პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრისტინე ძიძიგურის პარიზული ცხოვრება და მუშაობა ”კრისტიან დიორთან”
ქრისტინე ძიძიგურის პარიზული ცხოვრება და მუშაობა ”კრისტიან დიორთან”

მო­დე­ლი ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი რამ­დე­ნი­მე წე­ლია, საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში მუ­შა­ობს, ამ­ჟა­მად - სა­ა­გენ­ტო "კრის­ტალ მო­დელ მე­ნე­ჯმენ­ტშია" და­კა­ვე­ბუ­ლი. ქრის­ტი­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა და მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში (სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე) სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რა. მისი სურ­ვი­ლია საფ­რან­გეთ­ში, სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კულ­ტუ­რის მე­ნე­ჯმენ­ტის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­როს.

- პა­რიზ­ში ჩემი ოც­ნე­ბე­ბი ახდა, რად­გან "კრის­ტი­ან დი­ორ­თან" ორ­ჯერ ვი­მუ­შა­ვე: პირ­ვე­ლად "პარ­ფი­უმ-მა­კი­ა­ჟი" წარ­ვად­გი­ნე. მა­შინ ჩვე­ნე­ბა­ში 20 გოგო ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით, მე­ო­რედ კი მხო­ლოდ ორნი შეგ­ვარ­ჩი­ეს. როცა "დი­ორ­თან" მე­ო­რედ მუ­შა­ო­ბის შანსს გაძ­ლე­ვენ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ "დი­ო­რის სახ­ლის" მო­დე­ლი ხდე­ბი. "ელი­სა­აბ­თა­ნაც" ვმუ­შა­ობ­დი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სრუ­ლი ჰარ­მო­ნი­აა: ყვე­ლა­ფე­რი წუ­თობ­რი­ვად გათ­ვლი­ლია, არა­ნა­ი­რი ექ­სტრი­მი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის და უკ­მა­ყო­ფი­ლოც არა­ვინ რჩე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მომ­გზავ­რე­ბის წინ, ფრან­გულ-ლი­ბა­ნუ­რი ჟურ­ნა­ლის გა­რე­კა­ნის­თვის გა­და­მი­ღეს. მო­დის ჟურ­ნა­ლის ყდა­ზე პირ­ვე­ლად მოვ­ხვდი. გა­და­ღე­ბა პა­რი­ზის ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს, ლა­მაზ და ასე ვთქვათ, "სვეტსკ" ად­გი­ლას გა­ი­მარ­თა. ისე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, რომ სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, ამის შე­სა­ხებ და­მე­წე­რა. "ვერ­სა­ჩემ" და ჟურ­ნალ "ლა მო­დის" რე­დაქ­ტორ­მა შე­მარ­ჩი­ეს, რაც ჩემ­თვის დიდი წარ­მა­ტე­ბა იყო! გა­დამ­ღებ ჯგუფ­ში ყვე­ლა­ნი ფრან­გე­ბი იყ­ვნენ. ერ­თა­დერ­თი, მა­კი­აჟს ბრა­ზი­ლი­ე­ლი გო­გო­ნა მი­კე­თებ­და, რო­მელ­საც იდეა გა­უჩ­ნდა, რომ ჩემ­თვის ყვი­თე­ლი პო­მა­და წა­ეს­ვა. თქვა: ვცა­დოთ და თუ არ მო­გე­წო­ნე­ბათ, მო­ვა­შო­რო­თო. სტი­ლის­ტი და­თან­ხმდა. მე­სი­ა­მოვ­ნა, ბრა­ზი­ლი­ე­ლი გო­გო­ნას კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა რომ არ და­კარ­გეს, მან კი ნამ­დვი­ლად, "ახა­ლი სი­ტყვა" თქვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ნო­ვა­ცია ყვე­ლამ აი­ტა­ცა: 1-2 კვი­რის მერე "ფე­შენ­ტი­ვი­ზე" ვნა­ხე, ერთ-ერთ ცნო­ბილ მო­დელს ყვი­თელ პო­მა­დას უს­ვამ­დნენ (იცი­ნის). როცა "ბი­უ­თის" იღებ და ფე­რე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ას აკე­თებ, ეს სხვა სა­კი­თხია, ჟურ­ნა­ლის კო­ლექ­ცი­ის­თვის გა­და­ღე­ბა კი - სხვა. წარ­მო­ვიდ­გი­ნე, გო­გო­ნას იდეა რომ "ჩა­ეკ­ლათ" და უარი ეთ­ქვათ - არა­სო­დეს გვი­ნა­ხავს და არ გა­ვა­კე­თო­თო... სა­ერ­თოდ, ფრან­გე­ბი კრი­ტი­კუ­ლი ხალ­ხია: თუ რა­ღაც არ მოს­წონთ, არ აღი­ა­რე­ბენ, მაგ­რამ კრე­ა­ტუ­ლო­ბას არ და­გი­კარ­გა­ვენ...

- შენი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რამ ან ვინ იმოქ­მე­და?

- ჩემი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე დიდი გავ­ლე­ნა პა­რიზ­ში ცხოვ­რე­ბამ და სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბამ იქო­ნია. რამ­დე­ნი­მე ფა­ვო­რი­ტი ქალ­ბა­ტო­ნი მყავს. ისი­ნი დახ­ვე­წი­ლო­ბი­თა და სადა ჩაც­მუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ევ­რო­პუ­ლი ფე­რე­ბი - თეთ­რი, შავი, ხორ­ცის­ფე­რი მიყ­ვარს. პა­რიზ­ში ის მხიბ­ლავს, რომ ასა­კის გა­ნურ­ჩევ­ლად, ყვე­ლას (თუნ­დაც, მო­დის სფე­რო­ში არ მუ­შა­ობ­დეს) ჩაც­მის სა­კუ­თა­რი სტი­ლი და მო­დას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თვე­ლებ­ზე ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ცეკ­ვა-სიმ­ღე­რა სის­ხლში გვაქვს გამ­ჯდა­რი, ფრან­გე­ბი კი თით­ქოს უნე­ბუ­რად, ყო­ველ­თვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლე­ბი, მო­დუ­რად ჩაც­მუ­ლე­ბი და ლა­მა­ზე­ბი არი­ან. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ.

- ოდეს­მე ვინ­მეს მწა­რედ თუ გა­უკ­რი­ტი­კე­ბი­ხარ?

- და­სა­ხუ­ლი მი­ზა­ნი მაქვს და მის მი­საღ­წე­ვად მაქ­სი­მუ­მი უნდა გა­ვა­კე­თო. შე­იძ­ლე­ბა, ზოგი ავის მთქმე­ლი იყოს, ზოგი - კარ­გის, მე ყვე­ლას ნათ­ქვამს მი­ვე­სალ­მე­ბი, რად­გან კრი­ტი­კი­და­ნაც ბევ­რს ვსწავ­ლობ. პი­რა­დად მე, სხვე­ბის მი­მართ ნაკ­ლე­ბად კრი­ტი­კუ­ლი ვარ. მაქ­სი­მუმ, შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რე­ბი ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­ვაკ­რი­ტი­კო.

- რო­გო­რი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა გაქვს?

- მუ­სი­კა ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი რამ არის და მის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მომ­დის. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ათწლედ­ში ვსწავ­ლობ­დი. დიდი მა­ესტროს - ნო­დარ ან­დღუ­ლა­ძის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა აქ­ტი­უ­რად აღარ გან­ვაგ­რძე და პა­რიზ­ში გა­ვემ­გზავ­რე. სა­მა­გი­ე­როდ, ამ მხრივ ჩემ­მა ძმამ იაქ­ტი­უ­რა - კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლობს და სა­ო­პე­რო სიმ­ღე­რებს ას­რუ­ლებს... პი­ა­ნი­ნო­ზე ყო­ველ­თვის ვუკ­რავ­დი. პა­რიზ­შიც ვუკ­რავ ხოლ­მე. სა­ო­პე­რო და ზო­გა­დად, კლა­სი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მხიბ­ლავს. მიყ­ვარს ბა­ლეტ­ზე დას­წრე­ბა. მომ­წონს ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კაც და მი­მაჩ­ნია, რომ თუ მის სიღ­რმე­ებს ჩას­წვდე­ბი, ბევრ სა­ინ­ტე­რე­სოს აღ­მო­ა­ჩენ. ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის შექ­მნა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის. რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი დი­ჯეი მყავს და ისი­ნი მას­წავ­ლიდ­ნენ, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მუ­სი­კა გა­მიქ­სო და და­უკ­რა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ საქ­მეს დიდი ნიჭი, გე­მოვ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა.

- ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის შეს­რუ­ლე­ბა თა­ვად თუ გიც­დია?

- მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე - კი. ელექტრო­ნულ მუ­სი­კას აქ­ტი­უ­რად ვუს­მენ და საყ­ვა­რე­ლი დი­ჯე­ე­ბიც მყავს. ერთ-ერთი მათ­გა­ნი Deadmaus-I გახ­ლავთ. მან ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ის "პი­ა­ნო" ვერ­სი­აც შექ­მნა: ინ­ტერ­ნეტ­ში ვნა­ხე - 7-გვერ­დი­ა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბია და მეც და­ვუ­კა­რი... კან­ში ყოფ­ნი­სას, მე და მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი დი­ჯეი "ფარ­თი­ზე" ერ­თად "ვმიქ­სავ­დით". სა­ინ­ტე­რე­სო იყო...

- არ­სე­ბობს მუ­სი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ მოგ­წონს?

- ალ­ბათ - მძი­მე როკი. ზო­გა­დად, როკი მომ­წონს, მაგ­რამ მძი­მე რო­კის აქ­ტი­უ­რი მსმე­ნე­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ.

- გან­ტვირ­თვის­თვის ფილ­მებს თუ უყუ­რებ?

- მი­მაჩ­ნია, რომ ფილ­მე­ბის ცქე­რა ადა­მი­ა­ნის­თვის ბევ­რის მომ­ცე­მია, მით უმე­ტეს - როცა დიდი ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ახალ ფილ­მებს თვალ­ყურს ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რად ვა­დევ­ნებ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს ჩემი ჰო­ბია. რამ­დე­ნი­მე საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბიც მყავს: ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რიო, ჯონი დეპი... როცა "დიდ გეტსბი­ში" მი­იწ­ვი­ეს, ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რიო ამ­ბობ­და: ეს ნა­წარ­მო­ე­ბი ბავ­შვო­ბა­ში წა­ვი­კი­თხე. ასეთ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემი ოც­ნე­ბა იყო, მაგ­რამ გა­და­ღე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს თუ არა, დავ­ფიქ­რდი - ჩემი გა­რეგ­ნო­ბი­თა და თა­მა­შით გა­ვა­მარ­თლებ? ხალ­ხი გეტსბიდ აღ­მიქ­ვამ­სო? ეს თავ­მდაბ­ლუ­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ნათ­ქვა­მია. ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის შრო­მა და თავ­მდაბ­ლო­ბა და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

- ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ის ხილ­ვი­სას იმე­დი გაგცრუ­ე­ბია?

- ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მხო­ლოდ ამას ვი­ტყვი: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნა­წარ­მო­ე­ბის შეც­ვლის უფ­ლე­ბა მისი ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ი­სას ყვე­ლა რე­ჟი­სორს აქვს, ჩემ­თვის ეს მი­უ­ღე­ბე­ლია! კარ­გია, როცა ეკ­რა­ნი­ზა­ცია ნა­წარ­მო­ე­ბის გმი­რებს "გი­ცო­ცხლებს".

- მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­კი­თხა­ვად დრო თუ გრჩე­ბა? წიგ­ნე­ბის კი­თხვა გიყ­ვარს?

- კი და თა­ვი­სუ­ფალ დროს ყო­ველ­თვის ვკი­თხუ­ლობ, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სიღ­რმი­სე­უ­ლი, ფი­ლო­სო­ფი­უ­რი წიგ­ნე­ბი მი­ზი­დავს. სამ­ყა­როს შეც­ნო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, კრი­ტი­კა, ყვე­ლა დე­ტა­ლი ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს. მერე წა­კი­თხუ­ლი თუ მოს­მე­ნი­ლი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში "გად­მო­მაქვს", რაც უფრო პრაქ­ტი­კულს მხდის: ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცი­ის სწო­რად აღ­ქმა შე­მიძ­ლია, ნაკ­ლე­ბად ვიბ­ნე­ვი. ამი­ტომ სიღ­რმი­სე­უ­ლი ნა­აზ­რე­ვის წა­კი­თხვა მიყ­ვარს. პა­რიზ­ში საყ­ვა­რე­ლი ინ­გლი­სუ­რი წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზია მაქვს, სა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნია...

- ტე­ლე­გა­და­ცე­მებს თვალ­ყურს თუ ადევ­ნებ?

- საფ­რან­გეთ­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ტე­ლე­არ­ხი და გა­და­ცე­მაა, რო­მელ­შიც წარ­მა­ტე­ბულ ხალ­ხს იწ­ვე­ვენ. მათი მოს­მე­ნის შემ­დეგ ბევ­რს ის­წავ­ლი. მახ­სოვს, ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში, რო­მე­ლიც ეთერ­ში 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დი­ო­და, მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი ჰყავ­დათ მიწ­ვე­უ­ლი. მან ოჯახ­სა და შვი­ლებ­ზე ილა­პა­რა­კა (მო­გეხ­სე­ნებთ, ფრან­გი ქმა­რი ჰყავს). მისი ჯდო­მის მა­ნე­რა, სა­უ­ბა­რი სა­ოც­რად მომ­ხიბ­ვლე­ლი იყო. ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სა­კი­თხებ­ზე გუ­ლახ­დი­ლად ილა­პა­რა­კა...

- მსგავ­სი და­დე­ბი­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ქარ­თუ­ლი ტე­ლე­გა­და­ცე­მი­დან თუ მი­გი­ღია?

- რო­გორ არა! რამ­დე­ნი­მე კარ­გი გა­და­ცე­მა გვაქვს და სა­ინ­ტე­რე­სო რეს­პონ­დენ­ტე­ბიც გვყავს. ისე­თი გა­და­ცე­მე­ბი მხიბ­ლავს, რომ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რდებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის შანსს აძ­ლევს.

- კერ­ძებ­ზე რას გვე­ტყვი?

- ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ვცდი­ლობ, ევ­რო­პულ­საც ვე­ზი­ა­რო. პა­რიზ­ში კერ­ძებს ჩემი დი­ა­სახ­ლი­სი ამ­ზა­დებს და ფრან­გუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას მეც მას­წავ­ლის. ხან­და­ხან იტა­ლი­ურ და ეს­პა­ნურ კერ­ძებ­საც ვამ­ზა­დებთ... თბი­ლის­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი ჩა­მო­მაქვს ხოლ­მე... ყო­ველ­თვის ჯან­საღ საკ­ვებს ვირ­ჩევ და ჩემი "დი­ე­ტა" ეს არის. შე­მიძ­ლია, "თა­ვის მოკ­ვლამ­დე" ვი­ვარ­ჯი­შო. დი­ე­ტა არა­სო­დეს და­მი­ცავს.

- სა­კუ­თარ თავს გე­მოვ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევ?

- სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და. მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ ყვე­ლაფ­რის მი­მართ პი­რა­დი აზრი მაქვს. მო­დის სი­ახ­ლე­ებს და დიდი ბრენ­დე­ბის მიერ წარ­მო­ჩე­ნილ ტენ­დენ­ცი­ებს - ფე­რებს, ქსო­ვი­ლებს თვალს აქ­ტი­უ­რად ვა­დევ­ნებ და ვცდი­ლობ, ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­ვარ­ჩიო. ფრან­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ იდე­ა­ლუ­რი არა­ვინ არის, მაგ­რამ ჭკვი­ა­ნი ქალი სა­კუ­თარ სი­ლა­მა­ზეს წარ­მო­ა­ჩენს, არა­მომ­ხიბ­ვლელ მხა­რეს კი და­ფა­რავ­სო. ვცდი­ლობ, თა­ვი­სუფ­ლად, კომ­ფორ­ტუ­ლად მეც­ვას, მაგ­რამ გა­აჩ­ნია, სად მივ­დი­ვარ. ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­დაპ­რან­ჭვა არ მიყ­ვარს. მა­კი­ა­ჟიც და სა­მო­სიც სადა მომ­წონს. ფრან­გე­ბის აზ­რით, როცა სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში მუ­შა­ობ, გა­დაპ­რან­ჭვა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის და ეს მო­საზ­რე­ბა მარ­თე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია. ბუ­ნებ­რი­ვი უნდა იყო და სა­კუ­თა­რი თავი ხალ­ხს ისე­თი "მი­ა­წო­დო", რო­გო­რიც სი­ნამ­დვი­ლე­ში ხარ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

Deadmaus

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქრისტინე ძიძიგურის პარიზული ცხოვრება და მუშაობა ”კრისტიან დიორთან”

ქრისტინე ძიძიგურის პარიზული ცხოვრება და მუშაობა ”კრისტიან დიორთან”

მოდელი ქრისტინე ძიძიგური რამდენიმე წელია, საფრანგეთის დედაქალაქში მუშაობს, ამჟამად - სააგენტო ”კრისტალ მოდელ მენეჯმენტშია” დაკავებული. ქრისტინე საქართველოში იმყოფება და მაგისტრატურაში (საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე) სწავლის გასაგრძელებლად ეროვნული გამოცდები ჩააბარა. მისი სურვილია საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში, კულტურის მენეჯმენტის ფაკულტეტი დაამთავროს.

- პარიზში ჩემი ოცნებები ახდა, რადგან ”კრისტიან დიორთან” ორჯერ ვიმუშავე: პირველად ”პარფიუმ-მაკიაჟი” წარვადგინე. მაშინ ჩვენებაში 20 გოგო ვმონაწილეობდით, მეორედ კი მხოლოდ ორნი შეგვარჩიეს. როცა ”დიორთან” მეორედ მუშაობის შანსს გაძლევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ”დიორის სახლის” მოდელი ხდები. ”ელისააბთანაც” ვმუშაობდი. პროფესიონალებთან ურთიერთობა სრული ჰარმონიაა: ყველაფერი წუთობრივად გათვლილია, არანაირი ექსტრიმი მოსალოდნელი არ არის და უკმაყოფილოც არავინ რჩება. საქართველოში გამომგზავრების წინ, ფრანგულ-ლიბანური ჟურნალის გარეკანისთვის გადამიღეს. მოდის ჟურნალის ყდაზე პირველად მოვხვდი. გადაღება პარიზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, ლამაზ და ასე ვთქვათ, ”სვეტსკ” ადგილას გაიმართა. ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომ სურვილი გამიჩნდა, ამის შესახებ დამეწერა. ”ვერსაჩემ” და ჟურნალ ”ლა მოდის” რედაქტორმა შემარჩიეს, რაც ჩემთვის დიდი წარმატება იყო! გადამღებ ჯგუფში ყველანი ფრანგები იყვნენ. ერთადერთი, მაკიაჟს ბრაზილიელი გოგონა მიკეთებდა, რომელსაც იდეა გაუჩნდა, რომ ჩემთვის ყვითელი პომადა წაესვა. თქვა: ვცადოთ და თუ არ მოგეწონებათ, მოვაშოროთო. სტილისტი დათანხმდა. მესიამოვნა, ბრაზილიელი გოგონას კრეატიულობა რომ არ დაკარგეს, მან კი ნამდვილად, ”ახალი სიტყვა” თქვა. მოგვიანებით მისი ნოვაცია ყველამ აიტაცა: 1-2 კვირის მერე ”ფეშენტივიზე” ვნახე, ერთ-ერთ ცნობილ მოდელს ყვითელ პომადას უსვამდნენ (იცინის). როცა ”ბიუთის” იღებ და ფერების კომბინაციას აკეთებ, ეს სხვა საკითხია, ჟურნალის კოლექციისთვის გადაღება კი - სხვა. წარმოვიდგინე, გოგონას იდეა რომ ”ჩაეკლათ” და უარი ეთქვათ - არასოდეს გვინახავს და არ გავაკეთოთო... საერთოდ, ფრანგები კრიტიკული ხალხია: თუ რაღაც არ მოსწონთ, არ აღიარებენ, მაგრამ კრეატულობას არ დაგიკარგავენ...

- შენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებულად რამ ან ვინ იმოქმედა?

- ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა პარიზში ცხოვრებამ და სამოდელო სფეროში მუშაობამ იქონია. რამდენიმე ფავორიტი ქალბატონი მყავს. ისინი დახვეწილობითა და სადა ჩაცმულობით გამოირჩევიან. ევროპული ფერები - თეთრი, შავი, ხორცისფერი მიყვარს. პარიზში ის მხიბლავს, რომ ასაკის განურჩევლად, ყველას (თუნდაც, მოდის სფეროში არ მუშაობდეს) ჩაცმის საკუთარი სტილი და მოდასთან დაკავშირებული ჩამოყალიბებული შეხედულება აქვს. მოგეხსენებათ, ქართველებზე ხშირად ამბობენ, რომ ცეკვა-სიმღერა სისხლში გვაქვს გამჯდარი, ფრანგები კი თითქოს უნებურად, ყოველთვის მოწესრიგებულები, მოდურად ჩაცმულები და ლამაზები არიან. მათთან ურთიერთობისას ბევრ რამეს ვსწავლობ.

- ოდესმე ვინმეს მწარედ თუ გაუკრიტიკებიხარ?

- დასახული მიზანი მაქვს და მის მისაღწევად მაქსიმუმი უნდა გავაკეთო. შეიძლება, ზოგი ავის მთქმელი იყოს, ზოგი - კარგის, მე ყველას ნათქვამს მივესალმები, რადგან კრიტიკიდანაც ბევრს ვსწავლობ. პირადად მე, სხვების მიმართ ნაკლებად კრიტიკული ვარ. მაქსიმუმ, შეიძლება მეგობრები ან ოჯახის წევრები გავაკრიტიკო.

- როგორი მუსიკალური გემოვნება გაქვს?

- მუსიკა ჩემთვის უსაყვარლესი, ყველაზე საინტერესო, სათაყვანებელი რამ არის და მის გარეშე არაფერი გამომდის. კონსერვატორიის ათწლედში ვსწავლობდი. დიდი მაესტროს - ნოდარ ანდღულაძის მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ამ სფეროში მუშაობა აქტიურად აღარ განვაგრძე და პარიზში გავემგზავრე. სამაგიეროდ, ამ მხრივ ჩემმა ძმამ იაქტიურა - კონსერვატორიაში სწავლობს და საოპერო სიმღერებს ასრულებს... პიანინოზე ყოველთვის ვუკრავდი. პარიზშიც ვუკრავ ხოლმე. საოპერო და ზოგადად, კლასიკური მიმართულება მხიბლავს. მიყვარს ბალეტზე დასწრება. მომწონს ელექტრონული მუსიკაც და მიმაჩნია, რომ თუ მის სიღრმეებს ჩასწვდები, ბევრ საინტერესოს აღმოაჩენ. ელექტრონული მუსიკის შექმნა მარტივი ნამდვილად არ არის. რამდენიმე მეგობარი დიჯეი მყავს და ისინი მასწავლიდნენ, თუ როგორ შეიძლება, მუსიკა გამიქსო და დაუკრა. აღმოჩნდა, რომ ამ საქმეს დიდი ნიჭი, გემოვნება სჭირდება.

- ელექტრონული მუსიკის შესრულება თავად თუ გიცდია?

- მოყვარულის დონეზე - კი. ელექტრონულ მუსიკას აქტიურად ვუსმენ და საყვარელი დიჯეებიც მყავს. ერთ-ერთი მათგანი Deadmaus-I გახლავთ. მან ერთ-ერთი პოპულარული კომპოზიციის ”პიანო” ვერსიაც შექმნა: ინტერნეტში ვნახე - 7-გვერდიანი ნაწარმოებია და მეც დავუკარი... კანში ყოფნისას, მე და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი დიჯეი ”ფართიზე” ერთად ”ვმიქსავდით”. საინტერესო იყო...

- არსებობს მუსიკალური მიმართულება, რომელიც კატეგორიულად არ მოგწონს?

- ალბათ - მძიმე როკი. ზოგადად, როკი მომწონს, მაგრამ მძიმე როკის აქტიური მსმენელი ნამდვილად არ ვარ.

- განტვირთვისთვის ფილმებს თუ უყურებ?

- მიმაჩნია, რომ ფილმების ცქერა ადამიანისთვის ბევრის მომცემია, მით უმეტეს - როცა დიდი ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. ახალ ფილმებს თვალყურს ყოველთვის აქტიურად ვადევნებ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ჰობია. რამდენიმე საყვარელი მსახიობიც მყავს: ლეონარდო დი კაპრიო, ჯონი დეპი... როცა ”დიდ გეტსბიში” მიიწვიეს, ლეონარდო დი კაპრიო ამბობდა: ეს ნაწარმოები ბავშვობაში წავიკითხე. ასეთ ფილმში მონაწილეობა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ გადაღება შემომთავაზეს თუ არა, დავფიქრდი - ჩემი გარეგნობითა და თამაშით გავამართლებ? ხალხი გეტსბიდ აღმიქვამსო? ეს თავმდაბლური და პროფესიონალური ნათქვამია. ნიჭიერი ადამიანების შრომა და თავმდაბლობა დასაფასებელია.

- ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციის ხილვისას იმედი გაგცრუებია?

- ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ ამას ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების შეცვლის უფლება მისი ეკრანიზაციისას ყველა რეჟისორს აქვს, ჩემთვის ეს მიუღებელია! კარგია, როცა ეკრანიზაცია ნაწარმოების გმირებს ”გიცოცხლებს”.

- მხატვრული ლიტერატურის საკითხავად დრო თუ გრჩება? წიგნების კითხვა გიყვარს?

- კი და თავისუფალ დროს ყოველთვის ვკითხულობ, მაგრამ განსაკუთრებულად სიღრმისეული, ფილოსოფიური წიგნები მიზიდავს. სამყაროს შეცნობაზე საუბარი, კრიტიკა, ყველა დეტალი ძალიან მაინტერესებს. მერე წაკითხული თუ მოსმენილი რეალურ ცხოვრებაში ”გადმომაქვს”, რაც უფრო პრაქტიკულს მხდის: ნებისმიერი სიტუაციის სწორად აღქმა შემიძლია, ნაკლებად ვიბნევი. ამიტომ სიღრმისეული ნააზრევის წაკითხვა მიყვარს. პარიზში საყვარელი ინგლისური წიგნების მაღაზია მაქვს, სადაც საინტერესო ლიტერატურის ფართო არჩევანია...

- ტელეგადაცემებს თვალყურს თუ ადევნებ?

- საფრანგეთში ბევრი საინტერესო ტელეარხი და გადაცემაა, რომელშიც წარმატებულ ხალხს იწვევენ. მათი მოსმენის შემდეგ ბევრს ისწავლი. მახსოვს, ერთ-ერთ გადაცემაში, რომელიც ეთერში 4 საათის განმავლობაში გადიოდა, მონიკა ბელუჩი ჰყავდათ მიწვეული. მან ოჯახსა და შვილებზე ილაპარაკა (მოგეხსენებთ, ფრანგი ქმარი ჰყავს). მისი ჯდომის მანერა, საუბარი საოცრად მომხიბვლელი იყო. ცხოვრებისეულ საკითხებზე გულახდილად ილაპარაკა...

- მსგავსი დადებითი შთაბეჭდილებები ქართული ტელეგადაცემიდან თუ მიგიღია?

- როგორ არა! რამდენიმე კარგი გადაცემა გვაქვს და საინტერესო რესპონდენტებიც გვყავს. ისეთი გადაცემები მხიბლავს, რომლებიც ახალგაზრდებს წარმატების მიღწევის შანსს აძლევს.

- კერძებზე რას გვეტყვი?

- ქართული სამზარეულო ძალიან მიყვარს, მაგრამ ვცდილობ, ევროპულსაც ვეზიარო. პარიზში კერძებს ჩემი დიასახლისი ამზადებს და ფრანგული სამზარეულოს მნიშვნელოვანი კერძების მომზადებას მეც მასწავლის. ხანდახან იტალიურ და ესპანურ კერძებსაც ვამზადებთ... თბილისში განსაკუთრებული რეცეპტები ჩამომაქვს ხოლმე... ყოველთვის ჯანსაღ საკვებს ვირჩევ და ჩემი ”დიეტა” ეს არის. შემიძლია, ”თავის მოკვლამდე” ვივარჯიშო. დიეტა არასოდეს დამიცავს.

- საკუთარ თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევ?

- საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მინდა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყველაფრის მიმართ პირადი აზრი მაქვს. მოდის სიახლეებს და დიდი ბრენდების მიერ წარმოჩენილ ტენდენციებს - ფერებს, ქსოვილებს თვალს აქტიურად ვადევნებ და ვცდილობ, ჩემთვის საინტერესო შევარჩიო. ფრანგები ამბობენ, რომ იდეალური არავინ არის, მაგრამ ჭკვიანი ქალი საკუთარ სილამაზეს წარმოაჩენს, არამომხიბვლელ მხარეს კი დაფარავსო. ვცდილობ, თავისუფლად, კომფორტულად მეცვას, მაგრამ გააჩნია, სად მივდივარ. ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაპრანჭვა არ მიყვარს. მაკიაჟიც და სამოსიც სადა მომწონს. ფრანგების აზრით, როცა სამოდელო სფეროში მუშაობ, გადაპრანჭვა მიზანშეწონილი არ არის და ეს მოსაზრება მართებულად მიმაჩნია. ბუნებრივი უნდა იყო და საკუთარი თავი ხალხს ისეთი ”მიაწოდო”, როგორიც სინამდვილეში ხარ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

Deadmaus

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება