პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Daily Mail-ი კაცხის სვეტსა და ქართველ ბერზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს
Daily Mail-ი კაცხის სვეტსა და ქართველ ბერზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

გავ­ლე­ნი­ა­ნი ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Daily Mail-ი მთა­ვარ გვერდს კა­ცხის სვეტ­სა და იქ მოღ­ვა­წე ქარ­თველ ბერს უთ­მობს.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, 59 წლის ბერი მაქ­სი­მე ქავ­თა­რა­ძე მო­ნას­ტერ­ში 20 წე­ლია მოღ­ვა­წე­ობს. რო­დე­საც ბერი მაქ­სი­მე კა­ცხის სვეტს ტო­ვებს, სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­კე­თე­ბულ კი­ბეს იყე­ნებს. მას 40 მეტ­რი სი­მაღ­ლის სვე­ტის გა­სავ­ლე­ლად 20 წუთი სჭირ­დე­ბა. ბერი სვეტს კვი­რა­ში მხო­ლოდ ორ­ჯერ ტო­ვებს, რათა მიმ­დევ­რებ­თან ერ­თად ილო­ცოს.

"აქ ისე­თი სი­წყნა­რეა, ღმერ­თთან სი­ახ­ლო­ვეს გრძნობ", - ცი­ტი­რებს ბე­რის სი­ტყვებს Daily Mail-ი.

მისი სტუმ­რე­ბი მხო­ლოდ მღვდლე­ბი და ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბის ჯგუ­ფია, რომ­ლე­ბიც მო­ნას­ტერ­ში სიმ­შვი­დე­სა და ნუ­გეშს ეძე­ბენ.

"რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, ვსვამ­დი, ყვე­ლა­ფერს ვყიდ­დი. რო­დე­საც ცი­ხე­ში აღ­მოვ­ჩნდი, მივ­ხვდი, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის დრო დად­გა. აქ, მთებ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად მოვ­დი­ო­დი და იქი­დან ამ ად­გილს ვუ­ყუ­რებ­დი, ად­გილს, სა­დაც მიწა ცას ერ­წყმის. ვი­ცო­დით, რომ სვეტ­ზე ბე­რე­ბი ცხოვ­რობ­დნენ და მათ პა­ტივს ვცემ­დი", - ამ­ბობს ბერი მაქ­სი­მე.

ის 1993 წელს ბე­რად აღიკ­ვე­ცა, კა­ცხის სვეტ­ზე ავი­და და ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო. ბერ­მა მაქ­სი­მემ და ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ეკ­ლე­სია აღად­გი­ნეს და კე­ლია აა­შე­ნეს, სა­დაც ბერი ცხოვ­რობს. ის მთელ დღე­ებს კი­თხვა­სა და ლოც­ვა­ში ატა­რებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

Daily Mail-ი კაცხის სვეტსა და ქართველ ბერზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

Daily Mail-ი კაცხის სვეტსა და ქართველ ბერზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი მთავარ გვერდს კაცხის სვეტსა და იქ მოღვაწე ქართველ ბერს უთმობს.

როგორც სტატიის ავტორი წერს, 59 წლის ბერი მაქსიმე ქავთარაძე მონასტერში 20 წელია მოღვაწეობს. როდესაც ბერი მაქსიმე კაცხის სვეტს ტოვებს, სახელდახელოდ გაკეთებულ კიბეს იყენებს. მას 40 მეტრი სიმაღლის სვეტის გასავლელად 20 წუთი სჭირდება. ბერი სვეტს კვირაში მხოლოდ ორჯერ ტოვებს, რათა მიმდევრებთან ერთად ილოცოს.

"აქ ისეთი სიწყნარეა, ღმერთთან სიახლოვეს გრძნობ", - ციტირებს ბერის სიტყვებს Daily Mail-ი.

მისი სტუმრები მხოლოდ მღვდლები და ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფია, რომლებიც მონასტერში სიმშვიდესა და ნუგეშს ეძებენ.

"როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვსვამდი, ყველაფერს ვყიდდი. როდესაც ციხეში აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ ცვლილებების დრო დადგა. აქ, მთებში მეგობრებთან ერთად მოვდიოდი და იქიდან ამ ადგილს ვუყურებდი, ადგილს, სადაც მიწა ცას ერწყმის. ვიცოდით, რომ სვეტზე ბერები ცხოვრობდნენ და მათ პატივს ვცემდი", - ამბობს ბერი მაქსიმე.

ის 1993 წელს ბერად აღიკვეცა, კაცხის სვეტზე ავიდა და ახალი ცხოვრება დაიწყო. ბერმა მაქსიმემ და ადგილობრივებმა ეკლესია აღადგინეს და კელია ააშენეს, სადაც ბერი ცხოვრობს. ის მთელ დღეებს კითხვასა და ლოცვაში ატარებს.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია