მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ ქირიას ეგვიპტური მძიმე 10 დღე...
ოთარ ქირიას ეგვიპტური მძიმე 10 დღე...

ზა­ფხუ­ლი ყვე­ლა და­საქ­მე­ბუ­ლი თუ და­უ­საქ­მე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის შვე­ბუ­ლე­ბა­სა და კარგ დას­ვე­ნე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ბევ­რი დას­ვე­ნე­ბა­ზე ფიქ­რს შვე­ბუ­ლე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე იწყებს. ოთარ ქი­რია იმ გა­მო­ნაკ­ლის ადა­მი­ან­თა რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, ვინც მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე თა­და­რიგს თვე­ე­ბით ადრე იჭერს. არ­ჩევს ქვეყ­ნებს, ქა­ლა­ქებს და თა­ვად ად­გენს ტურს, რო­მელ­საც ხუმ­რო­ბით "ოთარ-ტუ­რიც" კი და­არ­ქვა. ამ ზა­ფხულ­საც დიდი იმე­დი ჰქონ­და, რომ რო­გორც ადრე, ოჯახ­თან ერ­თად ბედ­ნი­ე­რად იმოგ­ზა­უ­რებ­და. მარ­თა­ლია, ყვე­ლა­ნა­ი­რად ეცა­და, დაბ­რკო­ლე­ბებს მის­თვის ხა­სი­ა­თი არ გა­ე­ფუ­ჭე­ბი­ნა, მაგ­რამ ეგ­ვიპ­ტურ­მა ათმა დღემ შე­საძ­ლოა სა­სა­მარ­თლოს კა­რამ­დე მი­იყ­ვა­ნოს.

- ამ ზა­ფხულს მე და ჩემ­მა ოჯახ­მა დას­ვე­ნე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­კორ­დი მოვხსე­ნით. ჯერ ათი დღე ბარ­სე­ლო­ნა­ში ვი­ყა­ვით, შემ­დეგ მე­უღ­ლე და ბავ­შვი ერთი კვი­რა ათენ­ში იყ­ვნენ, ნა­თე­სა­ვე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლეს და ბო­ლოს ათი დღე ვი­ყა­ვით ეგ­ვიპ­ტე­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად.

- ოჯახ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბის ტრა­დი­ცია რო­დის ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ?

- სულ გვაქვს, მაგ­რამ ბავ­შვი პა­ტა­რა რომ იყო, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­ში ვმოგ­ზა­უ­რობ­დით. მას შემ­დეგ, რაც გო­გო­ნა 5 წლის გახ­და და მეც ფი­ნან­სუ­რად მოვძლი­ერ­დი, წელს აღარ ვტო­ვებთ, რომ სა­მოგ­ზა­უ­როდ არ წა­ვი­დეთ. პირ­ვე­ლად მთე­ლი ოჯა­ხი სა­ზღვარ­გა­რეთ 2009 წელს წა­ვე­დით. მთე­ლი თვე ვი­ყა­ვით და ბევ­რი ქა­ლა­ქი და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ - რომი, პრა­ღა, მი­უნ­ხე­ნი, ვენა, ათე­ნი. თითო ქა­ლაქ­ში ხუთი-ექ­ვსი დღე ვრჩე­ბო­დით. ეს სა­სი­ა­მოვ­ნო ტური თა­ვად დავ­გეგ­მე. ასეთ ტუ­რებს "ოთარ-ტურს" ვე­ძა­ხი და საქ­მე უკვე იქამ­დე მი­ვი­და, რომ ნაც­ნო­ბებ­საც ვუ­გეგ­მავ, სად იმოგ­ზა­უ­რონ. შე­მიძ­ლია ვიჯ­დე და სა­ა­თე­ბი ვხარ­ჯო იმა­ზე, რომ იაფი სას­ტუმ­რო­ე­ბი ვი­პო­ვო, ან ფას­დაკ­ლე­ბე­ბი მოვ­ძებ­ნო.

- ბავ­შვთან ერ­თად რთუ­ლია გა­რის­კო და ექ­სტრე­მა­ლუ­რად იმოგ­ზა­უ­რო. გიყ­ვართ მოგ­ზა­უ­რო­ბის ეს სა­ხე­ო­ბა?

- არა, ასეთ რა­ღა­ცებს ვე­რი­დე­ბი, მაგ­რამ ამ ზა­ფხულს ეგ­ვიპ­ტე­ში რომ ჩა­ვე­დით, ყვე­ლა­ფერს გა­და­ვა­ჭარ­ბეთ. ჩვენ რომ ჩა­ვე­დით, იმ დღეს და­ი­წყო ხოც­ვა-ჟლე­ტა. მარ­თლა ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდით. ეგ­ვიპ­ტე­ში შარ­შა­ნაც ვი­ყა­ვით. სა­ერ­თოდ, ევ­რო­პა­ში რომ მი­დი­ხარ, ბევ­რს და­დი­ხარ, შე­მეც­ნე­ბით არე­ალს იფარ­თო­ვებ, რაც შე­ე­ხე­ბა ეგ­ვიპ­ტეს, თურ­ქეთს, ტუ­ნისს, იქ ბო­ლომ­დე უნდა მო­ეშ­ვა, არა­ფერ­ზე იზ­რუ­ნო, სას­ტუმ­რო­ში იყო და ყვე­ლა­ფე­რი იქ არის. წელ­საც ეგ­ვიპ­ტე იმი­ტომ ავარ­ჩი­ეთ, რომ მე­გობ­რებს ძა­ლი­ან უნ­დო­დათ. შარ­შან­დელ სას­ტუმ­რო­ში გავ­ჩერ­დით, რად­გან მა­შინ ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ოთარ ქირიას ეგვიპტური მძიმე 10 დღე...

ოთარ ქირიას ეგვიპტური მძიმე 10 დღე...

ზაფხული ყველა დასაქმებული თუ დაუსაქმებელი ადამიანისთვის შვებულებასა და კარგ დასვენებასთან ასოცირდება. ბევრი დასვენებაზე ფიქრს შვებულებამდე ერთი კვირით ადრე იწყებს. ოთარ ქირია იმ გამონაკლის ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც მოგზაურობაზე თადარიგს თვეებით ადრე იჭერს. არჩევს ქვეყნებს, ქალაქებს და თავად ადგენს ტურს, რომელსაც ხუმრობით ''ოთარ-ტურიც'' კი დაარქვა. ამ ზაფხულსაც დიდი იმედი ჰქონდა, რომ როგორც ადრე, ოჯახთან ერთად ბედნიერად იმოგზაურებდა. მართალია, ყველანაირად ეცადა, დაბრკოლებებს მისთვის ხასიათი არ გაეფუჭებინა, მაგრამ ეგვიპტურმა ათმა დღემ შესაძლოა სასამართლოს კარამდე მიიყვანოს.

-  ამ ზაფხულს მე და ჩემმა ოჯახმა დასვენების ყველანაირი რეკორდი მოვხსენით. ჯერ ათი დღე ბარსელონაში ვიყავით, შემდეგ მეუღლე და ბავშვი ერთი კვირა ათენში იყვნენ, ნათესავები მოინახულეს და ბოლოს ათი დღე ვიყავით ეგვიპტეში მეგობრებთან ერთად.

- ოჯახთან ერთად დასვენების ტრადიცია როდის ჩამოაყალიბეთ?

- სულ გვაქვს, მაგრამ ბავშვი პატარა რომ იყო, მხოლოდ საქართველოს ფარგლებში ვმოგზაურობდით. მას შემდეგ, რაც გოგონა 5 წლის გახდა და მეც ფინანსურად მოვძლიერდი, წელს აღარ ვტოვებთ, რომ სამოგზაუროდ არ წავიდეთ. პირველად მთელი ოჯახი საზღვარგარეთ 2009 წელს წავედით. მთელი თვე ვიყავით და ბევრი ქალაქი დავათვალიერეთ - რომი, პრაღა, მიუნხენი, ვენა, ათენი. თითო ქალაქში ხუთი-ექვსი დღე ვრჩებოდით. ეს სასიამოვნო ტური თავად დავგეგმე. ასეთ ტურებს ''ოთარ-ტურს'' ვეძახი და საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ ნაცნობებსაც ვუგეგმავ, სად იმოგზაურონ. შემიძლია ვიჯდე და საათები ვხარჯო იმაზე, რომ იაფი სასტუმროები ვიპოვო, ან ფასდაკლებები მოვძებნო.

- ბავშვთან ერთად რთულია გარისკო და ექსტრემალურად იმოგზაურო. გიყვართ მოგზაურობის ეს სახეობა?

- არა, ასეთ რაღაცებს ვერიდები, მაგრამ ამ ზაფხულს ეგვიპტეში რომ ჩავედით, ყველაფერს გადავაჭარბეთ. ჩვენ რომ ჩავედით, იმ დღეს დაიწყო ხოცვა-ჟლეტა. მართლა ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ეგვიპტეში შარშანაც ვიყავით. საერთოდ, ევროპაში რომ მიდიხარ, ბევრს დადიხარ, შემეცნებით არეალს იფართოვებ, რაც შეეხება ეგვიპტეს, თურქეთს, ტუნისს, იქ ბოლომდე უნდა მოეშვა, არაფერზე იზრუნო, სასტუმროში იყო და ყველაფერი იქ არის. წელსაც ეგვიპტე იმიტომ ავარჩიეთ, რომ მეგობრებს ძალიან უნდოდათ. შარშანდელ სასტუმროში გავჩერდით, რადგან მაშინ ძალიან მომეწონა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები