უსმენენ, რაც პირდაპირ კლავს ქართველობას... ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვამბობ, რომ ჩვენ ბევრი გვიკლია საზოგადოებამდე.

ამ ბოლო დროს ჩემი ხალხის საქციელს რომ ვუყურებ, სიტყვა ადამიანის თქმისგანაც ვიკავებ თავს... ხშირად ვეკითხები თავს, რა დაემართა მცხეთის ჯვრის, სვეტიცხოვლის, სამთავისის ამშენებელ ხალხს, სად წავიდა ის გენი და ჯიში, რომელიც უნიკალურ ფრესკებს ქმნიდა... რა ხდება, საიდან მოდის ასეთი მოზღვავებული უგემოვნობა?.. სხვებისგან განსხვავებით, რუსეთმა მენტალურად დაგვიპყრო. ვერა და ვერ დავაღწიეთ თავი მის მონობას... ეტყობა, დამპყრობლის მიმართ მონური ფსიქიკის მქონე ხალხად ჩამოვყალიბდით. ამიტომაც გვაჭრის ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ტერიტორიებს, ჩვენ კი მაინც მას შევცქერით, როგორც მხსნელს. ამის მერე რატომ გვიკვირს, რომ ხუთ დღეში დავმარცხდით და მთავარსარდალი უკან მორბოდა, როდესაც ხალხი შინაგანად არის დამარცხებული... ავღანეთი დღე-ნახევარში დაიპყრო რუსეთმა 80-იან წლებში, მაგრამ ვერ შეინარჩუნა, მენტალურად ვერ მოერივნენ და ვერ გატეხეს. ამის გაკეთება ვერც ამერიკამ შეძლო ავღანეთში. ჩვენ მათ ველურებს ვუწოდებთ, მაგრამ დღემდე ვერ გავთავისუფლდით რუსული მუსიკისგან, მათი ქალების ტყვეობისგან... პრინციპში, რუსი ქალი რატომ არ უნდა მოგწონდეს, რა დააშავა, მაგრამ საქმე ის არის, რომ მათი ყველაფერი მოგვწონს და ვემონებით. სწორედ ამის ეშინოდათ ყველაზე მეტად ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას და მათი შიში გამართლდა. მათ სცოდნიათ ქართველი კაცის ბუნება.

იხილეთ ინტერვიუს სრული სტატია