მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლობლების გამო ნუ გაყიდით სახლებს..."
"ახლობლების გამო ნუ გაყიდით სახლებს..."

მძი­მე სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ, რო­გორც იქნა, გა­მოჩ­ნდა ჩემი უბ­ნის სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლის და­ნახ­ვა ისე გა­მი­ხარ­და, ცხოვ­რე­ბა­ში მეტი ბედ­ნი­ე­რე­ბა თუ არ­სე­ბობ­და რამე, იმ­წუ­თას მარ­თლა ვე­რა­ვინ და­მა­ჯე­რებ­და. ზა­ფხუ­ლი იყო და ხალ­ხი გაკ­რე­ფი­ლი იყო ქა­ლა­ქე­ბი­დან, თო­რემ, რო­გორც წესი, ამ დროს და­სად­გო­მი ად­გი­ლიც ხში­რად გამ­ხდო­მია სა­ნატ­რე­ლი...

დავ­ჯე­ქი თუ არა, ხმა­მაღ­ლა მო­ლა­პა­რა­კე ქალ­მა მი­ი­პყრო ჩემი ყუ­რა­დღე­ბა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა მი­ვი­ხე­დე უკან - ნუთუ ვერ ხვდე­ბა, რომ ხალ­ხი დაღ­ლი­ლია და თა­ვი­სი ქა­ქა­ნით გვა­წუ­ხებს-მეთ­ქი?!

ჩემ­და გა­სა­ოც­რად აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ საბ­რა­ლო სა­კუ­თარ თავს ელა­პა­რა­კე­ბო­და. რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლი მისი გო­ნე­ბა შორს დაფ­რი­ნავ­და:

- სა­ნამ სახ­ლი არ გა­მა­ყიდ­ვი­ნეს, საყ­ვა­რე­ლი და და დე­ი­და ვი­ყა­ვი; ახლა, საჭ­მელ­საც ბევ­რს ვჭამ თურ­მე და ჰი­გი­ე­ნაც არ მოს­წონთ ჩემი. არა­და, არც აბა­ნო­ში უნ­დათ ჩემი შეშ­ვე­ბა: ბინ­ძუ­რი ხარო...

ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი ჯობს და, ის საბ­რა­ლო მარ­თლაც არ იყო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჰი­გი­ე­ნას ვინ და­ე­ძებს?! მე თუ მკი­თხავთ, დარ­დით გო­ნე­ბა­ა­რე­უ­ლი, სულ არ იყო ქუ­ჩა­ში მარ­ტო გა­მო­საშ­ვე­ბი...

კი­დევ კარ­გი, თა­ვი­სი გა­ჩე­რე­ბა მა­ინც იცნო და რომ ჩა­დი­ო­და, აც­რემ­ლე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი შეგ­ვავ­ლო და შეგ­ვეხ­ვე­წა:

- შვი­ლის­თვი­საც არ გა­ყი­დოთ ბინა, თუ არ გინ­დათ, ჩემ­სა­ვით ზედ­მე­ტი აღ­მოჩ­ნდეთ ყვე­ლას­თვის...

დარ­ჩე­ნი­ლებ­მა ერ­თად და­ვიგ­მი­ნეთ...

ის ქალი თა­ვი­სი უბე­დუ­რე­ბით ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვა რომ არ არის, შე­იძ­ლე­ბა, ჩემ­ზე უკეთ არც არა­ვინ იცო­და იმ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მგზავ­რე­ბი­დან, რად­გან ორი­ო­დე დღით ადრე ქუ­თა­ის­ში, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ ბან­კე­ბის მო­ვა­ლე­ებ­მა აქ­ცია რომ მო­ა­წყვეს მო­თხოვ­ნით, - სახ­ლე­ბი გა­ჭირ­ვე­ბამ ჩაგ­ვა­დე­ბი­ნა ბან­კებ­ში გა­რან­ტი­ად და უნდა დაგ­ვეხ­მა­როთ, გა­მო­სახ­ლე­ბა უნდა გა­დაგ­ვი­ვა­დო­თო, - რა მო­მათ­მე­ნი­ნებ­და, არ მივ­სუ­ლი­ყა­ვი და ჩემი ყუ­რით არ მო­მეს­მი­ნა მარ­თლაც გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ხალ­ხის არ­გუ­მენ­ტე­ბი. ჩემ­ზე რომ იყოს რამე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ყვე­ლას მო­თხოვ­ნას და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დი და და­ვეხ­მა­რე­ბო­დი, მაგ­რამ მე არც ბან­კი ვარ და არც - სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მარ­თლა უმ­წე­ოა, მაგ­რამ ჩემ­ზე მეტი მა­ინც შე­უძ­ლია...

ლე­ი­ლა ქო­მე­თი­ა­ნი, 57 წლის:

- რვა წელი არ ჰყავ­და ჩემს ქა­ლიშ­ვილს შვი­ლი და, რო­გორც იქნა, პა­ტა­რას ვე­ღირ­სეთ, რო­მე­ლიც პა­თო­ლო­გი­ით და­ი­ბა­და. სას­წრა­ფოდ რომ არ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ოპე­რა­ცია, მოკ­ვდე­ბო­და. სხვა ვე­რა­ფე­რი მო­ვი­ფიქ­რეთ და სახ­ლი ჩავ­დეთ ბან­კში. ახლა იმ სახ­ლს მარ­თმე­ვენ და სად წა­ვიყ­ვა­ნო პა­ტა­რა, რო­მე­ლიც სიკ­ვდილს გა­მოვ­გლი­ჯეთ ხე­ლი­დან?!

მაია ლო­მი­ძე, 54 წლის:

- ბიზ­ნე­სი მქონ­და და მის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად ავი­ღე კრე­დი­ტი. არ გა­ა­მარ­თლა და ქუ­ჩა­ში ვრჩე­ბი, ოთხი შვი­ლით. რამ­დე­ნი­მე თვით ვი­თხოვ გა­და­ვა­დე­ბას. მუ­შა­ო­ბა არ მე­ზა­რე­ბა და ვიცი, ისევ დავ­დგე­ბი ფეხ­ზე...

...ნაც­ნო­ბი ის­ტო­რი­ე­ბია და ამი­ტომ მხო­ლოდ იმათ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში თა­ვის­თვის მო­ლა­პა­რა­კე ქალ­მა რომ გა­მახ­სე­ნა.

ქალ­ბა­ტონ­მა თა­მარ­მა გვა­რის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა და აი, რა მი­ამ­ბო:

- მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე იყო ჩვე­ნი ბინა და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, რად­გან უკვე ასაკ­ში ვარ, ვა­ჟიშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე გა­და­ვა­ფორ­მე ქო­ნე­ბა. არც მე­უბ­ნე­ბა რაში დას­ჭირ­და ფული, რო­მე­ლიც ბან­კი­დან ისეს­ხა. ვე­ღარ და­აბ­რუ­ნა და ღია ცის ქვეშ ვრჩე­ბი. თა­ვად, ცო­ლის ნა­თე­სა­ვებს შე­ე­ხიზ­ნა და მე­უბ­ნე­ბა, შენც მო­ძებ­ნე ვინ­მე ნა­თე­სა­ვი, ყვე­ლა­ნი ჩემს სი­მამრს ხომ არ შე­ვუ­ვარ­დე­ბით სახ­ლშიო!.. ნე­ტავ, სულ არ გამ­ჩე­ნო­და ასე­თი უმა­დუ­რი შვი­ლი!..

შვილ­მა და­ტო­ვა ღია ცის ქვეშ ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ტა­ლი­აც, რო­მე­ლიც სა­მოც­და­ათ წელ­საა გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი:

- სა­ზღვარ­გა­რეთ მო­ინ­დო­მა ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა წას­ვლა და და­მი­ყო­ლია, ფული ბან­კის­გან გვე­სეს­ხე­ბი­ნა: - ვი­მუ­შა­ვებ და რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­ვის­ტუმ­რებ­თო. არა­და, ორი­ო­დე თვე­ში შე­მო­მით­ვა­ლა: სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აღარ ვა­პი­რებ და არც ეგ სახ­ლი მჭირ­დე­ბა რა­მე­ში; შე­კა­რი შენი ბარ­გი და ჩემს დას სთხო­ვე, შე­გი­ფა­რო­სო... ბან­კის რა ბრა­ლია, მე თუ დე­დად ვერ ვი­ვარ­გე და შვი­ლი მტრად გავ­ზარ­დე, მაგ­რამ მა­ინც მო­ვე­დი აქ­ცი­ა­ზე, - იქ­ნებ და, ჩემ­თვი­საც მოხ­დეს სას­წა­უ­ლი...

სას­წა­უ­ლე­ბი რომ ასე ად­ვი­ლად არ ხდე­ბა, ეს ყვე­ლამ ვი­ცით და რა­ო­დენ ძნე­ლიც უნდა იყოს ამის აღი­ა­რე­ბა, თუ გვინ­და, სი­ცო­ცხლე და სი­ბე­რე არ გა­ვიმ­წა­როთ, მარ­თლაც, შვი­ლის გა­მოც არ უნდა გა­ვი­მე­ტოთ უკა­ნას­კნე­ლი თავ­შე­სა­ფა­რი, როცა მარ­თლაც სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­კი­თხი არ დგას, რად­გან ბან­კი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია არ არის და ფულს ვე­რაფ­რის ფა­სად ვერ გვა­ჩუ­ქებს...

ზე­მოთ მო­თხრო­ბილ­მა ამ­ბებ­მა კი­დევ ერთი სი­ტუ­ა­ცია გა­მახ­სე­ნა, რო­მე­ლიც თა­ვად გა­დამ­ხდა და ახ­ლაც არ ვიცი, სა­ტი­რა­ლი უფ­როა თუ სა­სა­ცი­ლო ის, რისი მომსწრეც გავ­ხდი: მას შემ­დეგ, რაც მშობ­ლე­ბი გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა, სა­ჭი­რო გახ­და, მათი და­ნა­ტო­ვა­რი ქო­ნე­ბა ცო­ცხალ მემ­კვიდ­რე­ებ­ზე გა­დაგ­ვე­ფორ­მე­ბი­ნა და რად­გან ერ­თა­დერ­თი სა­ფი­ცა­რი ძმა მყავს და დიდი ხა­ნია, წა­მო­სუ­ლი ვარ მშობ­ლი­უ­რი სახ­ლი­დან, ჩემი სახ­ლი და ოჯა­ხი მაქვს, არც მი­ფიქ­რია, რომ რა­ი­მე­ში შევ­ცი­ლე­ბო­დი და რო­გორც მთხო­ვა, მა­შინ­ვე გავ­ყე­ვი ნო­ტა­რი­უს­თან, რათა მის სა­სარ­გებ­ლოდ მეთ­ქვა უარი მშობ­ლე­ბის და­ნა­ტო­ვარ­ზე. მა­შინ და­ი­წყო, რაც და­ი­წყო: ჯერ ნო­ტა­რი­უს­მა გა­მა­წა­მა კი­თხვე­ბით და მერე - სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­ულ­მა ფსი­ქო­ლოგ­მა: ნამ­დვი­ლად სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით თმობ ქო­ნე­ბას და ზე­მოქ­მე­დე­ბას ან შან­ტაჟს არა აქვს ად­გი­ლიო?! ცოტა და­აკ­ლდათ და ფსი­ქი­ატრთა­ნაც გა­მიშ­ვებ­დნენ იმა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად, რომ საღ გო­ნე­ბა­ზე ვი­ყა­ვი და სწო­რად აღ­ვიქ­ვამ­დი იმას, თუ რას ვა­კე­თებ­დი და რაზე ვა­წერ­დი ხელს... ლა­მის მარ­თლა შემ­შა­ლეს ჭკუ­ი­დან და, რომ გა­ი­გო, ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, ნო­ტა­რი­უს­მა ქალ­ბა­ტონ­მა მაკა ქო­ი­ა­ვამ მო­მი­ბო­დი­შა:

- თქვენ არ იცით, რა ხდე­ბა აქ და რა სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ბრძო­ლას უცხა­დე­ბენ ერ­თმა­ნეთს დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი და შვი­ლე­ბი, როცა ქო­ნე­ბის გა­ყო­ფა­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე. მო­ბეზ­რე­ბუ­ლი გვაქვს სა­სა­მარ­თლო გარ­ჩე­ვე­ბი და ამი­ტომ ვი­ზღვევთ თავს, რომ უსი­ა­მოვ­ნე­ბას არ გა­დაგ­ვყა­როს ვინ­მემ, მი­კერ­ძო­ე­ბა­სა და სა­ბუ­თე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ში არ დაგ­ვდონ ბრა­ლი...

იქი­და­ნაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და გულ­დაწ­ვე­ტი­ლი წა­მო­ვე­დი: რა გვე­მარ­თე­ბა, აბა, და რა გვჭირს ადა­მი­ა­ნებს, რომ მო­ხუც მშობ­ლებს ღია ცის ქვეშ და­საყ­რე­ლად ვი­მე­ტებთ და და-ძმებს - სა­სიკ­ვდი­ლო­დაც კი, მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­ყო­ფის დროს, მა­შინ, როცა დიდ და სა­ნი­მუ­შო მორ­წმუ­ნე­ო­ბა­ზე გვაქვს პრე­ტენ­ზია და ამ დროს ისიც კი არ გვახ­სოვს, რომ ამ­ქვეყ­ნად შიშ­ვლე­ბი მოვ­დი­ვართ და ვერც გარ­დაც­ვლი­ლებს მიგ­ვაქვს რამე სა­ი­ქი­ო­ში, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე სუ­ლის გარ­და...

ინგა ჯა­ყე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"ახლობლების გამო ნუ გაყიდით სახლებს..."

"ახლობლების გამო ნუ გაყიდით სახლებს..."

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, როგორც იქნა, გამოჩნდა ჩემი უბნის სამარშრუტო ტაქსი და თავისუფალი ადგილის დანახვა ისე გამიხარდა, ცხოვრებაში მეტი ბედნიერება თუ არსებობდა რამე, იმწუთას მართლა ვერავინ დამაჯერებდა. ზაფხული იყო და ხალხი გაკრეფილი იყო ქალაქებიდან, თორემ, როგორც წესი, ამ დროს დასადგომი ადგილიც ხშირად გამხდომია სანატრელი...

დავჯექი თუ არა, ხმამაღლა მოლაპარაკე ქალმა მიიპყრო ჩემი ყურადღება და გაღიზიანებულმა მივიხედე უკან - ნუთუ ვერ ხვდება, რომ ხალხი დაღლილია და თავისი ქაქანით გვაწუხებს-მეთქი?!

ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ საბრალო საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. რეალობას მოწყვეტილი მისი გონება შორს დაფრინავდა:

- სანამ სახლი არ გამაყიდვინეს, საყვარელი და და დეიდა ვიყავი; ახლა, საჭმელსაც ბევრს ვჭამ თურმე და ჰიგიენაც არ მოსწონთ ჩემი. არადა, არც აბანოში უნდათ ჩემი შეშვება: ბინძური ხარო...

ცოდვა გამხელილი ჯობს და, ის საბრალო მართლაც არ იყო მოწესრიგებული, მაგრამ ჰიგიენას ვინ დაეძებს?! მე თუ მკითხავთ, დარდით გონებაარეული, სულ არ იყო ქუჩაში მარტო გამოსაშვები...

კიდევ კარგი, თავისი გაჩერება მაინც იცნო და რომ ჩადიოდა, აცრემლებული თვალები შეგვავლო და შეგვეხვეწა:

- შვილისთვისაც არ გაყიდოთ ბინა, თუ არ გინდათ, ჩემსავით ზედმეტი აღმოჩნდეთ ყველასთვის...

დარჩენილებმა ერთად დავიგმინეთ...

ის ქალი თავისი უბედურებით ერთეული შემთხვევა რომ არ არის, შეიძლება, ჩემზე უკეთ არც არავინ იცოდა იმ სამარშრუტო ტაქსის მგზავრებიდან, რადგან ორიოდე დღით ადრე ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ ბანკების მოვალეებმა აქცია რომ მოაწყვეს მოთხოვნით, - სახლები გაჭირვებამ ჩაგვადებინა ბანკებში გარანტიად და უნდა დაგვეხმაროთ, გამოსახლება უნდა გადაგვივადოთო, - რა მომათმენინებდა, არ მივსულიყავი და ჩემი ყურით არ მომესმინა მართლაც გაუბედურებული ხალხის არგუმენტები. ჩემზე რომ იყოს რამე დამოკიდებული, ყველას მოთხოვნას დავაკმაყოფილებდი და დავეხმარებოდი, მაგრამ მე არც ბანკი ვარ და არც - სახელმწიფო, რომელიც შექმნილ სიტუაციაში მართლა უმწეოა, მაგრამ ჩემზე მეტი მაინც შეუძლია...

ლეილა ქომეთიანი, 57 წლის:

- რვა წელი არ ჰყავდა ჩემს ქალიშვილს შვილი და, როგორც იქნა, პატარას ვეღირსეთ, რომელიც პათოლოგიით დაიბადა. სასწრაფოდ რომ არ გაგვეკეთებინა ოპერაცია, მოკვდებოდა. სხვა ვერაფერი მოვიფიქრეთ და სახლი ჩავდეთ ბანკში. ახლა იმ სახლს მართმევენ და სად წავიყვანო პატარა, რომელიც სიკვდილს გამოვგლიჯეთ ხელიდან?!

მაია ლომიძე, 54 წლის:

- ბიზნესი მქონდა და მის გასაფართოებლად ავიღე კრედიტი. არ გაამართლა და ქუჩაში ვრჩები, ოთხი შვილით. რამდენიმე თვით ვითხოვ გადავადებას. მუშაობა არ მეზარება და ვიცი, ისევ დავდგები ფეხზე...

...ნაცნობი ისტორიებია და ამიტომ მხოლოდ იმათ ამბავს მოგიყვებით, სამარშრუტო ტაქსიში თავისთვის მოლაპარაკე ქალმა რომ გამახსენა.

ქალბატონმა თამარმა გვარის გამხელა არ ისურვა და აი, რა მიამბო:

- მეუღლის სახელზე იყო ჩვენი ბინა და მისი გარდაცვალების შემდეგ, რადგან უკვე ასაკში ვარ, ვაჟიშვილის სახელზე გადავაფორმე ქონება. არც მეუბნება რაში დასჭირდა ფული, რომელიც ბანკიდან ისესხა. ვეღარ დააბრუნა და ღია ცის ქვეშ ვრჩები. თავად, ცოლის ნათესავებს შეეხიზნა და მეუბნება, შენც მოძებნე ვინმე ნათესავი, ყველანი ჩემს სიმამრს ხომ არ შევუვარდებით სახლშიო!.. ნეტავ, სულ არ გამჩენოდა ასეთი უმადური შვილი!..

შვილმა დატოვა ღია ცის ქვეშ ქალბატონი ნატალიაც, რომელიც სამოცდაათ წელსაა გადაცილებული:

- საზღვარგარეთ მოინდომა ჩემმა ქალიშვილმა წასვლა და დამიყოლია, ფული ბანკისგან გვესესხებინა: - ვიმუშავებ და რამდენიმე თვეში გავისტუმრებთო. არადა, ორიოდე თვეში შემომითვალა: საქართველოში დაბრუნებას აღარ ვაპირებ და არც ეგ სახლი მჭირდება რამეში; შეკარი შენი ბარგი და ჩემს დას სთხოვე, შეგიფაროსო... ბანკის რა ბრალია, მე თუ დედად ვერ ვივარგე და შვილი მტრად გავზარდე, მაგრამ მაინც მოვედი აქციაზე, - იქნებ და, ჩემთვისაც მოხდეს სასწაული...

სასწაულები რომ ასე ადვილად არ ხდება, ეს ყველამ ვიცით და რაოდენ ძნელიც უნდა იყოს ამის აღიარება, თუ გვინდა, სიცოცხლე და სიბერე არ გავიმწაროთ, მართლაც, შვილის გამოც არ უნდა გავიმეტოთ უკანასკნელი თავშესაფარი, როცა მართლაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ დგას, რადგან ბანკი საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ფულს ვერაფრის ფასად ვერ გვაჩუქებს...

ზემოთ მოთხრობილმა ამბებმა კიდევ ერთი სიტუაცია გამახსენა, რომელიც თავად გადამხდა და ახლაც არ ვიცი, სატირალი უფროა თუ სასაცილო ის, რისი მომსწრეც გავხდი: მას შემდეგ, რაც მშობლები გარდაგვეცვალა, საჭირო გახდა, მათი დანატოვარი ქონება ცოცხალ მემკვიდრეებზე გადაგვეფორმებინა და რადგან ერთადერთი საფიცარი ძმა მყავს და დიდი ხანია, წამოსული ვარ მშობლიური სახლიდან, ჩემი სახლი და ოჯახი მაქვს, არც მიფიქრია, რომ რაიმეში შევცილებოდი და როგორც მთხოვა, მაშინვე გავყევი ნოტარიუსთან, რათა მის სასარგებლოდ მეთქვა უარი მშობლების დანატოვარზე. მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო: ჯერ ნოტარიუსმა გამაწამა კითხვებით და მერე - სპეციალურად მოწვეულმა ფსიქოლოგმა: ნამდვილად საკუთარი სურვილით თმობ ქონებას და ზემოქმედებას ან შანტაჟს არა აქვს ადგილიო?! ცოტა დააკლდათ და ფსიქიატრთანაც გამიშვებდნენ იმაში დასარწმუნებლად, რომ საღ გონებაზე ვიყავი და სწორად აღვიქვამდი იმას, თუ რას ვაკეთებდი და რაზე ვაწერდი ხელს... ლამის მართლა შემშალეს ჭკუიდან და, რომ გაიგო, ჟურნალისტი ვარ, ნოტარიუსმა ქალბატონმა მაკა ქოიავამ მომიბოდიშა:

- თქვენ არ იცით, რა ხდება აქ და რა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უცხადებენ ერთმანეთს დედმამიშვილები, მშობლები და შვილები, როცა ქონების გაყოფაზე მიდგება საქმე. მობეზრებული გვაქვს სასამართლო გარჩევები და ამიტომ ვიზღვევთ თავს, რომ უსიამოვნებას არ გადაგვყაროს ვინმემ, მიკერძოებასა და საბუთების გაყალბებაში არ დაგვდონ ბრალი...

იქიდანაც გაოგნებული და გულდაწვეტილი წამოვედი: რა გვემართება, აბა, და რა გვჭირს ადამიანებს, რომ მოხუც მშობლებს ღია ცის ქვეშ დასაყრელად ვიმეტებთ და და-ძმებს - სასიკვდილოდაც კი, მემკვიდრეობის გაყოფის დროს, მაშინ, როცა დიდ და სანიმუშო მორწმუნეობაზე გვაქვს პრეტენზია და ამ დროს ისიც კი არ გვახსოვს, რომ ამქვეყნად შიშვლები მოვდივართ და ვერც გარდაცვლილებს მიგვაქვს რამე საიქიოში, სიყვარულით სავსე სულის გარდა...

ინგა ჯაყელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია