მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქობულეთელი ნაილ-ბეგის აჯანყების ამბავი
ქობულეთელი ნაილ-ბეგის აჯანყების ამბავი

ქო­ბუ­ლე­თე­ლი ნაილ-ბეგ ჰა­ჯი­ოღ­ლის (ხა­ჯიშ­ვი­ლის) შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად მა­შინ შე­ვი­ტყვე, როცა სტამ­ბოლ­ში ახალ­გაც­ნო­ბილ მე­გო­ბარს, ქო­ბუ­ლე­თე­ლი მუ­ჰა­ჯი­რე­ბის შთა­მო­მა­ვალ ნუ­რულ­ლაჰ ოზ­გი­უჩს სახ­ლში ვეს­ტუმ­რე. იქ მისი მხცო­ვა­ნი ბა­ბუ­ის­გან, რო­მე­ლიც ძველ სა­ფოს­ტო ბა­რა­თებ­ზე და­ხა­ტულ ქარ­თველ თოვ­ლის ბა­ბუ­ას ჰგავ­და, ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბის 1876 წლის აჯან­ყე­ბა­ზე საკ­მა­ოდ გრძე­ლი სიმ­ღე­რა მო­ვის­მი­ნე. ახ­მე­და ბა­ბუ­ამ (თურ­ქულ ყა­ი­და­ზე "აჰ­მეთ დედე" არ და­მი­ძა­ხოო, გა­მაფრ­თხი­ლა) ინ­ტე­რე­სი რომ შე­მა­ტყო, მი­თხრა: მაი ამ­ბა­ვი გურ­ჯის­ტან­ში რომ არა­ვინ იცო­დეს, სირ­ცხვი­ლია და რა­საც ახლა მო­გიყ­ვე­ბი, გუ­ლის ფი­ცარ­ზე ან­ბა­ნუ­რად ჩე­ი­წე­რეო. მერე შე­ვა­პა­რე, ინ­ტერ­ვიუ ჩა­ვი­წე­როთ-მეთ­ქი და ეწყი­ნა: ყურს რა­ტომ არ მიგ­დე­ბო. რა­ღას ვი­ზამ­დი, და­ვუგ­დე ყური, მე­ო­რე დღეს კი ისიც გა­ვარ­კვიე, რომ "გუ­ლის ფი­ცარ­ზე ან­ბა­ნუ­რად ჩა­წე­რა" რა­ი­მე ამ­ბის სა­მუ­და­მოდ და­მახ­სოვ­რე­ბას ნიშ­ნავ­და.

1876 წელს, როცა ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო, ქო­ბუ­ლე­თი ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ცალ­კე ნა­ჰი­ეს, ანუ მაზ­რას შე­ად­გენ­და და გვა­რი­ა­ნად სა­ხი­ფა­თო რე­გი­ო­ნა­დაც ით­ვლე­ბო­და, რად­გან რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ოზურ­გე­თის მაზ­რას ესა­ზღვრე­ბო­და. ოს­მა­ლებ­მაც და რუ­სებ­მაც კარ­გად იცოდ­ნენ, რომ ქო­ბუ­ლე­თიც და ოზურ­გე­თიც მათ მიერ ოდეს­ღაც უღვთოდ გა­ყო­ფი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლე­ბი იყო და ამი­ტო­მაც ცდი­ლობ­დნენ, რომ იქა­უ­რე­ბი ერ­თმა­ნე­თის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­ნე­წყოთ: მე­სა­ზღვრე­თა რაზ­მე­ბი ოს­მა­ლე­თის მხრი­დან ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, რუ­სე­თის მხრი­დან - გუ­რუ­ლე­ბით. სა­სა­ზღვრო შე­ტა­კე­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც სტამ­ბო­ლი­სა და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ბო­ბო­ლა პო­ლი­ტი­კა­ნე­ბის მიერ იყო და­გეგ­მილ-ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი, მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი სის­ხლი იღ­ვრე­ბო­და.

ამ ყვე­ლაფ­რის­გან ერთი მხრივ ქო­ბუ­ლე­თე­ლებს, მე­ო­რე მხრივ კი ოზურ­გე­თე­ლებს ერთი ხე­ი­რი მა­ინც ჰქონ­დათ - არც სულ­თანს და არც იმ­პე­რა­ტორს ისი­ნი ჯარ­ში არ მიჰ­ყავ­და: სა­ზღვარ­ზე დგო­მა სამ­ხედ­რო-სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რად ეთ­ვლე­ბო­დათ და 25 წლით სად­მე არა­ბე­თის უდაბ­ნო­ში (იმ­ხა­ნად არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ნა­წი­ლი ოს­მა­ლე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და) ან ციმ­ბირ­ში გა­და­კარ­გვას კი­დევ ეს სჯობ­და. თან, ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბი და გუ­რუ­ლე­ბი სა­სა­ზღვრო აურ­ზა­უ­რებ­ში ოს­მა­ლებ­საც კარ­გად აცუ­რებ­დნენ და რუ­სებ­საც: "ყვე­ლა ჩვე­ნი დუშ­მა­ნია,/ რა რუსი და რა თა­თა­რი,/ იგე­ნი რუმ იჩხუ­ბე­ბენ,/ ჩვე­ნი სამ­წუხ­რი რათ არი?.." - მღე­როდ­ნენ სა­ზღვრის ორი­ვე მხა­რეს, სამ და ოთხ ხმა­ში.

ოს­მა­ლე­თის მხა­რეს - ქო­ბუ­ლე­თის ნა­ჰი­ეს მცხოვ­რებ­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ის­ლამს კი აღი­ა­რებ­დნენ, მაგ­რამ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, იქ ყო­ვე­ლი მე­ო­რე კაცი ფა­რუ­ლად მა­ინც მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ა­ნად რჩე­ბო­და: ნათ­ლო­ბის, ჯვრის­წე­რი­სა თუ სხვა რა­ი­მე სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის, რო­გორც წესი, მღვდლე­ბი უჩუმ­რად გად­მოჰ­ყავ­დათ გუ­რი­ი­დან და თა­ვა­დაც უჩუმ­რად სტუმ­რობ­დნენ გუ­რი­ის ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებს. ოს­მა­ლებ­მა კარ­გად იცოდ­ნენ ეს, მაგ­რამ იმის გამო, რომ იგი­ვე ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბი სა­ზღვარს იცავ­დნენ, თუ რამე მე­ტის­მე­ტი არ მოხ­დე­ბო­და, თვალს ხუ­ჭავ­დნენ. ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის არ­ქივ­ში და­ცუ­ლია ცნო­ბა - ჩუ­რუქ­სუს (ასე ერ­ქვა თურ­ქუ­ლად ქო­ბუ­ლეთს იმ­ხა­ნად) ოს­მა­ლო სე­რა­ს­ქე­რის (გარ­ნი­ზო­ნის უფ­რო­სის) წე­რი­ლი ბა­თუ­მის გამ­გებ­ლი­სად­მი, სა­დაც წე­რია, რომ ჩო­ლო­ქ­ზე მდგარ მე­სა­ზღვრე­თა ათ­კა­ცი­ა­ნი რაზ­მი მთლი­ა­ნად და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ, ვი­ნა­ი­დან გუ­რი­ი­დან გად­მო­პა­რულ მღვდელს, ხე­ლის შეშ­ლის მა­გივ­რად, კურ­თხე­ვა სთხო­ვეს და მერე კი, მათ­გან ორმა ცხე­ნით მი­ა­ცი­ლა ნაც­ნო­ბის სახ­ლამ­დე. ამ­გვა­რი ფაქ­ტი ხში­რად ხდე­ბო­და ხოლ­მე, თუმ­ცა ოს­მა­ლე­ბი მათ აღ­კვე­თას ვერ ახერ­ხებ­დნენ - ფი­ცხი ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბი­სა და ჩუ­ბი­ნი გუ­რუ­ლი ფი­რა­ლე­ბი­სა ეში­ნო­დათ.

1876 წლის 28 ივ­ნისს, ბალ­კა­ნე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა - სერ­ბი­ამ და ჩერ­ნო­გო­რი­ამ ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ას ომი გა­მო­უ­ცხა­და. ამის სა­ბა­ბად კი ბოს­ნი­ა­სა და ჰერ­ცე­გო­ვი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე აჯან­ყე­ბა იქცა - იქა­უ­რი ქრის­ტი­ა­ნე­ბი ერთი წლით ადრე, მიჩო ლი­უ­ბობ­რა­ტი­ჩის მე­თა­უ­რო­ბით აღ­დგნენ ოს­მალ­თა წი­ნა­აღ­მდეგ და კარ­გა ხან­საც იბ­რძო­ლეს. ბალ­კა­ნელ სლავ­თა უკან, რო­გორც წესი, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გი იდგა და სწო­რედ ამი­ტომ, 28 ივ­ნი­სის სა­ღა­მოს­ვე, ოს­მა­ლეთ­მა რუ­სეთ­თან სა­ზღვა­რი მთელ პე­რი­მეტრზე ჩა­კე­ტა - ბე­სა­რა­ბი­ა­სა და კავ­კა­სი­ა­შიც; ხოლო შემ­დეგ ორი­ვე­გან და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი გაგ­ზავ­ნა, რად­გან ად­გი­ლობ­რი­ვებს აღარ ენ­დო­ბო­და. სწო­რედ ამ­გვა­რად აღ­მოჩ­ნდა ჩო­ლო­ქის პი­რას ალ­ბა­ნელ­თა ასე­უ­ლი ალი ოს­მან არ­ნა­უთ-ფა­შას მე­თა­უ­რო­ბით.

პა­რა­ლე­ლუ­რად, ქო­ბუ­ლეთ­ში ოს­მა­ლებ­მა სა­ყო­ველ­თაო გაწ­ვე­ვა გა­მო­ა­ცხა­დეს და წვე­ვამ­დე­ლე­ბი მე­სა­ზღვრე­თა რაზ­მებ­ში ჩა­რი­ცხვის ნაც­ვლად, შო­რე­ულ ბალ­კა­ნეთ­ში, სერ­ბია-ჩერ­ნო­გო­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ომში გა­იწ­ვი­ეს. სა­ზღვარ­ზე ალ­ბა­ნე­ლებ­მა მკაც­რი წეს­რი­გი და­ამ­ყა­რეს - ისე­თი, რომ ზედ ჩი­ტიც ვერ გა­დაფ­რინდ-გად­მოფ­რინ­დე­ბო­და. სი­ფი­ცხით ცნო­ბილ ქო­ბუ­ლე­თე­ლებს და გუ­რუ­ლებს ეს არ მო­ე­წო­ნათ და სა­სა­ზღვრო შეხ­ლა-შე­მოხ­ლებ­მა იმა­ტა. ალი ოს­მან არ­ნა­უთ-ფაშა ჩი­ო­და: ღამ­ღა­მო­ბით ყა­ბა­ლა­ხი­ა­ნი ქა­ფი­რე­ბი (ასე ეძა­ხი­ან მუს­ლი­მა­ნე­ბი არა­მუს­ლი­მან მტრებს) ჩო­ლო­ქს აქე­და­ნაც თავს ეს­ხმი­ან და იქი­და­ნა­ცო.

ომის და­წყე­ბი­დან სულ ორი­ო­დე თვის მერე, ქო­ბუ­ლეთ­ში ერ­თდრო­უ­ლად მოხ­და ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი - ბალ­კა­ნე­თის ფრონტზე გაწ­ვე­ულ­თა­გან ოთხი­ო­დე კაცი გა­მო­ი­პა­რა და სამ­შობ­ლო­ში ამ­ბა­ვი ჩა­მო­ი­ტა­ნა: ოს­მა­ლე­ბი ჯარ­ში არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ეპყრო­ბი­ან ჩვე­ნებ­სო. იმ დღე­ებ­ში­ვე, ალ­ბა­ნე­ლებ­მა ჩო­ლო­ქ­ზე უჩუმ­რად გად­მოს­ვლის დროს ერთი გუ­რუ­ლი მღვდე­ლიც მოკ­ლეს, რო­მე­ლიც ნა­თე­სა­ვის დაკ­რძალ­ვა­ზე უნდა ჩა­სუ­ლი­ყო ერთ-ერთ სო­ფელ­ში. მოკ­ლუ­ლის ქო­ბუ­ლე­თე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი კი სა­პა­სუ­ხოდ ალ­ბა­ნელ რაზ­მე­ლებს და­ესხნენ თავს და შვი­დი კაცი იმ­სხვერ­პლეს. ერთი სი­ტყვით, სი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­და და ოს­მა­ლო სე­რა­ს­ქერ­მა სტამ­ბოლს უპა­ტა­კა: ჩერ­ქეზ­თა ერთი ბა­ტა­ლი­ო­ნი მო­მაშ­ვე­ლეთ, ქო­ბუ­ლე­თე­ლებს ეგ­ზე­კუ­ცი­ას ჩა­ვუ­ყე­ნებ და და­ვა­წყნა­რე­ბო. სე­რა­ს­ქე­რის გა­რე­მოც­ვი­დან ეს ამ­ბა­ვი რო­გორ­ღაც, უბ­რა­ლო ხალ­ხშიც გავ­რცელ­და.

სა­ნამ სტამ­ბო­ლი­დან პა­სუ­ხი მო­ვი­დო­და, ქო­ბუ­ლე­თის სოფ­ლებ­ში მღელ­ვა­რე­ბამ პიკს მი­აღ­წია და პირ­ვე­ლი ტყვი­აც გა­ვარ­და - სო­ფელ მუ­ხა­ეს­ტა­ტე­ში, შე­მოვ­ლი­სას, ალ­ბა­ნელ რაზ­მე­ლებს ვინ­მე ხა­სან­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა და ოთხი მათ­გა­ნი იმ ქვეყ­ნად გა­ის­ტუმ­რა. ამის სა­ბა­ბი კი ის იყო, რომ ალ­ბა­ნე­ლებ­მა მას ძაღ­ლი მო­უკ­ლეს - რად გინ­და სახ­ლში ეს უწ­მინ­დუ­რი ცხო­ვე­ლი, მუს­ლი­მა­ნი ხომ ხარო (ყუ­რა­ნი მუს­ლი­მან მორ­წმუ­ნე­ებს სახ­ლში ძაღ­ლის ყო­ლას უკ­რძა­ლავს)?! ხა­სა­ნი ნა­დი­რო­ბის ტრფი­ა­ლი ყო­ფი­ლი­ყო და თა­ნაც, მუს­ლი­მა­ნო­ბას არად და­გი­დევ­დათ. ამი­ტო­მაც იყო, რომ მისი ძაღ­ლის მკვლე­ლებს და­უ­ზა­რებ­ლად ტყვი­ე­ბით გა­უ­მას­პინ­ძლდა, თუმ­ცა­ღა, თა­ვა­დაც და­ე­ცა ტყვი­ით გან­გმი­რუ­ლი. მისი სის­ხლი იმა­ვე წუთს აიღო თა­ნა­სოფ­ლელ­მა, ვინ­მე თხი­ლა­იშ­ვილ­მა (ასე იხ­სე­ნი­ე­ბა სიმ­ღე­რა­ში) - მან ალ­ბა­ნე­ლე­ბის მე­თა­უ­რიც მოკ­ლა და რაზ­მის სხვა წევ­რე­ბიც მი­ა­ყო­ლა.

ამის შემ­დეგ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მუ­ხა­ეს­ტა­ტე­ლე­ბი ქო­ბუ­ლე­თის ცი­ხე­სი­მაგ­რის­კენ და­იძ­რნენ. გზა­დაგ­ზა მათ სხვა სოფ­ლე­ბი­დან მო­სულ­ნიც უერ­თდე­ბოდ­ნენ და ბო­ლოს კარ­გა ბევ­რნი შეგ­როვ­დნენ. ქო­ბუ­ლე­თის ცი­ხე­სი­მაგ­რეს ალყა შე­მო­არ­ტყეს, შიგ მყოფ სე­რა­ს­ქერს კი შე­უთ­ვა­ლეს, სტამ­ბო­ლი­დან ჩერ­ქეზ­თა ბა­ტა­ლი­ო­ნის ჩა­მოყ­ვა­ნა­ზე ხელი აეღო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მთელ გარ­ნი­ზონს ამოვ­წყვეტთ და შენ სტამ­ბოლ­ში ნი­ფხვის ამა­რა გა­გიშ­ვებთ ამ­ბის მიმ­ტა­ნა­დო. სე­რა­ს­ქერ­მა მუ­ქა­რა აი­ნუნ­ში არ ჩა­აგ­დო და ჯარს შე­ტე­ვა­ზე გა­დას­ვლა უბ­რძა­ნა. ოს­მა­ლებ­მა ჯერ ცი­ხი­დან ატე­ხეს სრო­ლა, შემ­დეგ კი გა­რეთ გა­მო­ი­შალ­ნენ. ცი­ხი­დან მათ ზარ­ბაზ­ნე­ბით უჭერ­დნენ მხარს და ქო­ბუ­ლე­თე­ლე­ბი მალე გა­ფან­ტეს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ამით სუ­ლაც არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

აჯან­ყე­ბულ­მა ქო­ბუ­ლე­თე­ლებ­მა მე­თა­უ­რად ად­გი­ლობ­რი­ვი ბეგი (აზ­ნა­უ­რი) ნაილ ჰა­ჯი­ოღ­ლი ამო­ირ­ჩი­ეს. მას თურ­ქებ­თან სა­კუ­თა­რი ან­გა­რი­შე­ბი ჰქონ­და, რამ­დე­ნა­დაც ეს უკა­ნას­კნელ­ნი გუ­რი­ა­ში მდე­ბა­რე მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი მა­მუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის ნე­ბას არ რთავ­დნენ და სა­ნაც­ვლოს არც აჭა­რა­ში აძ­ლევ­დნენ. ნაილ-ბეგ ჰა­ჯი­ოღ­ლიმ კარ­გად იცო­და ქარ­თუ­ლი წერა-კი­თხვა და თა­ნა­სოფ­ლელ­თა ბავ­შვებ­საც ას­წავ­ლი­და. ამის გა­მოც, მას თურ­ქე­ბი ალ­მა­ცე­რად უყუ­რებ­დნენ.

ქო­ბუ­ლე­თის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ზე პირ­ვე­ლი იე­რი­შის შემ­დეგ, ნაილ-ბეგ­მა მე­ამ­ბო­ხე­თა ლაშ­ქა­რი ორ ჯგუ­ფად გაყო - ერთ ჯგუფს ცი­ხე­სი­მაგ­რე­ზე სამ­ხრე­თი­დან, მე­ო­რეს კი ჩრდი­ლო­ე­თი­დან უნდა შე­ე­ტია. პა­რა­ლე­ლუ­რად კი, ხალ­ხი მა­ჭა­ხე­ლის ხე­ო­ბა­შიც გაგ­ზავ­ნა, ნაც­ნობ მე­ი­ა­რა­ღე­თა­გან ზარ­ბაზ­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად. გარ­და ამი­სა, ოს­მალ­თა შო­რის ჯა­შუ­შე­ბიც გა­მო­ნა­ხა - ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლი ას­კე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლით იყ­ვნენ გა­მოწ­ვე­ულ­ნი ჯარ­ში და ქო­ბუ­ლე­თის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში ჩა­კე­ტილ­ნი. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი მო­ამ­ზა­და და მე­სა­მე დღეს, გა­აზ­რე­ბუ­ლად შე­უ­ტია ცი­ხე­სი­მაგ­რეს.

შე­ტე­ვა ალი­ონ­ზე - დი­ლის 6 სა­ათ­ზე და­ი­წყო. აჯან­ყე­ბუ­ლებ­მა არ იცოდ­ნენ, იმ დღეს თუ ჩერ­ქეზ­თა ბა­ტა­ლი­ო­ნი უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო. სე­რა­ს­ქე­რი მათ ელო­დე­ბო­და და ცდი­ლობ­და, მა­ნამ­დე რო­გორ­მე გამ­კლა­ვე­ბო­და ქო­ბუ­ლე­თე­ლებს. მას­თან იყ­ვნენ ასე­ვე ის ალ­ბა­ნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­ხა­ეს­ტა­ტე­ში მო­წყო­ბილ სა­საკ­ლა­ოს გა­და­ურჩნენ და ჩო­ლო­ქის­კენ გა­ხედ­ვაც აღარ უნ­დო­დათ. სა­ერ­თოდ, ოს­მა­ლებს იმე­დი ჰქონ­დათ, რომ ქარ­თველ აჯან­ყე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­ნი, მა­ლე­ვე ჩა­ა­წყნა­რებ­დნენ, მაგ­რამ სწო­რედ ამ დროს გა­ვარ­და ზარ­ბა­ზა­ნი და ყვე­ლა მიხ­ვდა, რომ "ჩა­წყნა­რე­ბა" არ­ცთუ ისე იოლი იქ­ნე­ბო­და. მოკ­ლე ხან­ში, ქარ­თველ­თა რაზ­მებ­მა ცი­ხე­სი­მაგ­რე აი­ღეს და გარ­ნი­ზო­ნი ამო­წყვი­ტეს. სე­რა­ს­ქერ­მა, სა­მარ­ცხვი­ნო ყო­ფას რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, თა­ვად­ვე მო­იკ­ლა თავი.

იმ სა­ყო­ველ­თაო პა­ნი­კა­სა და აურ­ზა­ურ­ში, რაც ცი­ხე­სი­მაგ­რის აღე­ბას ახ­ლდა თან, ერ­თმა ას­კერ­მა მო­ა­ხერ­ხა გაქ­ცე­ვა და ნა­ვით ბა­თუ­მის­კენ გა­ცუ­რა. აჯან­ყე­ბულ­თა­გან ის არა­ვის შე­უმ­ჩნე­ვია - და­ტყვე­ვე­ბულ ოს­მა­ლო­თა­გან ნაილ-ბეგ ხა­ჯიშ­ვილ­მა შე­ი­ტყო, რომ მაშ­ვე­ლი ჯარი უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო და მის მო­სა­გე­რი­ებ­ლად და­ი­წყო მზა­დე­ბა: თა­ვი­ან­თი და ნა­ა­ლა­ფა­რი ზარ­ბაზ­ნე­ბი ზღვის მხა­რეს გა­ნა­ლა­გე­ბი­ნა და მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი და­ა­რი­გა, რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ, როცა მტე­რი გა­მოჩ­ნდე­ბო­და. ნაილ-ბეგ­მა რამ­დე­ნი­მე კაცი ჩო­ლო­ქ­გაღ­მა გაგ­ზავ­ნა და გუ­რუ­ლებს შე­უთ­ვა­ლა: ახლა გვჭირ­დე­ბა თქვე­ნი შვე­ლა და, კა­ზა­კებს ნუ­რა­ფერს ეტყვით, ქუდ­ზე კაცი გა­მო­დი­თო.

სა­ნამ ზღვა­ში ოს­მა­ლუ­რი გე­მე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბო­და, მა­ნამ­დე აჯან­ყე­ბუ­ლებს ჩაქ­ვის მხრი­დან წა­მო­სულ­მა ქვე­ი­თებ­მა შე­უ­ტი­ეს, ვინ­მე აჰ­მეთ-ეიუფ-ფა­შას მე­თა­უ­რო­ბით. ეს ფაშა მოგ­ვი­ა­ნე­ბით - რუ­სეთ-ოს­მა­ლე­თის ომში - აღ­მო­სავ­ლე­თის (კავ­კა­სი­ის) ფრონტს მე­თა­უ­რობ­და და სა­უ­კე­თე­სო სტრა­ტე­გი გახ­ლდათ. მან ცი­ხე­სი­მაგ­რეს იმ დრო­ის­თვის მცი­რედ ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ ეფექ­ტუ­რი ხერ­ხით შე­უ­ტია - უკან მე­ზარ­ბაზ­ნე­ნი და­ა­ყე­ნა, წინ კი ქვე­ი­თი მსრო­ლე­ლე­ბი გა­უშ­ვა. ქარ­თვე­ლე­ბი კი, რომ­ლე­ბიც მტერს ზღვი­დან ელოდ­ნენ, და­იბ­ნენ, მაგ­რამ მა­ინც ფი­ცხლად შე­ებ­რძოლ­ნენ მომ­ხდუ­რებს. ოს­მა­ლო­თა რაზ­მი აჯან­ყე­ბუ­ლებს ერ­თი­ო­რად აღე­მა­ტე­ბო­და, მაგ­რამ ბრძო­ლა­ზე ეს არ ასა­ხუ­ლა.

ნაილ-ბეგ ხა­ჯიშ­ვი­ლი მედგრად იბ­რძო­და და სა­დაც აჯან­ყე­ბუ­ლებს უჭირ­დათ, წამ­ში იქ ჩნდე­ბო­და ხოლ­მე. მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა ქვე­ი­თე­ბის შე­მო­ტე­ვა მო­ი­გე­რი­ეს თუ არა, ჩო­ლო­ქ­გაღ­მი­დან გად­მო­სუ­ლი გუ­რუ­ლე­ბის ყი­ჟი­ნაც მო­ის­მა - 50 კა­ცამ­დე იყ­ვნენ და სულ თო­ფე­ბის ქუ­ხი­ლით მო­ი­წევ­დნენ ოს­მა­ლე­ბის­კენ. გუ­რუ­ლებს სა­ხალ­ხო მი­ლი­ცი­ის (ასე ერ­ქვა მა­შინ სა­ხალ­ხო მო­ლაშ­ქრე­ებს რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში) ფორ­მე­ბი ეც­ვათ და აჰ­მეთ-ეიუფ-ფა­შამ იფიქ­რა, რომ უკან რუ­სუ­ლი არ­მი­აც მოჰ­ყვე­ბო­დათ. ამი­ტომ, ნელ-ნელა უკან და­ხე­ვა და თავ­დაც­ვი­თი პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბა და­ი­წყო. სწო­რედ ამ დროს, ზღვა­ში სტამ­ბო­ლი­დან მო­მა­ვა­ლი ხო­მალ­დე­ბიც გა­მოჩ­ნდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნაილ-ბეგ­მა ცი­ხე­სი­მაგ­რი­დან ოს­მა­ლუ­რი დრო­შე­ბი არ ჩა­მო­ახ­სნე­ვი­ნა - გე­მებს ოს­მა­ლე­ბი ვე­გო­ნე­ბით, ახ­ლოს მოვ­ლენ და მერე ზარ­ბაზ­ნებს და­ვუ­შენ­თო. ამ გეგ­მამ გა­ა­მარ­თლა და გე­მებს ქო­ბუ­ლე­თის სა­ნა­პი­როს და­ბომბვა არც და­უ­წყი­ათ, ისე ჩა­უშ­ვეს ღუ­ზე­ბი. სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც არა­ფერს ელოდ­ნენ, ცი­ხე­სი­მაგ­რი­დან პირ­ვე­ლი ზარ­ბა­ზა­ნი გა­ვარ­და და ერთ გემს (სულ ორი იყო) ფერ­დი შე­უნ­გრია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქარ­თვე­ლე­ბი მა­ინც წამ­გე­ბი­ან მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ - მო­წი­ნა­აღ­მდე­გე რი­ცხობ­რი­ვად ერ­თი­სა­მად მეტი იყო და კარ­გად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი. აქ ისიც უნდა ით­ქვას, რომ აჯან­ყე­ბის ამ­ბა­ვი უკვე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი­ყო და, ქო­ბუ­ლე­თელ მე­ამ­ბო­ხე­თა წი­ნა­აღ­მდეგ, ტრა­პი­ზო­ნი­დან და არზრუ­მი­და­ნაც დაძ­რუ­ლიყ­ვნენ ოს­მა­ლო ას­კე­რე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, გე­მი­დან ჩერ­ქეზ­თა ბა­ტა­ლი­ო­ნი კი არა, რე­გუ­ლა­რუ­ლი ჯა­რის ნა­წი­ლე­ბი გად­მოს­ხდნენ და ბრძო­ლაც გა­ხურ­და. ქო­ბუ­ლე­თე­ლებ­მა და გუ­რუ­ლებ­მაც მტრებს ტოლი არ და­უ­დეს - ისე მედგრად იბ­რძოდ­ნენ, რომ აჰ­მეთ-ეიუფ-ფა­შას ხომ რაზ­მელ­თა ნა­წი­ლი სულ გა­უ­ნად­გუ­რეს და რე­გუ­ლა­რულ­მა ჯარ­მაც, ზღვის ნა­პირ­ზე ფე­ხის მო­კი­დე­ბა სამი სა­ა­თის ბრძო­ლის შემ­დეგ­ღა შეძ­ლო.

ოს­მა­ლუ­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის დამ­სჯელ ნა­წი­ლებს ინ­გლი­სე­ლი მხატ­ვა­რი და ფო­ტოგ­რა­ფი დე­ნი­ელ პი­კო­კიც ახ­ლდა, რომ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაც ევ­რო­პუ­ლი პრე­სის­თვის ჩა­ნა­ხა­ტე­ბის კე­თე­ბა და სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა იყო. ის დღი­უ­რებ­საც წერ­და: "გემ­მა, რო­მელ­ზეც მე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, ღუზა სა­ნა­პი­რო­დან მო­შო­რე­ბით ჩა­უშ­ვა და ას­კე­რებ­მა ნა­პირ­ზე გა­დას­ვლა ნა­ვე­ბით და­ა­პი­რეს... ამ დროს გვეს­რო­ლეს ზარ­ბა­ზა­ნი და ისე­თი ბრძო­ლა ატყდა, გა­ვი­ფიქ­რე - ბერ­ძნებს რა ვუ­თხა­რი, შავ ზღვას "სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე" რომ და­არ­ქვეს-მეთ­ქი და იმე­დიც კი დავ­კარ­გე, რომ გა­დავ­რჩე­ბო­დი..." - ასე აღ­წერს დე­ნი­ელ პი­კო­კი ნა­პირ­ზე გა­დას­ხდო­მას.

ბრძო­ლა კი სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე შე­წყდა - ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში და მის ახ­ლო­მახ­ლო გა­მაგ­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი თით­ქმის მთლი­ა­ნად შე­ა­წყდნენ მტერს. ნაილ-ბეგ ხა­ჯიშ­ვი­ლი მა­ნამ­დე იბ­რძო­და, სა­ნამ მტრის ტყვი­ებ­მა ერ­თი­ა­ნად არ და­ცხრი­ლა. ის ისე მძი­მედ და­იჭ­რა, რომ ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში შე­მოჭ­რილ მტერს მკვდა­რი ეგო­ნა და, სხვა გვა­მებ­თან ერ­თად, პირ­და­პირ ზღვა­ში მო­ის­რო­ლეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერთი რა­მეც: ნაილ-ბეგი ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, თა­ვა­დურ ჩო­ხას ატა­რებ­და და არა გლე­ხურ ჩა­ქუ­რას, თუმ­ცა ბრძო­ლის დროს მან ჩოხა გა­ი­ხა­და და მოკ­ლულ თა­ნა­მებ­რძოლს გა­და­ა­ფა­რა. ოს­მა­ლებ­მა იცოდ­ნენ, ვინც იყო მე­თა­უ­რი: "ჩო­ხი­ა­ნი კაცი ცო­ცხლად შე­ვი­პყროთ!" - გას­ძა­ხოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. ცი­ხე­სი­მაგ­რე რომ აი­ღეს, ნა­ხეს, რომ ჩო­ხი­ა­ნი კაცი მო­ეკ­ლათ. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს სულ სხვა მე­ამ­ბო­ხე იყო, მაგ­რამ ამას უკვე ვე­ღა­რა­ვინ და­ამ­ტკი­ცებ­და - ქარ­თველ­თა­გან სულ სამი კაცი გა­დარ­ჩა ცო­ცხა­ლი: დაჭ­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მკვდრე­ბი ეგო­ნათ, ზღვა­ში გა­და­ყა­რეს. მე­თა­უ­რიც მათ შო­რის იყო და გონ­ზე წყალ­ში მო­ვი­და. გა­დარ­ჩე­ნი­ლებ­მა რის ვაი-ვაგ­ლა­ხით გა­ცუ­რეს და რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­ში გა­აღ­წი­ეს, სა­დაც გუ­რულ­მა მე­თევ­ზე­ებ­მა ნა­ხეს.

შემ­დგომ­ში, ნაილ-ბეგ ხა­ჯიშ­ვი­ლი გუ­რი­ის სა­ხალ­ხო ლაშ­ქრის კა­პი­ტა­ნი გახ­და და რუ­სეთ-ოს­მა­ლე­თის 1877-1878 წწ. ომ­შიც იბ­რძო­და, თუმ­ცა ეს სულ სხვა ის­ტო­რი­აა. იმ აჯან­ყე­ბა­ზე კი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გი­ამ­ბეთ, იმ­ხა­ნად ქო­ბუ­ლეთ­ში სიმ­ღე­რაც შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე აღარ ახ­სოვთ, "თურ­ქე­თე­ლი" ქარ­თვე­ლე­ბი კი დღემ­დე მღე­რი­ან...

მი­ხე­ილ ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ქობულეთელი ნაილ-ბეგის აჯანყების ამბავი

ქობულეთელი ნაილ-ბეგის აჯანყების ამბავი

ქობულეთელი ნაილ-ბეგ ჰაჯიოღლის (ხაჯიშვილის) შესახებ პირველად მაშინ შევიტყვე, როცა სტამბოლში ახალგაცნობილ მეგობარს, ქობულეთელი მუჰაჯირების შთამომავალ ნურულლაჰ ოზგიუჩს სახლში ვესტუმრე. იქ მისი მხცოვანი ბაბუისგან, რომელიც ძველ საფოსტო ბარათებზე დახატულ ქართველ თოვლის ბაბუას ჰგავდა, ქობულეთელების 1876 წლის აჯანყებაზე საკმაოდ გრძელი სიმღერა მოვისმინე. ახმედა ბაბუამ (თურქულ ყაიდაზე "აჰმეთ დედე" არ დამიძახოო, გამაფრთხილა) ინტერესი რომ შემატყო, მითხრა: მაი ამბავი გურჯისტანში რომ არავინ იცოდეს, სირცხვილია და რასაც ახლა მოგიყვები, გულის ფიცარზე ანბანურად ჩეიწერეო. მერე შევაპარე, ინტერვიუ ჩავიწეროთ-მეთქი და ეწყინა: ყურს რატომ არ მიგდებო. რაღას ვიზამდი, დავუგდე ყური, მეორე დღეს კი ისიც გავარკვიე, რომ "გულის ფიცარზე ანბანურად ჩაწერა" რაიმე ამბის სამუდამოდ დამახსოვრებას ნიშნავდა.

1876 წელს, როცა ყველაფერი დაიწყო, ქობულეთი ოსმალეთის იმპერიის ცალკე ნაჰიეს, ანუ მაზრას შეადგენდა და გვარიანად სახიფათო რეგიონადაც ითვლებოდა, რადგან რუსეთის იმპერიის ოზურგეთის მაზრას ესაზღვრებოდა. ოსმალებმაც და რუსებმაც კარგად იცოდნენ, რომ ქობულეთიც და ოზურგეთიც მათ მიერ ოდესღაც უღვთოდ გაყოფილი საქართველოს ნაწილები იყო და ამიტომაც ცდილობდნენ, რომ იქაურები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განეწყოთ: მესაზღვრეთა რაზმები ოსმალეთის მხრიდან ქობულეთელებით იყო დაკომპლექტებული, რუსეთის მხრიდან - გურულებით. სასაზღვრო შეტაკებებში, რომლებიც სტამბოლისა და სანქტ-პეტერბურგის ბობოლა პოლიტიკანების მიერ იყო დაგეგმილ-ინსპირირებული, მხოლოდ ქართული სისხლი იღვრებოდა.

ამ ყველაფრისგან ერთი მხრივ ქობულეთელებს, მეორე მხრივ კი ოზურგეთელებს ერთი ხეირი მაინც ჰქონდათ - არც სულთანს და არც იმპერატორს ისინი ჯარში არ მიჰყავდა: საზღვარზე დგომა სამხედრო-სავალდებულო სამსახურად ეთვლებოდათ და 25 წლით სადმე არაბეთის უდაბნოში (იმხანად არაბეთის ნახევარკუნძულის ნაწილი ოსმალეთის შემადგენლობაში შედიოდა) ან ციმბირში გადაკარგვას კიდევ ეს სჯობდა. თან, ქობულეთელები და გურულები სასაზღვრო აურზაურებში ოსმალებსაც კარგად აცურებდნენ და რუსებსაც: "ყველა ჩვენი დუშმანია,/ რა რუსი და რა თათარი,/ იგენი რუმ იჩხუბებენ,/ ჩვენი სამწუხრი რათ არი?.." - მღეროდნენ საზღვრის ორივე მხარეს, სამ და ოთხ ხმაში.

ოსმალეთის მხარეს - ქობულეთის ნაჰიეს მცხოვრებნი ოფიციალურად ისლამს კი აღიარებდნენ, მაგრამ არაოფიციალურად, იქ ყოველი მეორე კაცი ფარულად მაინც მართლმადიდებელ ქრისტიანად რჩებოდა: ნათლობის, ჯვრისწერისა თუ სხვა რაიმე საჭიროებისათვის, როგორც წესი, მღვდლები უჩუმრად გადმოჰყავდათ გურიიდან და თავადაც უჩუმრად სტუმრობდნენ გურიის ეკლესია-მონასტრებს. ოსმალებმა კარგად იცოდნენ ეს, მაგრამ იმის გამო, რომ იგივე ქობულეთელები საზღვარს იცავდნენ, თუ რამე მეტისმეტი არ მოხდებოდა, თვალს ხუჭავდნენ. ოსმალეთის იმპერიის არქივში დაცულია ცნობა - ჩურუქსუს (ასე ერქვა თურქულად ქობულეთს იმხანად) ოსმალო სერასქერის (გარნიზონის უფროსის) წერილი ბათუმის გამგებლისადმი, სადაც წერია, რომ ჩოლოქზე მდგარ მესაზღვრეთა ათკაციანი რაზმი მთლიანად დაუპატიმრებიათ, ვინაიდან გურიიდან გადმოპარულ მღვდელს, ხელის შეშლის მაგივრად, კურთხევა სთხოვეს და მერე კი, მათგან ორმა ცხენით მიაცილა ნაცნობის სახლამდე. ამგვარი ფაქტი ხშირად ხდებოდა ხოლმე, თუმცა ოსმალები მათ აღკვეთას ვერ ახერხებდნენ - ფიცხი ქობულეთელებისა და ჩუბინი გურული ფირალებისა ეშინოდათ.

1876 წლის 28 ივნისს, ბალკანეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოებმა - სერბიამ და ჩერნოგორიამ ოსმალეთის იმპერიას ომი გამოუცხადა. ამის საბაბად კი ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში მიმდინარე აჯანყება იქცა - იქაური ქრისტიანები ერთი წლით ადრე, მიჩო ლიუბობრატიჩის მეთაურობით აღდგნენ ოსმალთა წინააღმდეგ და კარგა ხანსაც იბრძოლეს. ბალკანელ სლავთა უკან, როგორც წესი, სანქტ-პეტერბურგი იდგა და სწორედ ამიტომ, 28 ივნისის საღამოსვე, ოსმალეთმა რუსეთთან საზღვარი მთელ პერიმეტრზე ჩაკეტა - ბესარაბიასა და კავკასიაშიც; ხოლო შემდეგ ორივეგან დამატებითი ძალები გაგზავნა, რადგან ადგილობრივებს აღარ ენდობოდა. სწორედ ამგვარად აღმოჩნდა ჩოლოქის პირას ალბანელთა ასეული ალი ოსმან არნაუთ-ფაშას მეთაურობით.

პარალელურად, ქობულეთში ოსმალებმა საყოველთაო გაწვევა გამოაცხადეს და წვევამდელები მესაზღვრეთა რაზმებში ჩარიცხვის ნაცვლად, შორეულ ბალკანეთში, სერბია-ჩერნოგორიის წინააღმდეგ ომში გაიწვიეს. საზღვარზე ალბანელებმა მკაცრი წესრიგი დაამყარეს - ისეთი, რომ ზედ ჩიტიც ვერ გადაფრინდ-გადმოფრინდებოდა. სიფიცხით ცნობილ ქობულეთელებს და გურულებს ეს არ მოეწონათ და სასაზღვრო შეხლა-შემოხლებმა იმატა. ალი ოსმან არნაუთ-ფაშა ჩიოდა: ღამღამობით ყაბალახიანი ქაფირები (ასე ეძახიან მუსლიმანები არამუსლიმან მტრებს) ჩოლოქს აქედანაც თავს ესხმიან და იქიდანაცო.

ომის დაწყებიდან სულ ორიოდე თვის მერე, ქობულეთში ერთდროულად მოხდა ორი მნიშვნელოვანი ამბავი - ბალკანეთის ფრონტზე გაწვეულთაგან ოთხიოდე კაცი გამოიპარა და სამშობლოში ამბავი ჩამოიტანა: ოსმალები ჯარში არაადამიანურად ეპყრობიან ჩვენებსო. იმ დღეებშივე, ალბანელებმა ჩოლოქზე უჩუმრად გადმოსვლის დროს ერთი გურული მღვდელიც მოკლეს, რომელიც ნათესავის დაკრძალვაზე უნდა ჩასულიყო ერთ-ერთ სოფელში. მოკლულის ქობულეთელი ნათესავები კი საპასუხოდ ალბანელ რაზმელებს დაესხნენ თავს და შვიდი კაცი იმსხვერპლეს. ერთი სიტყვით, სიტუაცია გართულდა და ოსმალო სერასქერმა სტამბოლს უპატაკა: ჩერქეზთა ერთი ბატალიონი მომაშველეთ, ქობულეთელებს ეგზეკუციას ჩავუყენებ და დავაწყნარებო. სერასქერის გარემოცვიდან ეს ამბავი როგორღაც, უბრალო ხალხშიც გავრცელდა.

სანამ სტამბოლიდან პასუხი მოვიდოდა, ქობულეთის სოფლებში მღელვარებამ პიკს მიაღწია და პირველი ტყვიაც გავარდა - სოფელ მუხაესტატეში, შემოვლისას, ალბანელ რაზმელებს ვინმე ხასანმა ცეცხლი გაუხსნა და ოთხი მათგანი იმ ქვეყნად გაისტუმრა. ამის საბაბი კი ის იყო, რომ ალბანელებმა მას ძაღლი მოუკლეს - რად გინდა სახლში ეს უწმინდური ცხოველი, მუსლიმანი ხომ ხარო (ყურანი მუსლიმან მორწმუნეებს სახლში ძაღლის ყოლას უკრძალავს)?! ხასანი ნადირობის ტრფიალი ყოფილიყო და თანაც, მუსლიმანობას არად დაგიდევდათ. ამიტომაც იყო, რომ მისი ძაღლის მკვლელებს დაუზარებლად ტყვიებით გაუმასპინძლდა, თუმცაღა, თავადაც დაეცა ტყვიით განგმირული. მისი სისხლი იმავე წუთს აიღო თანასოფლელმა, ვინმე თხილაიშვილმა (ასე იხსენიება სიმღერაში) - მან ალბანელების მეთაურიც მოკლა და რაზმის სხვა წევრებიც მიაყოლა.

ამის შემდეგ, შეიარაღებული მუხაესტატელები ქობულეთის ციხესიმაგრისკენ დაიძრნენ. გზადაგზა მათ სხვა სოფლებიდან მოსულნიც უერთდებოდნენ და ბოლოს კარგა ბევრნი შეგროვდნენ. ქობულეთის ციხესიმაგრეს ალყა შემოარტყეს, შიგ მყოფ სერასქერს კი შეუთვალეს, სტამბოლიდან ჩერქეზთა ბატალიონის ჩამოყვანაზე ხელი აეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ გარნიზონს ამოვწყვეტთ და შენ სტამბოლში ნიფხვის ამარა გაგიშვებთ ამბის მიმტანადო. სერასქერმა მუქარა აინუნში არ ჩააგდო და ჯარს შეტევაზე გადასვლა უბრძანა. ოსმალებმა ჯერ ციხიდან ატეხეს სროლა, შემდეგ კი გარეთ გამოიშალნენ. ციხიდან მათ ზარბაზნებით უჭერდნენ მხარს და ქობულეთელები მალე გაფანტეს, თუმცა ყველაფერი ამით სულაც არ დასრულებულა.

აჯანყებულმა ქობულეთელებმა მეთაურად ადგილობრივი ბეგი (აზნაური) ნაილ ჰაჯიოღლი ამოირჩიეს. მას თურქებთან საკუთარი ანგარიშები ჰქონდა, რამდენადაც ეს უკანასკნელნი გურიაში მდებარე მამაპაპისეული მამულებით სარგებლობის ნებას არ რთავდნენ და სანაცვლოს არც აჭარაში აძლევდნენ. ნაილ-ბეგ ჰაჯიოღლიმ კარგად იცოდა ქართული წერა-კითხვა და თანასოფლელთა ბავშვებსაც ასწავლიდა. ამის გამოც, მას თურქები ალმაცერად უყურებდნენ.

ქობულეთის ციხესიმაგრეზე პირველი იერიშის შემდეგ, ნაილ-ბეგმა მეამბოხეთა ლაშქარი ორ ჯგუფად გაყო - ერთ ჯგუფს ციხესიმაგრეზე სამხრეთიდან, მეორეს კი ჩრდილოეთიდან უნდა შეეტია. პარალელურად კი, ხალხი მაჭახელის ხეობაშიც გაგზავნა, ნაცნობ მეიარაღეთაგან ზარბაზნების შესაძენად. გარდა ამისა, ოსმალთა შორის ჯაშუშებიც გამონახა - ეროვნებით ქართველი ასკერები, რომლებიც ძალით იყვნენ გამოწვეულნი ჯარში და ქობულეთის ციხესიმაგრეში ჩაკეტილნი. მოკლედ, ყველაფერი მოამზადა და მესამე დღეს, გააზრებულად შეუტია ციხესიმაგრეს.

შეტევა ალიონზე - დილის 6 საათზე დაიწყო. აჯანყებულებმა არ იცოდნენ, იმ დღეს თუ ჩერქეზთა ბატალიონი უნდა ჩამოსულიყო. სერასქერი მათ ელოდებოდა და ცდილობდა, მანამდე როგორმე გამკლავებოდა ქობულეთელებს. მასთან იყვნენ ასევე ის ალბანელები, რომლებიც მუხაესტატეში მოწყობილ სასაკლაოს გადაურჩნენ და ჩოლოქისკენ გახედვაც აღარ უნდოდათ. საერთოდ, ოსმალებს იმედი ჰქონდათ, რომ ქართველ აჯანყებულებს, რომლებიც შედარებით მსუბუქად იყვნენ შეიარაღებულნი, მალევე ჩააწყნარებდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს გავარდა ზარბაზანი და ყველა მიხვდა, რომ "ჩაწყნარება" არცთუ ისე იოლი იქნებოდა. მოკლე ხანში, ქართველთა რაზმებმა ციხესიმაგრე აიღეს და გარნიზონი ამოწყვიტეს. სერასქერმა, სამარცხვინო ყოფას რომ გადარჩენილიყო, თავადვე მოიკლა თავი.

იმ საყოველთაო პანიკასა და აურზაურში, რაც ციხესიმაგრის აღებას ახლდა თან, ერთმა ასკერმა მოახერხა გაქცევა და ნავით ბათუმისკენ გაცურა. აჯანყებულთაგან ის არავის შეუმჩნევია - დატყვევებულ ოსმალოთაგან ნაილ-ბეგ ხაჯიშვილმა შეიტყო, რომ მაშველი ჯარი უნდა ჩამოსულიყო და მის მოსაგერიებლად დაიწყო მზადება: თავიანთი და ნაალაფარი ზარბაზნები ზღვის მხარეს განალაგებინა და მეამბოხეები დაარიგა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, როცა მტერი გამოჩნდებოდა. ნაილ-ბეგმა რამდენიმე კაცი ჩოლოქგაღმა გაგზავნა და გურულებს შეუთვალა: ახლა გვჭირდება თქვენი შველა და, კაზაკებს ნურაფერს ეტყვით, ქუდზე კაცი გამოდითო.

სანამ ზღვაში ოსმალური გემები გამოჩნდებოდა, მანამდე აჯანყებულებს ჩაქვის მხრიდან წამოსულმა ქვეითებმა შეუტიეს, ვინმე აჰმეთ-ეიუფ-ფაშას მეთაურობით. ეს ფაშა მოგვიანებით - რუსეთ-ოსმალეთის ომში - აღმოსავლეთის (კავკასიის) ფრონტს მეთაურობდა და საუკეთესო სტრატეგი გახლდათ. მან ციხესიმაგრეს იმ დროისთვის მცირედ ცნობილი, მაგრამ ეფექტური ხერხით შეუტია - უკან მეზარბაზნენი დააყენა, წინ კი ქვეითი მსროლელები გაუშვა. ქართველები კი, რომლებიც მტერს ზღვიდან ელოდნენ, დაიბნენ, მაგრამ მაინც ფიცხლად შეებრძოლნენ მომხდურებს. ოსმალოთა რაზმი აჯანყებულებს ერთიორად აღემატებოდა, მაგრამ ბრძოლაზე ეს არ ასახულა.

ნაილ-ბეგ ხაჯიშვილი მედგრად იბრძოდა და სადაც აჯანყებულებს უჭირდათ, წამში იქ ჩნდებოდა ხოლმე. მეამბოხეებმა ქვეითების შემოტევა მოიგერიეს თუ არა, ჩოლოქგაღმიდან გადმოსული გურულების ყიჟინაც მოისმა - 50 კაცამდე იყვნენ და სულ თოფების ქუხილით მოიწევდნენ ოსმალებისკენ. გურულებს სახალხო მილიციის (ასე ერქვა მაშინ სახალხო მოლაშქრეებს რუსეთის იმპერიაში) ფორმები ეცვათ და აჰმეთ-ეიუფ-ფაშამ იფიქრა, რომ უკან რუსული არმიაც მოჰყვებოდათ. ამიტომ, ნელ-ნელა უკან დახევა და თავდაცვითი პოზიციების დაკავება დაიწყო. სწორედ ამ დროს, ზღვაში სტამბოლიდან მომავალი ხომალდებიც გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ნაილ-ბეგმა ციხესიმაგრიდან ოსმალური დროშები არ ჩამოახსნევინა - გემებს ოსმალები ვეგონებით, ახლოს მოვლენ და მერე ზარბაზნებს დავუშენთო. ამ გეგმამ გაამართლა და გემებს ქობულეთის სანაპიროს დაბომბვა არც დაუწყიათ, ისე ჩაუშვეს ღუზები. სწორედ მაშინ, როდესაც არაფერს ელოდნენ, ციხესიმაგრიდან პირველი ზარბაზანი გავარდა და ერთ გემს (სულ ორი იყო) ფერდი შეუნგრია.

მიუხედავად ამისა, ქართველები მაინც წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - მოწინააღმდეგე რიცხობრივად ერთისამად მეტი იყო და კარგად შეიარაღებული. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ აჯანყების ამბავი უკვე გახმაურებულიყო და, ქობულეთელ მეამბოხეთა წინააღმდეგ, ტრაპიზონიდან და არზრუმიდანაც დაძრულიყვნენ ოსმალო ასკერები. ამასთანავე, გემიდან ჩერქეზთა ბატალიონი კი არა, რეგულარული ჯარის ნაწილები გადმოსხდნენ და ბრძოლაც გახურდა. ქობულეთელებმა და გურულებმაც მტრებს ტოლი არ დაუდეს - ისე მედგრად იბრძოდნენ, რომ აჰმეთ-ეიუფ-ფაშას ხომ რაზმელთა ნაწილი სულ გაუნადგურეს და რეგულარულმა ჯარმაც, ზღვის ნაპირზე ფეხის მოკიდება სამი საათის ბრძოლის შემდეგღა შეძლო.

ოსმალური რეგულარული არმიის დამსჯელ ნაწილებს ინგლისელი მხატვარი და ფოტოგრაფი დენიელ პიკოკიც ახლდა, რომლის მოვალეობაც ევროპული პრესისთვის ჩანახატების კეთება და სურათების გადაღება იყო. ის დღიურებსაც წერდა: "გემმა, რომელზეც მე ვიმყოფებოდი, ღუზა სანაპიროდან მოშორებით ჩაუშვა და ასკერებმა ნაპირზე გადასვლა ნავებით დააპირეს... ამ დროს გვესროლეს ზარბაზანი და ისეთი ბრძოლა ატყდა, გავიფიქრე - ბერძნებს რა ვუთხარი, შავ ზღვას "სტუმართმოყვარე" რომ დაარქვეს-მეთქი და იმედიც კი დავკარგე, რომ გადავრჩებოდი..." - ასე აღწერს დენიელ პიკოკი ნაპირზე გადასხდომას.

ბრძოლა კი საღამოს 9 საათზე შეწყდა - ციხესიმაგრეში და მის ახლომახლო გამაგრებული ქართველი მეამბოხეები თითქმის მთლიანად შეაწყდნენ მტერს. ნაილ-ბეგ ხაჯიშვილი მანამდე იბრძოდა, სანამ მტრის ტყვიებმა ერთიანად არ დაცხრილა. ის ისე მძიმედ დაიჭრა, რომ ციხესიმაგრეში შემოჭრილ მტერს მკვდარი ეგონა და, სხვა გვამებთან ერთად, პირდაპირ ზღვაში მოისროლეს. აღსანიშნავია ერთი რამეც: ნაილ-ბეგი ჩვეულებისამებრ, თავადურ ჩოხას ატარებდა და არა გლეხურ ჩაქურას, თუმცა ბრძოლის დროს მან ჩოხა გაიხადა და მოკლულ თანამებრძოლს გადააფარა. ოსმალებმა იცოდნენ, ვინც იყო მეთაური: "ჩოხიანი კაცი ცოცხლად შევიპყროთ!" - გასძახოდნენ ერთმანეთს. ციხესიმაგრე რომ აიღეს, ნახეს, რომ ჩოხიანი კაცი მოეკლათ. სინამდვილეში ეს სულ სხვა მეამბოხე იყო, მაგრამ ამას უკვე ვეღარავინ დაამტკიცებდა - ქართველთაგან სულ სამი კაცი გადარჩა ცოცხალი: დაჭრილები, რომლებიც მკვდრები ეგონათ, ზღვაში გადაყარეს. მეთაურიც მათ შორის იყო და გონზე წყალში მოვიდა. გადარჩენილებმა რის ვაი-ვაგლახით გაცურეს და რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გააღწიეს, სადაც გურულმა მეთევზეებმა ნახეს.

შემდგომში, ნაილ-ბეგ ხაჯიშვილი გურიის სახალხო ლაშქრის კაპიტანი გახდა და რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წწ. ომშიც იბრძოდა, თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა. იმ აჯანყებაზე კი, რომლის შესახებაც გიამბეთ, იმხანად ქობულეთში სიმღერაც შეიქმნა, რომელიც საქართველოში უკვე აღარ ახსოვთ, "თურქეთელი" ქართველები კი დღემდე მღერიან...

მიხეილ ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია