მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''სააკაშვილი მალე სანატრელი გაგვიხდება''
''სააკაშვილი მალე სანატრელი გაგვიხდება''

მსა­ხი­ობ მე­დეა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს და­ვუ­რე­კე, რომ გა­მე­გო, რო­გორ და­ის­ვე­ნა ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ­მა და ქოთ­ქო­თა ბე­ბი­ამ. ქალ­ბა­ტო­ნი მე­დეა ძა­ლი­ან ცუდ ხა­სი­ათ­ზე შემ­ხვდა. ზა­ფხულ­ში ვერ და­ის­ვე­ნა და ბევრ რა­მე­ზე ინერ­ვი­უ­ლა. ახლა ერთი სული აქვს, სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი და­ი­წყოს, რომ ცუდ­ზე აღარ იფიქ­როს.

- სა­ში­ნე­ლე­ბაა, პროფ­კავ­ში­რე­ბი რომ აღარ არ­სე­ბობს. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ქა­ლა­ქი­დან ვერ გა­მიყ­ვა­ნია. არ მაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სამი ათა­სი და ოთხი ათა­სი გა­და­ვი­ხა­დო. აგა­რა­კი მე არ მაქვს, რა გა­ვა­კე­თო? სა­ოც­რად კარ­გი იყო, როცა პროფ­კავ­ში­რე­ბი არ­სე­ბობ­და. 30%-ს ვიხ­დი­დი და ბავ­შვე­ბი ყველ­გან მიმ­ყავ­და. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­დგეს პროფ­კავ­ში­რე­ბი. კა­ტა­რაქ­ტა მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ვბრმავ­დე­ბი. მაქვს და­ზღვე­ვა, მაგ­რამ ექიმ­თან მი­სულს იმ­დე­ნი ხალ­ხი დამ­ხვდა, ლო­დინ­მა გა­დამ­რია. ჯერ იმის გა­სარ­კვე­ვად მი­ვე­დი, ვი­ყა­ვი თუ არა და­ზღვე­უ­ლი, მერე იქი­დან ცნო­ბა უნდა წა­მო­ვი­ღო და ვი­ღაც ექი­მებ­თან მი­ვი­ტა­ნო. ჩა­მო­ვი­ა­რო ყვე­ლა ექი­მი, სა­დაც რიგ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ასი კაცი დგას. სად შეგ­ვიძ­ლია პენ­სი­ო­ნე­რებს, მთე­ლი დღე ვიდ­გეთ რიგ­ში.

ჩემს ძმის­შვილს ინ­ფარ­ქტი და­ე­მარ­თა და დღეს ჩვენს გამ­გე­ბელს კი­ნა­ღამ და­ვუ­ჩო­ქე იმის გამო, რომ რამ­დე­ნი­მე თვე წა­მა­ლი შე­ღა­ვა­თით მი­ე­ცათ, უმუ­შე­ვა­რია და რვა წე­ლი­წა­დია, სამ­სა­ხუ­რი ვერ იშო­ვა. გამ­გე­ბელ­მა პი­რო­ბა მომ­ცა, და­ვეხ­მა­რე­ბიო. ვნა­ხოთ. პე­სი­მის­ტურ გან­წყო­ბა­ზე ვარ. აღა­რაფ­რის იმე­დი აღარ მაქვს. ნე­ტავ თვი­თონ თუ იცხოვ­რე­ბენ 150 ლა­რად. არა­და, რა იმე­დი მქონ­და ამ მთავ­რო­ბის. აი, ნა­ხეთ, სა­ა­კაშ­ვი­ლი მალე სა­ნატ­რე­ლი გაგ­ვიხ­დე­ბა. ნა­ხეთ, ასე თუ არ მოხ­დეს. ხალ­ხი და­საქ­მე­ბუ­ლი არაა, მშე­ნებ­ლო­ბე­ბი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ხალ­ხი უმუ­შე­ვა­რი და მში­ე­რია. თუ ბან­დი­ტე­ბი იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რა­ტომ არ ასა­მარ­თლე­ბენ და თუ არ იყ­ვნენ ბან­დი­ტე­ბი, რას იჭერ­დნენ. ქვე­ყა­ნა­ში ქა­ო­სია. არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ. ვზი­ვარ ახლა სახ­ლში მარ­ტო და ცრემ­ლე­ბი ღაპა- ღუ­პით ჩა­მომ­დის. ვერც კი ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ასე­თი გამ­წა­რე­ბუ­ლი სი­ბე­რე მექ­ნე­ბო­და. კი­დევ კარ­გი, სე­რი­ალ­ში ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. მად­ლო­ბე­ლი ვარ "რუს­თა­ვი 2~-ის. ყო­ველ­თვე შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­და. ახლა ბოლო ორი თვეა შვე­ბუ­ლე­ბა­ში ვარ... ოოო, გავ­ბრდღვნი ახლა ყვე­ლა­ფერს, ისეთ ხა­სი­ათ­ზე ვარ (იცი­ნის). გუ­ლიც აღარ მო­ვი­ო­ხო?

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ხუთ წლამ­დე ბავ­შვს და­ზღვე­ვა არ ჰქონ­დეს. თერ­თმე­ტი ექი­მი მო­ვი­ა­რეთ და ვერ გა­ი­გეს, ჩემს ერთი წლის შვი­ლიშ­ვილს რა მო­უ­ვი­და. ბავ­შვს ორი თვეა მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი აქვს. რა ვქნა, არ ვიცი, ბავ­შვი მე­ღუ­პე­ბა, ორ­მო­ცი აქვს სი­ცხე და ვერ გა­უ­გი­ათ, რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ. რა ჭკუ­ა­ზე ვიქ­ნე­ბი, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ. ერთი ანა­ლი­ზიც კი ძვი­რი ღირს. მე დღეს გა­და­ვი­ღე ხელ­ზე რენტგე­ნი. სა­ო­პე­რა­ციო ვარ. რამ­დე­ნი­მე თვის წინ სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბის დროს კიბე და­მე­ცა. ჩემი ბრა­ლია. გა­და­ღე­ბის დროს ფეხი წა­მოვ­კა­რი. თავ­ზე მე­ცე­მო­და და ხელი შე­ვაშ­ვე­ლე. თურ­მე ძვა­ლი გამ­ტე­ხია. ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი ტკი­ვი­ლე­ბის­გან და დღეს, რო­გორც იქნა, წა­ვე­დი. გა­გიჟ­და ექი­მი. ლა­მის ერთი წელი ამას რო­გორ უძ­ლე­ბო. ვუძ­ლებ, აბა, რა ვქნა. ზოგი მე­უბ­ნე­ბა, შენ რა გი­ჭირს, სე­რი­ალ­ში ხარო. მარ­თა­ლია, სე­რი­ალ­ში რომ არ ვიყო, ჭკუ­ი­დან შე­ვიშ­ლე­ბო­დი. კარ­გი კო­ლექ­ტი­ვია, ცო­ტას გა­ი­ცი­ნებ და კარგ ხა­სი­ათ­ზე დად­გე­ბი. მაგ­რამ ეს ორი თვეა, სახ­ლში რომ დავ­ჯე­ქი, მარ­ტო­ო­ბამ გა­მა­გი­ჟა. ერთი სული მაქვს, სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი რო­დის და­ი­წყე­ბა. ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს გი­წყო­ბენ. ზოგი მო­გე­ფე­რე­ბა, ზოგი ტკბილ სი­ტყვას გე­ტყვის და თავს მშვი­დად გრძნობ.

- ისე კარ­გად თა­მა­შობთ, ყვე­ლას თავი შეგ­ვაყ­ვა­რეთ.

- კი, მაგ­რამ თა­მაშ­საც ხომ ხა­ლი­სი უნდა?! ხან ხელი მტკი­ო­და, ხან ფეხი. ერთხელ მავ­თუ­ლებს ფეხი გა­მოვ­დე და წა­ვი­ქე­ცი. როცა ფიქ­რე­ბით სხვა­გან ხარ, როცა ფიქ­რობ, ნე­ტავ, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი რო­გო­რაა, ან ჩემი ძმის­შვი­ლი რო­გო­რაა ამ ყვე­ლაფ­რის მერე როლ­ზე ვე­ღარ ფიქ­რობ. გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა ძა­ლი­ან მი­წყობ­და ხელს. მე­უბ­ნე­ბო­და, თუ ცუ­დად ხართ, და­ის­ვე­ნეთ და მერე თა­ვი­დან გა­და­ვი­ღო­თო.

- ადრე სად გიყ­ვარ­დათ დას­ვე­ნე­ბა?

- სა­ნამ ქმა­რი ცო­ცხა­ლი მყავ­და, გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, წე­ლი­წად­ში სულ მცი­რე, ორ­ჯერ არ და­მეს­ვე­ნა. მთე­ლი ევ­რო­პა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რი მოვ­ლი­ლი მაქვს. სო­ხუმ­ში აგა­რა­კი მქონ­და. წე­ლი­წად­ში სამ კუ­რორტზე მივ­დი­ო­დი. ზღვა­ზე რომ და­ვის­ვე­ნებ­დით, მერე ლი­კან­ში მივ­დი­ო­დით ხოლ­მე. ჩვენ­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეც.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

''სააკაშვილი მალე სანატრელი გაგვიხდება''

''სააკაშვილი მალე სანატრელი გაგვიხდება''

მსახიობ მედეა ლორთქიფანიძეს დავურეკე, რომ გამეგო, როგორ დაისვენა ყველასთვის საყვარელმა და ქოთქოთა ბებიამ. ქალბატონი მედეა ძალიან ცუდ ხასიათზე შემხვდა. ზაფხულში ვერ დაისვენა და ბევრ რამეზე ინერვიულა. ახლა ერთი სული აქვს, სერიალის გადაღებები დაიწყოს, რომ ცუდზე აღარ იფიქროს.

- საშინელებაა, პროფკავშირები რომ აღარ არსებობს. შვილიშვილები ქალაქიდან ვერ გამიყვანია. არ მაქვს იმის საშუალება, რომ სამი ათასი და ოთხი ათასი გადავიხადო. აგარაკი მე არ მაქვს, რა გავაკეთო? საოცრად კარგი იყო, როცა პროფკავშირები არსებობდა. 30%-ს ვიხდიდი და ბავშვები ყველგან მიმყავდა. აუცილებლად უნდა აღდგეს პროფკავშირები. კატარაქტა მაქვს გასაკეთებელი, ვბრმავდები. მაქვს დაზღვევა, მაგრამ ექიმთან მისულს იმდენი ხალხი დამხვდა, ლოდინმა გადამრია. ჯერ იმის გასარკვევად მივედი, ვიყავი თუ არა დაზღვეული, მერე იქიდან ცნობა უნდა წამოვიღო და ვიღაც ექიმებთან მივიტანო. ჩამოვიარო ყველა ექიმი, სადაც რიგში დაახლოებით ასი კაცი დგას. სად შეგვიძლია პენსიონერებს, მთელი დღე ვიდგეთ რიგში.

ჩემს ძმისშვილს ინფარქტი დაემართა და დღეს ჩვენს გამგებელს კინაღამ დავუჩოქე იმის გამო, რომ რამდენიმე თვე წამალი შეღავათით მიეცათ, უმუშევარია და რვა წელიწადია, სამსახური ვერ იშოვა. გამგებელმა პირობა მომცა, დავეხმარებიო. ვნახოთ. პესიმისტურ განწყობაზე ვარ. აღარაფრის იმედი აღარ მაქვს. ნეტავ თვითონ თუ იცხოვრებენ 150 ლარად. არადა, რა იმედი მქონდა ამ მთავრობის. აი, ნახეთ, სააკაშვილი მალე სანატრელი გაგვიხდება. ნახეთ, ასე თუ არ მოხდეს. ხალხი დასაქმებული არაა, მშენებლობები არ მიმდინარეობს. ხალხი უმუშევარი და მშიერია. თუ ბანდიტები იყვნენ ხელისუფლებაში, რატომ არ ასამართლებენ და თუ არ იყვნენ ბანდიტები, რას იჭერდნენ. ქვეყანაში ქაოსია. არ ვიცი, რა იქნება. ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ. ვზივარ ახლა სახლში მარტო და ცრემლები ღაპა- ღუპით ჩამომდის. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასეთი გამწარებული სიბერე მექნებოდა. კიდევ კარგი, სერიალში ვარ დაკავებული. მადლობელი ვარ ''რუსთავი 2~-ის. ყოველთვე შემოსავალი მქონდა. ახლა ბოლო ორი თვეა შვებულებაში ვარ... ოოო, გავბრდღვნი ახლა ყველაფერს, ისეთ ხასიათზე ვარ (იცინის). გულიც აღარ მოვიოხო?

როგორ შეიძლება, ხუთ წლამდე ბავშვს დაზღვევა არ ჰქონდეს. თერთმეტი ექიმი მოვიარეთ და ვერ გაიგეს, ჩემს ერთი წლის შვილიშვილს რა მოუვიდა. ბავშვს ორი თვეა მაღალი სიცხეები აქვს. რა ვქნა, არ ვიცი, ბავშვი მეღუპება, ორმოცი აქვს სიცხე და ვერ გაუგიათ, როგორ ვუმკურნალოთ. რა ჭკუაზე ვიქნები, ხომ წარმოგიდგენიათ. ერთი ანალიზიც კი ძვირი ღირს. მე დღეს გადავიღე ხელზე რენტგენი. საოპერაციო ვარ. რამდენიმე თვის წინ სერიალის გადაღების დროს კიბე დამეცა. ჩემი ბრალია. გადაღების დროს ფეხი წამოვკარი. თავზე მეცემოდა და ხელი შევაშველე. თურმე ძვალი გამტეხია. ძალიან შევწუხდი ტკივილებისგან და დღეს, როგორც იქნა, წავედი. გაგიჟდა ექიმი. ლამის ერთი წელი ამას როგორ უძლებო. ვუძლებ, აბა, რა ვქნა. ზოგი მეუბნება, შენ რა გიჭირს, სერიალში ხარო. მართალია, სერიალში რომ არ ვიყო, ჭკუიდან შევიშლებოდი. კარგი კოლექტივია, ცოტას გაიცინებ და კარგ ხასიათზე დადგები. მაგრამ ეს ორი თვეა, სახლში რომ დავჯექი, მარტოობამ გამაგიჟა. ერთი სული მაქვს, სერიალის გადაღებები როდის დაიწყება. ყველანაირად ხელს გიწყობენ. ზოგი მოგეფერება, ზოგი ტკბილ სიტყვას გეტყვის და თავს მშვიდად გრძნობ.

- ისე კარგად თამაშობთ, ყველას თავი შეგვაყვარეთ.

- კი, მაგრამ თამაშსაც ხომ ხალისი უნდა?! ხან ხელი მტკიოდა, ხან ფეხი. ერთხელ მავთულებს ფეხი გამოვდე და წავიქეცი. როცა ფიქრებით სხვაგან ხარ, როცა ფიქრობ, ნეტავ, ჩემი შვილიშვილი როგორაა, ან ჩემი ძმისშვილი როგორაა ამ ყველაფრის მერე როლზე ვეღარ ფიქრობ. გიორგი ლიფონავა ძალიან მიწყობდა ხელს. მეუბნებოდა, თუ ცუდად ხართ, დაისვენეთ და მერე თავიდან გადავიღოთო.

- ადრე სად გიყვარდათ დასვენება?

- სანამ ქმარი ცოცხალი მყავდა, გამორიცხული იყო, წელიწადში სულ მცირე, ორჯერ არ დამესვენა. მთელი ევროპა და საბჭოთა კავშირი მოვლილი მაქვს. სოხუმში აგარაკი მქონდა. წელიწადში სამ კურორტზე მივდიოდი. ზღვაზე რომ დავისვენებდით, მერე ლიკანში მივდიოდით ხოლმე. ჩვენთან ერთად ისვენებდა ედუარდ შევარდნაძეც.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება